მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეპიდსიტუაცია სკოლებში და კორონავირუსი - რა პასუხები აქვს განათლების მინისტრის მოადგილეს აქტუალურ კითხვებზე
ეპიდსიტუაცია სკოლებში და კორონავირუსი - რა პასუხები აქვს განათლების მინისტრის მოადგილეს აქტუალურ კითხვებზე

რო­გო­რი ვი­თა­რე­ბაა ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში Covid-19-ის ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით და რა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი ტარ­დე­ბა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, რამ­დე­ნი სკო­ლა გა­და­ვი­და დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე და რა შემ­თხვე­ვა­ში იხუ­რე­ბა კლა­სი ან სკო­ლა? - ჩვენს შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხებს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ეკა­ტე­რი­ნე დგე­ბუ­ა­ძე.

- რო­გო­რი ვი­თა­რე­ბაა ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში Covid-19-ის ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მხრივ?

- დი­ნა­მი­კას თუ შევ­ხე­დავთ, ეპიდსი­ტუ­ა­ცია ბევ­რად უკე­თე­სია, ვიდ­რე იყო გუ­შინ და გუ­შინ­წინ. დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­და­სუ­ლი სკო­ლე­ბი­სა და საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ცო­ტა­თი შემ­ცი­რე­ბუ­ლია, ასე­ვე შემ­ცი­რე­ბუ­ლია იმ მშობ­ლე­ბის რი­ცხვი, ვი­საც სურ­და თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბი დის­ტან­ცი­ურ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე გა­და­ეყ­ვა­ნა. ეს იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რომ მათ სურთ, შვი­ლებ­მა საკ­ლა­სო ოთახ­ში მი­ი­ღონ გა­ნათ­ლე­ბა და არა - ვირ­ტუ­ა­ლუ­რად, ასე­ვე ამით გა­მო­ხა­ტა­ვენ ნდო­ბას იმ გა­რე­მოს მი­მართ, რა გა­რე­მოც ხვდე­ბა მოს­წავ­ლეს - ყვე­ლა სკო­ლა აღ­ჭურ­ვი­ლია შე­სა­ბა­მი­სი რე­სურ­სით, ყო­ველ დი­ლით მოს­წავ­ლე­ე­ბის სკრი­ნინ­გი ხდე­ბა, არის დე­ზო­ბა­რი­ე­რი, ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, და­ცუ­ლია დის­ტან­ცია. ამის მო­ნი­ტო­რინ­გი ხდე­ბა რე­სურსცენ­ტრე­ბის მხრი­დან, ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სკო­ლებს რე­კო­მენ­და­ცი­ებს აძ­ლე­ვენ.

- რამ­დე­ნი სკო­ლა გა­და­ვი­და დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე?

- ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­და­სუ­ლია 5542 მოს­წავ­ლე. ეს ის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან, რო­მელ­თა მშობ­ლებ­მაც დის­ტან­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბი აირ­ჩი­ეს, თუმ­ცა ეს რა­ო­დე­ნო­ბაც შემ­ცი­რე­ბუ­ლია, წინა კვი­რა­ში მათი რი­ცხვი 6592 იყო. ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­და­სუ­ლია 132 სკო­ლა და 317 საკ­ლა­სო ოთა­ხი.

- რა შემ­თხვე­ვა­ში იხუ­რე­ბა კლა­სი ან სკო­ლა?

- როცა სკო­ლის მოს­წავ­ლეს ან თა­ნამ­შრო­მელს და­უ­დას­ტურ­დე­ბა კო­ვი­დინ­ფექ­ცია, სკო­ლა მა­შინ­ვე უნდა და­უ­კავ­შირ­დეს ად­გი­ლობ­რივ ჯან­დაც­ვის ცენ­ტრს, მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია და ამის შემ­დეგ, უშუ­ა­ლოდ, ჯან­დაც­ვის ად­გი­ლობ­რი­ვი ცენ­ტრი აძ­ლევს რე­კო­მენ­და­ცი­ას სკო­ლას, თუ რო­გორ იმოქ­მე­დოს. რო­გორც ნა­ხეთ, სტა­ტის­ტი­კუ­რად, ჯერ ერთი კლა­სი იხუ­რე­ბა გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში და თუ ერთ შემ­თხვე­ვას სხვაც და­ე­მა­ტე­ბა და ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის რის­კი მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა, იხუ­რე­ბა სკო­ლაც. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო არ იღებს, ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე მოქ­მე­დებს სკო­ლა.

- და მა­თი­ვე რე­კო­მენ­და­ცი­ით უბ­რუნ­დე­ბი­ან მოს­წავ­ლე­ე­ბი სას­წავ­ლო პრო­ცესს?

დიახ, ისი­ნი სა­ზღვრა­ვენ რამ­დე­ნი ხნით და­ი­კე­ტოს საკ­ლა­სო ოთა­ხი ან სკო­ლა და რო­დის გა­იხ­სნას.

- სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უფრო მა­ღა­ლია თუ მოს­წავ­ლე­ე­ბის?

- უფრო ზრდას­რუ­ლე­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია მა­ღა­ლი, ვიდ­რე მოს­წავ­ლე­ე­ბის.

- ამ ეტა­პის­თვის რამ­დე­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი და სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი?

- სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის 70% ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია.

- რა კეთ­დე­ბა სა­ი­მი­სოდ, რომ უფრო მეტი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი იყოს და უფრო უსაფრ­თხო გახ­დეს სწავ­ლის პრო­ცე­სი?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ვაქ­ცი­ნა­ცია სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ არის. ამი­ტომ ჩვე­ნი მი­ზა­ნია, მათი ცნო­ბი­ე­რე­ბა უფრო მე­ტად გა­ი­ზარ­დოს, ამა­ში უამ­რა­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია გვი­ჭერს მხარს, ამის ძა­ლი­ან კარ­გი მა­გა­ლი­თია “იუ­ნი­სე­ფის” ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად ტარ­დე­ბა და რო­მელ­შიც ჩვენც ჩარ­თუ­ლე­ბი ვართ, პი­რა­დად, მეც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი რამ­დე­ნი­მე მათ­გან­ში, არა­ერ­თი ღია ეთე­რი გა­ვა­კე­თეთ, ჩავ­რთეთ ექი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­უბ­რობ­დნენ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­სა­ხებ და პა­სუხს სცემ­დნენ კი­თხვებს... თუმ­ცა, მა­ინც დარ­ჩა 30%, ვინც არ არის ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი, და მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა რე­გი­ო­ნებ­შია.

- 1 დე­კემ­ბრი­დან "მწვა­ნე პას­პორ­ტე­ბი“ ამოქ­მედ­დე­ბა. იქ­ნე­ბა თუ არა სა­ვალ­დე­ბუ­ლო სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში?

- "მწვა­ნე პას­პორ­ტი“, ამ ეტაპ­ზე, არ გან­სა­ზღვრავს სკო­ლა­ში მის­ვლა-არ­მის­ვლის სა­კითხს. ჯერ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ არის მი­ღე­ბუ­ლი.

- რა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი ტარ­დე­ბა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად?

- ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ამ უფრო ნათ­ლად დაგ­ვა­ნა­ხა სკო­ლის მოვ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­წე­რი­ლია ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა - რო­გორ უნდა მოხ­დეს და­სუფ­თა­ვე­ბა არა მარ­ტო იმ შემ­თხვე­ვა­ში, როცა კო­ვი­დინ­ფექ­ცია და­ფიქ­სირ­დე­ბა, არა­მედ - ზო­გა­დად. მა­გა­ლი­თად, თუ სკო­ლა­ში ორი ცვლაა, არის ხან­გრძლი­ვი შეს­ვე­ნე­ბა, რომ დამ­ლა­გებ­ლებ­მა სვე­ლი წე­სით და­ა­ლა­გონ სკო­ლა და მო­ას­წრონ სივ­რცის გა­ნი­ა­ვე­ბა მე­ო­რე ცვლის მოს­წავ­ლე­ე­ბის მის­ვლამ­დე. დამ­ლა­გებ­ლებს ევა­ლე­ბათ, ყვე­ლა დას­ვე­ნე­ბის შემ­დეგ სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბის და­სუფ­თა­ვე­ბა, ასე­ვე შე­სას­ვლელ­ში, დე­რეფ­ნებ­ში, ყვე­ლა სარ­თულ­ზე, საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში არის სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რე­ბი. წე­სებს ყვე­ლა იცავს. იყო რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მშობ­ლებ­მა გა­აპ­რო­ტეს­ტეს მოს­წავ­ლე­ე­ბის მიერ პირ­ბა­დის ტა­რე­ბა, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, თა­ვი­ან­თი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­უ­კე­თეს შვი­ლებს პირ­ბა­დე...

- რაც შე­ე­ხე­ბა პირ­ბა­დეს, მოს­წავ­ლეს არ გა­უ­ჭირ­დე­ბა მა­თე­მა­ტი­კის ან ბი­ო­ლო­გი­ის გაკ­ვე­თილ­ზე პირ­ბა­დის ხმა­რე­ბა, მაგ­რამ ფი­ზკულ­ტუ­რის გაკ­ვე­თილ­ზე...

- რთუ­ლია, ამ ნა­წილ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად გვი­ჭირს, ამი­ტომ მოს­წავ­ლის ძა­ლი­ან დიდი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა არ ხდე­ბა, ასე­ვე გუნ­დუ­რი თა­მა­შე­ბის ნა­წილ­შიც შე­ზღუ­დულ­ნი ვართ, იმი­ტომ, რომ დის­ტან­ცია უფრო მე­ტად იყოს და­ცუ­ლი.

აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­ვნიშ­ნო - თუ გვინ­და, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დეს და არა მარ­ტო ამი­ტომ, იმის­თვის, რომ თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქის სი­ცო­ცხლე და­ვიც­ვათ, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო და სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცია მიგ­ვი­თი­თებს, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი გა­დარ­ჩე­ნის­თვის. ამი­ტომ კი­დევ ერთხელ მივ­მარ­თავ ყვე­ლას, და­ვიც­ვათ ყვე­ლა წესი. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­კენ კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას და ვთხოვ, რომ გა­ვი­აზ­როთ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბა, ჩვე­ნი სი­ცო­ცხლე რომ და­ცუ­ლი იყოს.

tasi
1

რატომ არ ატარებთ მონიტორინგს სკოლებში ,დარწმუნებით ვიცი რომ ბევრ სკოლებში მასწავლებლები აუცრელი არიან,შეამოწმეთ,მარტო ლაპარაკი არ შველის ჩვენ ხისთავიან მოსახლეობას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ეპიდსიტუაცია სკოლებში და კორონავირუსი - რა პასუხები აქვს განათლების მინისტრის მოადგილეს აქტუალურ კითხვებზე

ეპიდსიტუაცია სკოლებში და კორონავირუსი - რა პასუხები აქვს განათლების მინისტრის მოადგილეს აქტუალურ კითხვებზე

როგორი ვითარებაა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით და რა პრევენციული ზომები ტარდება ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, რამდენი სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე და რა შემთხვევაში იხურება კლასი ან სკოლა? - ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე.

- როგორი ვითარებაა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების მხრივ?

- დინამიკას თუ შევხედავთ, ეპიდსიტუაცია ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ და გუშინწინ. დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და საკლასო ოთახების რაოდენობა ცოტათი შემცირებულია, ასევე შემცირებულია იმ მშობლების რიცხვი, ვისაც სურდა თავიანთი შვილები დისტანციურ გაკვეთილებზე გადაეყვანა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ მათ სურთ, შვილებმა საკლასო ოთახში მიიღონ განათლება და არა - ვირტუალურად, ასევე ამით გამოხატავენ ნდობას იმ გარემოს მიმართ, რა გარემოც ხვდება მოსწავლეს - ყველა სკოლა აღჭურვილია შესაბამისი რესურსით, ყოველ დილით მოსწავლეების სკრინინგი ხდება, არის დეზობარიერი, ანტისეპტიკური საშუალებები, დაცულია დისტანცია. ამის მონიტორინგი ხდება რესურსცენტრების მხრიდან, ამ პროცესში ჩართული სამინისტროს თანამშრომლები სკოლებს რეკომენდაციებს აძლევენ.

- რამდენი სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე?

- ბოლო მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე გადასულია 5542 მოსწავლე. ეს ის მოსწავლეები არიან, რომელთა მშობლებმაც დისტანციური გაკვეთილები აირჩიეს, თუმცა ეს რაოდენობაც შემცირებულია, წინა კვირაში მათი რიცხვი 6592 იყო. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, დღეის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე გადასულია 132 სკოლა და 317 საკლასო ოთახი.

- რა შემთხვევაში იხურება კლასი ან სკოლა?

- როცა სკოლის მოსწავლეს ან თანამშრომელს დაუდასტურდება კოვიდინფექცია, სკოლა მაშინვე უნდა დაუკავშირდეს ადგილობრივ ჯანდაცვის ცენტრს, მიაწოდოს ინფორმაცია და ამის შემდეგ, უშუალოდ, ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრი აძლევს რეკომენდაციას სკოლას, თუ როგორ იმოქმედოს. როგორც ნახეთ, სტატისტიკურად, ჯერ ერთი კლასი იხურება გარკვეული დროის განმავლობაში და თუ ერთ შემთხვევას სხვაც დაემატება და ინფექციის გავრცელების რისკი მაღალი იქნება, იხურება სკოლაც. ამ გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო არ იღებს, ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე მოქმედებს სკოლა.

- და მათივე რეკომენდაციით უბრუნდებიან მოსწავლეები სასწავლო პროცესს?

დიახ, ისინი საზღვრავენ რამდენი ხნით დაიკეტოს საკლასო ოთახი ან სკოლა და როდის გაიხსნას.

- სასწავლო დაწესებულებებში მასწავლებლების ინფიცირების მაჩვენებელი უფრო მაღალია თუ მოსწავლეების?

- უფრო ზრდასრულების ინფიცირების მაჩვენებელია მაღალი, ვიდრე მოსწავლეების.

- ამ ეტაპისთვის რამდენი მასწავლებელი და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელია ვაქცინირებული?

- სასწავლო დაწესებულებაში დასაქმებული ადამიანების 70% ვაქცინირებულია.

- რა კეთდება საიმისოდ, რომ უფრო მეტი ვაქცინირებული თანამშრომელი იყოს და უფრო უსაფრთხო გახდეს სწავლის პროცესი?

- მოგეხსენებათ, ვაქცინაცია სავალდებულო არ არის. ამიტომ ჩვენი მიზანია, მათი ცნობიერება უფრო მეტად გაიზარდოს, ამაში უამრავი ორგანიზაცია გვიჭერს მხარს, ამის ძალიან კარგი მაგალითია “იუნისეფის” ღონისძიებები, რომლებიც მუდმივად ტარდება და რომელშიც ჩვენც ჩართულები ვართ, პირადად, მეც ვმონაწილეობდი რამდენიმე მათგანში, არაერთი ღია ეთერი გავაკეთეთ, ჩავრთეთ ექიმები, რომლებიც საუბრობდნენ ვაქცინაციის შესახებ და პასუხს სცემდნენ კითხვებს... თუმცა, მაინც დარჩა 30%, ვინც არ არის ვაქცინირებული, და მათი უმრავლესობა რეგიონებშია.

- 1 დეკემბრიდან "მწვანე პასპორტები“ ამოქმედდება. იქნება თუ არა სავალდებულო სასწავლო დაწესებულებებში?

- "მწვანე პასპორტი“, ამ ეტაპზე, არ განსაზღვრავს სკოლაში მისვლა-არმისვლის საკითხს. ჯერ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

- რა პრევენციული ზომები ტარდება ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად?

- ეპიდსიტუაციამ უფრო ნათლად დაგვანახა სკოლის მოვლის საჭიროება, ამ მიმართულებით გაწერილია ყველა პროცედურა - როგორ უნდა მოხდეს დასუფთავება არა მარტო იმ შემთხვევაში, როცა კოვიდინფექცია დაფიქსირდება, არამედ - ზოგადად. მაგალითად, თუ სკოლაში ორი ცვლაა, არის ხანგრძლივი შესვენება, რომ დამლაგებლებმა სველი წესით დაალაგონ სკოლა და მოასწრონ სივრცის განიავება მეორე ცვლის მოსწავლეების მისვლამდე. დამლაგებლებს ევალებათ, ყველა დასვენების შემდეგ საპირფარეშოების დასუფთავება, ასევე შესასვლელში, დერეფნებში, ყველა სართულზე, საკლასო ოთახებში არის სადეზინფექციო ხსნარები. წესებს ყველა იცავს. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მშობლებმა გააპროტესტეს მოსწავლეების მიერ პირბადის ტარება, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, თავიანთი ინიციატივით გაუკეთეს შვილებს პირბადე...

- რაც შეეხება პირბადეს, მოსწავლეს არ გაუჭირდება მათემატიკის ან ბიოლოგიის გაკვეთილზე პირბადის ხმარება, მაგრამ ფიზკულტურის გაკვეთილზე...

- რთულია, ამ ნაწილში ყველაზე მეტად გვიჭირს, ამიტომ მოსწავლის ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვა არ ხდება, ასევე გუნდური თამაშების ნაწილშიც შეზღუდულნი ვართ, იმიტომ, რომ დისტანცია უფრო მეტად იყოს დაცული.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო - თუ გვინდა, რომ სასწავლო პროცესი გაგრძელდეს და არა მარტო ამიტომ, იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე დავიცვათ, ჯანდაცვის მსოფლიო და სხვადასხვა ორგანიზაცია მიგვითითებს, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანია ჩვენი გადარჩენისთვის. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას, დავიცვათ ყველა წესი. ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას და ვთხოვ, რომ გავიაზროთ ვაქცინაციის საჭიროება, ჩვენი სიცოცხლე რომ დაცული იყოს.