საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ვერასდროს გახდები" - ირაკლი ზარქუამ მიხეილ სააკაშვილს მიმართა
"შენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ვერასდროს გახდები" - ირაკლი ზარქუამ მიხეილ სააკაშვილს მიმართა

შენ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია და მე­რაბ კოს­ტა­ვა ვე­რას­დროს გახ­დე­ბი - ისი­ნი ცი­ხე­ში ღირ­სე­უ­ლად ჩაჯ­დნენ - ნო­ლია შენი ფასი, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სის! - ეს გან­ცხა­დე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ გა­ა­კე­თა.

ზარ­ქუა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბას­თან გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და რო­გორც აღ­ნიშ­ნა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მომ­ხდარ ძა­ლა­დო­ბა­ზე პი­რა­დად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­სა და “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას ეკის­რე­ბა“.

რო­გორც ზარ­ქუ­ამ აღ­ნიშ­ნა, იმე­დია ამას სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რად შე­ა­ფა­სებს და “შემ­დეგ არ გა­უჩ­ნდე­ბათ კი­თხვის ნიშ­ნე­ბი, როცა სა­უ­ბა­რია სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ში ონ­ლა­ინ ჩარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ცე­მა­ზე“.

“კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ სა­ა­კაშ­ვილს არა­ფე­რი აქვს ქარ­თუ­ლი. ის უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეა, რო­მე­ლიც პა­ტივს არ სცემს არც სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებს, არც სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრებს და არც სა­ქარ­თვე­ლოს პას­პორ­ტს. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თა - არ მო­გე­ნატ­რათ სიყ­ვა­რუ­ლი და გან­ვი­თა­რე­ბაო?! იქ­ნებ მას სიყ­ვა­რუ­ლი და გან­ვი­თა­რე­ბა თა­ვი­სე­ბუ­რად ეს­მის - ქუ­ჩებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის ჩა­ხოც­ვა, ბიზ­ნე­სის რე­კე­ტი, ადა­მი­ა­ნე­ბის მოკ­ვდი­ნე­ბა. არა, ბა­ტო­ნო მიშა, ეს სა­ქარ­თვე­ლოს არ მო­ე­ნა­ტა­რა და ამა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ მე­ცხრე არ­ჩევ­ნე­ბი პირ­წმინ­დად წა­ა­გე. სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას არას­დროს მო­ე­ნატ­რე­ბა კა­ცე­ბის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის ჩა­ცხრილ­ვა, არას­დროს მო­ე­ნატ­რე­ბა მე­გის ქარ­და­ვე­ბი და რო­მან შა­მა­თა­ვე­ბი.

2012 წლის მთა­ვა­რი და­პი­რე­ბა იყო, რომ ნო­მე­რი პირ­ვე­ლი ჯა­ლა­თი ცი­ხე­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ეს ასეა - შენ ხარ ნო­მე­რი პირ­ვე­ლი ჯა­ლა­თი, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად ცი­ნი­კო­სი ხარ, რომ ნაც­ვლად იმი­სა თქვა, რომ მოხ­და ტრა­გე­დია, და­ნა­შა­უ­ლი და შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვი, გა­დაბ­რა­ლე­ბე­ბი და­ი­წყე. ცოტა ხან­ში, როცა სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ცე­მას და­ი­წყებს, პას­ტა­სა და ფურ­ცელს ხე­ლი­დან ვერ გა­აგ­დე­ბი­ნე­ბენ - მო­გი­წევს ბო­ლომ­დე სას­ჯე­ლი ცი­ხე­ში აღას­რუ­ლო!“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერი
3

რამდენი უაზრო ლაყლაყია . ყველა პოლიტიკოსი და მეც . ძალიან მინდა მელია ჩამოშორდეს ნაცებს, შექმნას თავისი პარტია . 2024- მდე პარტია მოძლიერდება და არჩევნებში მიიღებს მონაწილეიბას. ოღონდ . მელიამ წინ წამოწიოს ეკონომიური საკითხები და შესსრულოს კიდევაც . ისწავლოს სხვის შეცდომებზე. და სწორი დასკვნა გააკეთოს.

პატრიოტი 2
0

შენ კი სულ ასეთი არარაობა იქნები!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"შენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ვერასდროს გახდები" - ირაკლი ზარქუამ მიხეილ სააკაშვილს მიმართა

"შენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ვერასდროს გახდები" - ირაკლი ზარქუამ მიხეილ სააკაშვილს მიმართა

შენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ვერასდროს გახდები - ისინი ციხეში ღირსეულად ჩაჯდნენ - ნოლია შენი ფასი, როგორც პოლიტიკოსის! - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილის მისამართით “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და როგორც აღნიშნა, პასუხისმგებლობა მომხდარ ძალადობაზე პირადად მიხეილ სააკაშვილსა და “ნაციონალურ მოძრაობას ეკისრება“.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, იმედია ამას საერთაშორისო საზოგადოება ადეკვატურად შეაფასებს და “შემდეგ არ გაუჩნდებათ კითხვის ნიშნები, როცა საუბარია სააკაშვილისთვის სასამართლო პროცესში ონლაინ ჩართვის შესაძლებლობის მიცემაზე“.

“კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სააკაშვილს არაფერი აქვს ქართული. ის უკრაინის მოქალაქეა, რომელიც პატივს არ სცემს არც საქართველოს ინტერესებს, არც სახელმწიფო საზღვრებს და არც საქართველოს პასპორტს. მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას მიმართა - არ მოგენატრათ სიყვარული და განვითარებაო?! იქნებ მას სიყვარული და განვითარება თავისებურად ესმის - ქუჩებში ადამიანების ჩახოცვა, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების მოკვდინება. არა, ბატონო მიშა, ეს საქართველოს არ მოენატარა და ამაზე მეტყველებს, რომ მეცხრე არჩევნები პირწმინდად წააგე. საქართველოს მოსახლეობას არასდროს მოენატრება კაცების გაუპატიურება, ადამიანების ჩაცხრილვა, არასდროს მოენატრება მეგის ქარდავები და რომან შამათავები.

2012 წლის მთავარი დაპირება იყო, რომ ნომერი პირველი ჯალათი ციხეში უნდა ყოფილიყო, ეს ასეა - შენ ხარ ნომერი პირველი ჯალათი, რომელიც იმდენად ცინიკოსი ხარ, რომ ნაცვლად იმისა თქვა, რომ მოხდა ტრაგედია, დანაშაული და შეცდომები დაუშვი, გადაბრალებები დაიწყე. ცოტა ხანში, როცა სააკაშვილი ჩვენებების მიცემას დაიწყებს, პასტასა და ფურცელს ხელიდან ვერ გააგდებინებენ - მოგიწევს ბოლომდე სასჯელი ციხეში აღასრულო!“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"