მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეფორმის ფარგლებში შეიცვლება მენეჯმენტი და სტრუქტურები" - ნათია თურნავა „საპარტნიორო ფონდის“ რებრენდინგის შესახებ
"რეფორმის ფარგლებში შეიცვლება მენეჯმენტი და სტრუქტურები" - ნათია თურნავა „საპარტნიორო ფონდის“  რებრენდინგის შესახებ

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის, ნა­თია თურ­ნა­ვას გან­ცხა­დე­ბით, სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით "სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ რე­ფორ­მი­რე­ბა იგეგ­მე­ბა. რო­გორც მან მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნა, "სა­პატ­რი­ო­რო ფონ­დი“ უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე სტრუქ­ტუ­რად უნდა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს.

"დიდი ხა­ნია "სა­პარტნი­ო­რო ფონდთან“ ერ­თად ვმუ­შა­ობთ ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჰოლ­დინ­გის რე­ფორ­მი­რე­ბა­ზე სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. დღეს უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სულ მალე წა­რედ­გი­ნე­ბა მთავ­რო­ბას და შემ­დეგ უკვე პარ­ლა­მენტს და­სამ­ტკი­ცებ­ლად. ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, პირ­ველ რიგ­ში, მოხ­დე­ბა "სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ რებ­რენ­დინ­გი, მას და­ერ­ქმე­ვა "სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი“. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია, მაგ­რამ რა თქმა უნდა, მთლი­ა­ნად არ ასა­ხავს იმ სი­ახ­ლეს, რა­საც "სა­პარტნი­ო­რო ფონდთან“ მი­მარ­თე­ბით ვგეგ­მავთ. "სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი“, რო­გორც ინ­სტრუ­მენ­ტი, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნესს და­ფი­ნან­სე­ბის სხვა­დას­ხვა დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი სჭირ­დე­ბა, მათ შო­რის კა­პი­ტა­ლი, რომ­ლის წყა­რო­საც წარ­მო­ად­გენ­და დღემ­დე "სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი“, თუმ­ცა, უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე სტრუქ­ტუ­რა უნდა იყოს შექ­მნი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და თურ­ნა­ვამ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში შე­იც­ვლე­ბა ფონ­დის მე­ნე­ჯმენ­ტი და სტრუქ­ტუ­რე­ბი.

"იარ­სე­ბებს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, პრო­ფე­სი­უ­ლი ნიშ­ნით შერ­ჩე­უ­ლი სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო, დღემ­დე სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ში უშუ­ა­ლოდ მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ“, - გა­ნა­ცხა­და თურ­ნა­ვამ.

მისი თქმით, მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის ნაც­ვლად, იქ­ნე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, პრო­ფე­სი­უ­ლი ბორ­დი. გარ­და ამი­სა, ნა­თია თურ­ნა­ვას გან­მარ­ტე­ბით, "სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ის გეგ­მა მომ­ზად­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"რეფორმის ფარგლებში შეიცვლება მენეჯმენტი და სტრუქტურები" - ნათია თურნავა „საპარტნიორო ფონდის“ რებრენდინგის შესახებ

"რეფორმის ფარგლებში შეიცვლება მენეჯმენტი და სტრუქტურები" - ნათია თურნავა „საპარტნიორო ფონდის“  რებრენდინგის შესახებ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სხვადასხვა მიმართულებით "საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირება იგეგმება. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, "საპატრიორო ფონდი“ უფრო თანამედროვე სტრუქტურად უნდა ჩამოყალიბდეს.

"დიდი ხანია "საპარტნიორო ფონდთან“ ერთად ვმუშაობთ ამ მნიშვნელოვანი ჰოლდინგის რეფორმირებაზე სხვადასხვა მიმართულებით. დღეს უკვე ჩამოყალიბებულია კანონპროექტი, რომელიც სულ მალე წარედგინება მთავრობას და შემდეგ უკვე პარლამენტს დასამტკიცებლად. ამ კანონპროექტის მიხედვით, პირველ რიგში, მოხდება "საპარტნიორო ფონდის“ რებრენდინგი, მას დაერქმევა "საქართველოს განვითარების ფონდი“. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ რა თქმა უნდა, მთლიანად არ ასახავს იმ სიახლეს, რასაც "საპარტნიორო ფონდთან“ მიმართებით ვგეგმავთ. "საპარტნიორო ფონდი“, როგორც ინსტრუმენტი, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში ბიზნესს დაფინანსების სხვადასხვა დივერსიფიცირებული მექანიზმები სჭირდება, მათ შორის კაპიტალი, რომლის წყაროსაც წარმოადგენდა დღემდე "საპარტნიორო ფონდი“, თუმცა, უფრო თანამედროვე სტრუქტურა უნდა იყოს შექმნილი“, - განაცხადა თურნავამ.

მისი განმარტებით, რეფორმის ფარგლებში შეიცვლება ფონდის მენეჯმენტი და სტრუქტურები.

"იარსებებს დამოუკიდებელი, პროფესიული ნიშნით შერჩეული სამეთვალყურეო საბჭო, დღემდე სამეთვალყურეო საბჭოში უშუალოდ მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ“, - განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, მთავრობის წევრების ნაცვლად, იქნება დამოუკიდებელი, პროფესიული ბორდი. გარდა ამისა, ნათია თურნავას განმარტებით, "საპარტნიორო ფონდის“ რესტრუქტურიზაციის გეგმა მომზადდება.