საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, თბილისის გასასვლელთან გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ცდილობენ, საპოლიციო ძალების დამატებითი მობილიზება მოხდა. სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ, რის გამოც, აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება იყო. კერძოდ, ადგილიდან რამდენიმე პირის განრიდება მოხდა.
ამ მომენტისთვის აღმაშენებლის ხეივანთან გზის სავალი ნაწილის ნაწილობრივ აღდგენა მოხდა.
ცოტა ხნის წინ, სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გოგა მემანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ყველა პირი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.
აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართლადამცავებმა არ მისცეს.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე.
რას ჰგავს ამ სექტას საქციელი? სასამართლო მიმდინარეობს და რატომ უნდათ ასეთი საგიჟეთის მოწყობა? ამას ჰქვია ევროპული საქციელი? ესენი პროვოკატორები და ქვეყნის მტრები არიან. ასეთი უპასუხისმგებლო და ხულიგნური გამოხტომებით უნდათ პატივისცემა დაიმსახურონ? რომელი ნორმალური უნდა იყოს მათ გვერდით? მშვიდად დააცადონ სასამართლო ს მუშაობა
ამდენნი,რუსებს ,რომ ენახეთ გაიქცეოდნენ სამაჩაბლობად.