მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მიყვანის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ იძულებით, საერთაშორისო ზეწოლის შედეგად მიიღო" - ზაალ უდუმაშვილი
"მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მიყვანის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ იძულებით, საერთაშორისო ზეწოლის შედეგად მიიღო" - ზაალ უდუმაშვილი

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რის, ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე დას­წრე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იძუ­ლე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ზე­წო­ლის შე­დე­გად მი­ი­ღო.

ამის შე­სა­ხებ მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ეს­წრე­ბა დღე­ვან­დელ პრო­ცესს, თუკი კი­დევ რა­ი­მე ფო­კუ­სი არ აქვს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას - არც ამას გა­მოვ­რი­ცხავთ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და პრო­ცეს­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მო­ეყ­ვა­ნა. ჩვენ ხომ ვნა­ხეთ წინა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი, დას­წრე­ბის უფ­ლე­ბა რომ არ მის­ცეს, ახლა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, მათ შო­რის იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო ზე­წო­ლის შე­დე­გად, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ყვე­ლა ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ქვე­ყა­ნა ითხოვ­და, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მის­ცე­მო­და უფ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი თავი და­ეც­ვა პრო­ცეს­ზე, ამი­ტომ დღეს ეს იძუ­ლე­ბი­თი ნა­ბი­ჯია და არა ის, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა უნდა იყოს ქვე­ყა­ნა­ში. არა­ვის სჯე­რა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო­სი და ამ სა­სა­მარ­თლოს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის. ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მო­სა­მარ­თლე­ზე. სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა რომ მთლი­ა­ნად მორ­ჩი­ლია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის, ეს ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია. დღეს კარ­გია, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მი­ე­ცე­მა უფ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თოს. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ ელო­დე­ბა სა­მარ­თლი­ან სა­სა­მარ­თლოს, მაგ­რამ ამ პრო­ცეს­ზე მას სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თოს და კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დოს იმ ბრძო­ლის­კენ, რო­მელ­მაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, უნდა მიგ­ვიყ­ვა­ნოს ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე,“ - გა­ნა­ცხა­და ზაალ უდუ­მაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი 7 ნო­ემ­ბრის საქ­მე­ზე დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს და­ეს­წრე­ბა. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, უკვე მი­იყ­ვა­ნეს. პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც ეს­კორ­ტის თან­ხლე­ბით გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პიტ­ლი­დან ცოტა ხნის წინ გა­მო­ვი­და, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში რამ­დე­ნი­მე ცოტა ხნის წინ მი­ვი­და.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
0

მართლა დუმა ხარ რაააა

რიტა
0

თუკი ასე გახარებთ ის ფაქტი,რომ სააკაშვილი საკუთარ პროცესს ესწრება,მოემზადეთ,წინ კიდევ იმდენი პროცესი და სიხარულებიი გელოდებააათ.მეტი სასიხარულო აღარ დაგრჩენიათ თქვე გაჭირვებულებო?აუ რამდენი ხააართ???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მიყვანის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ იძულებით, საერთაშორისო ზეწოლის შედეგად მიიღო" - ზაალ უდუმაშვილი

"მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მიყვანის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ იძულებით, საერთაშორისო ზეწოლის შედეგად მიიღო" - ზაალ უდუმაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასწრების გადაწყვეტილება ხელისუფლებამ იძულებით, საერთაშორისო ზეწოლის შედეგად მიიღო.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, დაესწრება დღევანდელ პროცესს, თუკი კიდევ რაიმე ფოკუსი არ აქვს ჩაფიქრებული ხელისუფლებას - არც ამას გამოვრიცხავთ. ხელისუფლება იძულებული გახდა პროცესზე მიხეილ სააკაშვილი მოეყვანა. ჩვენ ხომ ვნახეთ წინა სასამართლო პროცესები, დასწრების უფლება რომ არ მისცეს, ახლა იძულებული გახდა, მათ შორის იმ საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, რომელიც ხელისუფლებაზე მიმდინარეობს. ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყანა ითხოვდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მისცემოდა უფლება საკუთარი თავი დაეცვა პროცესზე, ამიტომ დღეს ეს იძულებითი ნაბიჯია და არა ის, რომ სამართლიანობა უნდა იყოს ქვეყანაში. არავის სჯერა ბიძინა ივანიშვილის სასამართლოსი და ამ სასამართლოს სამართლიანობის. ბევრი რამ არის დამოკიდებული ინდივიდუალურად მოსამართლეზე. სასამართლო სისტემა რომ მთლიანად მორჩილია ბიძინა ივანიშვილის, ეს ყველასთვის ცნობილია. დღეს კარგია, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეცემა უფლება საზოგადოებას მიმართოს. მიხეილ სააკაშვილი არ ელოდება სამართლიან სასამართლოს, მაგრამ ამ პროცესზე მას საშუალება მიეცემა, რომ საზოგადოებას მიმართოს და კიდევ ერთხელ მოუწოდოს იმ ბრძოლისკენ, რომელმაც, საბოლოო ჯამში, უნდა მიგვიყვანოს ვადამდელ არჩევნებამდე,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს. მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ, უკვე მიიყვანეს. პენიტენციური სამსახურის მანქანა, რომელიც ესკორტის თანხლებით გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა, თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე ცოტა ხნის წინ მივიდა.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"