წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სულ რამდენი პირი დააკავეს დღეს ბათუმსა და ზუგდიდში გამართულ საპროტესტო აქციებზე - შსს-ს განმარტება
სულ რამდენი პირი დააკავეს დღეს ბათუმსა და ზუგდიდში გამართულ საპროტესტო აქციებზე - შსს-ს განმარტება

პო­ლი­ცი­ის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე პო­ლი­ცი­ამ ზუგ­დიდ­ში 2 პირი, ხოლო აჭა­რა­ში 4 პირი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი რჩე­ბი­ან და და­ი­ცა­ვენ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წეს­რიგს.

მარ­თლწეს­რი­გის და­სა­ცა­ვად იმ­ყო­ფე­ბი­ან ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფი.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, რო­გორც მარ­თლწეს­რი­გის დაც­ვა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უწყე­ბა, მო­უ­წო­დებს აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებს და შეკ­რე­ბილ მო­ქა­ლა­ქე­ებს - შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის დროს და­იც­ვან კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბი და და­ე­მორ­ჩი­ლონ პო­ლი­ცი­ელ­თა კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნებს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, პო­ლი­ცია იმოქ­მე­დებს სა­კუ­თა­რი მან­და­ტის ფარ­გლებ­ში და სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის თი­თო­ე­უ­ლი ფაქ­ტი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იქ­ნე­ბა აღ­კვე­თი­ლი“, - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დაბრუნდა წარსული!
21

პოლიცია გადაიქცა ისევ მილიციად და ოცნების მოსამსახურედ.სამარცხვინოები არიან დღევანდელ დღეს და არავითარი ღირსება აღარ შერჩათ.არადა ერთ დროს მართლა საამაყოები იყვნენ.

იყო დრო
5

ახლანდელი მილიცია ყველას სჯობია. ხალხის მხარეზეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

სულ რამდენი პირი დააკავეს დღეს ბათუმსა და ზუგდიდში გამართულ საპროტესტო აქციებზე - შსს-ს განმარტება

სულ რამდენი პირი დააკავეს დღეს ბათუმსა და ზუგდიდში გამართულ საპროტესტო აქციებზე - შსს-ს განმარტება

პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევის ფაქტზე პოლიციამ ზუგდიდში 2 პირი, ხოლო აჭარაში 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული რჩებიან და დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

მართლწესრიგის დასაცავად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და შეკრებილ მოქალაქეებს - შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.