"ზოგადად ვიტყვი, ციტატებს, რომელთა სამიზნეები არიან ევროპარლამენტის სხვა წევრები, მე არ ვეთანხმები. ასევე, არ ვეთანხმები ყველა პოზიციას, რომელსაც გამოხატავენ ჩემი კოლეგები ევროპარლამენტში"- ასე უპასუხა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში შეკითხვას, რომელიც დასავლელი პარტნიორების მისამართით მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას შეეხებოდა, მათ შორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ „ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ მიხეილ სააკაშვილის მეგობრები და ქვეყნის მეგობრები“.
მისივე თქმით, არ ეთანხმება და არ მიიჩნევს, რომ სწორია ის განცხადებები, რომელთა სამიზნე მისი ზოგიერთი ევროპარლამენტარი კოლეგაა.
„კონკრეტულ ციტატებზე განცხადებას არ გავაკეთებ, მაგრამ ზოგადად ვიტყვი, რომ ციტატებს, რომელთა სამიზნეები არიან ევროპარლამენტის სხვა წევრები, მე არ ვეთანხმები. ასევე, არ ვეთანხმები ყველა პოზიციას, რომელსაც გამოხატავენ ჩემი კოლეგები ევროპარლამენტში - ჩვენ მოვდივართ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, მოვდივართ სხვადასხვა ქვეყნიდან, გვაქვს განსხვავებული კულტურა და ისტორია, მაგრამ როგორც ევროპარლამენტის წევრები, არჩეულები ვართ ევროპელი ხალხის მიერ და ვიმსახურებთ ღირსეულ მიდგომას. ასე რომ, ეს ჩემთვის უფრო მეტად პოლიტიკური კულტურის საკითხია, აქედან გამომდინარე, არ ვეთანხმები და არ მივიჩნევ, რომ სწორია ის განცხადებები, რომელთა სამიზნე ჩემი ზოგიერთი ევროპარლამენტარი კოლეგაა, ეს სწორი არ არის ჩემი პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე და ჩემი პოლიტიკური გაგებიდან გამომდინარე. მე არასდროს მივცემდი თავს რაიმე მსგავსის თქმის უფლებას იმათზე, ვის აზრებსაც არ ვიზიარებ. შეიძლება არ ვეთანხმებოდე, მაგრამ უნდა არსებობდეს რაღაც პოლიტიკური ღირსების გაგება და, რა თქმა უნდა, ველი პატივისცემას ევროპარლამენტისა და ევროპარლამენტის წევრების მიმართ, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის მიერ არიან არჩეულები,“- განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე
შედი, ქალო, ბუდკაში. ჩრდილოეთის ნაკადი 2 გიცივდება, პალტო წააფარე, ძია პუტინი არ გაბრაზდეს... გეყოთ, რა, ჩვენი მისისინება რუსულ სამხედრო მანქანაზე და ჩვენი სისხლით ქულების ჩაწერა...
თქვენ ქალბატონო სამ ნაკომუნისტარ ქვეყანას 750-დან 26 მანდატი გაქვთ, რად უნდა გაფასებდეთ მაგ პროპორციაზე მეტად ? კარგი 600 წელი რუსეთის იმპერიის ორგანული ნაწილი ბრაძნდებოდით-დიახ ერთად, ერთისაგან იშვით , სლავები ხართ და ერთად დაუდეთ სათავე იმპერიას , დიახ , სსრკ-მ მართალია ძალად შეგიერთათ , ჩვენ თქვენგან განსხვავებით ორგანული ნაწილი არ ვყოფილვართ, თქვენმა იმპერიამ აღმოსავლეთის ტირანიებთან ათასწლოვან ომებში დაუძლურებისას დრო გვიხელთეთ და დაგვიპყარით, ისიც მოტყუებით , პირისპირ არ შგვებიოთ, შეგაკვდებოდით იცოდით და რ არ დაგითმობდით ! რა უფლების ძალით გვმოძღვრავთ, გშურთ ხომ ჩვენი სტატუსი , დიახ სადაც ვართ , იქ გვირგვინი ვართ ყოველთვის და მანდაც ვიყავით გვირგვინი ! აღარ გვინდა , შეგვეშვით, ჩვენ ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდვნიდეს-დასავლეთი სწორედ ჩვენ ვართ და არა ლგბტ თემი , ტოტემია თუ ფეტიშია ! ჩვენ ქართულ დემოკრატიას ავაშენებთ , ათი საუკუნის წინ გვქონდა დარბაზი , დიახ, წაიყვანეთ ეგ თქვენი ჩეკისტი მიშა, როცა სასჯელს მოიხდის , ან მოინანიებს და ეპატიება მას მერე , კარგი ხეირი დაგადგებათ , ასობით ანტიდასავლური ანტიდემოკრატიულლი და დიქტატორულ სისტემური დანაშაულის რეჟიმის ორგანიზატორია, თქვენც მოგიხერხებთ რამეს , კრემლში შეგაბრუნებთ,. დედასახლია თქვენი !