მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იაპონიის პრინცესა ნიუ იორკის ქუჩებში დაიკარგა - გოგონა, რომელმაც სიყვარულის გამო სამეფო ოჯახზე უარი თქვა, ამერიკელი პაპარაცების ობიექტივში
იაპონიის პრინცესა ნიუ იორკის ქუჩებში დაიკარგა - გოგონა, რომელმაც სიყვარულის გამო სამეფო ოჯახზე უარი თქვა, ამერიკელი პაპარაცების ობიექტივში

ია­პო­ნი­ის პრინ­ცე­სა მაკო და მისი არა­დიდ­გვა­რო­ვა­ნი მე­უღ­ლე, კეი კო­მუ­რო, უკვე 1 კვი­რაა, რაც სა­ცხოვ­რებ­ლად ნიუ იორკში გა­და­ვიდ­ნენ და ისი­ნი ნელ-ნელა ეჩ­ვე­ვი­ან ახალ გა­რე­მოს.

მაკო სა­ყიდ­ლებ­ზე მარ­ტო გა­ე­შუ­რა და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში თით­ქმის 2 სა­ა­თი დაჰ­ყო. კლა­სი­კუ­რი სა­მო­სის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რომ­ლი­თაც ია­პო­ნი­ა­ში ყოფ­ნი­სას იმო­სე­ბო­და, ახლა თა­ვი­სუფ­ლად ეცვა: ჯინ­სი, მა­ი­სუ­რი და პალ­ტო.

პა­პა­რა­ცებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს, რომ პრინ­ცე­სას ნიუ იორ­კის ქუ­ჩებ­ში გზა აებ­ნა და და­ი­კარ­გა. 30 წლის დიდ­გვა­რო­ვანს რამ­დენ­ჯერ­მე გამ­ვლე­ლე­ბის გა­ჩე­რე­ბა და მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის კი­თხვაც კი მო­უ­წია.

ქუ­ჩა­ზე წინ და უკან და­დი­ო­და,სა­ნამ გზა არ გა­იკ­ვლია. პრინ­ცე­სას სა­ხე­ზე აღელ­ვე­ბა არ ეტყო­ბო­და და მშვი­დად გა­ნაგ­რძობ­და გა­და­სას­ვლე­ლებ­ზე ნიშ­ნე­ბის თვა­ლი­ე­რე­ბას.

სა­ბო­ლო­ოდ, მა­კომ სა­ცხოვ­რებ­ლამ­დე მშვი­დო­ბით მი­აღ­წია, სა­დაც კეი კო­მუ­რო ელო­დე­ბო­და, რათა ჩან­თე­ბის სახ­ლამ­დე ატა­ნა­ში დახ­მა­რე­ბო­და.

წყვი­ლის მა­ნ­ჰე­ტენ­ზე ნა­ქი­რა­ვებ, 1-სა­ძი­ნებ­ლი­ან ბი­ნა­ში ცხოვ­რობს. მარ­თა­ლია ბინა პა­ტა­რაა, მაგ­რამ თა­ვად შე­ნო­ბა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი აპარ­ტა­მენ­ტე­ბის­გან შედ­გე­ბა და მა­ცხოვ­რებ­ლებს ისეთ მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობს, რო­გო­რი­ცაა ფიტ­ნეს-ცენ­ტრი, იო­გას სტუ­დია, შიდა სპა, გოლ­ფის სი­მუ­ლა­ტო­რის გან­ყო­ფი­ლე­ბა, მა­გი­დის ჩოგ­ბურ­თი, ბიბ­ლი­ო­თე­კა და ტე­რა­სა ბარ­ბე­ქი­უს­თვის.

ამა­ვე შე­ნო­ბის ვებ­სა­ი­ტის მი­ხედ­ვით, 1-სა­ძი­ნებ­ლი­ა­ნი ბი­ნის ყო­ველ­თვი­უ­რი ქირა 4,809$-დან იწყე­ბა.

მაკო და კეი კო­მუ­რა მა­ნ­ჰე­ტენ­ზე სე­ირ­ნო­ბი­სას კვი­რას სა­ღა­მოს შე­ნიშ­ნეს

თვის და­სა­წყის­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კეი კო­მუ­რამ ნიუ იორ­კის შტა­ტის ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის გა­მოც­და ვერ ჩა­ა­ბა­რა. ია­პო­ნუ­რი მა­უ­წყებ­ლის - NHK-ის მი­ხედ­ვით, კეი მე­ცა­დი­ნე­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას და გა­მოც­დებ­ში ხე­ლახ­ლა ბე­დის ცდას გეგ­მავს.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინა
1

ეხლა ესე შეაღონებენ - ტუალეტში ვერ გავა ეს საწყალი, რო არ გაუჰედლაინონ!

სტალინი
13

ეს ისეთი ღარიბია, როგორც ინგლისელი პრინცი, დახეული ფეხსაცმელებით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

იაპონიის პრინცესა ნიუ იორკის ქუჩებში დაიკარგა - გოგონა, რომელმაც სიყვარულის გამო სამეფო ოჯახზე უარი თქვა, ამერიკელი პაპარაცების ობიექტივში

იაპონიის პრინცესა ნიუ იორკის ქუჩებში დაიკარგა - გოგონა, რომელმაც სიყვარულის გამო სამეფო ოჯახზე უარი თქვა, ამერიკელი პაპარაცების ობიექტივში

იაპონიის პრინცესა მაკო და მისი არადიდგვაროვანი მეუღლე, კეი კომურო, უკვე 1 კვირაა, რაც საცხოვრებლად ნიუ იორკში გადავიდნენ და ისინი ნელ-ნელა ეჩვევიან ახალ გარემოს.

მაკო საყიდლებზე მარტო გაეშურა და საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიაში თითქმის 2 საათი დაჰყო. კლასიკური სამოსისგან განსხვავებით, რომლითაც იაპონიაში ყოფნისას იმოსებოდა, ახლა თავისუფლად ეცვა: ჯინსი, მაისური და პალტო.

პაპარაცებმა დააფიქსირეს, რომ პრინცესას ნიუ იორკის ქუჩებში გზა აებნა და დაიკარგა. 30 წლის დიდგვაროვანს რამდენჯერმე გამვლელების გაჩერება და მიმართულებების კითხვაც კი მოუწია.

ქუჩაზე წინ და უკან დადიოდა,სანამ გზა არ გაიკვლია. პრინცესას სახეზე აღელვება არ ეტყობოდა და მშვიდად განაგრძობდა გადასასვლელებზე ნიშნების თვალიერებას.

საბოლოოდ, მაკომ საცხოვრებლამდე მშვიდობით მიაღწია, სადაც კეი კომურო ელოდებოდა, რათა ჩანთების სახლამდე ატანაში დახმარებოდა.

წყვილის მანჰეტენზე ნაქირავებ, 1-საძინებლიან ბინაში ცხოვრობს. მართალია ბინა პატარაა, მაგრამ თავად შენობა ძვირადღირებული საცხოვრებელი აპარტამენტებისგან შედგება და მაცხოვრებლებს ისეთ მომსახურებას სთავაზობს, როგორიცაა ფიტნეს-ცენტრი, იოგას სტუდია, შიდა სპა, გოლფის სიმულატორის განყოფილება, მაგიდის ჩოგბურთი, ბიბლიოთეკა და ტერასა ბარბექიუსთვის.

ამავე შენობის ვებსაიტის მიხედვით, 1-საძინებლიანი ბინის ყოველთვიური ქირა 4,809$-დან იწყება.

მაკო და კეი კომურა მანჰეტენზე სეირნობისას კვირას საღამოს შენიშნეს

თვის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ კეი კომურამ ნიუ იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციის გამოცდა ვერ ჩააბარა. იაპონური მაუწყებლის - NHK-ის მიხედვით, კეი მეცადინეობის გაგრძელებას და გამოცდებში ხელახლა ბედის ცდას გეგმავს.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა