სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგობის დღესასწაულზე რუსეთში საქართველოს ჰიმნი ავაჟღერეთ" - ქართველი სპორტსმენების მორიგი ტრიუმფი რუსეთში და დათო გაბელაიას კომენტარი
"გიორგობის დღესასწაულზე რუსეთში საქართველოს ჰიმნი ავაჟღერეთ" - ქართველი სპორტსმენების მორიგი ტრიუმფი რუსეთში და დათო გაბელაიას კომენტარი

ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის მო­რი­გი ტრი­უმ­ფი და რუ­სეთ­ში აჟ­ღე­რე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ჰიმ­ნი - ეკა­ტე­რინ­ბურ­გში გა­მარ­თულ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე კლა­სი­კურ წო­ლ­ჭიმ­ში, ქარ­თველ­მა სპორ­ტსმე­ნებ­მა 5 ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვეს. ღია ასა­კობ­რი­ვი 93 კილო წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში ოქ­როს მე­და­ლი, მსოფ­ლიო და ევ­რო­პის ჩემ­პი­ონ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს რე­კორდსმენ­მა და­ვით გა­ბე­ლა­ი­ამ მო­ი­გო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო კლა­სის სპორ­ტის ოს­ტა­ტი გა­ბე­ლა­ია პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი წო­ლ­ჭი­მე­ლია, რო­მელ­მაც ამ კა­ტე­გო­რი­ა­ში მო­ი­პო­ვა ევ­რო­პის პირ­ვე­ლი ად­გი­ლი.

19-წლმდე­ლებ­ში ოქრო ჯაბა სე­ფი­აშ­ვილ­მა მო­ი­პო­ვა, 23 წლამ­დელ­თა კა­ტე­გო­რი­ა­ში კი - ლუკა ორ­ბე­ლაშ­ვილ­მა და ბაჩო რუ­ხა­ძემ. ვე­ტე­რან­თა შო­რის კი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს ათ­ლე­ტიზ­მის ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ელ­გუ­ჯა კვიკ­ვი­ნია გახ­და.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი ეკა­ტე­რინ­ბურ­გში 21 ნო­ემ­ბერს გა­იხ­სნა და ხვალ, 25 ნო­ემ­ბერს ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­უ­ხუ­რე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ათ­ლე­ტიზ­მის ფე­დე­რა­ცია ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 6 სპორ­ტსმე­ნით იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, სა­ი­და­ნაც 5-მა ოქ­როს მე­და­ლი აიღო. ეს კი ჯამ­ში, მე­ო­რე გუნ­დუ­რი ად­გი­ლია წლე­ვან­დელ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე.

და­ვით გა­ბე­ლა­ია:

"ას­პა­რე­ზო­ბა­ში მო­ვუ­გე რუ­სე­თი­სა და თურ­ქე­თის წარ­მო­მად­გენ­ლებს და შე­სა­ბა­მი­სად, გა­ვე­დი პირ­ველ ად­გილ­ზე. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ღია ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან ასე­თი წარ­მა­ტე­ბა ჯერ არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. პირ­ვე­ლი ასე­თი შე­დე­გი მე და­ვა­ფიქ­სი­რე. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვია და ვა­მა­ყობ სა­კუ­თა­რი თა­ვი­თაც, ასე­ვე, იმ ბრძო­ლი­თაც, რა ბრძო­ლაც ამ გზა­ზე გა­მო­ვი­ა­რე.

თავს არ ვზო­გავ­დი იმის­თვის, რომ გა­მარ­ჯვე­ბა მო­მე­პო­ვე­ბი­ნა და ასეც მოხ­და. შრო­მა და­მი­ფას­და. ყვე­ლა­ზე მე­ტად აღ­სა­ნიშ­ნა­ვი ის არის, რომ გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე რუ­სეთ­ში მო­ვი­გე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი, საკ­მა­ოდ რთულ და და­ძა­ბულ ბრძო­ლა­ში. ავაჟ­ღე­რეთ აქ სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი და ეს იყო ძა­ლი­ან დიდი წარ­მა­ტე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­სა და კა­რი­ე­რა­ში. უზო­მოდ გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ. თავს არ ვზო­გავ­დი, რომ გა­მე­მარ­ჯვა და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე მე­სა­ხე­ლე­ბი­ნა.“

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახა
0

გილოცავ წარმატებებს გისურვებთ ყველას. უმადურობა ყურადღებას ნუ მიაქცევთ კლავიატურის ლომები არიან...

W
10

da gadmotsies sagvari

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"გიორგობის დღესასწაულზე რუსეთში საქართველოს ჰიმნი ავაჟღერეთ" - ქართველი სპორტსმენების მორიგი ტრიუმფი რუსეთში და დათო გაბელაიას კომენტარი

"გიორგობის დღესასწაულზე რუსეთში საქართველოს ჰიმნი ავაჟღერეთ" - ქართველი სპორტსმენების მორიგი ტრიუმფი რუსეთში და დათო გაბელაიას კომენტარი

ქართველი სპორტსმენების მორიგი ტრიუმფი და რუსეთში აჟღერებული ქართული ჰიმნი - ეკატერინბურგში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კლასიკურ წოლჭიმში, ქართველმა სპორტსმენებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვეს. ღია ასაკობრივი 93 კილო წონით კატეგორიაში ოქროს მედალი, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონმა, საქართველოს რეკორდსმენმა დავით გაბელაიამ მოიგო.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი გაბელაია პირველი ქართველი წოლჭიმელია, რომელმაც ამ კატეგორიაში მოიპოვა ევროპის პირველი ადგილი.

19-წლმდელებში ოქრო ჯაბა სეფიაშვილმა მოიპოვა, 23 წლამდელთა კატეგორიაში კი - ლუკა ორბელაშვილმა და ბაჩო რუხაძემ. ვეტერანთა შორის კი ევროპის ჩემპიონი, საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის გენერალური მდივანი ელგუჯა კვიკვინია გახდა.

ევროპის ჩემპიონატი ეკატერინბურგში 21 ნოემბერს გაიხსნა და ხვალ, 25 ნოემბერს ოფიციალურად დაუხურება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია ევროპის ჩემპიონატზე 6 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, საიდანაც 5-მა ოქროს მედალი აიღო. ეს კი ჯამში, მეორე გუნდური ადგილია წლევანდელ ჩემპიონატზე.

დავით გაბელაია:

"ასპარეზობაში მოვუგე რუსეთისა და თურქეთის წარმომადგენლებს და შესაბამისად, გავედი პირველ ადგილზე. ევროპის ჩემპიონატის ღია ასაკობრივ ჯგუფში საქართველოდან ასეთი წარმატება ჯერ არ დაფიქსირებულა. პირველი ასეთი შედეგი მე დავაფიქსირე. შესაბამისად, ეს ყველაფერი ძალიან შთამბეჭდავია და ვამაყობ საკუთარი თავითაც, ასევე, იმ ბრძოლითაც, რა ბრძოლაც ამ გზაზე გამოვიარე.

თავს არ ვზოგავდი იმისთვის, რომ გამარჯვება მომეპოვებინა და ასეც მოხდა. შრომა დამიფასდა. ყველაზე მეტად აღსანიშნავი ის არის, რომ გიორგობის დღესასწაულზე რუსეთში მოვიგე ევროპის ჩემპიონატი, საკმაოდ რთულ და დაძაბულ ბრძოლაში. ავაჟღერეთ აქ საქართველოს ჰიმნი და ეს იყო ძალიან დიდი წარმატება ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში. უზომოდ გახარებული ვარ. თავს არ ვზოგავდი, რომ გამემარჯვა და ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე მესახელებინა.“