პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის დაეკისრება ჯარიმა კოვიდპასპორტის არმქონე პირის სხვადასხვა ობიექტში შესვლის შემთხვევაში და როდიდან ამოქმედდება რეგულაციები?
ვის დაეკისრება ჯარიმა კოვიდპასპორტის არმქონე პირის სხვადასხვა ობიექტში შესვლის შემთხვევაში და როდიდან ამოქმედდება რეგულაციები?

1-ელი დე­კემ­ბრი­დან, კო­ვიდ­პას­პორ­ტის არმ­ქო­ნე პი­რის სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტში შეს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, ჯა­რი­მა არა მო­ქა­ლა­ქეს, არა­მედ ბიზ­ნეს­სუ­ბი­ექტს და­ე­კის­რე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ბექა ფე­რა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, კო­ვიდ­პას­პორ­ტის არმ­ქო­ნე პი­რის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შეშ­ვე­ბის გამო, ინდმე­წარ­მე 2000 ლა­რით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პირი 10 ათა­სი ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბა.

"დარ­ღვე­ვის აღ­მო­ჩე­ნი­სას და­ჯა­რიმ­დე­ბა მხო­ლოდ ობი­ექ­ტი, ხოლო კო­ვიდ­პას­პორ­ტის არმ­ქო­ნე მო­ქა­ლა­ქეს ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ჯა­რი­მა არ და­ე­კის­რე­ბა.

შრო­მის ინ­სპექ­ცია რო­გორც აქამ­დე აკონ­ტრო­ლებ­და კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბას, ასე­ვე გა­ა­კონ­ტრო­ლებს ე.წ. მწვა­ნე პას­პორ­ტე­ბის მოქ­მე­დე­ბის არე­ა­ლებ­ში და­სა­ცავ წე­სებს. ეს იქ­ნე­ბა გეგ­მუ­რი და არა გეგ­მუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბე­ბი და მო­ვახ­დენთ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას, თუ რამ­დე­ნად იცავს ობი­ექ­ტი ე.წ. მწვა­ნე პას­პორ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ მო­თხოვ­ნებს. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ დარ­ღვე­ვა აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, ეს იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის მი­მართ 2000 ათას­ლა­რი­ან ჯა­რი­მას, იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის მი­მართ 10 000-ლა­რი­ან ჯა­რი­მას. ხოლო თუ კომ­პა­ნია სის­ტე­მუ­რად არ­ღვევს და ამა­ზე გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, შე­საძ­ლოა, ეს და­ლუქ­ვის და ასე­ვე, დრო­ე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ჩე­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლიც გახ­დეს. ეს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი 1-ელი დე­კემ­ბრის შემ­დეგ შე­დის ძა­ლა­ში. კომ­პა­ნი­ამ არ უნდა შე­უშ­ვას და თუ შე­უშ­ვებს ეს უკვე კომ­პა­ნი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. მხო­ლოდ კომ­პა­ნია ჯა­რიმ­დე­ბა, მო­ქა­ლა­ქე არა.

შე­მოწ­მე­ბის ნა­წილ­ში, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, სხვა­დას­ხვა უწყე­ბე­ბი იქ­ნე­ბი­ან ჩარ­თუ­ლი. იქ­ნე­ბა ეს შს სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი, ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი და ა.შ. ერ­თობ­ლი­ვად მო­ვახ­დენთ ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას,“- გა­ნა­ცხა­და ბექა ფე­რა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 1-ელი დე­კემ­ბრი­დან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მხო­ლოდ "მწვა­ნე პას­პორ­ტის“ პრინ­ცი­პით შეძ­ლე­ბენ შეს­ვლას კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის, რეს­ტორ­ნე­ბის, კა­ფე­ე­ბის და ბა­რე­ბის ღია და და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ში, კი­ნო­თე­ატ­რებ­ში, თე­ატ­რებ­ში, ოპე­რა­ში, მუ­ზე­უ­მებ­ში, სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზებ­ში, გა­სარ­თობ ცენ­ტრებ­ში, სა­მო­რი­ნე­ებ­სა და სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის ობი­ექ­ტებ­ზე, სპა-ცენ­ტრებ­ში, ფიტ­ნეს-დარ­ბა­ზებ­ში, სას­ტუმ­რო­ებ­ში და ასე­ვე სამ­თო კუ­რორ­ტე­ბის - სა­ბა­გი­რო გზებ­ზე; აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნა გავ­რცელ­დე­ბა ჩა­მოთ­ვლი­ლი ობი­ექ­ტე­ბის სტუმ­რებ­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბავ­შვო-გა­სარ­თობ ცენ­ტრებს, "მწვა­ნე პას­პორ­ტის“ მო­თხოვ­ნა იმოქ­მე­დებს მხო­ლოდ 18 წლის ასაკს ზე­მოთ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის. პირს მწვა­ნე სტა­ტუ­სი აქვს, თუ იგი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია სრუ­ლად, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს 72-სა­ა­თი­ა­ნი ვა­ლი­დუ­რო­ბის PCR-ტეს­ტი ან 24-სა­ა­თი­ა­ნი ვა­ლი­დუ­რო­ბის ან­ტი­გენ-ტეს­ტი, ან გა­და­ტა­ნი­ლი აქვს კო­რო­ნა­ვირუ­სი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
2

აპლიკაცია სრულყავით! ანდროიდის აპლიკაცია მიუწვდომელია პლეი სთორიდან, ხოლო ჯანდაცვის ლინკიდან მიწოდებული მხოლოდ ძალიან "პრადვინუტი" სმარტფონებისთვისაა რელევანტური.

გრიგოლი1408
3

მთავრობა მიტინგები აკრძალე და დაანებე ამ უბრალო ხალხზე ჯოხის გადატეხვას თავი. დემოკრატიობანას თამაში დიდი ხანია დამთავრდა მსოფლიოში და არც ყოფილა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

ვის დაეკისრება ჯარიმა კოვიდპასპორტის არმქონე პირის სხვადასხვა ობიექტში შესვლის შემთხვევაში და როდიდან ამოქმედდება რეგულაციები?

ვის დაეკისრება ჯარიმა კოვიდპასპორტის არმქონე პირის სხვადასხვა ობიექტში შესვლის შემთხვევაში და როდიდან ამოქმედდება რეგულაციები?

1-ელი დეკემბრიდან, კოვიდპასპორტის არმქონე პირის სხვადასხვა ობიექტში შესვლის შემთხვევაში, ჯარიმა არა მოქალაქეს, არამედ ბიზნესსუბიექტს დაეკისრება.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განუცხადა, კოვიდპასპორტის არმქონე პირის დაწესებულებაში შეშვების გამო, ინდმეწარმე 2000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება.

"დარღვევის აღმოჩენისას დაჯარიმდება მხოლოდ ობიექტი, ხოლო კოვიდპასპორტის არმქონე მოქალაქეს ასეთ შემთხვევაში ჯარიმა არ დაეკისრება.

შრომის ინსპექცია როგორც აქამდე აკონტროლებდა კოვიდრეგულაციების აღსრულებას, ასევე გააკონტროლებს ე.წ. მწვანე პასპორტების მოქმედების არეალებში დასაცავ წესებს. ეს იქნება გეგმური და არა გეგმური ინსპექტირებები და მოვახდენთ იდენტიფიცირებას, თუ რამდენად იცავს ობიექტი ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, თუ დარღვევა აღმოვაჩინეთ, ეს იწვევს ფიზიკური პირის მიმართ 2000 ათასლარიან ჯარიმას, იურიდიული პირის მიმართ 10 000-ლარიან ჯარიმას. ხოლო თუ კომპანია სისტემურად არღვევს და ამაზე გვაქვს ინფორმაცია, შესაძლოა, ეს დალუქვის და ასევე, დროებით საქმიანობის შეჩერების საფუძველიც გახდეს. ეს რეგულაციები 1-ელი დეკემბრის შემდეგ შედის ძალაში. კომპანიამ არ უნდა შეუშვას და თუ შეუშვებს ეს უკვე კომპანიის პასუხისმგებლობაა. მხოლოდ კომპანია ჯარიმდება, მოქალაქე არა.

შემოწმების ნაწილში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა უწყებები იქნებიან ჩართული. იქნება ეს შს სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფები, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და ა.შ. ერთობლივად მოვახდენთ ზედამხედველობას,“- განაცხადა ბექა ფერაძემ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ "მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.

რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, "მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.