მსოფლიო
მოზაიკა

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაშველები ამბობდნენ, რომ თითქოს ბავშვების ხმა ისმოდა, მაგრამ არ ისმოდა, მამაგრებდნენ" - როგორ ცხოვრობენ ოჯახები, რომლებმაც ბათუმის ტრაგედიისას ახლობლები დაკარგეს
"მაშველები ამბობდნენ, რომ თითქოს ბავშვების ხმა ისმოდა, მაგრამ არ ისმოდა, მამაგრებდნენ" - როგორ ცხოვრობენ ოჯახები, რომლებმაც ბათუმის ტრაგედიისას ახლობლები დაკარგეს

ბა­თუ­მის ტრა­გე­დი­ი­დან 40 დღე გა­ვი­და. 9 ოქ­ტომ­ბერს, ქა­ლაქ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის სა­დარ­ბა­ზოს ნგრე­ვი­სას 9 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. რა­მაზ დავ­ლა­ძემ ტრა­გე­დი­ის დროს 2 მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი, მე­უღ­ლე და ძმა და­კარ­გა. 12 წლის შვი­ლი და მე­უღ­ლე და­კარ­გა გია შო­მა­ხი­ამ. უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ მა­მებ­მა "იმე­დის" ეთერ­ში ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძის გა­და­ცე­მა­ში ისა­უბ­რეს.

რა­მაზ დავ­ლა­ძე:

- ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და უმ­ცრო­სი შვი­ლის­თვის ახ­სნა, ამის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დი. ვუ­თხა­რი, დედა, შენი და­ი­კო, ძა­მი­კო და ბი­ძია გაფ­რინ­დნენ და ცაში ცხოვ­რო­ბენ - მეთ­ქი. გუ­შინ მი­თხრა, - სად არი­ან, აღარ მო­დი­ან, მე­ნატ­რე­ბი­ა­ნო. პა­სუხს ვერ ვპო­უ­ლობ, რა უნდა ვუ­თხრა. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, რომ თავს ძალა და­ვა­ტა­ნო. ხვა­ლინ­დე­ლი დღის­თვის და ბავ­შვის­თვის. აღარც დილა მი­ხა­რია, აღარც ღამე და აღარც მზი­ა­ნი ამინ­დი. ყვე­ლას თა­ვი­სი ოჯა­ხი უყ­ვარს, მე ალ­ბათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარ­და, ვე­რა­ვის შე­ვე­ჯიბ­რე­ბი სიყ­ვა­რულ­ში, ძა­ლი­ან რთუ­ლია, ხე­ლის გულ­ზე მყავ­და ბავ­შვე­ბი გაზ­რდი­ლი...

რუ­სეთ­ში ვცხოვ­რობ­დი, 2011 წელს ჩა­მო­ვე­დი, და­ვო­ჯახ­დი. პა­ტა­რა ქორ­წი­ლიც გვქონ­და და ისევ რუ­სეთ­ში დავ­ბრუნ­დით. ანას­ტა­სი­აც იქ შე­მე­ძი­ნა. 2014 წელს ჩა­მო­ვე­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში, 2016-ში დე­მეტ­რე შე­მე­ძი­ნა, 2020-ში ერეკ­ლე. ძა­ლი­ან კარ­გი ოჯა­ხი მქონ­და, მო­სიყ­ვა­რუ­ლე მე­უღ­ლე.

ვერ ვხე­დავ ხვა­ლინ­დელ დღეს, უინ­ტე­რე­სო გახ­და ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი. ბავ­შვებ­ზე ვგიჟ­დე­ბი და ბოლო დროს ვა­ტყობ, რომ პა­ტა­რა ბავ­შვებ­თან ვე­ღარ მივ­დი­ვარ ახ­ლოს. გავ­ცივ­დი... არ ვიცი, რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ­ხე­ლა ტკი­ვი­ლით ადა­მი­ან­მა იცხოვ­როს, ვეც­დე­ბი ჩემი ერ­თა­დერ­თი ბი­ჭის­თვის დავძლიო ეს სირ­თუ­ლე­ე­ბი.

იმ დღეს მე­უღ­ლემ უმ­ცრო­სი ბავ­შვი ბაღ­ში წა­იყ­ვა­ნა, ძმა არ მი­ნა­ხავს, ოთა­ხი­დან გა­მომ­ძა­ხა რომ გავ­დი­ო­დი, - ხომ არ წა­მოგ­ყვე, არ გჭირ­დე­ბიო? - არ მინ­და-მეთ­ქი. იმ დღეს რომ და­მი­რე­კეს, სახ­ლი ჩა­მო­ინ­გრა და შენი ხომ არ არი­სო, მა­შინ­ვე და­ვი­წყე ოჯა­ხის წევ­რებ­თან რეკ­ვა და არა­ვინ არ მპა­სუ­ხობ­და.

ვე­ლო­დე­ბო­დი ბოლო წუ­თამ­დე რომ გა­დარ­ჩე­ბოდ­ნენ, ერთ წამ­ში გა­შავ­და ყვე­ლა­ფე­რი. მაშ­ვე­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ თით­ქოს ბავ­შვე­ბის ხმა ის­მო­და, მაგ­რამ არ ის­მო­და, მა­მაგ­რებ­დნენ. ინგა ვნა­ხე ცო­ცხა­ლი, მო­ვე­ფე­რე, მო­მაკ­ვდა­ვი თვა­ლე­ბით გად­მომ­ხე­და, მე­კი­თხე­ბო­და, ბავ­შვე­ბი სად არი­ა­ნო.

და­ვი­ძი­ნებ ვტი­რი, გა­ვიღ­ვი­ძებ ვტი­რი, ეს არის ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა.

ჩემი ძმა ძა­ლი­ან კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი. რამ­დე­ნი­მე ენა იცო­და. მთე­ლი მსოფ­ლიო მო­ი­ა­რა და ტრა­გე­დი­ამ­დე 10-15 დღის ჩა­მო­სუ­ლი იყო.

იმე­დი მაქვს, რომ ოდეს­მე აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ხვდე­ბი ჩემ ცოლს, შვი­ლებს და ძმას, ძა­ლი­ან მინ­და ჩა­ვე­ხუ­ტო ყვე­ლას. თი­თო­ე­უ­ლი დღე მე­ნატ­რე­ბა, რაც გავ­ლი­ლი მაქვს.

გია შო­მა­ხია:

- 15 წლის შექ­მნი­ლი ოჯა­ხი გვქონ­და მე და მა­ი­ას. ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი ბავ­შვი იყო დათა, დავ­ჯდე­ბო­დით და ვამ­ბობ­დით, ნეტა ეს ჩვე­ნი შვი­ლია? - ასაკს უს­წრებ­და ბავ­შვი. ონ­ლა­ინ­გაკ­ვე­თი­ლი ჰქონ­და, როცა ეს სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და. ნი­კუ­შამ ძა­ლი­ან მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა დე­დი­სა და ძმის და­კარ­გვა და დიდი მად­ლო­ბა მამა შიოს, რომ გა­მიძ­ლი­ე­რა ბავ­შვი. რო­დე­საც ეს ამ­ბა­ვი მოხ­და, მე­ო­რე შვი­ლი სკო­ლა­ში იყო. ღმერ­თს მად­ლო­ბა, რომ ნი­კუ­შა გა­და­მირ­ჩა. ესეც რომ არ მყავ­დეს, იმა­საც ვფიქ­რობ, რომ თავს მო­ვიკ­ლავ­დი ან მო­ნას­ტერ­ში წა­ვი­დო­დი. თუ ღმერ­თი მომ­ცემ­და ძა­ლას, ერთ პა­ტა­რა ბავ­შვს ვიშ­ვი­ლებ­დი და გავზრდი­დი...

ჩემი მე­უღ­ლე ფიქ­რობ­და, რომ კორ­პუსს საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და, გვენგრე­ვა სახ­ლიო, - ყო­ველ­დღე ამ­ბობ­და...

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
0

კორპუსს, ხომ ყავდა თავმჯდომარე,რატომ არ შეამოწმა,თუ რა ხდებოდა? ან რომელიმე მეზობელი დაინტერესებულიყო და ენახა,თუ რას ანგრევდნენ.

ჩვენ ასე ვიქცევითხოლმე,როცა ნგრევის,ბურღვის ან სხვა ხმები გვესმის კორპუსში.

თემიდა
0

უფალმა გაგაძლიეროთ,აქ მართლა უძლურია ყველა სიტყვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"მაშველები ამბობდნენ, რომ თითქოს ბავშვების ხმა ისმოდა, მაგრამ არ ისმოდა, მამაგრებდნენ" - როგორ ცხოვრობენ ოჯახები, რომლებმაც ბათუმის ტრაგედიისას ახლობლები დაკარგეს

"მაშველები ამბობდნენ, რომ თითქოს ბავშვების ხმა ისმოდა, მაგრამ არ ისმოდა, მამაგრებდნენ" - როგორ ცხოვრობენ ოჯახები, რომლებმაც ბათუმის ტრაგედიისას ახლობლები დაკარგეს

ბათუმის ტრაგედიიდან 40 დღე გავიდა. 9 ოქტომბერს, ქალაქში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ნგრევისას 9 ადამიანი გარდაიცვალა. რამაზ დავლაძემ ტრაგედიის დროს 2 მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე და ძმა დაკარგა. 12 წლის შვილი და მეუღლე დაკარგა გია შომახიამ. უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ მამებმა "იმედის" ეთერში ნოე სულაბერიძის გადაცემაში ისაუბრეს.

რამაზ დავლაძე:

- ძალიან გამიჭირდა უმცროსი შვილისთვის ახსნა, ამისთვის ვემზადებოდი. ვუთხარი, დედა, შენი დაიკო, ძამიკო და ბიძია გაფრინდნენ და ცაში ცხოვრობენ - მეთქი. გუშინ მითხრა, - სად არიან, აღარ მოდიან, მენატრებიანო. პასუხს ვერ ვპოულობ, რა უნდა ვუთხრა. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ თავს ძალა დავატანო. ხვალინდელი დღისთვის და ბავშვისთვის. აღარც დილა მიხარია, აღარც ღამე და აღარც მზიანი ამინდი. ყველას თავისი ოჯახი უყვარს, მე ალბათ განსაკუთრებულად მიყვარდა, ვერავის შევეჯიბრები სიყვარულში, ძალიან რთულია, ხელის გულზე მყავდა ბავშვები გაზრდილი...

რუსეთში ვცხოვრობდი, 2011 წელს ჩამოვედი, დავოჯახდი. პატარა ქორწილიც გვქონდა და ისევ რუსეთში დავბრუნდით. ანასტასიაც იქ შემეძინა. 2014 წელს ჩამოვედით საქართველოში, 2016-ში დემეტრე შემეძინა, 2020-ში ერეკლე. ძალიან კარგი ოჯახი მქონდა, მოსიყვარულე მეუღლე.

ვერ ვხედავ ხვალინდელ დღეს, უინტერესო გახდა ჩემთვის ყველაფერი. ბავშვებზე ვგიჟდები და ბოლო დროს ვატყობ, რომ პატარა ბავშვებთან ვეღარ მივდივარ ახლოს. გავცივდი... არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია ამხელა ტკივილით ადამიანმა იცხოვროს, ვეცდები ჩემი ერთადერთი ბიჭისთვის დავძლიო ეს სირთულეები.

იმ დღეს მეუღლემ უმცროსი ბავშვი ბაღში წაიყვანა, ძმა არ მინახავს, ოთახიდან გამომძახა რომ გავდიოდი, - ხომ არ წამოგყვე, არ გჭირდებიო? - არ მინდა-მეთქი. იმ დღეს რომ დამირეკეს, სახლი ჩამოინგრა და შენი ხომ არ არისო, მაშინვე დავიწყე ოჯახის წევრებთან რეკვა და არავინ არ მპასუხობდა.

ველოდებოდი ბოლო წუთამდე რომ გადარჩებოდნენ, ერთ წამში გაშავდა ყველაფერი. მაშველები ამბობდნენ, რომ თითქოს ბავშვების ხმა ისმოდა, მაგრამ არ ისმოდა, მამაგრებდნენ. ინგა ვნახე ცოცხალი, მოვეფერე, მომაკვდავი თვალებით გადმომხედა, მეკითხებოდა, ბავშვები სად არიანო.

დავიძინებ ვტირი, გავიღვიძებ ვტირი, ეს არის ჩემი ყოველდღიური ცხოვრება.

ჩემი ძმა ძალიან კეთილშობილი ადამიანი იყო, განათლებული. რამდენიმე ენა იცოდა. მთელი მსოფლიო მოიარა და ტრაგედიამდე 10-15 დღის ჩამოსული იყო.

იმედი მაქვს, რომ ოდესმე აუცილებლად შევხვდები ჩემ ცოლს, შვილებს და ძმას, ძალიან მინდა ჩავეხუტო ყველას. თითოეული დღე მენატრება, რაც გავლილი მაქვს.

გია შომახია:

- 15 წლის შექმნილი ოჯახი გვქონდა მე და მაიას. ძალიან უცნაური ბავშვი იყო დათა, დავჯდებოდით და ვამბობდით, ნეტა ეს ჩვენი შვილია? - ასაკს უსწრებდა ბავშვი. ონლაინგაკვეთილი ჰქონდა, როცა ეს საშინელება მოხდა. ნიკუშამ ძალიან მძიმედ გადაიტანა დედისა და ძმის დაკარგვა და დიდი მადლობა მამა შიოს, რომ გამიძლიერა ბავშვი. როდესაც ეს ამბავი მოხდა, მეორე შვილი სკოლაში იყო. ღმერთს მადლობა, რომ ნიკუშა გადამირჩა. ესეც რომ არ მყავდეს, იმასაც ვფიქრობ, რომ თავს მოვიკლავდი ან მონასტერში წავიდოდი. თუ ღმერთი მომცემდა ძალას, ერთ პატარა ბავშვს ვიშვილებდი და გავზრდიდი...

ჩემი მეუღლე ფიქრობდა, რომ კორპუსს საფრთხე ემუქრებოდა, გვენგრევა სახლიო, - ყოველდღე ამბობდა...