მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეკლესიაში საპროტესტო აქცია ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლაა, აქ უნდა იყოს ლოცვა და მარხვა" - მეუფე სტეფანე
"ეკლესიაში საპროტესტო აქცია ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლაა, აქ უნდა იყოს ლოცვა და მარხვა" - მეუფე სტეფანე

"ახლა, რა­საც ესე­ნი აკე­თე­ბენ არის უბ­რა­ლოდ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია - კი, შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მოს­წონს, მაგ­რამ ეკ­ლე­სი­ა­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია არის ღვთის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ბრძო­ლა, აქ უნდა იყოს ლოც­ვა და მარ­ხვა", - ამის შე­სა­ხებ ჭყონ­დი­დელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა სტე­ფა­ნე კა­ლა­ი­ჯიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­საც წა­ჩხუ­რუს მა­მა­თა მო­ნას­ტერ­ში განკვე­თი­ლი ბე­რე­ბი და მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი შე­ძა­ხი­ლე­ბით დახ­ვდნენ.

რო­გორც მე­უ­ფე სტე­ფა­ნე ამ­ბობს, არა­ვის ებ­რძვის, არა­მედ ლო­ცუ­ლობს მათ­თვის.

"გი­ლო­ცავთ მთა­ვა­რან­გე­ლო­ზო­ბის დღე­სას­წა­ულს, მრა­ვალს და­ეს­წა­რით სი­კე­თით, სიბ­რძნით სი­მარ­თლით. იმ ხალ­ხსაც ვუ­ლო­ცავ და თქვენ თვი­თონ ხე­დავთ თი­თო­ე­ულ ნა­ბიჯ­ზე ვლო­ცავ მათ, მარ­თლა მთე­ლი გუ­ლით ვუ­ლო­ცავ, მინ­და რომ ში­ნა­გა­ნი სიმ­შვი­დე ჰპო­ვონ და უფ­ლის გზა და­ი­ნა­ხონ და მი­ვიდ­ნენ უფალ­თან. ახლა რა­საც ესე­ნი აკე­თე­ბენ არის უბ­რა­ლოდ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია. კი, შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მოს­წონს, მაგ­რამ ეკ­ლე­სი­ა­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია არის ღვთის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ბრძო­ლა, აქ უნდა იყოს ლოც­ვა და მარ­ხვა. თუ მათ რა­მის გა­მო­ხატ­ვა უნდა ლოც­ვით უნდა გა­მო­ხა­ტონ, სიყ­ვა­რუ­ლით გა­მო­ხა­ტონ.

მე არა­ვის ვებ­რძვი, მე მინ­და მათი სი­კე­თე, მე მინ­და მათი ოჯა­ხე­ბის სი­კე­თე, მინ­და რომ ისი­ნი ღვთის წი­ნა­შე ლოც­ვით დად­გნენ და ლოც­ვა-კურ­თხე­ვა მი­ე­ცეთ, რომ ნორ­მა­ლუ­რად იმ­სა­ხუ­რონ ეკ­ლე­სი­ა­ში. არ მინ­და მათი ცუდი და ღმერ­თმა და მთა­ვა­რან­გე­ლო­ზებ­მა მის­ცენ მათ ეს მად­ლი, რომ ეს გა­ა­კე­თონ",- გან­ცხა­და მე­უ­ფე სტე­ფა­ნემ.

დღეს წა­ჩხუ­რუს მა­მა­თა მო­ნას­ტერ­ში წირ­ვა-ლოც­ვა ჭყონ­დი­დის მიტ­რო­პო­ლიტ­მა მე­უ­ფე სტე­ფა­ნემ აღავ­ლი­ნა. მას თან ახ­ლდნენ ჩო­ხო­სან­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო პო­ლი­ცია. წა­ჩხუ­რუს მა­მა­თა მო­ნას­ტერ­ში მე­უ­ფეს ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ი­დან განკვე­თი­ლი ბერ-მო­ნაზვნე­ბი და მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი შე­ძა­ხი­ლე­ბით დახ­ვდნენ. განკვე­თი­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი წა­ჩხუ­რუს ტა­ძარ­ში მას შემ­დეგ იმ­ყო­ფე­ბი­ან, რაც სალ­ხი­ნოს მო­ნას­ტე­რი და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს. განკვე­თი­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბი­ან ბალ­დის ტა­ძარ­ში და ამ­ბო­ბენ რომ არ­სად წას­ვლას არ აპი­რე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუკრი
1

100 %ღმერთმა გააძლიეროს მეუფე ,უფალმა მისცეს ძალა, რომ ღირსეულად დაასრულოს ამ მოტყუებული და გაბრიყვებული ბერებისათვის თვალის ახელვუნება

URO
0

რაც ერი, ის ბერი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ეკლესიაში საპროტესტო აქცია ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლაა, აქ უნდა იყოს ლოცვა და მარხვა" - მეუფე სტეფანე

"ეკლესიაში საპროტესტო აქცია ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლაა, აქ უნდა იყოს ლოცვა და მარხვა" - მეუფე სტეფანე

"ახლა, რასაც ესენი აკეთებენ არის უბრალოდ საპროტესტო აქცია - კი, შეიძლება ვინმეს საპროტესტო აქცია მოსწონს, მაგრამ ეკლესიაში საპროტესტო აქცია არის ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლა, აქ უნდა იყოს ლოცვა და მარხვა", - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა განაცხადა, რომელსაც წაჩხურუს მამათა მონასტერში განკვეთილი ბერები და მათი მხარდამჭერები შეძახილებით დახვდნენ.

როგორც მეუფე სტეფანე ამბობს, არავის ებრძვის, არამედ ლოცულობს მათთვის.

"გილოცავთ მთავარანგელოზობის დღესასწაულს, მრავალს დაესწარით სიკეთით, სიბრძნით სიმართლით. იმ ხალხსაც ვულოცავ და თქვენ თვითონ ხედავთ თითოეულ ნაბიჯზე ვლოცავ მათ, მართლა მთელი გულით ვულოცავ, მინდა რომ შინაგანი სიმშვიდე ჰპოვონ და უფლის გზა დაინახონ და მივიდნენ უფალთან. ახლა რასაც ესენი აკეთებენ არის უბრალოდ საპროტესტო აქცია. კი, შეიძლება ვინმეს საპროტესტო აქცია მოსწონს, მაგრამ ეკლესიაში საპროტესტო აქცია არის ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლა, აქ უნდა იყოს ლოცვა და მარხვა. თუ მათ რამის გამოხატვა უნდა ლოცვით უნდა გამოხატონ, სიყვარულით გამოხატონ.

მე არავის ვებრძვი, მე მინდა მათი სიკეთე, მე მინდა მათი ოჯახების სიკეთე, მინდა რომ ისინი ღვთის წინაშე ლოცვით დადგნენ და ლოცვა-კურთხევა მიეცეთ, რომ ნორმალურად იმსახურონ ეკლესიაში. არ მინდა მათი ცუდი და ღმერთმა და მთავარანგელოზებმა მისცენ მათ ეს მადლი, რომ ეს გააკეთონ",- განცხადა მეუფე სტეფანემ.

დღეს წაჩხურუს მამათა მონასტერში წირვა-ლოცვა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ აღავლინა. მას თან ახლდნენ ჩოხოსანთა საზოგადოების წარმომადგენლები. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. წაჩხურუს მამათა მონასტერში მეუფეს ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი ბერ-მონაზვნები და მათი მხარდამჭერები შეძახილებით დახვდნენ. განკვეთილი სასულიერო პირები წაჩხურუს ტაძარში მას შემდეგ იმყოფებიან, რაც სალხინოს მონასტერი დაატოვებინეს. განკვეთილი სასულიერო პირები ასევე იმყოფებიან ბალდის ტაძარში და ამბობენ რომ არსად წასვლას არ აპირებენ.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"