მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის ჩამოყალიბდა და რა შესაძლებლობები აქვს გორის სამხედრო ჰოსპიტალს, სადაც მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ?
როდის ჩამოყალიბდა და რა შესაძლებლობები აქვს გორის სამხედრო ჰოსპიტალს, სადაც მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ?

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, 49-დღი­ა­ნი შიმ­ში­ლო­ბის შემ­დეგ, მი­ი­ღო მისი გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში გა­დაყ­ვა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

  • რა არის ცნო­ბი­ლი გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ზე?

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­ი­ტე­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ს.ს.ი.პ. გი­ორ­გი აბ­რა­მიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტა­ლი წარ­მო­ად­გენს მრა­ვალპრო­ფი­ლურ სტა­ცი­ო­ნა­რულ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას. ჰოს­პი­ტა­ლი ემ­სა­ხუ­რე­ბა რო­გორც სამ­ხედ­რო, ისე სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რებს, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია 24 სა­ა­თი­ა­ნი გა­და­უ­დე­ბე­ლი და გეგ­მი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა. სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტა­ლის მი­სი­აა სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სის­ტე­მა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბის, მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და სამ­ხედ­რო პენ­სი­ო­ნე­რე­ბი­სათ­ვის სრუ­ლი და ეფექ­ტი­ა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა.

  • ის­ტო­რია

სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტა­ლის ფორ­მი­რე­ბა თბი­ლის­ში 1993 წლი­დან და­ი­წყო და ის 1996 წლის აპ­რილ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­იხ­სნა. ჰოს­პი­ტალს ეწო­და გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი ალექ­სან­დრე რა­მიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი რო­მე­ლიც 1996 წლის იან­ვარ­ში ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ი­ღუ­პა, მა­ნამ­დე კი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალს.

2005 წლი­დან თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით შე­იც­ვა­ლა სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტა­ლის სტრუქ­ტუ­რა და დის­ლო­კა­ცი­ის ად­გი­ლი თბი­ლი­სი­დან გორ­ში გა­და­ვი­და.

2013 წელს სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალს და­ერ­ქვა 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დროს ჰოს­პი­ტა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ღუ­პუ­ლი ექი­მი-ტრავ­მა­ტო­ლო­გის, გი­ორ­გი აბ­რა­მიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი.

თა­ვა­დც­ვის სა­მი­ნის­ტროს­ვე ცნო­ბით, სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტა­ლი აღ­ჭურ­ვი­ლია უახ­ლე­სი სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტუ­რით, რო­მე­ლიც აკ­მა­ყო­ფი­ლებს სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში არ­სე­ბულ თა­ნა­მედ­რო­ვე მო­თხოვ­ნებს.

ამ­ჟა­მად, ს.ს.ი.პ. გი­ორ­გი აბ­რა­მიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს შემ­დე­გი სა­მე­დი­ცი­ნო გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბი:

  • ზო­გა­დი­ქი­რურ­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა
  • ტრავ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბა
  • ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი­უ­რი­გან­ყო­ფი­ლე­ბა
  • რე­ა­ნი­მა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა
  • თე­რა­პი­ი­სა და ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა
  • კარ­დი­ო­ლო­გი­ი­სა და ინ­ტენ­სი­უ­რი კარ­დი­ო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა
  • ფსი­ქო-ნევ­რო­ლო­გი­უ­რი­გან­ყო­ფი­ლე­ბა
  • ინ­ფექ­ცი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბა
  • სა­მე­დი­ცი­ნო რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა
  • ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ-პო­ლიკ­ლი­ნი­კუ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბა
  • დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი
  • გან­ყო­ფი­ლე­ბა
  • ცენ­ტრა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია
  • პა­თო­ლოგ-ანა­ტო­მი­უ­რი ჯგუ­ფი
  • სის­ხლის ბან­კი

2017 წლის 1 ნო­ემ­ბერს, ს.ს.ი.პ. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ი­მარ­თა აკა­დე­მი­უ­რი საბ­ჭოს სხდო­მა, სა­დაც ს.ს.ი.პ. გი­ორ­გი აბ­რა­მიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალს მი­ე­ნი­ჭა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის აფი­ლი­რე­ბუ­ლი კლი­ნი­კის სტა­ტუ­სი ექ­ვსი წლის ვა­დით.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დეა
0

ყველაზე მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული ქირურგიის განყოფილება.მადლობა ყველას პროფესიონალიზმისა და გულისხმიერებისთვის...

baby koci
22

მასტი სუ 2 თვეა რაც ჩამოსულია, სუ ციხეშია და მთელ ქვეყანას (თუ უცხოეთსაც რუსეთის გარდა) ქოცები და ბატონი ბიძინა აგინებინა )))))) მეტი რაღა უნდა ექნა?! ))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

როდის ჩამოყალიბდა და რა შესაძლებლობები აქვს გორის სამხედრო ჰოსპიტალს, სადაც მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ?

როდის ჩამოყალიბდა და რა შესაძლებლობები აქვს გორის სამხედრო ჰოსპიტალს, სადაც მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ?

ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი, 49-დღიანი შიმშილობის შემდეგ, მიიღო მისი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება.

  • რა არის ცნობილი გორის სამხედრო ჰოსპიტალზე?

თავდაცვის სამინისტროს საიტეზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი წარმოადგენს მრავალპროფილურ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებას. ჰოსპიტალი ემსახურება როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირებს, სადაც შესაძლებელია 24 საათიანი გადაუდებელი და გეგმიური სამედიცინო მომსახურების გაწევა. სამხედრო ჰოსპიტალის მისიაა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების, საქართველოს თავდაცვის სისტემაში დასაქმებული სამოქალაქო პირების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო პენსიონერებისათვის სრული და ეფექტიანი სამედიცინო მომსახურების გაწევა.

  • ისტორია

სამხედრო ჰოსპიტალის ფორმირება თბილისში 1993 წლიდან დაიწყო და ის 1996 წლის აპრილში ოფიციალურად გაიხსნა. ჰოსპიტალს ეწოდა გენერალ-მაიორი ალექსანდრე რამიშვილის სახელი რომელიც 1996 წლის იანვარში ავტოკატასტროფაში დაიღუპა, მანამდე კი ხელმძღვანელობდა სამხედრო ჰოსპიტალს.

2005 წლიდან თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიცვალა სამხედრო ჰოსპიტალის სტრუქტურა და დისლოკაციის ადგილი თბილისიდან გორში გადავიდა.

2013 წელს სამხედრო ჰოსპიტალს დაერქვა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჰოსპიტალის ტერიტორიაზე დაღუპული ექიმი-ტრავმატოლოგის, გიორგი აბრამიშვილის სახელი.

თავადცვის სამინისტროსვე ცნობით, სამხედრო ჰოსპიტალი აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით, რომელიც აკმაყოფილებს სამედიცინო სფეროში არსებულ თანამედროვე მოთხოვნებს.

ამჟამად, ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში ფუნქციონირებს შემდეგი სამედიცინო განყოფილებები:

  • ზოგადიქირურგიის განყოფილება
  • ტრავმატოლოგიური განყოფილება
  • ანესთეზიოლოგიურიგანყოფილება
  • რეანიმაციისა და გადაუდებელი დახმარების განყოფილება
  • თერაპიისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილება
  • კარდიოლოგიისა და ინტენსიური კარდიოლოგიის განყოფილება
  • ფსიქო-ნევროლოგიურიგანყოფილება
  • ინფექციური განყოფილება
  • სამედიცინო რეაბილიტაციის განყოფილება
  • ამბულატორიულ-პოლიკლინიკური განყოფილება
  • დიაგნოსტიკური
  • განყოფილება
  • ცენტრალური ლაბორატორია
  • პათოლოგ-ანატომიური ჯგუფი
  • სისხლის ბანკი

2017 წლის 1 ნოემბერს, ს.ს.ი.პ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა აკადემიური საბჭოს სხდომა, სადაც ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკის სტატუსი ექვსი წლის ვადით.