მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ არსებობს შიმშილობაზე მწვავე და რადიკალური პროტესტის ფორმა, მზად ვარ მივმართო, გარდა თვითმკვლელობისა" - გიორგი ბარამიძე
"თუ არსებობს შიმშილობაზე მწვავე და რადიკალური პროტესტის ფორმა, მზად ვარ მივმართო, გარდა თვითმკვლელობისა" - გიორგი ბარამიძე

"პრო­ტეს­ტის­თვის შიმ­ში­ლო­ბა­ზე მწვა­ვე და რა­დი­კა­ლუ­რი ფორ­მა არა­ვის მო­უ­გო­ნია. თუ რამე არის, მზად ვარ მივ­მარ­თო, გარ­და თვით­მკვლე­ლო­ბი­სა. ამი­ტომ, ვშიმ­ში­ლობთ და გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის უფრო მეტი არა­პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი ნა­წი­ლი ჩა­ერ­თვე­ბა მშვი­დო­ბი­ან ბრძო­ლა­ში" - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა წევ­რმა გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, რო­მე­ლიც მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნის მო­თხოვ­ნით მე­ო­თხე დღეა პარ­ტი­ის ოფის­ში შიმ­ში­ლობს.

გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძის თქმით, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი პრო­ტეს­ტის ამ მწვა­ვე ფორ­მით ითხო­ვენ, რომ მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი სამ­კურ­ნა­ლოდ გა­და­იყ­ვა­ნონ მრა­ვალპრო­ფი­ლურ კლი­ნი­კა­ში, თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ ას­რუ­ლებს ამ მო­თხოვ­ნას, რაც მე­ტყვე­ლებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე.

მისი თქმით, რა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც არ უნდა გა­ი­ხე­დო, ნათ­ლად ჩანს, რომ სა­ხელ­მწი­ფო ჩა­მოშ­ლი­ლია.

"ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ქვე­ყა­ნა­ში კა­ტას­ტრო­ფა გვაქვს. ამ ვი­თა­რე­ბა­ში ამ სა­სა­მარ­თლოს გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი ჰყავს პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი და ამ რე­ჟიმს, რო­მე­ლიც სა­უბ­რობ­და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე და ა.შ. პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჰყავს. ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ოს ნა­წი­ლი მო­უ­წო­დებს მათ, რომ ვიდ­რე არ გექ­ნე­ბათ ნორ­მა­ლუ­რი სა­სა­მარ­თლო, მა­ნამ­დე გა­მო­უშ­ვით პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი. ამათ გა­მოშ­ვე­ბა კი არა, პა­ცი­ენ­ტი ძა­ლით გა­და­იყ­ვა­ნეს ცი­ხის კლი­ნი­კა­ში, სდაც არა­ნა­ი­რი პი­რო­ბე­ბი არ არის შექ­მნი­ლი, რომ უმ­კურ­ნა­ლონ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც უკვე 48-ე დღეა შიმ­ში­ლობს. ადა­მი­ან­მა თქვა, რომ მზად ვარ შიმ­ში­ლო­ბა შევ­წყვი­ტოო. ვი­ცით, რომ ეს არის რე­ჟი­მი, რო­მე­ლიც მო­ღა­ლა­ტე­ობ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა, პირ­და­პირ პუ­ტი­ნის გეგ­მას ახორ­ცი­ე­ლებს და ასე ად­ვი­ლად არ დათ­მო­ბენ, მაგ­რამ ეს არ არის ბრძო­ლა ცალ­კე­უ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ან ცალ­კე­უ­ლი პარ­ტი­ე­ბის. კონ­სტი­ტუ­ცი­ი­სა და კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვით რე­ჟი­მის მხრი­დან პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სად­მი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა არა­და­მი­ა­ნურ­მა მო­პყრო­ბამ უკვე აჩ­ვე­ნა ამ რე­ჟი­მის ნამ­დვი­ლი სახე. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის არა­თუ მომ­ხრე, არა­მედ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეც კი იყო, ითხოვს ადა­მი­ა­ნუ­რად მო­იქ­ცეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ესე­ნი კი გას­ცდნენ საღი აზ­რის ზღვარს. ამი­ტომ, ეს ბრძო­ლა არ არის ერთი და ორი პო­ლი­ტი­კო­სის ან პარ­ტი­ის ბრძო­ლა, ეს არის უკვე სა­ყო­ველ­თაო ბრძო­ლა. გარ­და ამი­სა, რა­დი­კა­ლუ­რად გან­წყო­ბი­ლი ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ითხოვს, რომ სხვა მე­თო­დებს მი­მარ­თეთ გარ­და მშვი­დო­ბი­ა­ნი და არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი პრო­ტეს­ტი­საო. ეს არის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი. პირ­და­პირ მინ­და ვთქვა,რომ ეს არის სწო­რედ პუ­ტი­ნის გეგ­მა, რა­საც ახორ­ცი­ე­ლებს ასე­ვე ეს რე­ჟი­მი. ასე აღი­ზი­ა­ნე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დეს ნა­წილს და ყო­ველ­გვარ ზღვარს გა­და­დი­ან. არ­ჩევ­ნებ­ზე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბამ ცვლი­ლე­ბებს მის­ცა ხმა და სა­მო­ქა­ლა­ქო ომამ­დე ქვე­ყა­ნა ამათ მიჰ­ყავთ და ჩვენ ეს არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა და­ვუშ­ვათ. ამი­ტომ, შიმ­ში­ლო­ბა­ზე მე­ტად რა­დი­კა­ლუ­რი რა შე­იძ­ლე­ბა იყოს, შენი სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა სას­წორ­ზე შე­აგ­დო, ეს პრო­ტეს­ტის ყვე­ლა­ზე მძი­მე ფორ­მაა. ამ ფორ­მას იმი­ტომ მივ­მარ­თეთ, რომ ვაჩ­ვე­ნოთ ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი. ჩვენ უნდა ვი­ყოთ საღი აზ­რის, კონ­სტი­ტი­ცი­ი­სა და ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის ჩარ­ჩო­ებ­ში, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა არ მივ­ცეთ პუ­ტინს და ამ მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი გავ­რი­ლო­ვის რე­ჟიმს ქვე­ყა­ნა­ში გა­ა­ჩა­ღოს სა­მო­ქა­ლა­ქო ომი, ამათ კი ეს აქამ­დე მიჰ­ყავთ. უკვე მე-15 დღეა შიმ­ში­ლობს ელე­ნე ხოშ­ტა­რია, 9 დე­პუ­ტა­ტი შიმ­ში­ლობს პარ­ლა­მენ­ტში. ვი­ნა­ი­დან მე არ ვარ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, ვარ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ოფის­ში და ჩემი შიმ­ში­ლო­ბის მე­ო­თხე დღეა. ასე­ვე შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყეს საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებ­მა და პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ. ანუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნდა გა­მო­ფხიზ­ლდეს. ეს არ არის ისე, რომ დღეს რა­ღა­ცას გა­ვა­კე­თებ და სა­ღა­მოს ან ხვალ დი­ლით ეს რე­ჟი­მი დას­რულ­დე­ბა. თუ ჩვენ ვართ სა­ზო­გა­დო­ე­ბა, უნდა ვიბ­რძო­ლოთ ერ­თად, ყვე­ლამ უნდა გა­მო­ვიღ­ვი­ძოთ“,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ.

მის­ვე თქმით, ასე­თი არა­და­მი­ა­ნო­ბა პუ­ტინ­საც კი არ გა­მო­უ­ჩე­ნია რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის ნა­ვალ­ნის­თან მი­მარ­თე­ბა­ში და ის სამ­კურ­ნა­ლოდ გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­აფ­რი­ნეს.

"ამის შემ­დეგ ვიბ­რძვით იმი­სათ­ვის, რომ ევ­რო­კავ­ში­რის და ამე­რი­კის ჩარ­თუ­ლო­ბით, შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბით ჩა­ტარ­დეს ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, რომ ასე­ვე მშვი­დო­ბი­ა­ნად მო­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა, რო­გორც უკვე მოხ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბე­ბი ქვე­ყა­ნა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს“, -გა­ნა­ცხა­და ბა­რა­მი­ძემ.

ამას­თან, ის იმე­დოვ­ნებს, რომ და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის გან­ცახ­დე­ბე­ბი კი­დევ უფრო მე­ტად მწვა­ვე იქ­ნე­ბა.

"კი უნდა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლო ბე­ლა­რუ­სი­ად გა­და­აქ­ცი­ონ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო არ არის ბე­ლა­რუ­სია. ამავდრო­უ­ლად, უღ­რმეს პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მოვ­ხა­ტავ ბე­ლა­რუ­სი ხალ­ხის მი­მართ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო არ არის ბე­ლა­რუ­სია და სა­ქარ­თვე­ლო­ზე ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის აზრი ამე­რი­კე­ლე­ბის და ევ­რო­პე­ლე­ბის, ამი­ტომ, იმე­დი მაქვს, რომ მათი ჩარ­თუ­ლო­ბა კი­დევ უფრო ქმე­დი­თი და აქ­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა“, - აცხა­დებს ბა­რა­მი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჩემი გჯერა?
0

თავს არ მოიკლავს კუბდარა ,არა! ის შეიძლება მიშასთან (ლოგინში) მოკვდეს! :)

grisha
0

გაიხადე და ფეხებით წამოდი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"თუ არსებობს შიმშილობაზე მწვავე და რადიკალური პროტესტის ფორმა, მზად ვარ მივმართო, გარდა თვითმკვლელობისა" - გიორგი ბარამიძე

"თუ არსებობს შიმშილობაზე მწვავე და რადიკალური პროტესტის ფორმა, მზად ვარ მივმართო, გარდა თვითმკვლელობისა" - გიორგი ბარამიძე

"პროტესტისთვის შიმშილობაზე მწვავე და რადიკალური ფორმა არავის მოუგონია. თუ რამე არის, მზად ვარ მივმართო, გარდა თვითმკვლელობისა. ამიტომ, ვშიმშილობთ და გვაქვს მოლოდინი, რომ საზოგადოების უფრო მეტი არაპოლიტიზირებული ნაწილი ჩაერთვება მშვიდობიან ბრძოლაში" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ბარამიძემ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომელიც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მეოთხე დღეა პარტიის ოფისში შიმშილობს.

გიორგი ბარამიძის თქმით, პოლიტიკოსები პროტესტის ამ მწვავე ფორმით ითხოვენ, რომ მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ გადაიყვანონ მრავალპროფილურ კლინიკაში, თუმცა ხელისუფლება არ ასრულებს ამ მოთხოვნას, რაც მეტყველებს ხელისუფლების დანაშაულებრივ საქმიანობაზე.

მისი თქმით, რა მიმართულებითაც არ უნდა გაიხედო, ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია.

"ყველა მიმართულებით ქვეყანაში კატასტროფა გვაქვს. ამ ვითარებაში ამ სასამართლოს გასამართლებული ჰყავს პრეზიდენტი სააკაშვილი და ამ რეჟიმს, რომელიც საუბრობდა ადამიანის უფლებების დაცვაზე და ა.შ. პრეზიდენტი სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში ჰყავს. ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი მოუწოდებს მათ, რომ ვიდრე არ გექნებათ ნორმალური სასამართლო, მანამდე გამოუშვით პრეზიდენტი სააკაშვილი. ამათ გამოშვება კი არა, პაციენტი ძალით გადაიყვანეს ციხის კლინიკაში, სდაც არანაირი პირობები არ არის შექმნილი, რომ უმკურნალონ ადამიანს, რომელიც უკვე 48-ე დღეა შიმშილობს. ადამიანმა თქვა, რომ მზად ვარ შიმშილობა შევწყვიტოო. ვიცით, რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც მოღალატეობრივ საქმიანობას ეწევა, პირდაპირ პუტინის გეგმას ახორციელებს და ასე ადვილად არ დათმობენ, მაგრამ ეს არ არის ბრძოლა ცალკეული პოლიტიკოსების ან ცალკეული პარტიების. კონსტიტუციისა და კანონის დარღვევით რეჟიმის მხრიდან პრეზიდენტ სააკაშვილისადმი განხორციელებულმა არადამიანურმა მოპყრობამ უკვე აჩვენა ამ რეჟიმის ნამდვილი სახე. უამრავი ადამიანი, რომელიც სააკაშვილის არათუ მომხრე, არამედ მოწინააღმდეგეც კი იყო, ითხოვს ადამიანურად მოიქცეს ხელისუფლება. ესენი კი გასცდნენ საღი აზრის ზღვარს. ამიტომ, ეს ბრძოლა არ არის ერთი და ორი პოლიტიკოსის ან პარტიის ბრძოლა, ეს არის უკვე საყოველთაო ბრძოლა. გარდა ამისა, რადიკალურად განწყობილი ბევრი ადამიანი ითხოვს, რომ სხვა მეთოდებს მიმართეთ გარდა მშვიდობიანი და არაძალადობრივი პროტესტისაო. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. პირდაპირ მინდა ვთქვა,რომ ეს არის სწორედ პუტინის გეგმა, რასაც ახორციელებს ასევე ეს რეჟიმი. ასე აღიზიანებენ საქართველო მოსახლეობის უდიდეს ნაწილს და ყოველგვარ ზღვარს გადადიან. არჩევნებზე მოქალაქეების უმეტესობამ ცვლილებებს მისცა ხმა და სამოქალაქო ომამდე ქვეყანა ამათ მიჰყავთ და ჩვენ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. ამიტომ, შიმშილობაზე მეტად რადიკალური რა შეიძლება იყოს, შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა სასწორზე შეაგდო, ეს პროტესტის ყველაზე მძიმე ფორმაა. ამ ფორმას იმიტომ მივმართეთ, რომ ვაჩვენოთ ჩვენ საზოგადოებას, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძალადობრივი ქმედებები. ჩვენ უნდა ვიყოთ საღი აზრის, კონსტიტიციისა და ეროვნული ინტერესების ჩარჩოებში, რომ საშუალება არ მივცეთ პუტინს და ამ მოღალატეობრივი გავრილოვის რეჟიმს ქვეყანაში გააჩაღოს სამოქალაქო ომი, ამათ კი ეს აქამდე მიჰყავთ. უკვე მე-15 დღეა შიმშილობს ელენე ხოშტარია, 9 დეპუტატი შიმშილობს პარლამენტში. ვინაიდან მე არ ვარ პარლამენტის წევრი, ვარ "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში და ჩემი შიმშილობის მეოთხე დღეა. ასევე შიმშილობა დაიწყეს საკრებულოს წევრებმა და პაატა ბურჭულაძემ. ანუ საზოგადოება უნდა გამოფხიზლდეს. ეს არ არის ისე, რომ დღეს რაღაცას გავაკეთებ და საღამოს ან ხვალ დილით ეს რეჟიმი დასრულდება. თუ ჩვენ ვართ საზოგადოება, უნდა ვიბრძოლოთ ერთად, ყველამ უნდა გამოვიღვიძოთ“,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მისვე თქმით, ასეთი არადამიანობა პუტინსაც კი არ გამოუჩენია რუსი ოპოზიციონერის ნავალნისთან მიმართებაში და ის სამკურნალოდ გერმანიაში გადააფრინეს.

"ამის შემდეგ ვიბრძვით იმისათვის, რომ ევროკავშირის და ამერიკის ჩართულობით, შესაბამისი ცვლილებებით ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომ ასევე მშვიდობიანად მოდეს ხელისუფლების ცვლილება, როგორც უკვე მოხდა ხელისუფლების ცვლილებები ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს“, -განაცხადა ბარამიძემ.

ამასთან, ის იმედოვნებს, რომ დასავლელი პარტნიორების განცახდებები კიდევ უფრო მეტად მწვავე იქნება.

"კი უნდა ხელისუფლებას, რომ საქართველო ბელარუსიად გადააქციონ, მაგრამ საქართველო არ არის ბელარუსია. ამავდროულად, უღრმეს პატივისცემას გამოვხატავ ბელარუსი ხალხის მიმართ, მაგრამ საქართველო არ არის ბელარუსია და საქართველოზე ზეგავლენას ახდენს ჩვენი დასავლელი პარტნიორების აზრი ამერიკელების და ევროპელების, ამიტომ, იმედი მაქვს, რომ მათი ჩართულობა კიდევ უფრო ქმედითი და აქტიური იქნება“, - აცხადებს ბარამიძე.