მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კვლავ შეიარაღებული დაპირისპირება და გამწვავებული კონფლიქტი - რა ხდება სომხეთ -აზერბაიჯანის საზღვარზე
კვლავ შეიარაღებული დაპირისპირება და გამწვავებული კონფლიქტი - რა ხდება სომხეთ -აზერბაიჯანის საზღვარზე

სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­ზე კვლავ და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბაა. ორი ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სხვა­დას­ხვაგ­ვარ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის უწყე­ბის ცნო­ბით, სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე 16 ნო­ემ­ბერს, "სომ­ხე­თის პრო­ვო­კა­ცი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს, და­ი­ღუ­პა 7 და და­იჭ­რა 10 აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე."

"კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვგმობთ სომ­ხუ­რი მხა­რის რე­ვან­შიზ­მზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას. სომ­ხე­თის სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კურ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას უშუ­ა­ლოდ ეკის­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა რე­გი­ონ­ში სი­ტუ­ა­ცი­ის ეს­კა­ლა­ცი­ა­ზე და სამმხრი­ვი გან­ცხა­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის დაბ­რკო­ლე­ბე­ბის შექ­მნა­ზე,“ - აცხა­დე­ბენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში.

მათი მტკი­ცე­ბით, "აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ნე­ბის­მი­ერ მუ­ქა­რას და სამ­ხედ­რო პრო­ვო­კა­ცი­ას შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა.“

სომ­ხუ­რი მხა­რის გან­ცხა­დე­ბა:

რაც შე­ე­ხე­ბა სომ­ხეთს, ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის უწყე­ბის ცნო­ბით, სა­ზღვრის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, სა­დაც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა 16 ნო­ემ­ბერს თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, ვი­თა­რე­ბა შე­და­რე­ბით სტა­ბი­ლუ­რია.

უწყე­ბის ცნო­ბით, ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის რე­ჟი­მი "ძი­რი­თა­დად" შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია.

სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ და­პი­რის­პი­რე­ბის დროს 1 სო­მე­ხი ჯა­რის­კა­ცი და­ი­ღუ­პა, 13-აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ტყვედ აიყ­ვა­ნეს. კი­დევ 24 სო­მეხ ჯა­რის­კაც­თან კი ამ დრომ­დე კონ­ტაქ­ტის დამ­ყა­რე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა.

"სამ­ხედ­რო­ე­ბის მო­სა­ძებ­ნად ინ­ტენ­სი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ორი სამ­ხედ­რო პო­ზი­ცია მო­წი­ნა­აღ­მდე­გის კონ­ტრო­ლის ქვეშ მო­ექ­ცა. რუ­სე­თის შუ­ა­მავ­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სი­ტუ­ა­ცი­ის მოგ­ვა­რე­ბა­სა და და­ტყვე­ვე­ბუ­ლი სო­მე­ხი სამ­ხედ­რო­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის სა­კი­თხზე,“- აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

მათი მტკი­ცე­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა მხა­რემ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზა­რა­ლი გა­ნი­ცა­და. ამას­თან, უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბით, დაჭ­რი­ლი და და­ღუ­პუ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 70-ს აღ­წევს.

  • რუ­სე­თი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სომ­ხე­თი-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­ზე არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ნი­ხი­ლეს

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ან­დრეი რუ­დენ­კომ და ევ­რო­კავ­ში­რის სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში კრი­ზი­სის სა­კი­თხებ­ში ტო­ი­ვო კლა­არ­მა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი გა­მარ­თეს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მხა­რე­ებ­მა სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვრის ცალ­კე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ში სი­ტუ­ა­ცი­ის გამ­წვა­ვე­ბის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლეს.

"გა­მო­ით­ქვა შეშ­ფო­თე­ბა მომ­ხდა­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი შე­ტა­კე­ბე­ბის გამო. მხა­რე­ებ­მა ხაზი გა­უს­ვეს ბა­ქო­სა და ერევ­ნის მხრი­დან თავ­შე­კა­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და ყვე­ლა პრობ­ლე­მის მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მე­თო­დე­ბით გა­დაჭ­რის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას“, - აცხა­დე­ბენ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დოქტორ ზორგე
18

ის, რაც სამხრეთ კავკასიაში ხდება - სააკოვის დაბრუნებით განპირობებული არეულობა საქართველოში, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის განახლება - პუტინის მიერ უკრაინის ოკუპაციისათვის მოსამზადებელ ღონისძიებათა კომპლექსის ნაწილია, არ უნდა, რომ ფეხებში მოვებლანდოთ. თუ უკრაინასთან გაუვიდა, მერე სამხრეთ კავკასიას მოუბრუნდება. დრო კარგად შეარჩია - აშშ ჩინეთთან ჭიდილით არის დაკავებული და ჩვენთვის არ ცხელა! რუსეთს ეს დიდი ალბათობით გაუვა.

მოგვიწევს სიმღერა: "Союз нерушимых республик свободных сплотила навеки велиеая Русь!"

P.S.: ახლაც არ დაიჯერებთ, რომ სააკოვი და მისი კურატორი (შეთავსებით ბიძამისი) თემურ ალასანია სამხრეთ კავკასიაში ФСБ/СВР-ის ყველაზე ღირებული აქტივები არიან?

ქართველი
1

:დ ჩვენ ? 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

კვლავ შეიარაღებული დაპირისპირება და გამწვავებული კონფლიქტი - რა ხდება სომხეთ -აზერბაიჯანის საზღვარზე

კვლავ შეიარაღებული დაპირისპირება და გამწვავებული კონფლიქტი - რა ხდება სომხეთ -აზერბაიჯანის საზღვარზე

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე კვლავ დაძაბული ვითარებაა. ორი ქვეყნის თავდაცვის სამსახურიების წარმომადგენლები სხვადასხვაგვარ ინფორმაციას ავრცელებენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, სახელმწიფო საზღვარზე 16 ნოემბერს, "სომხეთის პროვოკაციით გამოწვეული საბრძოლო მოქმედებების დროს, დაიღუპა 7 და დაიჭრა 10 აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე."

"კატეგორიულად ვგმობთ სომხური მხარის რევანშიზმზე დაფუძნებული სამხედრო პროვოკაციების გაგრძელებას. სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უშუალოდ ეკისრება პასუხისმგებლობა რეგიონში სიტუაციის ესკალაციაზე და სამმხრივი განცხადების განხორციელებისთვის დაბრკოლებების შექმნაზე,“ - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

მათი მტკიცებით, "აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ნებისმიერ მუქარას და სამხედრო პროვოკაციას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.“

სომხური მხარის განცხადება:

რაც შეეხება სომხეთს, ქვეყნის თავდაცვის უწყების ცნობით, საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 16 ნოემბერს თავდასხმა განახორციელეს, ვითარება შედარებით სტაბილურია.

უწყების ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რეჟიმი "ძირითადად" შენარჩუნებულია.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაპირისპირების დროს 1 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა, 13-აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს. კიდევ 24 სომეხ ჯარისკაცთან კი ამ დრომდე კონტაქტის დამყარება ვერ ხერხდება.

"სამხედროების მოსაძებნად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. ორი სამხედრო პოზიცია მოწინააღმდეგის კონტროლის ქვეშ მოექცა. რუსეთის შუამავლობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები სიტუაციის მოგვარებასა და დატყვევებული სომეხი სამხედროების დაბრუნების საკითხზე,“- აცხადებენ უწყებაში.

მათი მტკიცებით, აზერბაიჯანულმა მხარემ მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი განიცადა. ამასთან, უწყების განცხადებით, დაჭრილი და დაღუპული აზერბაიჯანელი ჯარისკაცების რაოდენობა 70-ს აღწევს.

  • რუსეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული მდგომარეობა განიხილეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარმა სატელეფონო საუბარი გამართეს, - ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებში სიტუაციის გამწვავების საკითხი განიხილეს.

"გამოითქვა შეშფოთება მომხდარი შეიარაღებული შეტაკებების გამო. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ბაქოსა და ერევნის მხრიდან თავშეკავების გამოვლენისა და ყველა პრობლემის მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური მეთოდებით გადაჭრის აუცილებლობას“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.