სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირანის ქალთა ნაკრების მეკარეს აბრალებენ, რომ კაცია - საფეხბურთო სკანდალი, რომელიც სოციალურ ქსელში განხილვის მთავარ თემად იქცა
ირანის ქალთა ნაკრების მეკარეს აბრალებენ, რომ კაცია - საფეხბურთო სკანდალი, რომელიც სოციალურ ქსელში განხილვის მთავარ თემად იქცა

ფეხ­ბურ­თის მოყ­ვა­რულ­თა შო­რის ვნე­ბა­თა­ღელ­ვაა მას შემ­დეგ, რაც ირა­ნის ქალ­თა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის მე­კა­რეს ბრა­ლი დას­დეს, რომ კა­ცია. India Times-ის ცნო­ბით, იორ­და­ნია აზი­ის ფეხ­ბურ­თის ასო­ცი­ა­ცი­ას ზოჰ­რე ქუ­დე­ის სქე­სის შე­მოწ­მე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

სე­რი­ო­ზუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი მას შემ­დეგ გაჩ­ნდა, რაც ირან­მა 2022 წლის ქალ­თა აზი­ის თა­სის (AFC) შე­სარ­ჩე­ვი მატ­ჩის პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში იორ­და­ნია და­ა­მარ­ცხა.ირა­ნის ნაკ­რე­ბის გა­მარ­ჯვე­ბა­ში დიდი წვლი­ლი მათ მე­კა­რეს მი­უ­ძღვის - მან გმი­რუ­ლად მო­ა­ხერ­ხა 2 გო­ლის აღე­ბა.

ამ გა­მარ­ჯვე­ბის წყა­ლო­ბით ირა­ნის ქალ­თა ნაკ­რებ­მა პირ­ვე­ლად მო­ი­პო­ვა 2022 წლის AFC- ში თა­მა­შის შან­სი.

მარ­ცხის შემ­დეგ, იორ­და­ნი­ის სა­ფეხ­ბურ­თო ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, პრინცმა ალი ბინ ალ-ჰუ­სე­ინ­მა გაგ­ზავ­ნა მო­თხოვ­ნა, რომ ირა­ნის მე­კა­რის სქე­სი შე­ე­მოწ­მე­ბი­ნათ. ის ამა­ტებს, რომ თუ ბრალ­დე­ბე­ბი მარ­თა­ლი აღ­მოჩ­ნდა, ამას სე­რი­ო­ზუ­ლი შე­დე­გი მოჰ­ყვე­ბა.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის გენ­დე­რის შე­მოწ­მე­ბა არაა სა­ვალ­დე­ბუ­ლო, არ­სე­ბობს პრო­ვი­ზია, რო­მე­ლიც ჩვენ უფ­ლე­ბას გვაძ­ლევს, მო­ვი­თხო­ვოთ მო­თა­მა­შის სქე­სის და­დას­ტუ­რე­ბა", - ამ­ბობს ალ-ჰუ­სე­ი­ნი.

ორი­ვე ქვეყ­ნის მე­დი­ა­ში ეს სა­კი­თხი მთა­ვა­რი თე­მაა. ზო­გი­ერ­თის მტკი­ცე­ბით, ალი ბინ ალ-ჰუ­სე­ინ­მა მხო­ლოდ იმი­ტომ ატე­ხა აჟი­ო­ტა­ჟი, რომ მისი ქვეყ­ნის გუნ­დმა წა­ა­გო.

რაც შე­ე­ხე­ბა ირა­ნის ეროვ­ნულ გუნდს, მათ ბევ­რი ფიქ­რი არ დას­ჭირ­ვე­ბი­ათ სა­კუ­თა­რი მე­კა­რის და­სა­ცა­ვად. ირან­ში აცხა­დე­ბენ, რომ ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის ყვე­ლა წევ­რის ჰორ­მო­ნე­ბი შე­მოწ­მდა პრობ­ლე­მე­ბის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად და ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა.

"იორ­და­ნი­ის გუნ­დი თვლი­და, რომ ისი­ნი სა­უ­კე­თე­სო­ნი იყ­ვნენ და როცა ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ა­გეს, მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო,რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან თა­ვის ასა­რი­დებ­ლად ამ­გვარ ცრუ ბრალ­დე­ბებს მი­მარ­თავ­დნენ.“

ჯერ უც­ნო­ბია გა­მო­ი­ძი­ებს თუ­ა­რა AFC ამ სა­კითხს, როცა ქალ­თა აზი­ის თასი უკვე კარ­საა მომ­დგა­რი.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავითი
0

ამის ვიდეოც მაქვს ნანახი, რა დაბრალება კაცია აშკარად. რა ექსპერტიზა უნდა ქალის და კაცის გარჩევას, უნახონ "პასპორტი", არის კიდე ათასი ნიშანი, სქესი რომ ჰქონდეს შეცვლილი რომ გამოჩნდება. მაგრამ როგორი საქმეა მთელი ირანი გიმტკიცებს ქალიაო და მოდი ნუ დაიჯერებ. განსაკუთრებით ეს ჩანს სხვა ქალი ფეხბურთელების გვერდში რომ დარბის და თამაშობს.

***
1

კაცია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ირანის ქალთა ნაკრების მეკარეს აბრალებენ, რომ კაცია - საფეხბურთო სკანდალი, რომელიც სოციალურ ქსელში განხილვის მთავარ თემად იქცა

ირანის ქალთა ნაკრების მეკარეს აბრალებენ, რომ კაცია - საფეხბურთო სკანდალი, რომელიც სოციალურ ქსელში განხილვის მთავარ თემად იქცა

ფეხბურთის მოყვარულთა შორის ვნებათაღელვაა მას შემდეგ, რაც ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრების მეკარეს ბრალი დასდეს, რომ კაცია. India Times-ის ცნობით, იორდანია აზიის ფეხბურთის ასოციაციას ზოჰრე ქუდეის სქესის შემოწმებისკენ მოუწოდებს.

სერიოზული ბრალდებები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ირანმა 2022 წლის ქალთა აზიის თასის (AFC) შესარჩევი მატჩის პენალტების სერიაში იორდანია დაამარცხა.ირანის ნაკრების გამარჯვებაში დიდი წვლილი მათ მეკარეს მიუძღვის - მან გმირულად მოახერხა 2 გოლის აღება.

ამ გამარჯვების წყალობით ირანის ქალთა ნაკრებმა პირველად მოიპოვა 2022 წლის AFC- ში თამაშის შანსი.

მარცხის შემდეგ, იორდანიის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა, პრინცმა ალი ბინ ალ-ჰუსეინმა გაგზავნა მოთხოვნა, რომ ირანის მეკარის სქესი შეემოწმებინათ. ის ამატებს, რომ თუ ბრალდებები მართალი აღმოჩნდა, ამას სერიოზული შედეგი მოჰყვება.

"მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელების გენდერის შემოწმება არაა სავალდებულო, არსებობს პროვიზია, რომელიც ჩვენ უფლებას გვაძლევს, მოვითხოვოთ მოთამაშის სქესის დადასტურება", - ამბობს ალ-ჰუსეინი.

ორივე ქვეყნის მედიაში ეს საკითხი მთავარი თემაა. ზოგიერთის მტკიცებით, ალი ბინ ალ-ჰუსეინმა მხოლოდ იმიტომ ატეხა აჟიოტაჟი, რომ მისი ქვეყნის გუნდმა წააგო.

რაც შეეხება ირანის ეროვნულ გუნდს, მათ ბევრი ფიქრი არ დასჭირვებიათ საკუთარი მეკარის დასაცავად. ირანში აცხადებენ, რომ ეროვნული გუნდის ყველა წევრის ჰორმონები შემოწმდა პრობლემების თავიდან ასარიდებლად და ყველაფერი რიგზეა.

"იორდანიის გუნდი თვლიდა, რომ ისინი საუკეთესონი იყვნენ და როცა ირანის წინააღმდეგ წააგეს, მოსალოდნელი იყო,რომ პასუხისმგებლობისგან თავის ასარიდებლად ამგვარ ცრუ ბრალდებებს მიმართავდნენ.“

ჯერ უცნობია გამოიძიებს თუარა AFC ამ საკითხს, როცა ქალთა აზიის თასი უკვე კარსაა მომდგარი.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა