მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოცხადებული გვაქვს ტენდერები საახალწლო განათებების, აქსესუარებისა და დეკორაციებისთვის" - შეიცვლება თუ არა მთავარი საახალწლო ნაძვის ხე - რას ამბობს კახა კალაძე
"გამოცხადებული გვაქვს ტენდერები საახალწლო განათებების, აქსესუარებისა და დეკორაციებისთვის" - შეიცვლება თუ არა მთავარი საახალწლო ნაძვის ხე  - რას ამბობს კახა კალაძე

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ა­ხალ­წლო გა­ნა­თე­ბე­ბი­სა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის შეს­ყიდ­ვის­თვის ჯამ­ში 207 ათა­სი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სამი ტენ­დე­რი გა­მო­ცხად­და, ხოლო ახა­ლი ნაძ­ვის ხის გა­ნახ­ლე­ბა­ზე ტენ­დე­რი არ ჩა­ტარ­დე­ბა.

ამას­თან, რო­გორც კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, სა­ა­ხალ­წლოდ დე­და­ქა­ლა­ქის მორ­თვის პრო­ცეს­ში ბიზ­ნე­სის მხრი­და­ნაც დიდი ინ­ტე­რე­სია.

"ძა­ლი­ან დი­დია ინ­ტე­რე­სი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ იყოს მათი ჩარ­თუ­ლო­ბა, ბევ­რი წე­რი­ლი და თხოვ­ნა მო­დის კონ­კრე­ტულ ლო­კა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ამ სივ­რცე­ე­ბის გა­ლა­მა­ზე­ბა შეძ­ლონ. ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­გი­წყობთ ხელს, გვერ­დში და­გიდ­გე­ბით. და­გეხ­მა­რე­ბით, თქვენ კი ჩვენ დაგ­ვეხ­მა­რე­ბით, რომ დე­და­ქა­ლა­ქი გა­ვა­ლა­მა­ზოთ. კი­დევ ერთხელ მინ­და ბიზ­ნეს სექ­ტორს მო­ვუ­წო­დო, რომ ერ­თად მოვ­რთოთ, გა­ვა­ლა­მა­ზოთ ჩვე­ნი ქა­ლა­ქი. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­გი­ხა­დოთ მხარ­და­ჭე­რის­თვის. მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­ყო­ფი­ე­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დით, ბევ­რი პარ­კი და ლო­კა­ცია იყო მორ­თუ­ლი თქვენ მიერ და მი­ხა­რია, რომ ჩარ­თუ­ლე­ბი ხართ ქა­ლა­ქის კე­თილ­მო­წყო­ბა­ში და ამ ტენ­დენ­ცი­ას ამ ახალ წელ­საც შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ - მოგ­ცემთ შე­სა­ძებ­ლო­ბას, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბი თქვენ მიერ იყოს მორ­თუ­ლი. გარ­და ამი­სა, გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი გვაქვს სამი ტენ­დე­რი გა­ნა­თე­ბე­ბი­სა და ილუ­მი­ნა­ცი­ე­ბის­თვის. სამი ტენ­დე­რი­დან ორი არის სა­ა­ხალ­წლო აქ­სე­სუ­ა­რე­ბი­სა და გა­ნა­თე­ბე­ბის, ხოლო ერთი სა­ა­ხალ­წლო თე­მა­ტი­კის, დე­კო­რა­ტი­უ­ლი მა­ტა­რებ­ლის შეს­ყიდ­ვის მი­ზა­ნით. ამ სა­მი­ვე ტენ­დე­რის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 207 ათა­სი ლარი გახ­ლავთ. არ­ცერ­თი ტენ­დე­რი დე­და­ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხის გა­ნახ­ლე­ბის ან შეც­ვლის მიზ­ნით არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა. თბი­ლი­სი იქ­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ლა­მა­ზი, ყვე­ლა­ნა­ი­რად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, გა­ნა­თე­ბუ­ლი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არა მხო­ლოდ დე­და­ქა­ლაქ­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს, არა­მედ ჩა­მო­სულ სტუმ­რებ­საც შე­ვუქ­მნით სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბას. მოგ­ვი­ა­ნე­ბით დე­ტა­ლუ­რად მო­გაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას, სად იქ­ნე­ბა გან­თავ­სე­ბუ­ლი სა­ა­ხალ­წლო სო­ფე­ლი“,- გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ggg
1

მაინტერესებს ქვეყანაში გაჭირვებული,მშიერი და ლტოლვილი აღარ გვყვავს?თბილისობის ფული(თუ მართალია?)ბათუმის ტრაგედიაში რომ ჩარიცხეთსაარჩევნო პიარი იყო? თუ იმ ხალხს მოხმარდება კარგია მაგრამ გაჭირვებული კიდევ ბევრია და ამ განათების ფულით დაეხმარეთ.

ვახო ხო
2

რა კახი ვითომ საქმით ვარ დაკავებული და არ ვერევი პოლიტიკაშიო?ვინ ჭამს მაგას.მოვა დრო შენ მოგაკითხავს სამართალი და კანონი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"გამოცხადებული გვაქვს ტენდერები საახალწლო განათებების, აქსესუარებისა და დეკორაციებისთვის" - შეიცვლება თუ არა მთავარი საახალწლო ნაძვის ხე - რას ამბობს კახა კალაძე

"გამოცხადებული გვაქვს ტენდერები საახალწლო განათებების, აქსესუარებისა და დეკორაციებისთვის" - შეიცვლება თუ არა მთავარი საახალწლო ნაძვის ხე  - რას ამბობს კახა კალაძე

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო განათებებისა და აქსესუარების შესყიდვისთვის ჯამში 207 ათასი ლარის ღირებულების სამი ტენდერი გამოცხადდა, ხოლო ახალი ნაძვის ხის განახლებაზე ტენდერი არ ჩატარდება.

ამასთან, როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საახალწლოდ დედაქალაქის მორთვის პროცესში ბიზნესის მხრიდანაც დიდი ინტერესია.

"ძალიან დიდია ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ იყოს მათი ჩართულობა, ბევრი წერილი და თხოვნა მოდის კონკრეტულ ლოკაციებთან დაკავშირებით, რომ ამ სივრცეების გალამაზება შეძლონ. ჩვენ ყველანაირად შეგიწყობთ ხელს, გვერდში დაგიდგებით. დაგეხმარებით, თქვენ კი ჩვენ დაგვეხმარებით, რომ დედაქალაქი გავალამაზოთ. კიდევ ერთხელ მინდა ბიზნეს სექტორს მოვუწოდო, რომ ერთად მოვრთოთ, გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი. მადლობა მინდა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. მთელი ამ წლების განმავლობაში ნაყოფიერად ვთანამშრომლობდით, ბევრი პარკი და ლოკაცია იყო მორთული თქვენ მიერ და მიხარია, რომ ჩართულები ხართ ქალაქის კეთილმოწყობაში და ამ ტენდენციას ამ ახალ წელსაც შევინარჩუნებთ - მოგცემთ შესაძებლობას, რომ კონკრეტული ადგილები თქვენ მიერ იყოს მორთული. გარდა ამისა, გამოცხადებული გვაქვს სამი ტენდერი განათებებისა და ილუმინაციებისთვის. სამი ტენდერიდან ორი არის საახალწლო აქსესუარებისა და განათებების, ხოლო ერთი საახალწლო თემატიკის, დეკორატიული მატარებლის შესყიდვის მიზანით. ამ სამივე ტენდერის საერთო ღირებულება 207 ათასი ლარი გახლავთ. არცერთი ტენდერი დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის განახლების ან შეცვლის მიზნით არ გამოცხადებულა. თბილისი იქნება განსაკუთრებულად ლამაზი, ყველანაირად მოწესრიგებული, განათებული და დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ დედაქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, არამედ ჩამოსულ სტუმრებსაც შევუქმნით საახალწლო განწყობას. მოგვიანებით დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას, სად იქნება განთავსებული საახალწლო სოფელი“,- განაცხადა კახა კალაძემ.