კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვმა ყურში ჩამჩურჩულა, არ ინერვიულო, მა, ყველაფერი კარგად იქნებაო, აქეთ დამამშვიდა ელენემ" - რას ჰყვება სანდრო კაკულია შვილისთვის დასმულ დიაგნოზზე
"ბავშვმა ყურში ჩამჩურჩულა, არ ინერვიულო, მა, ყველაფერი კარგად იქნებაო, აქეთ დამამშვიდა ელენემ" - რას ჰყვება სანდრო კაკულია შვილისთვის დასმულ დიაგნოზზე

14 ნო­ემ­ბერს მსოფ­ლი­ო­ში დი­ა­ბე­ტის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მსოფ­ლიო დღე აღი­ნიშ­ნა. ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლა­ზე“ გა­და­ცე­მა "ჩატს" მსა­ხი­ო­ბი სან­დრო კა­კუ­ლია სტუმ­რობ­და.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ეს თემა წლე­ბის წინ პი­რა­დად მას შე­ე­ხო, რო­დე­საც მის 6 წლის გო­გო­ნას პირ­ვე­ლი ტი­პის დი­ა­ბე­ტის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. ელე­ნე ახლა 12 წლი­საა და მა­მას სჯე­რა, რომ მის სრულ­წლო­ვა­ნე­ბამ­დე და­ამ­ტკი­ცე­ბენ წა­მალს, რო­მე­ლიც მი­ნი­მუმ გო­გო­ნას ინ­სუ­ლინ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მო­უხ­სნის...

სან­დრო კა­კუ­ლია:

"ყვე­ლა­ფე­რი ერთ წამ­ში იც­ვლე­ბა, მთე­ლი სამ­ყა­რო, რო­დე­საც ექი­მი შე­მო­დის და გა­ტყო­ბი­ნებს, რომ თქვენ შვილს აქვს პირ­ვე­ლი ტი­პის დი­ა­ბე­ტი. ეს არის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ინ­სუ­ლინ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი უნდა იყოს, რად­გან ჯერ წა­მა­ლი არ არის გა­მო­გო­ნე­ბუ­ლი. ელე­ნე 6 წლის იყო მისი დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ რომ გა­ვი­გეთ. ერთ ჩვე­უ­ლებ­რივ დღეს, ბავ­შვი რუ­ტი­ნულ ანა­ლიზ­ზე მი­ვიყ­ვა­ნეთ. იმა­ვე სა­ღა­მოს, 9 სა­ათ­ზე, ექიმ­მა სახ­ლში დაგ­ვი­რე­კა, შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ხმა ჰქონ­და, - სას­წრა­ფოდ მო­იყ­ვა­ნეთ ბავ­შვი, ერთ-ერთი ანა­ლი­ზი ძა­ლი­ან არ მომ­წონ­სო.

მახ­სოვს, ბი­ლე­თი მქონ­და აღე­ბუ­ლი და ორ სა­ათ­ში სახ­ლი­დან უნდა გავ­სუ­ლი­ყა­ვი, ჰო­ლან­დი­ა­ში მივფრი­ნავ­დი. ელე­ნეს პირ­ვე­ლი­ვე ჯერ­ზე შა­ქა­რი 500 აღ­მო­აჩ­ნდა, ამ დროს თა­ვად ვერ გრძნობ­და. ეგ­რე­ვე რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში შე­იყ­ვა­ნეს. რო­დე­საც გვი­თხრეს უნდა დავ­ტო­ვო­თო, ძა­ლი­ან მინ­დო­და ნახ­ვა და პა­ნი­კა ავ­ტე­ხე. გა­დას­ხმა­ზე იყო ბავ­შვი შე­ერ­თე­ბუ­ლი, მე კი­დევ გა­რეთ ვი­დე­ქი, ვტი­რო­დი, ვა­კა­კუ­ნებ­დი, ჩემი შვი­ლი მა­ნა­ხეთ-მეთ­ქი. ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი, რომ დრო­ე­ბით ბავ­შვი გა­მო­მიყ­ვა­ნეს. რომ არ მე­ნა­ხა, არ ვიცი რა მე­გო­ნა. ჩა­ვი­ხუ­ტე და ტი­რი­ლი და­ვი­წყე, პირ­ვე­ლად ექ­ვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხუ­თა­სი­ა­ნი შაქ­რით, ბავ­შვმა ყურ­ში ჩამ­ჩურ­ჩუ­ლა, არ ინერ­ვი­უ­ლო, მა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბაო, აქეთ და­მამ­შვი­და ელე­ნემ. ეს რომ მი­თხრა, მივ­ხვდი რამ­დე­ნად ძლი­ე­რია თვი­თონ. ათი დღე დაგვტო­ვეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან კარ­გი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი გვყავს, პირ­ვე­ლი ღამე რომ გა­თენ­და, პა­ლა­ტა­ში მე, ელე­ნე და ჩემი მე­უღ­ლე ვი­ყა­ვით, ექი­მი რომ შე­მო­ვი­და. მშვი­დი, ცივი სა­ხით, რა­ღაც ფურ­ცე­ლი ეკა­ვა ხელ­ში, ჩვენ ამ დროს სე­რი­ო­ზულ პა­ნი­კა­ში ვართ, არც გვსმე­ნია დი­ა­ბე­ტის შე­სა­ხებ. გვე­უბ­ნე­ბა, თქვენ შვილს პირ­ვე­ლი ტი­პის დი­ა­ბე­ტის დი­აგ­ნო­ზი და­უდ­გინ­და, ინ­სუ­ლინ­და­მო­კი­დე­ბუ­ლია. პირ­ვე­ლი რაც ვკი­თხეთ, რო­გორ და რო­დის მორ­ჩე­ბო­და და რა უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა ამის­თვის, ამ ქალ­მა იმა­ვე­ნა­ი­რად მშვი­დი, წყნა­რი სა­ხით გვი­თხრა, - არა­სო­დეს, ეს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ექ­ნე­ბაო.... შო­კის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდით, სა­მუ­და­მო დი­აგ­ნო­ზით და ნული ინ­ფორ­მა­ცი­ით.

ამ დროს ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. ჩვენ წარ­მო­ვიდ­გი­ნეთ რო­გო­რი რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და დი­აგ­ნოზ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა. არა­ვინ გვი­თხრა, რომ ეს გა­ნა­ჩე­ნი არ არის. ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს პირ­ვე­ლად რო­გორ მო­გაწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას. თუ კარ­გად მარ­თავ, დი­ა­ბე­ტით ცხოვ­რე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ მი­დის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იმ ექიმ­მა თქვა, რომ ბავ­შვი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ინ­სუ­ლინ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბაო, ჩვენ ეს ელე­ნეს­თვის არ გვით­ქვამს. გვჯე­რა, რომ რო­დე­საც ზრდას­რუ­ლი იქ­ნე­ბა, გა­მო­ი­გო­ნე­ბენ რა­ღაც პრე­პა­რატს, რო­მე­ლიც ინ­სუ­ლინ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მა­ინც მო­უხ­სნის პირ­ვე­ლი ტი­პის დი­ა­ბე­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს. ახლა ელე­ნე 12 წლის არის, რაც დრო გა­დის პრობ­ლე­მე­ბი იკ­ლებს, ვსწავ­ლობთ დი­ა­ბეტ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბას. 10 დღე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რომ ვცხოვ­რობ­დით, იქ გვამ­ზა­დებ­დნენ, მშო­ბელ­თა სკო­ლა­სა­ვით იყო, გვას­წავ­ლიდ­ნენ, რო­გორ უნდა გვე­მარ­თა კლი­ნი­კის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ დი­ა­ბე­ტი. ყვე­ლა­ზე მეტი ცოდ­ნა მა­ინც პრაქ­ტი­კას მო­აქვს. პრობ­ლე­მაა ისიც, რომ ქარ­თულ ენა­ზე ძა­ლი­ან მწი­რი რე­სურ­სე­ბია ინ­ტერ­ნეტ­ში, ახლა ყვე­ლა პრო­დუქტზე ვით­ვლით ნახ­შირ­წყლებს. ასე­ვე საკ­მა­ოდ რთუ­ლია ინ­სუ­ლი­ნის დო­ზი­რე­ბა, პირ­ვე­ლი ტი­პის დი­ა­ბე­ტის დროს..."

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გ 55
2

არ ინერვიულოთო, მართალი უთქვია შვილს, არაა ეს ისეთი ტრაგედია.

ჩემი ბებია იყო დიაბეტიანი და 82 წელი იცხოვრა. უბრალოდ, პირველი კითხვა ყოველთვის ის იყო, რომ შაქრიანი ხო არაა ეგ საკვებიო. 

ნინო
8

ყველაფერი შედარებითია, კიდევ კარგი შსქარი აღმოაჩნდა და არა სხვა რამე უსაშველო დაავადება..დიაბეტიანები ჯანსაღი ცხოვრების წესით 100 წლამდე ცხოვრობენ..ბოლოს და ბოლოს ჭამა ხომ არ არის ყველაფერი, თუმცა ზომიერების ფარგლებში ჭამასაც არავინ გიკრძალავთ...

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ბავშვმა ყურში ჩამჩურჩულა, არ ინერვიულო, მა, ყველაფერი კარგად იქნებაო, აქეთ დამამშვიდა ელენემ" - რას ჰყვება სანდრო კაკულია შვილისთვის დასმულ დიაგნოზზე

"ბავშვმა ყურში ჩამჩურჩულა, არ ინერვიულო, მა, ყველაფერი კარგად იქნებაო, აქეთ დამამშვიდა ელენემ" - რას ჰყვება სანდრო კაკულია შვილისთვის დასმულ დიაგნოზზე

14 ნოემბერს მსოფლიოში დიაბეტის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა. ტელეკომპანია "ფორმულაზე“ გადაცემა "ჩატს" მსახიობი სანდრო კაკულია სტუმრობდა.

როგორც აღმოჩნდა, ეს თემა წლების წინ პირადად მას შეეხო, როდესაც მის 6 წლის გოგონას პირველი ტიპის დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს. ელენე ახლა 12 წლისაა და მამას სჯერა, რომ მის სრულწლოვანებამდე დაამტკიცებენ წამალს, რომელიც მინიმუმ გოგონას ინსულინზე დამოკიდებულებას მოუხსნის...

სანდრო კაკულია:

"ყველაფერი ერთ წამში იცვლება, მთელი სამყარო, როდესაც ექიმი შემოდის და გატყობინებს, რომ თქვენ შვილს აქვს პირველი ტიპის დიაბეტი. ეს არის ქრონიკული დაავადება და მთელი ცხოვრება ინსულინდამოკიდებული უნდა იყოს, რადგან ჯერ წამალი არ არის გამოგონებული. ელენე 6 წლის იყო მისი დიაგნოზის შესახებ რომ გავიგეთ. ერთ ჩვეულებრივ დღეს, ბავშვი რუტინულ ანალიზზე მივიყვანეთ. იმავე საღამოს, 9 საათზე, ექიმმა სახლში დაგვირეკა, შეშფოთებული ხმა ჰქონდა, - სასწრაფოდ მოიყვანეთ ბავშვი, ერთ-ერთი ანალიზი ძალიან არ მომწონსო.

მახსოვს, ბილეთი მქონდა აღებული და ორ საათში სახლიდან უნდა გავსულიყავი, ჰოლანდიაში მივფრინავდი. ელენეს პირველივე ჯერზე შაქარი 500 აღმოაჩნდა, ამ დროს თავად ვერ გრძნობდა. ეგრევე რეანიმაციაში შეიყვანეს. როდესაც გვითხრეს უნდა დავტოვოთო, ძალიან მინდოდა ნახვა და პანიკა ავტეხე. გადასხმაზე იყო ბავშვი შეერთებული, მე კიდევ გარეთ ვიდექი, ვტიროდი, ვაკაკუნებდი, ჩემი შვილი მანახეთ-მეთქი. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ დროებით ბავშვი გამომიყვანეს. რომ არ მენახა, არ ვიცი რა მეგონა. ჩავიხუტე და ტირილი დავიწყე, პირველად ექვსი წლის განმავლობაში, ხუთასიანი შაქრით, ბავშვმა ყურში ჩამჩურჩულა, არ ინერვიულო, მა, ყველაფერი კარგად იქნებაო, აქეთ დამამშვიდა ელენემ. ეს რომ მითხრა, მივხვდი რამდენად ძლიერია თვითონ. ათი დღე დაგვტოვეს საავადმყოფოში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი პროფესიონალები გვყავს, პირველი ღამე რომ გათენდა, პალატაში მე, ელენე და ჩემი მეუღლე ვიყავით, ექიმი რომ შემოვიდა. მშვიდი, ცივი სახით, რაღაც ფურცელი ეკავა ხელში, ჩვენ ამ დროს სერიოზულ პანიკაში ვართ, არც გვსმენია დიაბეტის შესახებ. გვეუბნება, თქვენ შვილს პირველი ტიპის დიაბეტის დიაგნოზი დაუდგინდა, ინსულინდამოკიდებულია. პირველი რაც ვკითხეთ, როგორ და როდის მორჩებოდა და რა უნდა გაგვეკეთებინა ამისთვის, ამ ქალმა იმავენაირად მშვიდი, წყნარი სახით გვითხრა, - არასოდეს, ეს მთელი ცხოვრება ექნებაო.... შოკის მდგომარეობაში აღმოვჩნდით, სამუდამო დიაგნოზით და ნული ინფორმაციით.

ამ დროს ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ წარმოვიდგინეთ როგორი რთული იქნებოდა დიაგნოზთან ერთად ცხოვრება. არავინ გვითხრა, რომ ეს განაჩენი არ არის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირველად როგორ მოგაწვდიან ინფორმაციას. თუ კარგად მართავ, დიაბეტით ცხოვრება ჩვეულებრივ მიდის. მიუხედავად იმისა, რომ იმ ექიმმა თქვა, რომ ბავშვი მთელი ცხოვრება ინსულინდამოკიდებული იქნებაო, ჩვენ ეს ელენესთვის არ გვითქვამს. გვჯერა, რომ როდესაც ზრდასრული იქნება, გამოიგონებენ რაღაც პრეპარატს, რომელიც ინსულინზე დამოკიდებულებას მაინც მოუხსნის პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებს. ახლა ელენე 12 წლის არის, რაც დრო გადის პრობლემები იკლებს, ვსწავლობთ დიაბეტთან ერთად ცხოვრებას. 10 დღე საავადმყოფოში რომ ვცხოვრობდით, იქ გვამზადებდნენ, მშობელთა სკოლასავით იყო, გვასწავლიდნენ, როგორ უნდა გვემართა კლინიკის დატოვების შემდეგ დიაბეტი. ყველაზე მეტი ცოდნა მაინც პრაქტიკას მოაქვს. პრობლემაა ისიც, რომ ქართულ ენაზე ძალიან მწირი რესურსებია ინტერნეტში, ახლა ყველა პროდუქტზე ვითვლით ნახშირწყლებს. ასევე საკმაოდ რთულია ინსულინის დოზირება, პირველი ტიპის დიაბეტის დროს..."