მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვეყნები, საიდანაც საქართველოში საწვავის იმპორტი ხორციელდება
ქვეყნები, საიდანაც საქართველოში საწვავის იმპორტი ხორციელდება

სა­ქარ­თვე­ლო­ში 2021 წლის იან­ვარ-ოქ­ტომ­ბრის თვე­ებ­ში 945,0 ათა­სი ტონა საწ­ვა­ვის იმ­პორ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და. რო­გორც „ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტი­ორ­თა კავ­შირ­მა“ „ბიზ­ნესპრეს­ს­ნი­უსს“ აც­ნო­ბა, ზრდა გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით 34,5 ათა­სი ანუ 3,8% იყო. 2020 წლის იან­ვარ-ოქ­ტომ­ბერ­ში 910,5 ათა­სი ტონა იყო. იან­ვარ-ოქ­ტომ­ბერ­ში სა­ერ­თო იმ­პორ­ტი­დან 490,2 ათა­სი ტონა იყო ბენ­ზი­ნი, ხოლო 454,7 ტონა - დი­ზე­ლი.

„ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტი­ორ­თა კავ­ში­რის“ მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, თურ­ქმე­ნე­თი­დან საწ­ვა­ვის იმ­პორ­ტს არაბ­რენ­დი­რე­ბუ­ლი ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ და მისი დიდი წილი რე­გუ­ლა­რის ტი­პის საწ­ვა­ვია. აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ დი­ზე­ლი ევრო4-ის ტი­პის საწ­ვა­ვის იმ­პორ­ტს „სო­კა­რი“ ახორ­ცი­ე­ლებს. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა მსხვილ იმ­პორ­ტი­ორ ქვეყ­ნებს, მათ­გან ბენ­ზი­ნის იმ­პორ­ტს ძი­რი­თა­დად შემ­დე­გი კომ­პა­ნი­ე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ:

  • „ვი­სო­ლი“ - სა­ბერ­ძნე­თი, ბულ­გა­რე­თი, რუ­მი­ნე­თი
  • „რომ­პეტ­რო­ლი“ - რუ­მი­ნე­თი
  • „სო­კა­რი“ - ბულ­გა­რე­თი, რუ­მი­ნე­თი
  • „ლუ­კო­ი­ლი“ - ბულ­გა­რე­თი, რუ­სე­თი
  • „გალ­ფი“ - რუ­სე­თი, ბულ­გა­რე­თი

სა­ერ­თო ჯამ­ში მიმ­დი­ნა­რე წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში საწ­ვა­ვის იმ­პორ­ტი 12 ქვეყ­ნი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და. იმ­პორ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბი იმ­პორ­ტი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის მი­ხედ­ვით 2021 წლის იან­ვარ-ოქ­ტომ­ბერ­ში შემ­დეგ­ნა­ი­რია.

ბენ­ზი­ნის იმ­პორ­ტი მხო­ლოდ 2021 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში იყო 44,8 ათა­სი ტონა. რაც ნაკ­ლე­ბი იყო რო­გორც წინა თვის, სექ­ტემ­ბრის, ისე გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­უ­რი თვის, 2020 წლის ოქ­ტომ­ბრის მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან. კლე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის სექ­ტემ­ბრის თვის მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან (64,1 ათა­სი ტონა) შე­და­რე­ბით და­ფიქ­სირ­და 19,3 ათა­სი ტონა ანუ 30,1%. კლე­ბა გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­უ­რი თვის მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან (64,3 ათა­სი ტონა) შე­და­რე­ბით კი იყო 19,5 ათა­სი ტონა ანუ 30,2%.

რაც შე­ე­ხე­ბა საწ­ვა­ვის იმ­პორ­ტის მო­ნა­ცე­მებს ბენ­ზი­ნის კა­ტე­გო­რი­ე­ბის მი­ხედ­ვით, ის 2021 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

  • A-91 (რე­გუ­ლა­რი)- 28,1 ათა­სი ტონა ანუ 62,7%;
  • A-95 (პრე­მი­უ­მი) - 15,4 ათა­სი ტონა ანუ 34,4%;
  • A-98 (სუ­პე­რი) - 1,3 ათა­სი ტონა ანუ 2,9%.

გა­სუ­ლი თვის მაჩ­ვე­ნებ­ლებ­თან შე­და­რე­ბით კლე­ბა და­ფიქ­სირ­და ოქ­ტომ­ბრის თვის დი­ზე­ლის იმ­პორ­ტის მო­ნა­ცე­მებ­შიც. 2021 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში 45,6 ათა­სი ტონა დი­ზე­ლის იმ­პორ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და, რაც სექ­ტემ­ბრის თვის მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან (46,7 ათა­სი ტონა) შე­და­რე­ბით 1,1 ათა­სი ტო­ნით ანუ 2,4%-ით ნაკ­ლე­ბი იყო. თუმ­ცა გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­უ­რი პე­რი­ო­დის მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან (38,7 ათა­სი ტონა) შე­და­რე­ბით 6,9 ათა­სი ტო­ნით ანუ 17,8%-ით მეტი იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ქვეყნები, საიდანაც საქართველოში საწვავის იმპორტი ხორციელდება

ქვეყნები, საიდანაც საქართველოში საწვავის იმპორტი ხორციელდება

საქართველოში 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში 945,0 ათასი ტონა საწვავის იმპორტი განხორციელდა. როგორც „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა“ „ბიზნესპრესსნიუსს“ აცნობა, ზრდა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 34,5 ათასი ანუ 3,8% იყო. 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში 910,5 ათასი ტონა იყო. იანვარ-ოქტომბერში საერთო იმპორტიდან 490,2 ათასი ტონა იყო ბენზინი, ხოლო 454,7 ტონა - დიზელი.

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თურქმენეთიდან საწვავის იმპორტს არაბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურები ახორციელებენ და მისი დიდი წილი რეგულარის ტიპის საწვავია. აზერბაიჯანიდან საქართველოში მხოლოდ დიზელი ევრო4-ის ტიპის საწვავის იმპორტს „სოკარი“ ახორციელებს. რაც შეეხება სხვა მსხვილ იმპორტიორ ქვეყნებს, მათგან ბენზინის იმპორტს ძირითადად შემდეგი კომპანიები ახორციელებენ:

  • „ვისოლი“ - საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი
  • „რომპეტროლი“ - რუმინეთი
  • „სოკარი“ - ბულგარეთი, რუმინეთი
  • „ლუკოილი“ - ბულგარეთი, რუსეთი
  • „გალფი“ - რუსეთი, ბულგარეთი

საერთო ჯამში მიმდინარე წელს საქართველოში საწვავის იმპორტი 12 ქვეყნიდან განხორციელდა. იმპორტის მონაცემები იმპორტიორი ქვეყნების მიხედვით 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში შემდეგნაირია.

ბენზინის იმპორტი მხოლოდ 2021 წლის ოქტომბერში იყო 44,8 ათასი ტონა. რაც ნაკლები იყო როგორც წინა თვის, სექტემბრის, ისე გასული წლის ანალოგიური თვის, 2020 წლის ოქტომბრის მაჩვენებელთან. კლება მიმდინარე წლის სექტემბრის თვის მაჩვენებელთან (64,1 ათასი ტონა) შედარებით დაფიქსირდა 19,3 ათასი ტონა ანუ 30,1%. კლება გასული წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელთან (64,3 ათასი ტონა) შედარებით კი იყო 19,5 ათასი ტონა ანუ 30,2%.

რაც შეეხება საწვავის იმპორტის მონაცემებს ბენზინის კატეგორიების მიხედვით, ის 2021 წლის ოქტომბერში ასე გამოიყურება:

  • A-91 (რეგულარი)- 28,1 ათასი ტონა ანუ 62,7%;
  • A-95 (პრემიუმი) - 15,4 ათასი ტონა ანუ 34,4%;
  • A-98 (სუპერი) - 1,3 ათასი ტონა ანუ 2,9%.

გასული თვის მაჩვენებლებთან შედარებით კლება დაფიქსირდა ოქტომბრის თვის დიზელის იმპორტის მონაცემებშიც. 2021 წლის ოქტომბერში 45,6 ათასი ტონა დიზელის იმპორტი განხორციელდა, რაც სექტემბრის თვის მაჩვენებელთან (46,7 ათასი ტონა) შედარებით 1,1 ათასი ტონით ანუ 2,4%-ით ნაკლები იყო. თუმცა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (38,7 ათასი ტონა) შედარებით 6,9 ათასი ტონით ანუ 17,8%-ით მეტი იყო.