საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში ორხელისუფლებიანობაა - სააკაშვილი პროცესს ციხიდან მართავს, ხელისუფლება თვითიზოლაციიდან" - ხათუნა ლაგაზიძე
"საქართველოში ორხელისუფლებიანობაა - სააკაშვილი პროცესს ციხიდან მართავს, ხელისუფლება თვითიზოლაციიდან" - ხათუნა ლაგაზიძე

"ვე­თან­ხმე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წილს, რო­მე­ლიც ფიქ­რობს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­ა­კაშ­ვი­ლის ეში­ნია - მე­ტიც, სა­ქარ­თვე­ლო­ში ორ­ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბაა: ერთი, სა­ა­კაშ­ვი­ლი მარ­თავს პრო­ცესს ცი­ხი­დან და მე­ო­რე - ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ი­დან", - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა, ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "დღის ნი­უს­რუ­მი“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი შე­ა­ფა­სა.

მისი თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ თვლის, რომ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მე­დი­ცი­ნო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნით სი­სუს­ტეს გა­მო­ი­ჩენს და სა­კუ­თა­რი ამომ­რჩე­ვე­ლი ვერ გა­უ­გებს.

რო­გორც ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "და­ყა­ვი და იბა­ტო­ნეს“ პრინ­ცი­პით მოქ­მე­დებს, სა­დაც ექ­სპერ­ტის შე­ფა­სე­ბით, მთა­ვარ მტრად "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ გა­მოჰ­ყავს.

"ქვე­ყა­ნა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ არის ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის მიერ გა­მო­ტა­ნილ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც ორი­ვე მხა­რე თა­ნაბ­რად ენ­დო­ბო­და. ეს, თა­ვის დრო­ზე, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა იყო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ – "და­ყა­ვი და იბა­ტო­ნეს“ პრინ­ცი­პის გამო, მას სურ­და, რომ მუდ­მი­ვად ჰყო­ლო­და მტე­რი მონ­სტრი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სა­ხით, რომ­ლი­თაც და­ა­ში­ნებ­და და მი­ი­წე­ბებ­და სა­კუ­თარ ამომ­რჩე­ველს. მტრის ხატი, რე­ა­ლუ­რი თუ ვირ­ტუ­ა­ლუ­რი, პო­ლი­ტი­კის­თვის უც­ნო­ბი არ არის. ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­საც, რომ გა­დავ­ხე­დოთ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დროს ასე­თი მტრის ხატი იყ­ვნენ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი, რო­მელ­თაც პრო­რუ­სუ­ლო­ბის იარ­ლიყს აკე­რებ­დნენ. შე­ვარ­დნა­ძის დროს იყო ას­ლან აბა­ში­ძე და ა.შ. ახლა რი­თაც კვე­ბავს, არის "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“ რე­ვან­ში, რო­გორც "ბარ­თლო­მეს ღამე“ "არა­ნა­ცი­ო­ნა­ლი“ ამომ­რჩევ­ლის­თვის. ამან მიგ­ვიყ­ვა­ნა იქამ­დე, რომ აღარ გვაქვს შე­ხე­ბის წერ­ტი­ლე­ბი, სა­ერ­თო, ეროვ­ნულ გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბელ იდე­ა­ზე, ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, პი­როვ­ნე­ბებ­ზე ვე­ღარ ვსა­უბ­რობთ, ეს არის კა­ტას­ტრო­ფა. ეს არის უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი, რო­მელ­საც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ვე­რას­დროს ვა­პა­ტი­ებ. ამ ტი­პის გახ­ლე­ჩი­ლი, ენერ­გი­ა­გა­მოც­ლი­ლი ერის და­მო­ნე­ბა, და­პყრო­ბა და მარ­თვა ნე­ბის­მი­ე­რი გარე დამ­პყრო­ბის­თვის არის უმარ­ტი­ვე­სი რამ. ეს არის დღე­ვან­დე­ლო­ბის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა და ნა­პერ­წკა­ლია სა­ჭი­რო იმი­სათ­ვის, რომ ამ და­პი­რის­პი­რე­ბამ შე­უქ­ცე­ვა­დი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღოს.

"ქარ­თულ ოც­ნე­ბა“ ფიქ­რობს, რომ მო­რა­ლუ­რი, ჰუ­მა­ნუ­რი ნა­ბი­ჯიც რომ გა­დად­გას, ამას მისი ამომ­რჩე­ვე­ლი ვერ გა­ი­გებს, სი­სუს­ტედ ჩა­უთ­ვლის. არ შე­იძ­ლე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე შე­ფუ­თოს და მი­ე­წო­დოს: "მე იმ­დე­ნად ძლი­ე­რი ვარ, რომ ჩემს ყვე­ლა­ზე დიდი მტე­რი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც კი, ვდგე­ბი მას­ზე და შუ­რის­ძი­ე­ბა­ზე მაღ­ლა, ეს ჩემი სიძ­ლი­ე­რეა, სი­სუს­ტე კი არა, გა­დამ­ყავს კლი­ნი­კა­ში და ვი­ცავ მის ჯან­მრთე­ლო­ბას.“ ვე­თან­ხმე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წილს, რო­მე­ლიც ფიქ­რობს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­ა­კაშ­ვი­ლის ეში­ნია, მე­ტიც - სა­ქარ­თვე­ლო­ში ორ­ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბაა: ერთი, სა­ა­კაშ­ვი­ლი მარ­თავს პრო­ცესს ცი­ხი­დან და მე­ო­რე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ი­დან, ეს თვი­თი­ზო­ლა­ცია თვი­თონ მო­ახ­დი­ნა ხალ­ხის­გან და და­სავ­ლე­თის­გან. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ფიქ­რობს, რომ სა­სა­მარ­თლომ­დე გზა­ზე რამე ექ­სცე­სე­ბი არ მოხ­დეს და მე­ო­რე, ეკ­რან­ზე სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მო­ჩე­ნის ეში­ნია - სად ცო­ცხა­ლი კონ­ტაქ­ტი და სად ეპის­ტო­ლა­რუ­ლი ჟან­რი, რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე წი­ნა­და­დე­ბას წერს ამ­დე­ნი ხნის ნა­შიმ­ში­ლა­რი ადა­მი­ა­ნი“, - გა­ნა­ცხა­და ლა­გა­ზი­ძემ.

ექ­სპერ­ტის შე­ფა­სე­ბით­ვე, სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე, და­სავ­ლე­თის დუ­მი­ლი შემ­ზა­რა­ვი და შო­კის­მომ­გვრე­ლია.

"დიდი მად­ლო­ბა, თუკი მარ­თლაც, და­სავ­ლეთ­მა მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­ა­ცხა­და. აქ სა­უ­ბა­რი არის სა­ქარ­თვე­ლოს პრო­და­სავ­ლუ­რი სპექტრის, ფლაგ­მა­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ყოფ­ნა-არ ყოფ­ნის სა­კი­თხზე და ამის ფონ­ზე, და­სავ­ლე­თის მდუ­მა­რე­ბა მარ­თლაც შემ­ზა­რა­ვი და შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო. პო­ლი­ტი­კა­ში არც მე­გობ­რე­ბი არ­სე­ბო­ბენ და არც სენ­ტი­მენ­ტე­ბი, პო­ლი­ტი­კა­ში ცნო­ბი­ლია, რომ არ­სე­ბობს მხო­ლოდ ინ­ტე­რე­სე­ბი. და­სავ­ლეთ­ში ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი იმას კი არ უნდა ელა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ თავ­ზე ნა­ცარ­წაყ­რი­ლე­ბი, "არი­ქა გვიშ­ვე­ლე­თო,“ თავი კი არ უნდა მო­ა­ბეზ­რონ, პირ­და­პირ და გა­დაჭ­რით უთხრან, რომ დღეს აქ მათი ინ­ტე­რე­სე­ბიც წყდე­ბა და მათი სა­ხის და­კარ­გვის რე­ა­ლუ­რი სა­შიშ­რო­ე­ბაა“, - აღ­ნიშ­ნა ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დო მაჟორი
0

ამგავრი უგუნური კომენტარები იწვევს საზოგადოების პოლარიზაციას და პოლიტიკური ვითარების დაძაბვას. მე ეჭვი მეპარება მის კომპეტენციაში.

მარადი
0

რა არის ახლა ეს, რა პოსტია ვერ გავიგე. პოზიცია არ ჩანს, არც ანალიზი. არც წყალი არც ღვინო, არც იქით, არც აქეთ და არც შუაში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"საქართველოში ორხელისუფლებიანობაა - სააკაშვილი პროცესს ციხიდან მართავს, ხელისუფლება თვითიზოლაციიდან" - ხათუნა ლაგაზიძე

"საქართველოში ორხელისუფლებიანობაა - სააკაშვილი პროცესს ციხიდან მართავს, ხელისუფლება თვითიზოლაციიდან" - ხათუნა ლაგაზიძე

"ვეთანხმები საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ფიქრობს, რომ ხელისუფლებას სააკაშვილის ეშინია - მეტიც, საქართველოში ორხელისუფლებიანობაა: ერთი, სააკაშვილი მართავს პროცესს ციხიდან და მეორე - ხელისუფლება თვითიზოლაციიდან", - ამის შესახებ ექსპერტმა, ხათუნა ლაგაზიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც ქვეყანაში განვითარებული პროცესები შეაფასა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება“ თვლის, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სამედიცინო კლინიკაში გადაყვანით სისუსტეს გამოიჩენს და საკუთარი ამომრჩეველი ვერ გაუგებს.

როგორც ხათუნა ლაგაზიძემ აღნიშნა, ხელისუფლება "დაყავი და იბატონეს“ პრინციპით მოქმედებს, სადაც ექსპერტის შეფასებით, მთავარ მტრად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოჰყავს.

"ქვეყანაში, ფაქტობრივად, არ არის ისეთი ადამიანი, რომლის მიერ გამოტანილ ინფორმაციასაც ორივე მხარე თანაბრად ენდობოდა. ეს, თავის დროზე, მიზანმიმართული პოლიტიკა იყო "ქართული ოცნების“ – "დაყავი და იბატონეს“ პრინციპის გამო, მას სურდა, რომ მუდმივად ჰყოლოდა მტერი მონსტრი, "ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რომლითაც დააშინებდა და მიიწებებდა საკუთარ ამომრჩეველს. მტრის ხატი, რეალური თუ ვირტუალური, პოლიტიკისთვის უცნობი არ არის. ქართულ პოლიტიკასაც, რომ გადავხედოთ "ნაციონალური მოძრაობის“ დროს ასეთი მტრის ხატი იყვნენ ოპოზიციონერები, რომელთაც პრორუსულობის იარლიყს აკერებდნენ. შევარდნაძის დროს იყო ასლან აბაშიძე და ა.შ. ახლა რითაც კვებავს, არის "ნაციონალების“ რევანში, როგორც "ბართლომეს ღამე“ "არანაციონალი“ ამომრჩევლისთვის. ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ აღარ გვაქვს შეხების წერტილები, საერთო, ეროვნულ გამაერთიანებელ იდეაზე, ღირებულებებზე, პიროვნებებზე ვეღარ ვსაუბრობთ, ეს არის კატასტროფა. ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელსაც "ქართულ ოცნებას“ ვერასდროს ვაპატიებ. ამ ტიპის გახლეჩილი, ენერგიაგამოცლილი ერის დამონება, დაპყრობა და მართვა ნებისმიერი გარე დამპყრობისთვის არის უმარტივესი რამ. ეს არის დღევანდელობის მთავარი გამოწვევა და ნაპერწკალია საჭირო იმისათვის, რომ ამ დაპირისპირებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღოს.

"ქართულ ოცნება“ ფიქრობს, რომ მორალური, ჰუმანური ნაბიჯიც რომ გადადგას, ამას მისი ამომრჩეველი ვერ გაიგებს, სისუსტედ ჩაუთვლის. არ შეიძლება ეს ყველაფერი ისე შეფუთოს და მიეწოდოს: "მე იმდენად ძლიერი ვარ, რომ ჩემს ყველაზე დიდი მტერი, მიხეილ სააკაშვილიც კი, ვდგები მასზე და შურისძიებაზე მაღლა, ეს ჩემი სიძლიერეა, სისუსტე კი არა, გადამყავს კლინიკაში და ვიცავ მის ჯანმრთელობას.“ ვეთანხმები საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ფიქრობს, რომ ხელისუფლებას სააკაშვილის ეშინია, მეტიც - საქართველოში ორხელისუფლებიანობაა: ერთი, სააკაშვილი მართავს პროცესს ციხიდან და მეორე, ხელისუფლება თვითიზოლაციიდან, ეს თვითიზოლაცია თვითონ მოახდინა ხალხისგან და დასავლეთისგან. ხელისუფლება ფიქრობს, რომ სასამართლომდე გზაზე რამე ექსცესები არ მოხდეს და მეორე, ეკრანზე სააკაშვილის გამოჩენის ეშინია - სად ცოცხალი კონტაქტი და სად ეპისტოლარული ჟანრი, როდესაც რამდენიმე წინადადებას წერს ამდენი ხნის ნაშიმშილარი ადამიანი“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

ექსპერტის შეფასებითვე, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, დასავლეთის დუმილი შემზარავი და შოკისმომგვრელია.

"დიდი მადლობა, თუკი მართლაც, დასავლეთმა მობილიზაცია გამოაცხადა. აქ საუბარი არის საქართველოს პროდასავლური სპექტრის, ფლაგმანი პოლიტიკოსების ყოფნა-არ ყოფნის საკითხზე და ამის ფონზე, დასავლეთის მდუმარება მართლაც შემზარავი და შოკისმომგვრელი იყო. პოლიტიკაში არც მეგობრები არსებობენ და არც სენტიმენტები, პოლიტიკაში ცნობილია, რომ არსებობს მხოლოდ ინტერესები. დასავლეთში ჩვენი პოლიტიკოსები იმას კი არ უნდა ელაპარაკებოდნენ თავზე ნაცარწაყრილები, "არიქა გვიშველეთო,“ თავი კი არ უნდა მოაბეზრონ, პირდაპირ და გადაჭრით უთხრან, რომ დღეს აქ მათი ინტერესებიც წყდება და მათი სახის დაკარგვის რეალური საშიშროებაა“, - აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.