მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პერის ჰილტონის 3-დღიანი ქორწილი ჰილტონების ძვირადღირებულ სასტუმროში, 4 საქორწილო კაბით და კარნავალით
პერის ჰილტონის 3-დღიანი ქორწილი ჰილტონების ძვირადღირებულ სასტუმროში,  4 საქორწილო კაბით და კარნავალით

ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბი­სა და მომ­ღერ­ლის პე­რის ჰილ­ტო­ნის და კარ­ტერ რე­უ­მის ქორ­წი­ლი კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, პა­ტარ­ძლის ბა­ბუ­ის სას­ტუმ­რო­ში - Bel-Air- ში გა­ი­მარ­თა, რო­მე­ლიც 61 მი­ლი­ონ დო­ლა­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი. წვე­უ­ლე­ბა პა­რას­კევს და­ი­წყო, 3 დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და და თან კარ­ნა­ვა­ლიც კი ახ­ლდა.

  • წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს 2020 წლის იან­ვრი­დან ხვდე­ბო­და. ჰილ­ტონს მო­მა­ვალ­მა მე­უღ­ლემ ცო­ლო­ბა 2021 წლის თე­ბერ­ვალ­ში პრი­ვა­ტულ კუნ­ძულ­ზე სთხო­ვა. ნიშ­ნო­ბის ვი­დეო, ქორ­წი­ლის შემ­დეგ პა­ტარ­ძალ­მა თვი­თონ გა­ავ­რცე­ლა. ვი­დე­ო­ში წყვი­ლი თეთ­რებ­შია გა­მო­წყო­ბი­ლი და სა­ნა­პი­რო­ზე მო­სე­ირ­ნობს.

რე­უ­მი მუხ­ლზე იჩო­ქებს და ჰილ­ტონს ცო­ლო­ბას სთხოვს. ამ დროს მომ­ღე­რა­ლიც ჩნდე­ბა, კარ­ტე­რი პე­რისს ხელ­ზე ბრი­ლი­ან­ტის ბე­ჭედს უკე­თებს და წყვი­ლის­თვის კი­დევ უფრო ემო­ცი­უ­რი ხდე­ბა ეს მო­მენ­ტი. მა­ყუ­რე­ბელს შე­ეძ­ლე­ბა ეს კად­რე­ბი ჰილ­ტო­ნის რე­ა­ლი­თი შოუ - “Paris In Love”-ში ნა­ხოს.

40 წლის პე­რის ჰილ­ტონ­მა წვე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ 4-ჯერ გა­მო­იც­ვა­ლა კაბა - "მიყ­ვარს სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი სა­მო­სი, ამ მხრივ, რე­უ­მი ჩემ­გან სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დე­ბა.“

  • პე­რი­სის მეჯ­ვა­რე გო­გო­ნებს Alice + Olivia-ს მსგავ­სი ვარ­დის­ფე­რი კა­ბე­ბი ეც­ვათ.

პე­რის ჰილ­ტო­ნის­თვის ეს მე­ო­თხე ნიშ­ნო­ბა იყო, თუმ­ცა ქორ­წი­ლი რი­გით პირ­ვე­ლია.

პე­რის ჰილ­ტონ­მა "იუ­თუ­ბის“ დო­კუ­მენ­ტურ ფილმში, "This is Paris”-ში ისა­უბ­რა წინა ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე და გა­მო­ტყდა, რომ ყვე­ლა მათ­გან­ში უწევ­და ფი­ზი­კურ თუ მო­რა­ლურ ძა­ლა­დო­ბას­თან შე­გუ­ე­ბა - "უკვე ისე ვი­ყა­ვი შეჩ­ვე­უ­ლი ამ­გვარ ურ­თი­ერ­თო­ბებს, რომ მე­გო­ნა, ნორ­მა­ლუ­რი იყო.“ თუმ­ცა 40 წლის მი­ლი­ო­ნე­რი ამ­ბობს, რომ კარ­ტერ­თან ის­წავ­ლა, რა არის ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და მას­თან ერ­თად სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე აპი­რებს ყოფ­ნას.

ჰილ­ტო­ნის და რე­უ­მის ქორ­წილს მრა­ვა­ლი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ეწ­ვია: კიმ კარ­და­ში­ა­ნი, ნი­კოლ რიჩი, ემა რო­ბერტსი, პა­უ­ლა აბ­დუ­ლი, დემი ლო­ვა­ტო და სხვა.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მახო
7

amaze uketesi kaci ver ishova??

ავთო
2

ხომ არ ააცდინეს ??

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

პერის ჰილტონის 3-დღიანი ქორწილი ჰილტონების ძვირადღირებულ სასტუმროში, 4 საქორწილო კაბით და კარნავალით

პერის ჰილტონის 3-დღიანი ქორწილი ჰილტონების ძვირადღირებულ სასტუმროში,  4 საქორწილო კაბით და კარნავალით

ამერიკელი მსახიობისა და მომღერლის პერის ჰილტონის და კარტერ რეუმის ქორწილი კალიფორნიაში, პატარძლის ბაბუის სასტუმროში - Bel-Air- ში გაიმართა, რომელიც 61 მილიონ დოლარადაა შეფასებული. წვეულება პარასკევს დაიწყო, 3 დღე-ღამის განმავლობაში გაგრძელდა და თან კარნავალიც კი ახლდა.

  • წყვილი ერთმანეთს 2020 წლის იანვრიდან ხვდებოდა. ჰილტონს მომავალმა მეუღლემ ცოლობა 2021 წლის თებერვალში პრივატულ კუნძულზე სთხოვა. ნიშნობის ვიდეო, ქორწილის შემდეგ პატარძალმა თვითონ გაავრცელა. ვიდეოში წყვილი თეთრებშია გამოწყობილი და სანაპიროზე მოსეირნობს.

რეუმი მუხლზე იჩოქებს და ჰილტონს ცოლობას სთხოვს. ამ დროს მომღერალიც ჩნდება, კარტერი პერისს ხელზე ბრილიანტის ბეჭედს უკეთებს და წყვილისთვის კიდევ უფრო ემოციური ხდება ეს მომენტი. მაყურებელს შეეძლება ეს კადრები ჰილტონის რეალითი შოუ - “Paris In Love”-ში ნახოს.

40 წლის პერის ჰილტონმა წვეულების განმავლობაში სულ 4-ჯერ გამოიცვალა კაბა - "მიყვარს სხვადასხვანაირი სამოსი, ამ მხრივ, რეუმი ჩემგან სრულიად განსხვავდება.“

  • პერისის მეჯვარე გოგონებს Alice + Olivia-ს მსგავსი ვარდისფერი კაბები ეცვათ.

პერის ჰილტონისთვის ეს მეოთხე ნიშნობა იყო, თუმცა ქორწილი რიგით პირველია.

პერის ჰილტონმა "იუთუბის“ დოკუმენტურ ფილმში, "This is Paris”-ში ისაუბრა წინა ურთიერთობებზე და გამოტყდა, რომ ყველა მათგანში უწევდა ფიზიკურ თუ მორალურ ძალადობასთან შეგუება - "უკვე ისე ვიყავი შეჩვეული ამგვარ ურთიერთობებს, რომ მეგონა, ნორმალური იყო.“ თუმცა 40 წლის მილიონერი ამბობს, რომ კარტერთან ისწავლა, რა არის ნამდვილი სიყვარული და მასთან ერთად სიცოცხლის ბოლომდე აპირებს ყოფნას.

ჰილტონის და რეუმის ქორწილს მრავალი ცნობილი ადამიანი ეწვია: კიმ კარდაშიანი, ნიკოლ რიჩი, ემა რობერტსი, პაულა აბდული, დემი ლოვატო და სხვა.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა