მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოქმედმა მულტიფუნქციურმა ჯგუფმა არათუ უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება, არამედ უფრო მრავალპროფილურად და ინტენსიურად განაგრძოს საქმიანობა" - სახალხო დამცველი
"მოქმედმა მულტიფუნქციურმა ჯგუფმა არათუ უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება, არამედ უფრო მრავალპროფილურად და ინტენსიურად განაგრძოს საქმიანობა" - სახალხო დამცველი

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ეხ­მი­ა­ნე­ბა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მიერ შექ­მნი­ლი მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი კონ­სი­ლი­უ­მის გარ­შე­მო გა­მოთ­ქმულ სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ებს და მი­იჩ­ნევს, რომ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ/სპე­ცი­ა­ლურ­მა პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვა სრულ­ფა­სოვ­ნად უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს, ამ მიზ­ნით კი მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი კონ­სი­ლი­უ­მის მუ­შა­ო­ბა უფრო სის­ტე­მა­ტი­უ­რი და ეფექ­ტი­ა­ნი გა­ხა­დოს.

რო­გორც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, უნდა შე­მუ­შავ­დეს კონ­სი­ლი­უ­მის საქ­მი­ა­ნო­ბის ერ­თგვა­რი პრო­ტო­კო­ლი, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავს კონ­სი­ლი­უ­მის პა­ცი­ენ­ტთან ვი­ზი­ტე­ბის სიხ­ში­რეს, კონ­სი­ლი­უ­მის შეკ­რე­ბის ინი­ცი­რე­ბის სა­კი­თხებს (მათ შო­რის, პა­ცი­ენ­ტის, პი­რა­დი ექი­მის, ად­ვო­კა­ტე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით), კონ­სი­ლი­უ­მის ზუსტ მან­დატს, მათი დას­კვნე­ბის სა­მარ­თლებ­რივ სტა­ტუსს და სხვა.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ასე­ვე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­და­ი­ხე­დოს კონ­სი­ლი­უ­მის შე­მად­გენ­ლო­ბა და შექ­მნი­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­ფარ­თოვ­დეს ექიმ-სპე­ცი­ა­ლის­ტთა წრე.

“სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი დღემ­დე ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბო­და კონ­სი­ლი­უ­მის მუ­შა­ო­ბას, მო­ნი­ტო­რინ­გი­სას სრუ­ლად ეყ­რდნო­ბა მათ დას­კვნებ­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებს. N18 სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის შე­მოწ­მე­ბი­სას აფა­სებ­და სწო­რედ კონ­სი­ლი­უ­მის დას­კვნებ­ში მო­ცე­მულ სა­ჭი­რო­ე­ბებ­თან და­წე­სე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბის ხა­რისხს.

ამ დრომ­დე არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა მი­ზე­ზი, რო­მე­ლიც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატს მის­ცემ­და მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი კონ­სი­ლი­უ­მის პრინ­ცი­პულ, კომ­პე­ტენ­ტურ, მა­ღალპრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ეჭ­ვის შე­ტა­ნის სა­ფუძ­ველს.

ამ­რი­გად, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მოქ­მედ­მა მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ­მა ჯგუფ­მა არა­თუ უნდა შე­წყვი­ტოს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა, არა­მედ უფრო მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რად და ინ­ტენ­სი­უ­რად გა­ნაგ­რძოს საქ­მი­ა­ნო­ბა. სა­მი­ნის­ტრომ კი უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს, რომ კონ­სი­ლი­უ­მის რე­გუ­ლა­რულ ვი­ზი­ტებ­სა და ეფექ­ტი­ან საქ­მი­ა­ნო­ბას არ ექ­მნე­ბო­დეს ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი დაბ­რკო­ლე­ბე­ბი.

ამას­თან, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი ვერ ჩა­ა­ნაც­ვლებს სა­ხელ­მწი­ფოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას პა­ტიმ­რის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვის კონ­ტექ­სტში და ვერ გან­სა­ზღვრავს პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კას. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ას­რუ­ლებს სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე მო­ნი­ტო­რინგს და მო­მა­ვალ­შიც მხო­ლოდ მან­და­ტის ფარ­გლებ­ში გა­ნაგ­რძობს საქ­მი­ა­ნო­ბას.

პა­ტიმ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვა­ზე ზრუნ­ვა სრულ­ფა­სოვ­ნად უნდა გა­ნაგ­რძოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ/პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა, მათ შო­რის, მათ მი­ერ­ვე შექ­მნი­ლი მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი კონ­სი­ლი­უ­მის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ღე­ბით. ამას­თან, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მზად არის, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი კონ­სი­ლი­უ­მის მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­მო­ი­ყე­ნოს კა­ნო­ნით მის­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, მან­და­ტის ფარ­გლებ­ში მო­იწ­ვი­ოს დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი/ექ­სპერ­ტე­ბი შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის მი­სა­ღე­ბად, პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­ექ­სპერ­ტო დას­კვნე­ბი­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ომ­ბუდსმე­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
0

ამ ქალის გადაყენება რითი შეგვიძლია? ნუთუ ერთი მართლა ნეიტრალური და სამართლიანი კაცი აღარ მოინახება ამ ქვეყანაზე? ეს გვარამიასთან მოფურჩულე ომბუცმენი რა უბედურებაა? ეს მისი ნებით არ წავა მაქედან და რავქნათ?

ლომჯის
1

შენ უმკურნალე პირადად, შესახლდი გლდანის ციხეში, შეიყვანე დამხმარეებად დანარჩენი "მოშიმშილეები", აღარ დაგინახავთ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"მოქმედმა მულტიფუნქციურმა ჯგუფმა არათუ უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება, არამედ უფრო მრავალპროფილურად და ინტენსიურად განაგრძოს საქმიანობა" - სახალხო დამცველი

"მოქმედმა მულტიფუნქციურმა ჯგუფმა არათუ უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება, არამედ უფრო მრავალპროფილურად და ინტენსიურად განაგრძოს საქმიანობა" - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ეხმიანება იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი მულტიფუნქციური კონსილიუმის გარშემო გამოთქმულ სხვადასხვა პოზიციებს და მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა სრულფასოვნად უნდა უზრუნველყოს, ამ მიზნით კი მულტიფუნქციური კონსილიუმის მუშაობა უფრო სისტემატიური და ეფექტიანი გახადოს.

როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უნდა შემუშავდეს კონსილიუმის საქმიანობის ერთგვარი პროტოკოლი, რომელიც განსაზღვრავს კონსილიუმის პაციენტთან ვიზიტების სიხშირეს, კონსილიუმის შეკრების ინიცირების საკითხებს (მათ შორის, პაციენტის, პირადი ექიმის, ადვოკატების პოზიციების გათვალისწინებით), კონსილიუმის ზუსტ მანდატს, მათი დასკვნების სამართლებრივ სტატუსს და სხვა.

განცხადების თანახმად, ასევე, აუცილებელია გადაიხედოს კონსილიუმის შემადგენლობა და შექმნილი საჭიროებების გათვალისწინებით, გაფართოვდეს ექიმ-სპეციალისტთა წრე.

“სახალხო დამცველის აპარატი დღემდე ყურადღებით აკვირდებოდა კონსილიუმის მუშაობას, მონიტორინგისას სრულად ეყრდნობა მათ დასკვნებსა და რეკომენდაციებს. N18 სამკურნალო დაწესებულების შემოწმებისას აფასებდა სწორედ კონსილიუმის დასკვნებში მოცემულ საჭიროებებთან დაწესებულების შესაბამისობის ხარისხს.

ამ დრომდე არ გამოვლენილა მიზეზი, რომელიც სახალხო დამცველის აპარატს მისცემდა მულტიფუნქციური კონსილიუმის პრინციპულ, კომპეტენტურ, მაღალპროფესიულ საქმიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველს.

ამრიგად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოქმედმა მულტიფუნქციურმა ჯგუფმა არათუ უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება, არამედ უფრო მრავალპროფილურად და ინტენსიურად განაგრძოს საქმიანობა. სამინისტრომ კი უნდა უზრუნველყოს, რომ კონსილიუმის რეგულარულ ვიზიტებსა და ეფექტიან საქმიანობას არ ექმნებოდეს ბიუროკრატიული დაბრკოლებები.

ამასთან, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის აპარატი ვერ ჩაანაცვლებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვის კონტექსტში და ვერ განსაზღვრავს პაციენტის მკურნალობის ტაქტიკას. სახალხო დამცველი ასრულებს სახელმწიფოს მხრიდან უფლებების დაცვაზე მონიტორინგს და მომავალშიც მხოლოდ მანდატის ფარგლებში განაგრძობს საქმიანობას.

პატიმრის ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვა სრულფასოვნად უნდა განაგრძოს იუსტიციის სამინისტრომ/პენიტენციურმა სამსახურმა, მათ შორის, მათ მიერვე შექმნილი მულტიფუნქციური კონსილიუმის რეკომენდაციების მხედველობაში მიღებით. ამასთან, სახალხო დამცველი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, მულტიფუნქციური კონსილიუმის მუშაობის პარალელურად, გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული საზედამხედველო უფლებამოსილება, მანდატის ფარგლებში მოიწვიოს დარგის სპეციალისტები/ექსპერტები შესაბამისი სამედიცინო კონსულტაციების მისაღებად, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საექსპერტო დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად”, - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.