საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იუსტიციის სამინისტრო თავს იკავებდა კადრების გასაჯაროებისგან... თუმცა იყო დაჟინებული მოთხოვნა" - ირაკლი კობახიძე
"იუსტიციის სამინისტრო თავს იკავებდა კადრების გასაჯაროებისგან... თუმცა იყო დაჟინებული მოთხოვნა" - ირაკლი კობახიძე

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თავს იკა­ვებ­და ამ კად­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის­გან ზუს­ტად იმ მი­ზე­ზის გამო, რომ შე­იძ­ლე­ბა, ეს არ ყო­ფი­ლი­ყო ლა­მა­ზი სა­ნა­ხა­ვი და ეს გათ­ვლი­ლი უნდა ჰქო­ნო­და, ასე­ვე ოპო­ზი­ცი­ა­საც - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ისე­დაც არ არის კარ­გი სა­ნა­ხა­ვი და ამა­ში ვგუ­ლის­ხმობ მის ფსი­ქო­ტიპს თა­ვი­დან ბო­ლომ­დე, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

მისი შე­ფა­სე­ბით, ახლა ოპო­ზი­ცია სრუ­ლი კად­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას ითხოვს, რად­გან უნ­დათ, რომ კი­დევ უფრო სა­მარ­ცხვი­ნოდ გა­მოჩ­ნდეს მათი ბე­ლა­დი.

"ად­ვი­ლი საპ­როგ­ნო­ზო იყო, რომ ის არ იქ­ნე­ბო­და კარ­გი სა­ნა­ხა­ვი იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც სა­ბო­ლოო ჯამ­ში ვნა­ხეთ. სწო­რედ, ეს იყო ალ­ბათ იმის მი­ზე­ზი, რომ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ასა­ჯა­რო­ებ­და ამ კად­რებს, თუმ­ცა იყო და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნა რო­გორც კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის მხრი­დან, ასე­ვე ოპო­ზი­ცი­უ­რი მე­დი­ის მხრი­დან. ისი­ნი ითხოვ­დნენ ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ამ კად­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას და ამას­თან ერ­თად, ვრცელ­დე­ბო­და უამ­რა­ვი ცრუ ინ­ფორ­მა­ცია გა­დაყ­ვა­ნის დე­ტა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­გორც ჩანს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კად­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რა თქმა უნდა, წი­ნას­წარ იყო გათ­ვლა­დი, რომ ეს კად­რე­ბი არ იქ­ნე­ბო­და კარ­გი სა­ნა­ხა­ვი, თუმ­ცა ეს იყო მათი მო­თხოვ­ნა. როცა არის უამ­რა­ვი სიც­რუე, რაც ჟღერ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი მხრი­დან, ამას სჭირ­დე­ბა, რა თქმა უნდა, პა­სუ­ხი და პა­სუ­ხი უნდა იყოს სი­მარ­თლე და ეს სი­მარ­თლე იყო ასა­ხუ­ლი იმ კად­რებ­ში.

ეს კად­რე­ბი რო­გორც ჩანს, არ ეყოთ და არ ვიცი, ალ­ბათ, უწყვე­ტი კად­რიც არ­სე­ბობს და ამა­ზე იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროა ბუ­ნებ­რი­ვია, კომ­პე­ტენ­ტუ­რი. ახლა კრი­ტი­კა წა­მო­ვი­და იმა­ზე, თუ რა­ტომ გა­სა­ჯა­როვ­და და ახლა, კი­დევ და­მა­ტე­ბი­თი კად­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბას ითხო­ვენ - სრუ­ლი უნ­დათ, რომ კი­დევ უფრო სა­მარ­ცხვი­ნოდ გა­მოჩ­ნდეს მათი ბე­ლა­დი. რო­გორ პა­რა­დოქსში არი­ან შე­სუ­ლი, ამას თა­ვა­დაც ხე­დავთ“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

გარ­და ამი­სა, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ მო­პყრო­ბის ფორ­მა­ზე ისა­უბ­რა და გან­მარ­ტა, რომ პა­ტიმ­რის ერთი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან, მე­ო­რე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნის­თვის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებს სა­მარ­თლებ­რი­ვად ყვე­ლა­ნა­ი­რი ტაქ­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა აქვთ.

"თქვენ ნა­ხეთ რო­გორ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­და ის ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლებს, რაც შე­ე­ხე­ბა გა­დაყ­ვა­ნას რა ტაქ­ტი­კა გა­მო­ი­ყე­ნა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ გა­დაყ­ვა­ნის­თვის - ეს არის მათი საქ­მე და ყვე­ლა­ნა­ი­რი ტაქ­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვად მათ შე­უძ­ლი­ათ. რო­დე­საც არის სა­ჭი­რო პა­ტიმ­რის გა­დაყ­ვა­ნა ერთი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან მე­ო­რე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მათ შე­უძ­ლი­ათ ნე­ბის­მი­ე­რი ტაქ­ტი­კუ­რი ფორ­მა და მე­თო­დი გა­მო­ი­ყე­ნონ, სა­მარ­თლებ­რი­ვად ყვე­ლა­ფე­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რად არის წეს­რიგ­ში - და­ნარ­ჩე­ნი მე არ ვიცი, და­ნარ­ჩენ­ზე იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო გაგ­ცემთ პა­სუხს. რაც შე­ე­ხე­ბა იძუ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას პა­ტიმ­რის მი­მართ - ეს არის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და და­წე­სე­ბუ­ლე­ბის გა­რე­თაც ხდე­ბა იძუ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი არ გე­მორ­ჩი­ლე­ბა. მან­ქა­ნა­ში უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ? ღამე უნდა გა­ე­თია მან­ქა­ნა­ში? რომ არ მიყ­ვე­ბო­და რა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ? თუ გავ­ყვე­ბით კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა რა იყო, მა­შინ­ვე და­ვად­გენთ, რომ რაც ჩანს კად­რებ­ში, იმას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა რე­ა­ლუ­რად არ ჰქონ­და“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 81 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aleko
0

არა შეჯდა მწყერი ხეზე არა იყო გვარი მისი

ლია
11

გამოვიდეს გადარეული გრიგოლია , სკამზე რომ ხტის და გაჰკივის. ვის უნდოდა ასე ძალიან მიშაზე რომ ეძალადათ და რატომ გაუშვეს უკრაინის კადრები თმით რომ მიათრევენ მიშას? რატომ გააკეთეს ეს? ესენი ემსახურებიან სიმართლეს ? რატომ იტყვილებიან ყოველ წუთს? რას ემსახურება ეს ? რაც შეეხება კობახიძეს, მას თქვენი ლანძღვით ვერ დააკნინებთ. ის სამართამცოდნეა და როგორმე იცის კანონები, ეცდება ის არ დაარღვიოს, რაც არ ხდებოდა მიშას დროს, როგორც ინდოდათ , ისე ჭრიდენ და კერავდენ ამ კანონებს, ეს ხომ ყველამ კარგად იცით. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"იუსტიციის სამინისტრო თავს იკავებდა კადრების გასაჯაროებისგან... თუმცა იყო დაჟინებული მოთხოვნა" - ირაკლი კობახიძე

"იუსტიციის სამინისტრო თავს იკავებდა კადრების გასაჯაროებისგან... თუმცა იყო დაჟინებული მოთხოვნა" - ირაკლი კობახიძე

იუსტიციის სამინისტრო რამდენიმე დღის განმავლობაში თავს იკავებდა ამ კადრების გასაჯაროებისგან ზუსტად იმ მიზეზის გამო, რომ შეიძლება, ეს არ ყოფილიყო ლამაზი სანახავი და ეს გათვლილი უნდა ჰქონოდა, ასევე ოპოზიციასაც - მიხეილ სააკაშვილი ისედაც არ არის კარგი სანახავი და ამაში ვგულისხმობ მის ფსიქოტიპს თავიდან ბოლომდე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი შეფასებით, ახლა ოპოზიცია სრული კადრების გასაჯაროებას ითხოვს, რადგან უნდათ, რომ კიდევ უფრო სამარცხვინოდ გამოჩნდეს მათი ბელადი.

"ადვილი საპროგნოზო იყო, რომ ის არ იქნებოდა კარგი სანახავი იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც საბოლოო ჯამში ვნახეთ. სწორედ, ეს იყო ალბათ იმის მიზეზი, რომ იუსტიციის სამინისტრო დღეების განმავლობაში არ ასაჯაროებდა ამ კადრებს, თუმცა იყო დაჟინებული მოთხოვნა როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ასევე ოპოზიციური მედიის მხრიდან. ისინი ითხოვდნენ ყოველდღიურ რეჟიმში ამ კადრების გასაჯაროებას და ამასთან ერთად, ვრცელდებოდა უამრავი ცრუ ინფორმაცია გადაყვანის დეტალებთან დაკავშირებით.

ამის გათვალისწინებით, როგორც ჩანს იუსტიციის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება კადრების გასაჯაროებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, წინასწარ იყო გათვლადი, რომ ეს კადრები არ იქნებოდა კარგი სანახავი, თუმცა ეს იყო მათი მოთხოვნა. როცა არის უამრავი სიცრუე, რაც ჟღერდება კონკრეტული მხრიდან, ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, პასუხი და პასუხი უნდა იყოს სიმართლე და ეს სიმართლე იყო ასახული იმ კადრებში.

ეს კადრები როგორც ჩანს, არ ეყოთ და არ ვიცი, ალბათ, უწყვეტი კადრიც არსებობს და ამაზე იუსტიციის სამინისტროა ბუნებრივია, კომპეტენტური. ახლა კრიტიკა წამოვიდა იმაზე, თუ რატომ გასაჯაროვდა და ახლა, კიდევ დამატებითი კადრების გასაჯაროვებას ითხოვენ - სრული უნდათ, რომ კიდევ უფრო სამარცხვინოდ გამოჩნდეს მათი ბელადი. როგორ პარადოქსში არიან შესული, ამას თავადაც ხედავთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობის ფორმაზე ისაუბრა და განმარტა, რომ პატიმრის ერთი დაწესებულებიდან, მეორე დაწესებულებაში გადაყვანისთვის იუსტიციის სამინისტროს და სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლებს სამართლებრივად ყველანაირი ტაქტიკის გამოყენების უფლება აქვთ.

"თქვენ ნახეთ როგორ წინააღმდეგობას უწევდა ის ციხის თანამშრომლებს, რაც შეეხება გადაყვანას რა ტაქტიკა გამოიყენა იუსტიციის სამინისტრომ, სასჯელაღსრულების დაწესებულებამ გადაყვანისთვის - ეს არის მათი საქმე და ყველანაირი ტაქტიკის გამოყენება სამართლებრივად მათ შეუძლიათ. როდესაც არის საჭირო პატიმრის გადაყვანა ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში, მათ შეუძლიათ ნებისმიერი ტაქტიკური ფორმა და მეთოდი გამოიყენონ, სამართლებრივად ყველაფერი აბსოლუტურად არის წესრიგში - დანარჩენი მე არ ვიცი, დანარჩენზე იუსტიციის სამინისტრო გაგცემთ პასუხს. რაც შეეხება იძულების გამოყენებას პატიმრის მიმართ - ეს არის სასჯელაღსრულების დაწესებულება და დაწესებულების გარეთაც ხდება იძულების გამოყენება, როდესაც ადამიანი არ გემორჩილება. მანქანაში უნდა დაეტოვებინათ? ღამე უნდა გაეთია მანქანაში? რომ არ მიყვებოდა რა უნდა გაეკეთებინათ? თუ გავყვებით კითხვა-პასუხის რეჟიმს ალტერნატივა რა იყო, მაშინვე დავადგენთ, რომ რაც ჩანს კადრებში, იმას ალტერნატივა რეალურად არ ჰქონდა“, - განაცხადა კობახიძემ.