"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები ემოციებს არიან აყოლილი და მთავარი პოლიტიკური საკითხები ავიწყდებათ.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნის დასრულებისა და სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნის გარდა, ოპოზიციამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი უნდა დააყენოს.
აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პროტესტის ნიშნად, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტი დატოვონ.
"ემოციურ ფონზე, ოპოზიციას მთავარი პრობლემები დაგვავიწყდა და კონცენტრირება არ ხდება მთავარი პრობლემების ირგვლივ. მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა მიხეილ სააკაშვილის პიროვნების მიმართ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია პრობლემებზე საუბარი. მნიშვნელოვანია პროტესტი, რაც ხდება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მაგრამ ეს უნდა იყოს გაცილებით მთავარი ამოცანის შემადგენელი ნაწილი და ჩვენ სამწუხაროდ, მხოლოდ ამ პრობლემაზე დავიყვანეთ გეგმები და მოქმედებები. შეგვიძლია ემოციურადაც გვქონდეს რეაგირება მიმდინარე პროცესებზე და გინებით მივმართოთ იმ ადამიანებს, რაც უამრავ ადამიანს გულს მოუოხებს, მაგრამ გინებებში მაგარ გამოსვლას ჩემ თავს საერთოდ არ ვუთვლი, სადაც ემოციებზეა მთავარი აქცენტი აღებული. ის საშინელი განცდა, რომელიც ადამიანებს ამ კადრებით გვეუფლება, გვერდზე გადავდოთ და ცივი გონებით განვსაჯოთ, სად ვართ და რას უნდა ვაკეთებდეთ.
მიმაჩნია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა დატოვონ პარლამენტი. რისთვისაც შევედით პარლამენტში, ვის გამოც ამ პარლამენტს მიენიჭა ლეგიტიმაციის გარკვეული ხარისხი. იყო დათქმა, რომ გარკვეული ცვლილებები იქნებოდა მიღებული. ოპოზიცია დღეს უნდა ვიჯდეთ და ვგეგმავდეთ, რა მდგომარეობაში ვართ. პრაქტიკულად გასულია შარლ მიშელის დოკუმენტიდან „ქართული ოცნება“ და თუ ის არ მიიღებს იმ საკანონდებლო ცვლილებებს, რომელიც იმ შეთანხმებით არის გათვალისწინებული, გარეთ უნდა იყოს საპროტესტო აქციები, ოღონდ მოთხოვნა უნდა იყოს რიგგარეშე არჩევნები, რომლის შემადგენელი ნაწილი იქნება პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. ჩვენი პარტნიორები არ იქნებიან ბედნიერები და კმაყოფილები ჩვენს მიერ პარლამენტის დატოვებით, მაგრამ ყურადღების მიქცევას აუცილებლად შეუწყობს ხელს, მიუხედავად იმისა, მოეწონებათ თუ არა ჩვენი საქციელი“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
მისი თქმით, გამოსავალია, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა.
ბობოხიძის შეფასებით, გრძელვადიან პერიოდში, ექსპრეზიდენტის შიმშილობის საკითხს პერსპექტივა არ აქვს და მნიშვნელოვანია, უფრო გრძელვადიანი გეგმის განხილვა.
„ნაციონალური მოძრაობა“ დადგა დილემის წინაშე - უნდა უპასუხოს მოკლევადიან პრობლემას, მიშას შიმშილობას, რომელიც დროში არის შეზღუდული, კიდევ რამდენ ხანს გაძლებს, თვეებით და მუდმივად სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე ყოფნაზე ლაპარაკი უბრალოდ სასაცილო მდგომარეობაში ჩაგვაგდებს. „ნაციონალური მოძრაობა“ იძულებულია, ამ მოკლევადიან პრობლემასაც უპასუხოს რაღაცით. ამიტომ, მთელი მათი ენერგია მიმართული არის მოკლევადიან პრობლემაზე, რომელიც გამოწვეული არის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობით. დიდი გეგმა და მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა-არშიმშილობის ვადები ერთმანეთთან აცდენილია. გამოსავალი არის იმაში, რაც სტრასბურგმა შესთავაზა, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა. მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა საშუალება, შეეწყვიტა შიმშილობა, ოღონდ სამწუხაროდ, იქვე გააკეთა დათქმა, რომ შეწყვეტს შიმშილობას, თუ ის გადაყვანილი იქნება სამოქალაქო კლინიკაში, ეს დათქმა არასწორია", - აღნიშნა ბობოხიძემ.
აბა კარგად დააკვირდით, როგორი მკერდი და კუნთები აქვს, "40 დღის ნაშიმშილებს", ასევე როგორ მიარბენინებდა ორ საკმაოთ მძიმე ჩანთას!
სააკაშვილის სიტყვებით რომ ვთქვა ბობოხიძე და ძმანი მისი რადიკალური ოპოზიციიდან ოროსნები არიან.
თავები რამეზე ხომ არ გაქვთ მირტყმული, თუ ხისთავიანები ხართ?
დაწყებული 2012 წლიდან ყველა არჩევნები სასტიკად წააგეთ და ახლა კიდევ გინდათ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება!
სადამდე უნდა გაგრძელდეს თქვენი თავხედობა თუ უტიფრობა? ისევ წააგებთ, ისევ დაიწყებთ ყაყანს არჩევნები გააყალბესო და ასე უსასრულოდ.
ვინმე საშუალო დონის ანალიტიკოსი მაინც არ გყავთ, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს ძალებსა და შესაძლებლობებს?
2003 წელს ხელისუფლებაში რომ მოხვედით სახელმწიფო გადატრიალებით (ე.წ. ვარდების რევოლუციით) ვერ გააკეთეთ სათანადო ანალიზი კითხვით რატომ? იმიტომ რომ ხალხს მობეზრებული ჰქონდა შევარდნაძის დამპალი მთავრობა და ეშმაკსაც კი გაყვებოდა მის დასამხობად.... გამოჩნდა ეს ეშმაკი სააკიანის სახით, რომელიც ქართველმა ხალხმა 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით თავიდან მოიცილა!
გამორიცხულია კიდევ ერთხელ მოატყუოთ ქართული საზოგადოება თქვენი ცრუ დაპირებებით. ამას „ჭამს“ მხოლოდ გულუბრიყვო ადამიანები.
მოკლედ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ) და მისი სატელიტი პარტიები ხელისუფლებაში დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარებული არჩევნების გზით ვერ ბრუნდება და მომავალშიც ვერ დაბრუნდება, რადგან ქართული საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა არ აქვს და არც ექნება!
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ) და მისი ბელადი უნდა გასამართლდეს როგორც:
1. ბოროტების ჩამდენი პარტია, რომლის კისერზეა უამრავი ფიზიკურად და მორალურად განადგურებული ადამიანი.
2. წინასწარ განძრახული ან კიდევ უგუნური ქმედებების გამო (არასწორად წარმოებული საშინაო და საგარეო პოლიტიკა) დაკარგული ტერიტორიები!