მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ ჯაფარიძეს, რომელმაც სუს-ის შესასვლელი ავტომანქანით გადაკეტა, ტერიტორია ევაკუატორის გამოყენებით დაატოვებინეს
ზურაბ ჯაფარიძეს, რომელმაც სუს-ის შესასვლელი ავტომანქანით გადაკეტა, ტერიტორია ევაკუატორის გამოყენებით დაატოვებინეს

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის შე­ნო­ბას­თან "გირ­ჩი-მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის“ აქ­ცია-პერ­ფორ­მან­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

პერ­ფორ­მან­სის ფარ­გლებ­ში, პარ­ტი­ის ლი­დერ­მა, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ სუს-ის შე­სას­ვლე­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნით ჩა­კე­ტა, რო­მელ­შიც თა­ვად­ვე იმ­ყო­ფე­ბო­და. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მას თავ­და­პირ­ვე­ლად მო­უ­წო­დეს, რომ უწყე­ბის შე­სას­ვლე­ლი გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა, თუმ­ცა უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ად­გილ­ზე ევა­კუ­ა­ტო­რი მი­იყ­ვა­ნეს და ჯა­ფა­რი­ძის ავ­ტო­მო­ბი­ლი სხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სწო­რედ ევა­კუ­ა­ტო­რის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­იყ­ვა­ნეს. ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე მან­ქა­ნის ერთი ად­გი­ლი­დან მე­ო­რე­ზე გა­და­ტა­ნის პრო­ცეს­ში ავ­ტო­მო­ბილ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რებ­თან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია პო­ლი­ცია.

ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე ითხოვს, რომ პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნონ. ამას­თან ჩა­ტარ­დეს რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი.

ამას­თან, პარ­ტი­ის კი­დევ ერ­თმა წევ­რმა, ქუ­თა­ი­სის ვიცე-მე­რო­ბის ყო­ფილ­მა კან­დი­დატ­მა იმე­და კლდი­აშ­ვილ­მა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის შე­ნო­ბის შე­სას­ვლე­ლი ისევ ჩა­კე­ტა. მან შე­სას­ვლელ­თან ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­ა­ჩე­რა.

ის ამ დრო­ის­თვის სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში იმ­ყო­ფე­ბა, სა­ი­და­ნაც გად­მოს­ვლა­საც არ აპი­რებს და არც კო­მენ­ტარს აკე­თებს.

რო­გორ მისი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, ეს არის მდუ­მა­რე აქ­ცია, რი­თაც კლდი­აშ­ვი­ლი მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს აპ­რო­ტეს­ტებს.

მან მსგავ­სი აქ­ცია რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მარ­თა, რის გა­მოც 2000 ლა­რით და­ჯა­რიმ­და.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათი
0

კატა-თაგვობანას თამაშობს ოპოზიცია. სირცხვილი თქვენ და თქვენს დამქაშებს.

Нене
0

Цхели чаи да кава миартвит манканаши рас еперебит ам гатахсиребул набичварс

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

ზურაბ ჯაფარიძეს, რომელმაც სუს-ის შესასვლელი ავტომანქანით გადაკეტა, ტერიტორია ევაკუატორის გამოყენებით დაატოვებინეს

ზურაბ ჯაფარიძეს, რომელმაც სუს-ის შესასვლელი ავტომანქანით გადაკეტა, ტერიტორია ევაკუატორის გამოყენებით დაატოვებინეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან "გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს.

პერფორმანსის ფარგლებში, პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სუს-ის შესასვლელი ავტომანქანით ჩაკეტა, რომელშიც თავადვე იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა მას თავდაპირველად მოუწოდეს, რომ უწყების შესასვლელი გაეთავისუფლებინა, თუმცა უარის მიღების შემდეგ, ადგილზე ევაკუატორი მიიყვანეს და ჯაფარიძის ავტომობილი სხვა ტერიტორიაზე სწორედ ევაკუატორის საშუალებით გადაიყვანეს. ზურაბ ჯაფარიძე მანქანის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანის პროცესში ავტომობილში იმყოფებოდა.

უსაფრთხოების სამსახურებთან მობილიზებულია პოლიცია.

ზურაბ ჯაფარიძე ითხოვს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. ამასთან ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები.

ამასთან, პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, ქუთაისის ვიცე-მერობის ყოფილმა კანდიდატმა იმედა კლდიაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის შესასვლელი ისევ ჩაკეტა. მან შესასვლელთან ავტომობილი გააჩერა.

ის ამ დროისთვის საკუთარ ავტომობილში იმყოფება, საიდანაც გადმოსვლასაც არ აპირებს და არც კომენტარს აკეთებს.

როგორ მისი თანაგუნდელები აცხადებენ, ეს არის მდუმარე აქცია, რითაც კლდიაშვილი მიმდინარე პროცესებს აპროტესტებს.

მან მსგავსი აქცია რამდენიმე დღის წინ გამართა, რის გამოც 2000 ლარით დაჯარიმდა.