მსოფლიო
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სრულიად შეურაცხმყოფელი ფორმით მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებით ირღვევა მისი პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება" - რას ამბობს ომბუდსმენი
"სრულიად შეურაცხმყოფელი ფორმით მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებით ირღვევა მისი პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება" - რას ამბობს ომბუდსმენი

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

ნინო ლომ­ჯა­რი­ას შე­ფა­სე­ბით, სრუ­ლი­ად არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ფორ­მით კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბით, ირ­ღვე­ვა მისი პა­ტი­ვის, ღირ­სე­ბი­სა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა.

ომ­ბუდსმე­ნი მო­ი­თხოვს, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა და სპე­ცი­ა­ლურ­მა პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა პა­ტი­ვი სცენ პა­ტი­მარ­თა უფ­ლე­ბებს და შე­წყვი­ტონ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა, პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის დარ­ღვე­ვა.

"იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ/სპე­ცი­ა­ლურ­მა პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა N18 სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მისი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­სახ­ლე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბით პა­ტიმ­რის პა­ტი­ვის, ღირ­სე­ბი­სა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა და­არ­ღვია.

ხაზ­გა­სას­მე­ლია, რომ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი სრუ­ლად და უწყვე­ტად არ ასა­ხავს რე­ლე­ვან­ტურ ეპი­ზოდს, ხოლო კომ­პი­ლა­ცი­ა­ში მოხ­ვედ­რილ რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­ში პა­ტი­მა­რი ნა­ხევ­რად შიშ­ველ, და­მამ­ცი­რე­ბელ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია აღ­ბეჭ­დი­ლი. გარ­და ამი­სა, ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის ანა­ლი­ზით და­დას­ტურ­და, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის N18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნა მოხ­და მო­ტყუ­ე­ბით და მისი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, რა­საც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი 2021 წლის 8 ნო­ემ­ბერსვე აცხა­დებ­და.

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ცნო­ბით, ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის ნაკ­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა მიზ­ნად ისა­ხავ­და ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბე­ბის უარ­ყო­ფას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ სა­ვა­რა­უ­დო არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ სა­ვა­რა­უ­დო არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის ფაქ­ტზე სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­ში გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის ცნო­ბით (https://bit.ly/3c3j7og), გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მო­თხოვ­ნი­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს ამ დრომ­დე არ მი­უ­წო­დე­ბია. შე­სა­ბა­მი­სად, გა­ურ­კვე­ვე­ლია, თუ რა­ტომ გა­და­წყდა აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა და არა მისი სრუ­ლი სა­ხით მი­წო­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს­თვის.

სა­ხალ­ხო დამ­ცველს მი­აჩ­ნია, რომ აბ­სტრაქ­ტულ ლე­გი­ტი­მურ მი­ზან­ზე მი­თი­თე­ბით და სრუ­ლი­ად არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ფორ­მით პა­ტი­მარ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბით ირ­ღვე­ვა მისი პა­ტი­ვის, ღირ­სე­ბი­სა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა. ად­ვო­კა­ტის პო­ზი­ცი­ის გა­სა­ბა­თი­ლებ­ლად, გა­მო­ძი­ე­ბის­თვის აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლე­ბის სრუ­ლად მი­წო­დე­ბას­თან ერ­თად, შე­საძ­ლე­ბე­ლია შერ­ჩე­უ­ლი­ყო უფ­ლე­ბის ნაკ­ლე­ბად მზღუ­და­ვი სხვა სა­შუ­ა­ლე­ბა.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­ი­თხოვს- იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა და სპე­ცი­ა­ლურ­მა პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა პა­ტი­ვი სცენ პა­ტი­მარ­თა უფ­ლე­ბებს და შე­წყვი­ტონ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა, პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის დარ­ღვე­ვა“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გლ­და­ნის ცი­ხის სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნის კად­რებს ასა­ჯა­რო­ებს. კად­რებ­ში ჩანს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უარს აცხა­დებს სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნი­დან გად­მოს­ვლა­ზე, რის შემ­დე­გაც ის რე­ა­ნი­მო­ბი­ლი­დან იძუ­ლე­ბით გად­მო­იყ­ვა­ნეს. კად­რე­ბის მი­ხედ­ვით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ხე­ლებ­სა და ფე­ხებ­ში ჰკი­დე­ბენ ხელს და სას­წრა­ფოს მან­ქა­ნი­დან ცი­ხის სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პა­ლა­ტამ­დე ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­დაჰ­ყავთ. ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ტანს ზე­მოთ შიშ­ვე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

ეს ლომჯარია უკვე მართლა პარტიის წევრად გვევლინება... ქალბატონო, იქნებ 2 სიტყვა პოლიციელების უფლებების დარღვევაზეც სთქვათ, რომელსაც პატიმარი შეურაწყოფას აყენებდა სრული ცოფიანივით ??? თქვენი ვალია მგონი არა??? ასევე იქნებ უგულავას მარაზმზეც დაგცდეთ 2 სიტყვა? რას დაემსგავსეთ ბოლოს და ბოლოს , სირცხვილია !!!! ..

ქეთი
3

მერე სამოქალაქო კლინიკაში მოითხოვს ლიზასთან ქორწილი გადამიხადეთო,მერე აქედან არ წავალო და ა.შ. 18 წელი ხომ გვატერორა და ახლა კიდევ მაგის ჭკუაზე უნდა იაროს მთელმა საზოგადოებამ? რატომ ? 

ქართულ ოცნებას მივმართავთ, როდემდე უნდა ზიანდებოდეს ჩვენი ჯანმრთელობა ამ 18-წლიანი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტერორით. ჩვენ არ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები? ჩვენ არ გვაქვს ჩვენი უფლებები? არ გამეორდეს 90-წლები, იმათმა, ვინც პატარები იყვნენ იმ დროს და ზოგიერთი არც იყო დაბადებული,აღარ უნდა გამოიარონ ეს უბედურება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"სრულიად შეურაცხმყოფელი ფორმით მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებით ირღვევა მისი პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება" - რას ამბობს ომბუდსმენი

"სრულიად შეურაცხმყოფელი ფორმით მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებით ირღვევა მისი პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება" - რას ამბობს ომბუდსმენი

სახალხო დამცველი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ნინო ლომჯარიას შეფასებით, სრულიად არაპროპორციული და შეურაცხმყოფელი ფორმით კადრების გავრცელებით, ირღვევა მისი პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.

ომბუდსმენი მოითხოვს, იუსტიციის მინისტრმა და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატივი სცენ პატიმართა უფლებებს და შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის პერსონალურ მონაცემთა, პატივისა და ღირსების დარღვევა.

"იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა N18 სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელებით პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაარღვია.

ხაზგასასმელია, რომ ვიდეოჩანაწერები სრულად და უწყვეტად არ ასახავს რელევანტურ ეპიზოდს, ხოლო კომპილაციაში მოხვედრილ რამდენიმე ეპიზოდში პატიმარი ნახევრად შიშველ, დამამცირებელ მდგომარეობაშია აღბეჭდილი. გარდა ამისა, ვიდეოჩანაწერების ანალიზით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის N18 დაწესებულებაში გადაყვანა მოხდა მოტყუებით და მისი ნების საწინააღმდეგოდ, რასაც სახალხო დამცველი 2021 წლის 8 ნოემბერსვე აცხადებდა.

იუსტიციის მინისტრის ცნობით, ვიდეოჩანაწერების ნაკრების გავრცელება მიზნად ისახავდა ადვოკატის განცხადებების უარყოფას მიხეილ სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს. სახელმწიფო ინსპექტორის ცნობით (https://bit.ly/3c3j7og), გამოძიების მიერ მოთხოვნილი ვიდეოჩანაწერები პენიტენციურ სამსახურს ამ დრომდე არ მიუწოდებია. შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რატომ გადაწყდა აღნიშნული ვიდეომასალის გასაჯაროება და არა მისი სრული სახით მიწოდება საგამოძიებო ორგანოსთვის.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აბსტრაქტულ ლეგიტიმურ მიზანზე მითითებით და სრულიად არაპროპორციული და შეურაცხმყოფელი ფორმით პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებით ირღვევა მისი პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. ადვოკატის პოზიციის გასაბათილებლად, გამოძიებისთვის აღნიშნული ვიდეომასალების სრულად მიწოდებასთან ერთად, შესაძლებელია შერჩეულიყო უფლების ნაკლებად მზღუდავი სხვა საშუალება.

სახალხო დამცველი მოითხოვს- იუსტიციის მინისტრმა და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატივი სცენ პატიმართა უფლებებს და შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის პერსონალურ მონაცემთა, პატივისა და ღირსების დარღვევა“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ასაჯაროებს. კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოსვლაზე, რის შემდეგაც ის რეანიმობილიდან იძულებით გადმოიყვანეს. კადრების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები ხელებსა და ფეხებში ჰკიდებენ ხელს და სასწრაფოს მანქანიდან ციხის სამკურნალო დაწესებულების პალატამდე ამ მდგომარეობაში გადაჰყავთ. ვიდეოში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ტანს ზემოთ შიშველია.