მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილის #18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრები არის უმძიმესი... ეს დაერთვება იმ საქმეს, რომელიც უკვე სტრასბურგში განიხილება" - გიორგი ვაშაძე
"სააკაშვილის #18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრები არის უმძიმესი... ეს დაერთვება იმ საქმეს, რომელიც უკვე სტრასბურგში განიხილება" - გიორგი ვაშაძე

"სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დე­რის, გი­ორ­გი ვა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის #18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნის კად­რე­ბი არის უმ­ძი­მე­სი და ჩანს, რო­გორ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად ეპყრო­ბი­ან ყო­ფილ პრე­ზი­დენტს.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, თუ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო ამ კად­რებს მი­ა­წდ­ვის სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს, ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა.

"უმ­ძი­მე­სი კად­რე­ბია და სამ­წუ­ხა­როა, რომ ასე არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად ეპყრო­ბი­ან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს. ეს კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნებს იმას, რომ მისი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მოხ­და მისი ცი­ხე­ში გა­დაყ­ვა­ნა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს და­ერ­თვე­ბა იმ საქ­მეს, რო­მე­ლიც უკვე სტრას­ბურ­გში გა­ნი­ხი­ლე­ბა. სა­ერ­თოდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მინ­და მივ­მარ­თო, მე­გობ­რე­ბო, გა­მოვ­ფხიზ­ლდეთ, არ შე­იძ­ლე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის­კენ წა­ვიყ­ვა­ნოთ ქვე­ყა­ნა და არ შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა­ნეთს ან­გა­რი­ში არ გა­ვუ­წი­ოთ. გვაქვს ერთი სა­ხელ­მწი­ფო, ერთი სა­ქარ­თვე­ლო და თა­ნა­ცხოვ­რე­ბა ჩვენ­თვის არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ყვე­ლამ ერ­თად უნდა შევ­ძლოთ, რომ გა­დავ­ლა­ხოთ ეს და­უს­რუ­ლე­ბე­ლი კრი­ზი­სი, რაც გვაქვს პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით.

რაც შე­ე­ხე­ბა სტრას­ბურ­გის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია ახ­სნა და გან­მარ­ტე­ბა. სტრას­ბურ­გმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მე მი­ი­ღო სა­გა­მო­ნაკ­ლი­სო წე­სით და მუდ­მივ მო­ნი­ტო­რინგზე აიყ­ვა­ნა. ასე­ვე, სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­უ­ღია ჯერ თუ რო­მელ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში უნდა გა­და­იყ­ვა­ნონ და სწო­რედ ამი­ტომ მოს­თხო­ვა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა. დღეს რა კად­რე­ბიც გავ­რცელ­და, ამას თუ მი­აწ­ვდი­ან, მე ვფიქ­რობ დიდი პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა,“- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გლ­და­ნის ცი­ხის სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნის კად­რებს ასა­ჯა­რო­ებს. კად­რებ­ში ჩანს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უარს აცხა­დებს სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნი­დან გად­მოს­ვლა­ზე, რის შემ­დე­გაც ის რე­ა­ნი­მო­ბი­ლი­დან იძუ­ლე­ბით გად­მო­იყ­ვა­ნეს. კად­რე­ბის მი­ხედ­ვით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ხე­ლებ­სა და ფე­ხებ­ში ჰკი­დე­ბენ ხელს და სას­წრა­ფოს მან­ქა­ნი­დან ცი­ხის სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პა­ლა­ტამ­დე ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­დაჰ­ყავთ. ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ტანსზე­მოთ შიშ­ვე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
და მიშას მარტო 7 ნოემბერი?
0

სასიამოვნო საცქერი იყო,არა შე არაკაცო ნანაცარო შენა,ჰა?????

Patriot
3

ბელთაყვა ეს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"სააკაშვილის #18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრები არის უმძიმესი... ეს დაერთვება იმ საქმეს, რომელიც უკვე სტრასბურგში განიხილება" - გიორგი ვაშაძე

"სააკაშვილის #18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრები არის უმძიმესი... ეს დაერთვება იმ საქმეს, რომელიც უკვე სტრასბურგში განიხილება" - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის #18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრები არის უმძიმესი და ჩანს, როგორ არაადამიანურად ეპყრობიან ყოფილ პრეზიდენტს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ იუსტიციის სამინისტრო ამ კადრებს მიაწდვის სტრასბურგის სასამართლოს, ძალიან დიდი პრობლემა იქნება.

"უმძიმესი კადრებია და სამწუხაროა, რომ ასე არაადამიანურად ეპყრობიან მიხეილ სააკაშვილს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა მისი ციხეში გადაყვანა. დარწმუნებული ვარ, ეს დაერთვება იმ საქმეს, რომელიც უკვე სტრასბურგში განიხილება. საერთოდ, საზოგადოებას მინდა მივმართო, მეგობრებო, გამოვფხიზლდეთ, არ შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებისკენ წავიყვანოთ ქვეყანა და არ შეიძლება ერთმანეთს ანგარიში არ გავუწიოთ. გვაქვს ერთი სახელმწიფო, ერთი საქართველო და თანაცხოვრება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ გადავლახოთ ეს დაუსრულებელი კრიზისი, რაც გვაქვს პოლიტიკური თვალსაზრისით.

რაც შეეხება სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ძალიან მარტივია ახსნა და განმარტება. სტრასბურგმა მიხეილ სააკაშვილის საქმე მიიღო საგამონაკლისო წესით და მუდმივ მონიტორინგზე აიყვანა. ასევე, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია ჯერ თუ რომელ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ და სწორედ ამიტომ მოსთხოვა იუსტიციის სამინისტროს დამატებითი ინფორმაციის მიწოდება. დღეს რა კადრებიც გავრცელდა, ამას თუ მიაწვდიან, მე ვფიქრობ დიდი პრობლემა იქნება,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ასაჯაროებს. კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოსვლაზე, რის შემდეგაც ის რეანიმობილიდან იძულებით გადმოიყვანეს. კადრების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები ხელებსა და ფეხებში ჰკიდებენ ხელს და სასწრაფოს მანქანიდან ციხის სამკურნალო დაწესებულების პალატამდე ამ მდგომარეობაში გადაჰყავთ. ვიდეოში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ტანსზემოთ შიშველია.