მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ სასამართლო არ უზრუნველყოფს სხდომის დარბაზში მიხეილ სააკაშვილის მოსვლას, ჩათვალეთ, რომ ეს პროცესი არ არის პროცესი" - ბექა ბასილაიას მიმართვა მოსამართლეს
"თუ სასამართლო არ უზრუნველყოფს სხდომის დარბაზში მიხეილ სააკაშვილის მოსვლას, ჩათვალეთ, რომ ეს პროცესი არ არის პროცესი" - ბექა ბასილაიას მიმართვა მოსამართლეს

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, სა­დაც მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე პრო­ცე­სი იმარ­თე­ბა, სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა ბექა ბა­სი­ლა­ი­ამ მო­სა­მარ­თლე­თა კო­ლე­გი­ას შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ცი­ხი­დან სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში მოყ­ვა­ნის სა­კი­თხი უზ­რუნ­ველ­ყოს.

მხა­რე­ე­ბი პრო­ცე­დუ­რულ სა­კი­თხებს გა­დი­ან. სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე საქ­მეს გა­ნი­ხი­ლავს მო­სა­მარ­თლე­თა კო­ლე­გია: ნინო ელი­ეშ­ვი­ლი, მაია ქო­ქი­აშ­ვი­ლი, ლია ორ­კო­დაშ­ვი­ლი.

"თუ ის უზ­რუნ­ველ­ყვეს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გლ­დან­ში მისი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე მო­ტყუ­ე­ბით გა­ე­ტა­ცათ და არა­ფე­რი მომ­ხდა­რი­ყო, ის რა­ტომ არ უნდა უზ­რუნ­ველ­ყონ, რო­დე­საც მო­თხოვ­ნა 24 სა­ა­თით ადრე მი­უ­ვი­დათ, აქ მო­იყ­ვა­ნონ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი?! თუ არ არის იმის შიში, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არ მი­ე­ცეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე პირ­და­პი­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ამი­ტომ გთხოვთ, უზ­რუნ­ველ­ყოთ სა­სა­მარ­თლო სხდო­მის დარ­ბაზ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მოს­ვლა. თუ სა­სა­მარ­თლო ამას არ უზ­რუნ­ველ­ყოფს, ჩათ­ვა­ლეთ, რომ ეს პრო­ცე­სი არ არის პრო­ცე­სი. ეს პრო­ცე­სი არის, მხო­ლოდ და მხო­ლოდ ის, რომ ორ­თვი­ა­ნი ვადა გა­დის, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბაა გა­და­ს­ა­სინ­ჯი და სა­სა­მარ­თლო ვა­დას ვერ გა­ექ­ცე­ვა, მეტი არა­ფე­რი. ბო­დი­ში, მო­სა­მარ­თლე­ე­ბი ხართ, კე­თი­ლი ინე­ბეთ და ახ­ლა­ვე უზ­რუნ­ველ­ყა­ვით, სა­ა­კაშ­ვი­ლის პრო­ცეს­ზე მოყ­ვა­ნა“, - აცხა­დებს ბა­სი­ლა­ია.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სურ­ვი­ლი და შე­საძ­ლებ­ლო­ბაც აქვს იმი­სა, რომ მი­ვი­დეს სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე.

"ახ­ლა­ვე ატე­ხეთ გან­გა­ში, და­უ­კავ­შირ­დით პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს, გა­ა­ტა­რეთ და­მა­ტე­ბი­თი მო­თხოვ­ნე­ბი. ახლა არ მი­თხრათ ფოს­ტა ვერ მი­ი­ტანს, რად­გან სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი ამო­უ­წუ­რა. სა­უ­ბა­რია შიმ­ში­ლო­ბის კრი­ტი­კულ ფა­ზა­ში მყოფ ადა­მი­ან­ზე“, - მი­მარ­თა მო­სა­მარ­თლე­თა კო­ლე­გი­ას ად­ვო­კატ­მა ბექა ბა­სი­ლა­ი­ამ.

ცნო­ბის­თვის, პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სა­სა­მარ­თლო­ში გა­დაყ­ვა­ნა­ზე უარი თქვა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
0

ნამდვილად, მოაკეტინეთ ამ არაკაცს!

gaga
0

მგელმა ცხვარზე საჩივარი შეიტანა სამსჯავროში, ტურა იყო მოსამართლედ არჩეული იმა დროში! ... ნეტა ჩვენდოინდელ საქართველოზე ხომ არ დაწერეს ეს იგავარაკი?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"თუ სასამართლო არ უზრუნველყოფს სხდომის დარბაზში მიხეილ სააკაშვილის მოსვლას, ჩათვალეთ, რომ ეს პროცესი არ არის პროცესი" - ბექა ბასილაიას მიმართვა მოსამართლეს

"თუ სასამართლო არ უზრუნველყოფს სხდომის დარბაზში მიხეილ სააკაშვილის მოსვლას, ჩათვალეთ, რომ ეს პროცესი არ არის პროცესი" - ბექა ბასილაიას მიმართვა მოსამართლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე პროცესი იმართება, სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან სასამართლო დარბაზში მოყვანის საკითხი უზრუნველყოს.

მხარეები პროცედურულ საკითხებს გადიან. სააკაშვილის ბრალდების საქმეზე საქმეს განიხილავს მოსამართლეთა კოლეგია: ნინო ელიეშვილი, მაია ქოქიაშვილი, ლია ორკოდაშვილი.

"თუ ის უზრუნველყვეს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანში მისი ნებართვის გარეშე მოტყუებით გაეტაცათ და არაფერი მომხდარიყო, ის რატომ არ უნდა უზრუნველყონ, როდესაც მოთხოვნა 24 საათით ადრე მიუვიდათ, აქ მოიყვანონ მიხეილ სააკაშვილი?! თუ არ არის იმის შიში, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს საზოგადოების წინაშე პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა. ამიტომ გთხოვთ, უზრუნველყოთ სასამართლო სხდომის დარბაზში მიხეილ სააკაშვილის მოსვლა. თუ სასამართლო ამას არ უზრუნველყოფს, ჩათვალეთ, რომ ეს პროცესი არ არის პროცესი. ეს პროცესი არის, მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ორთვიანი ვადა გადის, აღკვეთის ღონისძიებაა გადასასინჯი და სასამართლო ვადას ვერ გაექცევა, მეტი არაფერი. ბოდიში, მოსამართლეები ხართ, კეთილი ინებეთ და ახლავე უზრუნველყავით, სააკაშვილის პროცესზე მოყვანა“, - აცხადებს ბასილაია.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს სურვილი და შესაძლებლობაც აქვს იმისა, რომ მივიდეს სასამართლო პროცესზე.

"ახლავე ატეხეთ განგაში, დაუკავშირდით პენიტენციურ სამსახურს, გაატარეთ დამატებითი მოთხოვნები. ახლა არ მითხრათ ფოსტა ვერ მიიტანს, რადგან სამუშაო საათები ამოუწურა. საუბარია შიმშილობის კრიტიკულ ფაზაში მყოფ ადამიანზე“, - მიმართა მოსამართლეთა კოლეგიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში გადაყვანაზე უარი თქვა.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"