საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილს უთხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ და ამას დათანხმდა" - რას ჰყვება ომბუდსმენი ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ
"სააკაშვილს უთხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ და ამას დათანხმდა" - რას ჰყვება ომბუდსმენი ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის, ნინო ლომ­ჯა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში გა­დაჰ­ყავ­დათ, შე­სა­ბა­მი­სად, ის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­კუ­თა­რი ნე­ბით და­თან­ხმდა.

რო­გორც ლომ­ჯა­რი­ამ გლ­და­ნის #18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, ქვეყ­ნის მე­სა­მე პრე­ზი­დენტს ვი­ზუ­ა­ლუ­რად და­ზი­ა­ნე­ბე­ბის კვა­ლი არ აქვს, თუმ­ცა, ის ექი­მებს არ გა­უ­სინ­ჯავთ.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მას უთხრეს, რომ შედ­გა კონ­სი­ლი­უ­მი და კონ­სი­ლი­უმ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ ის უნდა გა­და­ეყ­ვა­ნათ მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ კლი­ნი­კა­ში. მისი გან­ცხა­დე­ბით, მან იცო­და, რომ ის სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში უნდა გა­და­ეყ­ვა­ნათ და შე­სა­ბა­მი­სად, ის აღ­ნიშ­ნულს სა­კუ­თა­რი ნე­ბით და­თან­ხმდა. ჩვენ #12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შიც ვი­ყა­ვით და იქ რა­ი­მე ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი, სა­დაც აც­ნო­ბენ პა­ტი­მარ სა­ა­კაშ­ვილს, რომ გა­დაჰ­ყავთ #18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არაა, თუმ­ცა, ის ამ­ბობს, რომ ზე­პი­რად მან იცო­და, რომ გა­დაჰ­ყავ­დათ სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში.

მას შემ­დეგ, რაც ის გლ­და­ნის ცი­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მო­იყ­ვა­ნეს, მან თქვა, რომ არ სურ­და გად­მოს­ვლა სას­წრა­ფო -სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან. მისი თქმით, ის #18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­იყ­ვა­ნეს. უარი გა­ნა­ცხა­და, რომ ექიმს და­ზი­ა­ნე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ე­სინ­ჯა.

ჩემ­თვის არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია, რომ ეტყო­ბა სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. ვი­ზუ­ა­ლუ­რად არ ეტყო­ბა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რაც შე­მეძ­ლო და­მე­ნა­ხა. და­ზი­ა­ნე­ბებ­ზე არ სა­უბ­რობს და არც ვი­ზუ­ა­ლუ­რად ეტყო­ბა, თუმ­ცა, სჯობს ექიმ­მა და­ათ­ვა­ლი­ე­როს. მისი გან­ცხა­დე­ბით, იცო­და, რომ გა­და­დი­ო­და სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში, და­ემ­შვი­დო­ბა ექი­მებს, ეს და­ა­დას­ტუ­რეს ექი­მებ­მაც,“- გა­ნა­ცხა­და ლომ­ჯა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მად
0

ნუ ამოგვიყვანეთ ყელში ეს ცანცარა გიჟი მიშა. ...ქალების მუსუსი.....მშვენიერ პირობებშია რას ელოდება? გაიყვანს აგერ უკრაინა და კარგად შეინახოს თავისთან....ამ ქვეყანაში მიშა და ნაცი დასრულდეს თორე აქცია და არეულობა მერე ნახეთ თქვენ....შეგნებული ხალხი ვითმენთ მაგრამ საზღვარი აქვს ყველაფერს....

ლელი
0

სააკაშვილს მასე იმიტომ უთხრეს,რომ კარგი მასწავლებლის კარგი მოსწავლეები არიან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"სააკაშვილს უთხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ და ამას დათანხმდა" - რას ჰყვება ომბუდსმენი ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ

"სააკაშვილს უთხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ და ამას დათანხმდა" - რას ჰყვება ომბუდსმენი ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, შესაბამისად, ის ამ გადაწყვეტილებას საკუთარი ნებით დათანხმდა.

როგორც ლომჯარიამ გლდანის #18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ვიზუალურად დაზიანებების კვალი არ აქვს, თუმცა, ის ექიმებს არ გაუსინჯავთ.

"მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას უთხრეს, რომ შედგა კონსილიუმი და კონსილიუმმა გადაწყვიტა, რომ ის უნდა გადაეყვანათ მულტიფუნქციურ კლინიკაში. მისი განცხადებით, მან იცოდა, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ და შესაბამისად, ის აღნიშნულს საკუთარი ნებით დათანხმდა. ჩვენ #12 დაწესებულებაშიც ვიყავით და იქ რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, სადაც აცნობენ პატიმარ სააკაშვილს, რომ გადაჰყავთ #18 დაწესებულებაში არაა, თუმცა, ის ამბობს, რომ ზეპირად მან იცოდა, რომ გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში.

მას შემდეგ, რაც ის გლდანის ციხის ტერიტორიაზე შემოიყვანეს, მან თქვა, რომ არ სურდა გადმოსვლა სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ავტომანქანიდან. მისი თქმით, ის #18 დაწესებულებაში ძალის გამოყენებით შეიყვანეს. უარი განაცხადა, რომ ექიმს დაზიანებებთან დაკავშირებით გაესინჯა.

ჩემთვის არ დაუდასტურებია, რომ ეტყობა სხეულზე დაზიანებები. ვიზუალურად არ ეტყობა დაზიანებები, რაც შემეძლო დამენახა. დაზიანებებზე არ საუბრობს და არც ვიზუალურად ეტყობა, თუმცა, სჯობს ექიმმა დაათვალიეროს. მისი განცხადებით, იცოდა, რომ გადადიოდა სამოქალაქო კლინიკაში, დაემშვიდობა ექიმებს, ეს დაადასტურეს ექიმებმაც,“- განაცხადა ლომჯარიამ.