საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც მასთან კლინიკა „ვივამედის“ ექიმები შევიდნენ" - რა განცხადებას ავრცელებს პეინტენციური სამსახური
"სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც მასთან  კლინიკა „ვივამედის“ ექიმები შევიდნენ" - რა განცხადებას ავრცელებს პეინტენციური სამსახური

პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სიც­რუ­ეა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს მე-12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გან­გა­შია და ბრალ­დე­ბულ/მსჯავ­რდე­ბულ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და, რის გა­მოც მას­თან კლი­ნი­კა „ვი­ვა­მე­დის“ ექი­მე­ბი შე­ვიდ­ნენ.

“გან­ვმარ­ტავთ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არის სტა­ბი­ლუ­რი და ის მედ­პერ­სო­ნა­ლის მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის:5 ნო­ემ­ბერს ჩა­ტა­რე­ბულ კონ­სი­ლი­უმ­ზე, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი და ნევ­რო­ლო­გი, მათ შო­რის, სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი ექი­მიც, პა­ტი­მარ­მა და­ა­ფიქ­სი­რა ჩი­ვი­ლე­ბი – თვა­ლის ტკი­ვი­ლი და სურ­დო. ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­ი­ცა რე­კო­მენ­და­ცია, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ოფ­თალ­მო­ლო­გი და ოტო­რი­ნო­ლა­რინ­გო­ლო­გი შე­სუ­ლი­ყო.

პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით კონ­სი­ლი­უმ­მა და­გეგ­მა კარ­დი­ო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცი­აც, რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ორი­ვე ექიმ-სპე­ცი­ა­ლის­ტის თქმით, ამ ეტაპ­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს რა­ი­მე მწვა­ვე პა­თო­ლო­გია არ გა­მოვ­ლე­ნია.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, მისი თან­ხმო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ჩა­უ­ტარ­და კლი­ნი­კურ-ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბიც, რო­მელ­თა პა­სუ­ხე­ბი ამ ეტაპ­ზე არ იძ­ლე­ვა იმის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაზი
3

მეცოცხეებო, თუ შიმშილობა მრავალნაირია და თქვენი ბელადი შიმშილობს იმ სახეობით, როცა ფაფების, თაფლის და პიურეს ჭამა, ხილის წვენების დალევა, და სხვადასხვა დანამატების მიღება დაშვებულია, გარკვევით უნდა გეთქვათ თავიდან და ყველაფერი გასაგები იქნებოდა.

აბა ახლა ათასგვარი სისულელეების ლაპარაკი რომ გიწევთ, ესაა საქმე? ჩაჯვიმ - კოვზი ცარიელია და მფორთხავს ტყუილა მიაქვს პირთანო; ლომჯარიამ - მყარ საჭმელს (სუხარი, ბოლოკი...) თუ არ მიიღებს, ყველაფერს იტანს შიმშილობის დეფინიციაო;ე.ი. იქ იდო დაბლენდერებული ხბოს ღვიძლის, დაბლენდერებული კალმახის ბანკები ...: და მიდიი?)))

შიმშილობა რაა ზოგადად? მოშიმშილე სახელმწიფოს სთხოვს რაღაცის (ღირებულის, სამართლიანის, საზოგადო სიკეთის...) გაკეთებას და ეუბნება ამას თუ არ გააკეთებ, შიმშილით მოვკვდებიო. როცა 2 განაჩენით, მისჯილი გაქვს, რომელიც სტრასბურგში არც გაგისაჩივრებია(?) შენი გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობ და თანაც ჭამ თაფლს, ფაფებს, ხბოს ღვიძლს, კალმახს, სვამ ნაირნაირ ხილის წვენებს, ეს შიმშილობის იდეის შეურაცხყოფაა და უკიდურესად სამარცხვინო საქციელია;

ახლა, ეს როგორ გამიბაზრეთო და ყველაფრის მიღება ავიკრძალეო. ესაა კაცობა? ეს ისეთივე კაცობაა, როგორც ფორთხვა რაინდობა

Нене
3

Нацсекта аврцелебс сицруес ром рогорме хвал халхи гамоикванон ег киноц нанахи гваквс

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც მასთან კლინიკა „ვივამედის“ ექიმები შევიდნენ" - რა განცხადებას ავრცელებს პეინტენციური სამსახური

"სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც მასთან  კლინიკა „ვივამედის“ ექიმები შევიდნენ" - რა განცხადებას ავრცელებს პეინტენციური სამსახური

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სიცრუეა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში განგაშია და ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც მასთან კლინიკა „ვივამედის“ ექიმები შევიდნენ.

“განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ინფორმაციისთვის:5 ნოემბერს ჩატარებულ კონსილიუმზე, რომლის შემადგენლობაში იყო რეანიმატოლოგი და ნევროლოგი, მათ შორის, სააკაშვილის პირადი ექიმიც, პატიმარმა დააფიქსირა ჩივილები – თვალის ტკივილი და სურდო. ამის გათვალისწინებით, გაიცა რეკომენდაცია, რომ მიხეილ სააკაშვილთან ოფთალმოლოგი და ოტორინოლარინგოლოგი შესულიყო.

პრევენციის მიზნით კონსილიუმმა დაგეგმა კარდიოლოგის კონსულტაციაც, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება.

ორივე ექიმ-სპეციალისტის თქმით, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილს რაიმე მწვავე პათოლოგია არ გამოვლენია.

მიხეილ სააკაშვილს, მისი თანხმობის საფუძველზე, დაწესებულებაში ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებიც, რომელთა პასუხები ამ ეტაპზე არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა”, - აღნიშნულია განცხადებაში.