მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილი მცირე ოდენობით იღებდა წვენებსა და პიურეებს... აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები" - ომბუდსმენი
"სააკაშვილი მცირე ოდენობით იღებდა წვენებსა და პიურეებს... აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები" - ომბუდსმენი

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ნინო ლომ­ჯა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი 30 ოქ­ტომ­ბრი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის სა­მე­დი­ცი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი­სა და და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის თხოვ­ნით, სა­მე­დი­ცი­ნო და­ნიშ­ნუ­ლე­ბით, მცი­რე ოდე­ნო­ბით, წვე­ნებ­სა და მი­ნე­რა­ლუ­რი შემ­ცვე­ლო­ბის პი­უ­რე­ებს იღებ­და.

ლომ­ჯა­რი­ას გან­მარ­ტე­ბით, სა­ა­კაშ­ვილს ამ პრო­დუქტს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი აწ­ვდი­და, რო­მელ­თა გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვერ შე­ფას­დე­ბა, რო­გორც საკ­ვე­ბი და მცი­რე დო­ზით, თხე­ვა­დი სა­ხით მათი მი­ღე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი 2021 წლის 1 ოქ­ტომ­ბრი­დან უწყვე­ტად შიმ­ში­ლობს და არ იღებს არა­ნა­ირ საკ­ვებს.

„სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლე­ბი, 2021 წლის 6 ნო­ემ­ბერს N12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, გა­ეც­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, გა­ე­სა­უბრნენ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს, შე­ის­წავ­ლეს უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცია/დო­კუ­მენ­ტა­ცია მის შიმ­ში­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და შეხ­ვდნენ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს.

ვი­ზი­ტის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ 2021 წლის 30 ოქ­ტომ­ბრი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის სა­მე­დი­ცი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი­სა და და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის თხოვ­ნით, სა­მე­დი­ცი­ნო და­ნიშ­ნუ­ლე­ბით, მცი­რე ოდე­ნო­ბით, იღებ­და წვე­ნებ­სა და მი­ნე­რა­ლუ­რი შემ­ცვე­ლო­ბის პი­უ­რე­ებს. ამ პრო­დუქტს მას თა­ვად სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი აწ­ვდი­და, რო­მელ­თა გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვერ შე­ფას­დე­ბა, რო­გორც საკ­ვე­ბი და მცი­რე დო­ზით, თხე­ვა­დი სა­ხით მათი მი­ღე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით. ამას­ვე ადას­ტუ­რებს პა­ცი­ენ­ტის შიმ­ში­ლო­ბის შე­სა­ხებ შედ­გე­ნი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ფორ­მე­ბი, სა­დაც არ არის მი­თი­თე­ბა პა­ცი­ენ­ტის მიერ საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა­ზე, აგ­რეთ­ვე არ არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის შიმ­ში­ლო­ბის ფორ­მის ცვლი­ლე­ბა, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია პა­ტიმ­რის მიერ საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი 2021 წლის 1 ოქ­ტომ­ბრი­დან უწყვე­ტად შიმ­ში­ლობს და არ იღებს არა­ნა­ირ საკ­ვებს.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მან დღე­ი­დან უარი გა­ნა­ცხა­და ყვე­ლა­ნა­ი­რი წვე­ნის, გლუ­კო­ზი­სა და ელექტრო­ლი­ტე­ბის, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის ნა­წი­ლის მი­ღე­ბა­ზე, ასე­ვე რიგი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზეზს წარ­მო­ად­გენს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თით­ქოს იგი იკ­ვე­ბე­ბა.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მსგავ­სი ში­ნა­არ­სის არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბა აზი­ა­ნებს არა მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის, არა­მედ ყვე­ლა პა­ტიმ­რის უფ­ლებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბას. ამ­გვარ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ შე­საძ­ლოა მო­შიმ­ში­ლე პა­ტიმ­რებს ყვე­ლა სა­ხის სი­თხი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა­ზე უა­რის თქმის­კენ უბიძ­გოს, რაც კი­დევ უფრო მე­ტად და­ამ­ძი­მებს მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას. ამას­თან, მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა უდი­დეს დარ­ტყმას აყე­ნებს პა­ტი­მარ­თა ნდო­ბას სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი­სად­მი – მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს გა­ნუ­მარ­ტეს, რომ სი­თხე­ე­ბი­სა და და­ნა­მა­ტე­ბის მი­ღე­ბა წარ­მო­ად­გენ­და სა­მე­დი­ცი­ნო სა­ჭი­რო­ე­ბას და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბას, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ ეს მის სა­მე­დი­ცი­ნო და­ნიშ­ნუ­ლე­ბას სცდე­ბო­და.

და­მა­ტე­ბით, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი შე­ის­წავ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მიერ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­ტიმ­რო­ბის პი­რო­ბე­ბი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­ცე­მი­სა და სა­ჯა­როდ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის სა­კითხს, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი მი­მარ­თავს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურს შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბის მიზ­ნით”, - ნათ­ქვა­მია სახ­ლა­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 82 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
jaagazz
0

რამდენია ეს ცოტა ოდენობა? მოშიმშილეს და იდეისთვის მებრძოლს ლუკმა არ გადაუვიდოდა. მთავრობაც სულ ასეა იდეას გააჟღერებენ და მერე ცოტა ოდენობას ჭამენ. მერე მადა ჭამაში მოდის და იგრიალეთ ოქროო😁 სამაგალითოები.

პ.ს. ლომჯარია ან ყველას უფლება ასე დაიცავი ან გადადექი. 

ლაშა
0

საკვებს რომ იღებს ეგ რაღა შიმშილობაა? ლომჯარია ისეთივე სახალხო დამცველია როგორც მე ნელსონ მანდელა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"სააკაშვილი მცირე ოდენობით იღებდა წვენებსა და პიურეებს... აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები" - ომბუდსმენი

"სააკაშვილი მცირე ოდენობით იღებდა წვენებსა და პიურეებს... აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები" - ომბუდსმენი

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს იღებდა.

ლომჯარიას განმარტებით, სააკაშვილს ამ პროდუქტს სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით.

სახალხო დამცველის განცხადების თანახმად, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს.

„საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები, 2021 წლის 6 ნოემბერს N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის ფარგლებში, გაეცნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გაესაუბრნენ სამედიცინო პერსონალს, შეისწავლეს უახლესი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მის შიმშილობასთან დაკავშირებით და შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს.

ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს. ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ამასვე ადასტურებს პაციენტის შიმშილობის შესახებ შედგენილი სამედიცინო ფორმები, სადაც არ არის მითითება პაციენტის მიერ საკვების მიღებაზე, აგრეთვე არ არის დაფიქსირებული პაციენტის შიმშილობის ფორმის ცვლილება, რაც აუცილებელია პატიმრის მიერ საკვების მიღების შემთხვევაში.

მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს.

მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, მან დღეიდან უარი განაცხადა ყველანაირი წვენის, გლუკოზისა და ელექტროლიტების, მედიკამენტებისა და მკურნალობის ნაწილის მიღებაზე, ასევე რიგი გამოკვლევების ჩატარებაზე. აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენს გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს იგი იკვებება.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსგავსი შინაარსის არასწორი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება აზიანებს არა მხოლოდ კონკრეტული პირის, არამედ ყველა პატიმრის უფლებრივ მდგომარეობას. ამგვარმა დამოკიდებულებამ შესაძლოა მოშიმშილე პატიმრებს ყველა სახის სითხისა და მედიკამენტების მიღებაზე უარის თქმისკენ უბიძგოს, რაც კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამასთან, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება უდიდეს დარტყმას აყენებს პატიმართა ნდობას სამედიცინო პერსონალისადმი – მიხეილ სააკაშვილს განუმარტეს, რომ სითხეებისა და დანამატების მიღება წარმოადგენდა სამედიცინო საჭიროებას და მედიკამენტების ჩანაცვლებას, თუმცა მოგვიანებით იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს მის სამედიცინო დანიშნულებას სცდებოდა.

დამატებით, სახალხო დამცველი შეისწავლის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებისა და ჯანმრთელობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გაცემისა და საჯაროდ გამოქვეყნების საკითხს, საჭიროების შემთხვევაში კი მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით”, - ნათქვამია სახლახო დამცველის განცხადებაში.