სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კიდევ ერთი პანდემია რუსეთში, რომელიც ჩუმად მიმდინარეობს" - ექიმების საგანგაშო პროგნოზი და შიდსის 100 ათასამდე შემთხვევა ერთ წელში
"კიდევ ერთი პანდემია რუსეთში, რომელიც ჩუმად მიმდინარეობს" - ექიმების საგანგაშო პროგნოზი და შიდსის 100 ათასამდე შემთხვევა ერთ წელში

"კი­დევ ერთი პან­დე­მია რუ­სეთ­ში - ქვე­ყა­ნას შიდსი უტევს" - წერს რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა novayagazeta.ru პრობ­ლე­მა­ზე, რო­მელ­საც არა­ნაკ­ლებ სა­ხი­ფა­თოს უწო­დებს, ვიდ­რე კო­ვიდ-19-ია. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რუ­სე­თი შიდსის გავ­რცე­ლე­ბის მას­შტა­ბე­ბით, აფ­რი­კას და­ე­წია.

"ჩუმი პან­დე­მია, რუ­სეთ­ში 10-ჯერ მე­ტად არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, ვიდ­რე ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში" - ნათ­ქვა­მია როს­პოტ­რებ­ნად­ზო­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

თუმ­ცა გა­მო­ცე­მა წერს, რომ რუ­სე­თის ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში, მა­გა­ლი­თად, ურალ­სა და ციმ­ბირ­ში, ინ­ფექ­ცია 20-35 მე­ტად არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, ვიდ­რე ევ­რო­პა­ში და მას­შტა­ბე­ბით, აფ­რი­კას უტოლ­დე­ბა.

"კი­დევ ერთი პან­დე­მია, რო­მე­ლიც ჩუ­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს... შიდსი რუ­სეთ­ში იმა­ზე სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა, ვიდ­რე პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში, ევ­რო­პას­თან კი, შე­და­რე­ბაც არ არის. ასე­თი მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ არის უკ­რა­ი­ნა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, თურ­ქეთ­ში და ტა­ჯი­კეთ­შიც კი, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში ოპი­უ­მის მწარ­მო­ე­ბელ ავ­ღა­ნეთს ესა­ზღვრე­ბა. 2019 წელს, რუ­სე­თი, შიდსის გავ­რცე­ლე­ბის მას­შტა­ბით, იმ 25 ქვეყ­ნის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში შე­ვი­და, რო­მელ­შიც ის აფ­რი­კას­თან ერ­თად ლი­დე­რობს" - წერს გა­მო­ცე­მა.

მი­სი­ვე ცნო­ბით, რუ­სეთ­ში შიდა ლი­დე­რია კე­მე­რის ოლქი, სა­დაც სამ­ჯერ მეტი შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა, ვიდ­რე და­ნარ­ჩენ ქვე­ყა­ნა­ში. შიდსთან ბრძო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ვა­დიმ პოკ­როვ­სკი აცხა­დებს, რომ ცენ­ტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, ბოლო ხა­ნებ­ში, კვარ­ტალ­ში ერთხელ ათო­ბით ათა­სი ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. გერ­მა­ნი­ა­ში, ბრი­ტა­ნეთ­სა და სხვა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში, პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ პროგ­რა­მებ­ზე ძა­ლი­ან დიდი მო­თხოვ­ნაა, რუ­სეთ­ში კი, მსგავ­სი არა­ფე­რი ხდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 100 ათა­სი ახა­ლი შემ­თხვე­ვაა.

პირ­ვე­ლი ტალ­ღა 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს "ჰე­რო­ი­ნის ტალ­ღამ" მო­ი­ტა­ნა, რად­გან მთელ ქვე­ყა­ნა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო ინექ­ცი­უ­რი ნარ­კო­ტი­კი, რა­მაც უმ­ძი­მეს შე­დე­გამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა. 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, შიდსის ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ტემ­პე­ბი შემ­ცირ­და,თუმ­ცა, 2005 წლის შემ­დეგ, რო­გორც მო­ზარ­დებ­ში, ასე­ვე სრულ­წლოვ­ნებ­ში, სექ­სუ­ა­ლუ­რი გზით გავ­რცე­ლე­ბულ­მა ვირუს­მა ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­კორ­დი მოხ­სნა...

H-Clinic-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ან­დრეი ზლო­ბი­ნი აცხა­დებს, რომ 2017 წელს, ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი 107 ათა­სი აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჰყავ­დათ, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ რე­ა­ლუ­რად 4-5 ჯერ მეტი იყო...

"2020 წელს, კო­ვიდ-პან­დე­მი­ის გამო, ადა­მი­ა­ნებს შო­რის კონ­ტაქ­ტი შემ­ცირ­და, თუმ­ცა, ეს ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე არ ასა­ხუ­ლა, მაგ­რამ ტეს­ტის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­და. ჩვე­ნი ვა­რა­უ­დით, ტემ­პი თუ არ შემ­ცირ­და, 2030 წლის­თვის 600 ათა­სამ­დე და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვას ვე­ლო­დე­ბით. რე­ა­ლუ­რად კი, ბევ­რად მეტი იქ­ნე­ბა" - აცხა­დებს ექი­მი.

მი­სი­ვე თქმით, ბოლო ორი წე­ლია, აივ­გავ­რცე­ლე­ბის ახა­ლი კე­რე­ბი გაჩ­ნდა - ყი­რი­მი და სე­ვას­ტო­პო­ლი.

"ვირუ­სის მა­ტა­რებ­ლე­ბი არი­ან, ისევ და ისევ ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი, მათ შო­რის, მო­ზარ­დე­ბი და სრულ­წლოვ­ნე­ბი, ასე­ვე, ჰომო და ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლე­ბი. აივ­ვირუ­სი გავ­რცე­ლე­ბუ­ლია რუ­სე­თის პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში; თუ გა­სულ წლებ­ში, მათ­ზე არა­სა­ბი­უ­ჯე­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ზრუ­ნავ­დნენ, ახლა მათ ფი­ნან­სუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბი შე­ე­ხოთ და ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო პრო­ექ­ტე­ბის იმე­დად არი­ან, რო­მელ­თა მუ­შა­ო­ბის ხა­რის­ხის შე­სა­ხე­ბაც სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია - ის ფიქ­ტი­უ­რად არ­სე­ბობს. ანუ ის ადა­მი­ა­ნე­ბი პო­ტენ­ცი­უ­რი გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბი არი­ან" - აცხა­დებს ზლო­ბი­ნი.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, თუ ად­რე­ულ წლებ­ში, ავი-ვირუ­სით 15-20 წლის ადა­მი­ა­ნე­ბი ინ­ფი­ცირ­დე­ბოდ­ნენ, ახლა ვირუ­სის მა­ტა­რე­ბელ­თა 40% - ის ასა­კი 30-40 წლამ­დეა.

"ერ­თის მხრივ, იმ 40%-ში 90-იანი წლე­ბის მო­ზარ­დი თა­ო­ბა შე­დის, თუმ­ცა არც ის უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ 20 კო­ლეჯ­დამ­თავ­რე­ბუ­ლი­დან, ერთი ვირუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლია... ვი­თა­რე­ბას ამ­ძი­მებს ისიც, რომ ქვე­ყა­ნა­ში სტიგ­მა ჯერ კი­დევ ძლი­ე­რია. ამი­ტომ, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი აქვს, ტეს­ტი­რე­ბა­სა და შემ­დგომ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე თავს იკა­ვებს, რად­გან შე­საძ­ლოა, ამის გამო თა­ვი­ანთ სივ­რცე­ში, სამ­სა­ხურ­ში, სა­მე­გობ­რო­სა და ოჯა­ხი­და­ნაც კი გა­რი­ყონ... ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ ამის უამ­რა­ვი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლა, რის გა­მოც უამ­რავ­მა სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა" - წერს novayagazeta.ru.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგლა ჯუნაშვილი
0

რაო რა მინდაო? ჩვენ როგორ მოვიქცეთ რითი უშველოთ გაგვაგებინეთ ბატონო 

 

ტოტო
1

ტურისტები უნდა შემოვუშვათ,მაგრამ არ უნდა ეარშიყო,არც ქალებს და არც...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"კიდევ ერთი პანდემია რუსეთში, რომელიც ჩუმად მიმდინარეობს" - ექიმების საგანგაშო პროგნოზი და შიდსის 100 ათასამდე შემთხვევა ერთ წელში

"კიდევ ერთი პანდემია რუსეთში, რომელიც ჩუმად მიმდინარეობს" - ექიმების საგანგაშო პროგნოზი და შიდსის 100 ათასამდე შემთხვევა ერთ წელში

"კიდევ ერთი პანდემია რუსეთში - ქვეყანას შიდსი უტევს" - წერს რუსული გამოცემა novayagazeta.ru პრობლემაზე, რომელსაც არანაკლებ სახიფათოს უწოდებს, ვიდრე კოვიდ-19-ია. გამოცემის ცნობით, რუსეთი შიდსის გავრცელების მასშტაბებით, აფრიკას დაეწია.

"ჩუმი პანდემია, რუსეთში 10-ჯერ მეტად არის გავრცელებული, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში" - ნათქვამია როსპოტრებნადზორის განცხადებაში.

თუმცა გამოცემა წერს, რომ რუსეთის ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად, ურალსა და ციმბირში, ინფექცია 20-35 მეტად არის გავრცელებული, ვიდრე ევროპაში და მასშტაბებით, აფრიკას უტოლდება.

"კიდევ ერთი პანდემია, რომელიც ჩუმად მიმდინარეობს... შიდსი რუსეთში იმაზე სწრაფად ვრცელდება, ვიდრე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ევროპასთან კი, შედარებაც არ არის. ასეთი მაღალი მაჩვენებელი არ არის უკრაინაში, საქართველოში, თურქეთში და ტაჯიკეთშიც კი, რომელიც რეგიონში ოპიუმის მწარმოებელ ავღანეთს ესაზღვრება. 2019 წელს, რუსეთი, შიდსის გავრცელების მასშტაბით, იმ 25 ქვეყნის ჩამონათვალში შევიდა, რომელშიც ის აფრიკასთან ერთად ლიდერობს" - წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, რუსეთში შიდა ლიდერია კემერის ოლქი, სადაც სამჯერ მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვიდრე დანარჩენ ქვეყანაში. შიდსთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი, ვადიმ პოკროვსკი აცხადებს, რომ ცენტრის მონაცემებით, ბოლო ხანებში, კვარტალში ერთხელ ათობით ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გერმანიაში, ბრიტანეთსა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში, პროფილაქტიკურ პროგრამებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა, რუსეთში კი, მსგავსი არაფერი ხდება. შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში, 100 ათასი ახალი შემთხვევაა.

პირველი ტალღა 90-იანი წლების ბოლოს "ჰეროინის ტალღამ" მოიტანა, რადგან მთელ ქვეყანაში გავრცელებული იყო ინექციური ნარკოტიკი, რამაც უმძიმეს შედეგამდე მიგვიყვანა. 2000-იანი წლების დასაწყისში, შიდსის ვირუსის გავრცელების ტემპები შემცირდა,თუმცა, 2005 წლის შემდეგ, როგორც მოზარდებში, ასევე სრულწლოვნებში, სექსუალური გზით გავრცელებულმა ვირუსმა ყველანაირი რეკორდი მოხსნა...

H-Clinic-ის გენერალური დირექტორი, ანდრეი ზლობინი აცხადებს, რომ 2017 წელს, ოფიციალურად დარეგისტრირებული 107 ათასი აივ-ინფიცირებული ჰყავდათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ რეალურად 4-5 ჯერ მეტი იყო...

"2020 წელს, კოვიდ-პანდემიის გამო, ადამიანებს შორის კონტაქტი შემცირდა, თუმცა, ეს ინფიცირების მაჩვენებელზე არ ასახულა, მაგრამ ტესტის მსურველთა რაოდენობა შემცირდა. ჩვენი ვარაუდით, ტემპი თუ არ შემცირდა, 2030 წლისთვის 600 ათასამდე დადასტურებულ შემთხვევას ველოდებით. რეალურად კი, ბევრად მეტი იქნება" - აცხადებს ექიმი.

მისივე თქმით, ბოლო ორი წელია, აივგავრცელების ახალი კერები გაჩნდა - ყირიმი და სევასტოპოლი.

"ვირუსის მატარებლები არიან, ისევ და ისევ ნარკოდამოკიდებულები, მათ შორის, მოზარდები და სრულწლოვნები, ასევე, ჰომო და ჰეტეროსექსუალები. აივვირუსი გავრცელებულია რუსეთის პენიტენციურ დაწესებულებებში; თუ გასულ წლებში, მათზე არასაბიუჯეტო ორგანიზაციები ზრუნავდნენ, ახლა მათ ფინანსური შეზღუდვები შეეხოთ და ინფიცირებული ადამიანები, მხოლოდ სახელმწიფო პროექტების იმედად არიან, რომელთა მუშაობის ხარისხის შესახებაც საყოველთაოდ ცნობილია - ის ფიქტიურად არსებობს. ანუ ის ადამიანები პოტენციური გამავრცელებლები არიან" - აცხადებს ზლობინი.

გამოცემის ცნობით, თუ ადრეულ წლებში, ავი-ვირუსით 15-20 წლის ადამიანები ინფიცირდებოდნენ, ახლა ვირუსის მატარებელთა 40% - ის ასაკი 30-40 წლამდეა.

"ერთის მხრივ, იმ 40%-ში 90-იანი წლების მოზარდი თაობა შედის, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ 20 კოლეჯდამთავრებულიდან, ერთი ვირუსის მატარებელია... ვითარებას ამძიმებს ისიც, რომ ქვეყანაში სტიგმა ჯერ კიდევ ძლიერია. ამიტომ, უამრავი ადამიანი, რომელსაც ვირუსის სიმპტომები აქვს, ტესტირებასა და შემდგომ მკურნალობაზე თავს იკავებს, რადგან შესაძლოა, ამის გამო თავიანთ სივრცეში, სამსახურში, სამეგობროსა და ოჯახიდანაც კი გარიყონ... ბენეფიციარები ჰყვებიან, რომ ამის უამრავი შემთხვევა ყოფილა, რის გამოც უამრავმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა" - წერს novayagazeta.ru.