ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი აცხადებს, რომ განჩინების მიხედვით, სასულიერო პირებს მონასტერი უნდა დაეტოვებინათ, რადგან ისინი განკვეთილები არიან.
როგორც მეუფე სტეფანემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძალადობას არა მათი, არამედ სასულიერო პირების მხრიდან ჰქონდა ადგილი.
მისივე განმარტებით, განკვეთილი სასულიერო პირები პოლიციამ იქაურობას განარიდა.
"დღეს გვქონდა წირვა, მე არავინ გამიყვანია, არავინ გამიგდია, არაფერი გამიკეთებია, რასაც თქვენ ამბობთ. ჩავატარე წირვა. ეს ადამიანები იყვნენ რამდენგზის გაფრთხილებულები, შემდეგ რამდენიმე სასჯელდადებულები. ბოლოს თავდასხმა მომიწყვეს სკოლაში და ამით ყველანაირ ზღვარს გადავიდნენ და მომიწია განჩინების გამოქვეყნება, რომელიც გულისხმობდა მათ გაყვანას ერისკაცობამდე. საერო პირებად, სადაც უნდათ იქ იცხოვრონ, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. არანაირი ძალადობრივი მოქმედება არ ყოფილა არავისგან, ვინც იყო აქ - არც პოლიციის, არც ჩოხოსნების, ძალადობა იყო მათი მხრიდან, ეს დაფიქსირებულია კადრებში. პოლიციელების შეურაცხყოფაზე გადასულან და პოლიციამ განარიდა აქაურობას.
როდესაც ვატარებდი წირვას, საპატრიარქომ წარმოგზავნა თავისი წარმომადგენელი, რომელმაც მათგან მოითხოვა საპატრიარქოს წერილის შესრულება, რომელშიც ეწერა, რომ უცხო პირებმა დატოვონ ტერიტორია, ის მონასტერი, რომელიც მათ არ ეკუთვნით და იმ ქონებით სარგებლობა, რომელიც მონასტერს ეკუთვნის. მიეცათ ვადა 4 ნოემბრამდე. ისინი გამოვიდნენ და შეტევა განახორციელეს მასზე, შემდეგ ოპერატორზე, რომელსაც დაუმტვრიეს კამერა, გადაუგდეს.
როდესაც საპატრიარქოს რწმუნებულმა გააცნო თავისი უფლებამოსილება, დაუწყეს გინება, ლანძღვა და ყველა თავს ესხმოდა მას, ცდილობდნენ მდგომარეობიდან გამოეყვანათ. ესენი ყველა გამოსულები იყვნენ კელიებიდან და წარმომადგენელმა უთხრა, იქ მყოფ ჩოხოსნებს, რომ ეს კელიები შეეძლოთ დაეკავებინათ, რადგან ასეთია ლოცვა-კურთხევა ჩემი და საპატრიარქოსი. მათ დაიკავეს ეს კელიები და იქ შესვლა აუკრძალეს უცხო პირებს“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.
ყველაფერი ლოგიკურია.
თავიდანვე ვამბობ რომ შედარებას არ ვაკეთებ, უბრალოდ მაგალითისთვის. წარმოიდგინეთ რომ იესოს რომელიმე მოციქული ამბოხებოდა და წინ აღსდგომოდა მის ქადაგებებს, გნშორებოდა და უფლის ძე გამოეცხადებინა ფარისევლად. იმ მოციქულს შერჩებოდა წოდებად ქრისტეს მოციქული? იუდა მოციქულთა შორის მოიხსენიება? მით უფრო რომ ღალატამდე მოციქულობდა. ასეა ესენიც. საპატრიარქოსთან მებრძოლები არიან ანტიქრისტები და მათი ადგილი მართლმადიდებლურ ეკლესია მონასტრებში არ არის.
წურბელები