საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს ჩვენი ეროვნული ფორმა, ჩოხა შებილწეს და გახდნენ რუსული აზროვნების "კაზაკები"- ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი ბერი
"დღეს ჩვენი ეროვნული ფორმა, ჩოხა შებილწეს და გახდნენ რუსული აზროვნების "კაზაკები"- ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი ბერი

"დღეს ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ფორ­მა, ჩოხა, ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­ბილ­წა ამ ხალ­ხმა და გახ­დნენ "კა­ზა­კე­ბი". რუ­სუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის "კა­ზა­კე­ბი", - ამის შე­სა­ხებ ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ი­დან განკვე­თილ­მა ბერ­მა, მამა ათი­ნო­გე­ნემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, "ჩა­მო­სულ­მა ჩო­ხოს­ნებ­მა "მი­ლი­ცი­ის" დახ­მა­რე­ბით იძუ­ლე­ბით გა­მო­იყ­ვა­ნეს მა­მა­ო­ე­ბი კე­ლი­ე­ბი­დან".

"ეს ყვე­ლა­ფე­რი ჰგავს რუ­სულ იმ­პე­რი­ულ მოქ­მე­დე­ბას. დღეს ეს ხალ­ხი ჩვენს მო­ნას­ტერ­ში, სა­დაც მა­მე­ბი ცხოვ­რობ­დნენ, შე­ვარ­დნენ და შემ­დეგ შეჰ­ყვა "მი­ლი­ცია". დღეს მა­მა­ო­ებს უყე­ნე­ბენ ბრალ­დე­ბას, რომ ისი­ნი პო­ლი­ცი­ას არ და­ე­მორ­ჩილ­ნენ, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, შენ სა­დაც ცხოვ­რობ, სა­დაც კე­ლია ააგე, შენი ნაშ­რო­მი რომ არის ყვე­ლა­ფე­რი, მოვა ჩო­ხო­სა­ნი და გე­უბ­ნე­ბა, წადი აქე­და­ნო და რის გამო? იმი­ტომ, რომ ვი­თხოვთ, მა­მათ­მავ­ლო­ბის ცოდ­ვა­ში მხი­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ეკ­ლე­სი­ი­დან გაწ­მენ­დას. არ­სად წას­ვლას არ ვა­პი­რებ, არ­სად არ წა­ვალთ. იმ ჩო­ხოს­ნე­ბი­დან არ­ცერ­თი არ არის ად­გი­ლობ­რი­ვი, მარ­ტვი­ლე­ლი და ამ კუ­თხის შვი­ლი. ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. მე­უ­ფე სტე­ფა­ნეს აქ არა­ვინ უჭერს მხა­რეს. ერთი ადა­მი­ა­ნი და­მი­სა­ხე­ლეთ და მო­მი­ძებ­ნეთ, რო­მე­ლიც მას მხარს უჭერს და მის მოქ­მე­დე­ბას იზი­ა­რებს.

და­კა­ვე­ბუ­ლია ექ­ვსი პირი და სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი მა­მა­ო­ებ­თან ად­ვო­კა­ტი არ შე­უშ­ვეს", - გა­ნა­ცხა­და მამა ათი­ნო­გე­ნემ.

ად­გილ­ზე რჩე­ბა პო­ლი­ცია და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი. ჩა­კე­ტი­ლია სალ­ხი­ნოს მა­მა­თა მო­ნას­ტრის შე­სას­ვლე­ლი. ტაძ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ უშ­ვე­ბენ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტა­ძარ­ში იმ­ყო­ფე­ბა ჭყონ­დი­დის მიტ­რო­პო­ლი­ტი მე­უ­ფე სტე­ფა­ნე.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ორი­ვე მხა­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი, ამ დრო­ის­თვის გა­მო­კი­თხვის მიზ­ნით პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

დღეს დი­ლით, ტაძ­რი­დან გა­მო­ა­ძე­ვეს ეკ­ლე­სი­ი­დან განკვე­თი­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანიკო
7

საპატრიარქო არ არის ენჯეო, რით ვერ გაიგეს

გიო
43

ეს ვითომ ბერი.ეხხ მართლა გინდათ მკაცრი ხელი მაგრამ სად არის პატრონი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"დღეს ჩვენი ეროვნული ფორმა, ჩოხა შებილწეს და გახდნენ რუსული აზროვნების "კაზაკები"- ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი ბერი

"დღეს ჩვენი ეროვნული ფორმა, ჩოხა შებილწეს და გახდნენ რუსული აზროვნების "კაზაკები"- ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი ბერი

"დღეს ჩვენი ეროვნული ფორმა, ჩოხა, ეს ყველაფერი შებილწა ამ ხალხმა და გახდნენ "კაზაკები". რუსული აზროვნების "კაზაკები", - ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილმა ბერმა, მამა ათინოგენემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, "ჩამოსულმა ჩოხოსნებმა "მილიციის" დახმარებით იძულებით გამოიყვანეს მამაოები კელიებიდან".

"ეს ყველაფერი ჰგავს რუსულ იმპერიულ მოქმედებას. დღეს ეს ხალხი ჩვენს მონასტერში, სადაც მამები ცხოვრობდნენ, შევარდნენ და შემდეგ შეჰყვა "მილიცია". დღეს მამაოებს უყენებენ ბრალდებას, რომ ისინი პოლიციას არ დაემორჩილნენ, წარმოგიდგენიათ, შენ სადაც ცხოვრობ, სადაც კელია ააგე, შენი ნაშრომი რომ არის ყველაფერი, მოვა ჩოხოსანი და გეუბნება, წადი აქედანო და რის გამო? იმიტომ, რომ ვითხოვთ, მამათმავლობის ცოდვაში მხილებული ადამიანებისგან ეკლესიიდან გაწმენდას. არსად წასვლას არ ვაპირებ, არსად არ წავალთ. იმ ჩოხოსნებიდან არცერთი არ არის ადგილობრივი, მარტვილელი და ამ კუთხის შვილი. ჩამოყვანილი ადამიანები არიან. მეუფე სტეფანეს აქ არავინ უჭერს მხარეს. ერთი ადამიანი დამისახელეთ და მომიძებნეთ, რომელიც მას მხარს უჭერს და მის მოქმედებას იზიარებს.

დაკავებულია ექვსი პირი და საათნახევარი მამაოებთან ადვოკატი არ შეუშვეს", - განაცხადა მამა ათინოგენემ.

ადგილზე რჩება პოლიცია და მოქალაქეების ნაწილი. ჩაკეტილია სალხინოს მამათა მონასტრის შესასვლელი. ტაძრის ტერიტორიაზე არ უშვებენ მედიის წარმომადგენლებსაც. არსებული ინფორმაციით, ტაძარში იმყოფება ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე.

შსს-ს ინფორმაციით, ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე დაპირისპირებაში მონაწილე ორივე მხარის წარმომადგენლები და ინციდენტში მონაწილე პირები, ამ დროისთვის გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი.

დღეს დილით, ტაძრიდან გამოაძევეს ეკლესიიდან განკვეთილი სასულიერო პირები.