მსოფლიო
სამხედრო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ში კომპანიების თანამშრომლების სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ ახალი წესი იანვრიდან ამოქმედდება
აშშ-ში კომპანიების თანამშრომლების სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ ახალი წესი იანვრიდან ამოქმედდება

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­კარ­გუ­ლე­ბით, 4 იან­ვრი­დან ძა­ლა­ში შე­დის ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ახა­ლი რე­გუ­ლა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სრუ­ლად უნდა იყ­ვნენ ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბი, ან კვი­რა­ში ერთხელ კო­ვიდ-19-ზე ტეს­ტი ჩა­უ­ტარ­დეთ.

შრო­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ ახ­ლად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი წე­სე­ბი ვრცელ­დე­ბა იმ კომ­პა­ნი­ებ­ზე, რომ­ლებ­საც 100 ან მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლი ჰყავთ.

ამას­თან, 5 დე­კემ­ბრი­დან ყვე­ლა არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ­მა და­საქ­მე­ბულ­მა უნდა და­ი­წყოს პირ­ბა­დის ტა­რე­ბა შე­ნო­ბა­ში.

წე­სე­ბი არ ვრცელ­დე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც მი­დი­ან სა­მუ­შაო ად­გილ­ზე, სა­დაც სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი არ იმ­ყო­ფე­ბი­ან, ან რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ სახ­ლი­დან დის­ტან­ცი­უ­რად. გა­მო­ნაკ­ლი­სი შე­იძ­ლე­ბა ასე­ვე შე­ე­ხოს და­საქ­მე­ბუ­ლებს, რომ­ლებ­საც ვაქ­ცი­ნა­ცია რე­ლი­გი­უ­რი მრწამ­სის გამო არ სურთ, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რებ­სა და ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ვაქ­ცი­ნა­ცი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ვერ იტა­რე­ბენ.

"ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის არ­ჩე­ვა­ნი მარ­ტი­ვია: მეტი ადა­მი­ა­ნის ვაქ­ცი­ნა­ცია, ან პან­დე­მი­ის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა და ქვე­ყა­ნა­ზე მისი ზე­გავ­ლე­ნის გან­ცდა. ვირუ­სი თა­ვის­თა­ვად არ გაქ­რე­ბა, ან იმი­ტომ, რომ ჩვენ გვსურს მისი გაქ­რო­ბა: ჩვენ უნდა ვი­მოქ­მე­დოთ. ვაქ­ცი­ნა­ცია არის სა­უ­კე­თე­სო გზა ამ პან­დე­მი­ი­დან თა­ვის და­საღ­წე­ვად. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მერ­ჩივ­ნა, მო­თხოვ­ნე­ბი არ გამ­ხდა­რი­ყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი რჩე­ბა აუც­რე­ლი, ამი­ტომ და­ვა­წე­სე მო­თხოვ­ნე­ბი და ისი­ნი მუ­შა­ო­ბენ", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ჯო ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში.

აშშ-ში, კო­ვიდ 19-ით ყო­ველ­დღი­უ­რად, სა­შუ­ა­ლოდ, 1 100 ამე­რი­კე­ლი იღუ­პე­ბა, მათი უმე­ტე­სო­ბა არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია. კო­რო­ნა­ვირუს­მა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ჯამ­ში, 745 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. უახ­ლე­სი მო­ნა­ცე­მე­ბით, აშშ-ში ზრდას­რულ­თა და­ახ­ლო­ე­ბით 70% სრუ­ლა­დაა ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი, 80%-ს კი მი­ნი­მუმ ერთი დოზა აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tsiko
1

სათაურის გარდაც წაიკითხეთ. აუცრელებმა შენობაში პირბადეო..რელიგიური მრწამსითაც არაო....

Sherlock
1

Let's Go Brandon !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

აშშ-ში კომპანიების თანამშრომლების სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ ახალი წესი იანვრიდან ამოქმედდება

აშშ-ში კომპანიების თანამშრომლების სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ ახალი წესი იანვრიდან ამოქმედდება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის განკარგულებით, 4 იანვრიდან ძალაში შედის ვაქცინაციასთან დაკავშირებული ახალი რეგულაცია, რომლის თანახმადაც კერძო კომპანიების თანამშრომლები სრულად უნდა იყვნენ ვაქცინირებულები, ან კვირაში ერთხელ კოვიდ-19-ზე ტესტი ჩაუტარდეთ.

შრომის დეპარტამენტის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ადმინისტრაციის მიერ ახლად გამოქვეყნებული წესები ვრცელდება იმ კომპანიებზე, რომლებსაც 100 ან მეტი თანამშრომელი ჰყავთ.

ამასთან, 5 დეკემბრიდან ყველა არავაქცინირებულმა დასაქმებულმა უნდა დაიწყოს პირბადის ტარება შენობაში.

წესები არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც მიდიან სამუშაო ადგილზე, სადაც სხვა ადამიანები არ იმყოფებიან, ან რომლებიც მუშაობენ სახლიდან დისტანციურად. გამონაკლისი შეიძლება ასევე შეეხოს დასაქმებულებს, რომლებსაც ვაქცინაცია რელიგიური მრწამსის გამო არ სურთ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ადამიანებს, რომლებიც ვაქცინაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ იტარებენ.

"ჩვენი ქვეყნისთვის არჩევანი მარტივია: მეტი ადამიანის ვაქცინაცია, ან პანდემიის გახანგრძლივება და ქვეყანაზე მისი ზეგავლენის განცდა. ვირუსი თავისთავად არ გაქრება, ან იმიტომ, რომ ჩვენ გვსურს მისი გაქრობა: ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ვაქცინაცია არის საუკეთესო გზა ამ პანდემიიდან თავის დასაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ მერჩივნა, მოთხოვნები არ გამხდარიყო აუცილებელი, ძალიან ბევრი ადამიანი რჩება აუცრელი, ამიტომ დავაწესე მოთხოვნები და ისინი მუშაობენ", - აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში.

აშშ-ში, კოვიდ 19-ით ყოველდღიურად, საშუალოდ, 1 100 ამერიკელი იღუპება, მათი უმეტესობა არავაქცინირებულია. კორონავირუსმა შეერთებულ შტატებში, ჯამში, 745 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. უახლესი მონაცემებით, აშშ-ში ზრდასრულთა დაახლოებით 70% სრულადაა ვაქცინირებული, 80%-ს კი მინიმუმ ერთი დოზა აქვს მიღებული.