პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფიზიკურად თუ როგორ მისწორდება ამის ვიდეომასალა არსებობს" - რაში ადანაშაულებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ფოთის ბაზრის დირექტორს
"ფიზიკურად თუ როგორ მისწორდება ამის ვიდეომასალა არსებობს" - რაში ადანაშაულებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ფოთის ბაზრის დირექტორს

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რის ნუკ­რი რო­ბა­ქი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მას შემ­დეგ რაც ფოთ­ში, ბაზ­რის დი­რექ­ტო­რი ნო­დარ კორ­სან­ტია ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და, პრო­კუ­რა­ტუ­რას გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა.

მისი თქმით, ფაქ­ტზე პო­ლი­ცი­ას ამ დრომ­დე რე­ა­გი­რე­ბა არ მო­უხ­დე­ნია. რო­გორც რო­ბა­ქი­ძე ამ­ბობს, კორ­სან­ტია მას კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში შეჭ­რა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

"ჯერ პო­ლი­ცი­ას რე­ა­გი­რე­ბა არ მო­უხ­დე­ნია, პი­რი­ქით, ბაზ­რის დი­რექ­ტორ­მა აქეთ წა­მო­მი­ყე­ნა პრე­ტენ­ზია, რომ მე შე­უ­ვარ­დი კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში. ასე­თი რამ არ მომ­ხდა­რა. ფი­ზი­კუ­რად თუ რო­გორ მის­წორ­დე­ბა ამის ვი­დე­ო­მა­სა­ლა არ­სე­ბობს. ად­ვო­კა­ტე­ბი შევ­ლენ და გა­ე­სა­უბ­რე­ბი­ან. მო­ვაჭ­რე­ებს, რომ­ლებ­საც კორ­სან­ტია თევ­ზის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­და, შე­ვე­ცა­დე დავ­ხმა­რე­ბო­დი, თუმ­ცა რითი დას­რულ­და, ყვე­ლამ კარ­გად იცის. მიკ­ვირს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი რე­ა­გი­რე­ბას რა­ტომ არ ახ­დე­ნენ ამ ფაქ­ტზე. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ კორ­სან­ტი­ას მფარ­ვე­ლობ­დეს პო­ლი­ცია, რად­გან მე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი ვარ,“- გა­ნა­ცხა­და ნუკ­რი რო­ბა­ქი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც თევ­ზის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ეწე­ვი­ან, ბაზ­რის დი­რექ­ტორს, ნო­დარ კორ­სან­ტი­ას შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აცხა­დებს, რომ კორ­სან­ტი­ას­თან მო­ვაჭ­რე­თა მო­თხოვ­ნის გა­და­სა­ცე­მად მი­ვი­და, თუმ­ცა მან სა­კუ­თა­რი კა­ბი­ნე­ტი­დან გა­ა­ძე­ვა და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

აი, ხომ ხედავთ, ხალხმა რომ ჭამოს, ნაცქოცმოქკავშირი თავს იჭამს !

სერგო
0

თავის საკუთრებაში არ უშვებს? უყურე შენ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ფიზიკურად თუ როგორ მისწორდება ამის ვიდეომასალა არსებობს" - რაში ადანაშაულებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ფოთის ბაზრის დირექტორს

"ფიზიკურად თუ როგორ მისწორდება ამის ვიდეომასალა არსებობს" - რაში ადანაშაულებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ფოთის ბაზრის დირექტორს

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნუკრი რობაქიძის განცხადებით, მას შემდეგ რაც ფოთში, ბაზრის დირექტორი ნოდარ კორსანტია ფიზიკურად გაუსწორდა, პროკურატურას განცხადებით მიმართა.

მისი თქმით, ფაქტზე პოლიციას ამ დრომდე რეაგირება არ მოუხდენია. როგორც რობაქიძე ამბობს, კორსანტია მას კერძო საკუთრებაში შეჭრაში ადანაშაულებს.

"ჯერ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია, პირიქით, ბაზრის დირექტორმა აქეთ წამომიყენა პრეტენზია, რომ მე შეუვარდი კერძო საკუთრებაში. ასეთი რამ არ მომხდარა. ფიზიკურად თუ როგორ მისწორდება ამის ვიდეომასალა არსებობს. ადვოკატები შევლენ და გაესაუბრებიან. მოვაჭრეებს, რომლებსაც კორსანტია თევზის რეალიზაციის უფლებას არ აძლევდა, შევეცადე დავხმარებოდი, თუმცა რითი დასრულდა, ყველამ კარგად იცის. მიკვირს, სამართალდამცავები რეაგირებას რატომ არ ახდენენ ამ ფაქტზე. გამორიცხული არაა, რომ კორსანტიას მფარველობდეს პოლიცია, რადგან მე ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვარ,“- განაცხადა ნუკრი რობაქიძემ.

შეგახსენებთ, რომ გარემოვაჭრეები, რომლებიც თევზის რეალიზაციას ეწევიან, ბაზრის დირექტორს, ნოდარ კორსანტიას შევიწროებაში ადანაშაულებენ. ოპოზიციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ კორსანტიასთან მოვაჭრეთა მოთხოვნის გადასაცემად მივიდა, თუმცა მან საკუთარი კაბინეტიდან გააძევა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.