მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ტაილანდის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით 23 წლის სპორტსმენი დააკავეს - რა ვერსიები სახელდება მკვლელობის სავარაუდო მოტივად?
თბილისში ტაილანდის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით 23 წლის სპორტსმენი დააკავეს - რა ვერსიები სახელდება მკვლელობის სავარაუდო მოტივად?

"ტვ პირ­ვე­ლის"ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახ­ველ­დი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი 23 წლის ბიჭი, კა­ლათ­ბურ­თე­ლი ვაჩე ცა­კაშ­ვი­ლია. საქ­მის მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, მან მა­სა­ჟის სა­ლონ­ში ტა­ი­ლან­დის 38 წლის მო­ქა­ლა­ქეს ყელი გა­მოჭ­რა და მი­ი­მა­ლა.

ბრალ­დე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახვლე­დი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე მა­სა­ჟის სა­ლონ­ში და­საქ­მე­ბულ ტა­ი­ლან­დის მო­ქა­ლა­ქის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, ბრალ­დე­ბულ­მა კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი დაჭ­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა მკვლე­ლო­ბის მო­ტივს, "ტვ პირ­ვე­ლი“ ერთ-ერთ ვერ­სი­ად ტრანსფო­ბი­ურ ნი­ა­დაგს ასა­ხე­ლებს. კერ­ძოდ, ცა­კაშ­ვილ­მა ტრანსგენ­დერ ქალს სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მას შემ­დეგ მი­ა­ყე­ნა, რაც მისი იდენ­ტო­ბის შე­სა­ხებ გა­ი­გო. კი­დევ ერთი ვერ­სი­ით კი, მხა­რე­ე­ბი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სურ­ზე ვერ შე­თან­ხმდნენ.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 23 წლის სპორ­ტსმე­ნი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. რო­გორც ვაჩე ცა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, გოგა ბოგ­ვე­რა­ძემ "ტვ პირ­ველს" გა­ნუ­ცხა­და, და­კა­ვე­ბუ­ლი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს.

"ბრალ­დე­ბუ­ლი არ აღი­ა­რებს და­ნა­შა­ულს და დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. ეს რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ გა­მო­ძი­ე­ბა 108-ე, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­თაა და­წყე­ბუ­ლი, თუმ­ცა დღეს უკვე და­ნამ­დვი­ლე­ბით გვე­ცო­დი­ნე­ბა 108-ე მუხ­ლია თუ სხვა და­მამ­ძი­მე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბა. კონ­კრე­ტუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და­ა­დას­ტუ­რებ­და, საქ­მე­ში არ არის, თუმ­ცა ბრალ­დე­ბის მხა­რეს შე­უძ­ლია კვლავ წარ­მო­ად­გი­ნოს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში ვინ­მეს გა­უჩ­ნდეს ვა­რა­უ­დი, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა. და­ნარ­ჩენ დე­ტა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მას სა­უ­ბა­რი არ სურს"- აცხა­დებს ცა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი "ტვ პირ­ველ­თან". ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მის მა­სა­ლებ­ში მრავ­ლად არის ქუ­ჩის ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი, რომ­ლი­თაც მტკიც­დე­ბა, რომ ცა­კაშ­ვი­ლი მკვლე­ლო­ბის დროს მა­სა­ჟის სა­ლონ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

ამერიკაში მასაჟის სალონებზე დიდი კონტროლია დაწესებული და ხშირად კეტავენ სწორედ იმის გამო, რომ იქ ინტიმურ მომსახურეობას უწევენ კლიენტებს. 

tsiko
1

ვააა, ვინ ვისზე იძალადა, მაინც ვერ გავიგე....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

თბილისში ტაილანდის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით 23 წლის სპორტსმენი დააკავეს - რა ვერსიები სახელდება მკვლელობის სავარაუდო მოტივად?

თბილისში ტაილანდის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით 23 წლის სპორტსმენი დააკავეს - რა ვერსიები სახელდება მკვლელობის სავარაუდო მოტივად?

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ახველდიანის ქუჩაზე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 23 წლის ბიჭი, კალათბურთელი ვაჩე ცაკაშვილია. საქმის მასალების თანახმად, მან მასაჟის სალონში ტაილანდის 38 წლის მოქალაქეს ყელი გამოჭრა და მიიმალა.

ბრალდებული მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე მასაჟის სალონში დასაქმებულ ტაილანდის მოქალაქის მკვლელობის შემდეგ, ბრალდებულმა კიდევ ერთი ადამიანი დაჭრა.

რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, "ტვ პირველი“ ერთ-ერთ ვერსიად ტრანსფობიურ ნიადაგს ასახელებს. კერძოდ, ცაკაშვილმა ტრანსგენდერ ქალს სასიკვდილო ჭრილობები მას შემდეგ მიაყენა, რაც მისი იდენტობის შესახებ გაიგო. კიდევ ერთი ვერსიით კი, მხარეები მომსახურების საფასურზე ვერ შეთანხმდნენ.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

როგორც ირკვევა, ტრანსგენდერი ქალის მკვლელობაში ბრალდებული 23 წლის სპორტსმენი დუმილის უფლებას იყენებს. როგორც ვაჩე ცაკაშვილის ადვოკატმა, გოგა ბოგვერაძემ "ტვ პირველს" განუცხადა, დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს.

"ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს და დუმილის უფლებას იყენებს. ეს რაც შეეხება იმას, რომ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობითაა დაწყებული, თუმცა დღეს უკვე დანამდვილებით გვეცოდინება 108-ე მუხლია თუ სხვა დამამძიმებელი გარემოება. კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც განზრახ მკვლელობას დაადასტურებდა, საქმეში არ არის, თუმცა ბრალდების მხარეს შეუძლია კვლავ წარმოადგინოს მტკიცებულებები და ერთობლიობაში ვინმეს გაუჩნდეს ვარაუდი, განზრახ მკვლელობისა. დანარჩენ დეტალებთან დაკავშირებით მას საუბარი არ სურს"- აცხადებს ცაკაშვილის ადვოკატი "ტვ პირველთან". ტელეკომპანიის ინფორმაციით, საქმის მასალებში მრავლად არის ქუჩის ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლითაც მტკიცდება, რომ ცაკაშვილი მკვლელობის დროს მასაჟის სალონში იმყოფებოდა.