საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს შეეხება კონფლიქტს, რომელიც მე და ზურა ყიფშიძეს მოგვივიდა" - რას აღიარებს და ნანობს დათო დოიაშვილი?
"ეს შეეხება კონფლიქტს, რომელიც მე და ზურა ყიფშიძეს მოგვივიდა" - რას აღიარებს და ნანობს დათო დოიაშვილი?

რე­ჟი­სორ­მა და­ვით დო­ი­აშ­ვილ­მა ლელა წურ­წუ­მი­ას­თან გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რო­ბი­სას ზურა ყიფ­ში­ძეს­თან ათი წლის წინ მომ­ხდარ კონ­ფლიქტზე ისა­უბ­რა.

"ამ­დე­ნი ხა­ნია ამა­ზე არ მი­სა­უბ­რია, რაც ჩემ­თვის ინ­ტი­მუ­რია იმა­ზე ვე­რი­დე­ბი ლა­პა­რაკს, ახ­ლაც მი­ჭირს სა­ჯა­როდ რა­ღა­ცე­ბის მო­ყო­ლა. დრო ყვე­ლაფ­რის მკურ­ნა­ლია და ალ­ბათ გა­ვი­და ის დრო და მეც ზუს­ტად მივ­ხვდი, რა იყო ჩემი არას­წო­რი პო­ზი­ცია. ეს ეხე­ბა კონ­ფლიქტს რო­მე­ლიც მე და ზურა ყიფ­ში­ძეს მოგ­ვი­ვი­და. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ნი­ჭის ადა­მი­ა­ნია, არის რა­ღა­ცა, რაც არ ის­წავ­ლე­ბა, ღმერ­თის­გან და­ფერ­თხე­ბუ­ლი აქვს. გა­დავ­წყვი­ტე, რომ და­მედ­გა "სი­რა­ნო დე ბერ­ჟე­რა­კი" და მთა­ვარ როლ­ზე მო­ვიწ­ვი­ეთ ზურა ყიფ­ში­ძე... ყო­ვე­ლი რე­პე­ტი­ცია რა­ღაც ახ­ლის აღ­მო­ჩე­ნა იყო, ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობ­დი აქე­დან. ძა­ლი­ან ბევ­რმა გა­მაფრ­თხი­ლა, რომ რა­ო­დენ უც­ნა­უ­რიც უნდა იყოს და შე­იძ­ლე­ბა ამას ხმა­მაღ­ლა არ უნდა ვამ­ბობ­დე, მაგ­რამ ვი­ტყვი... იმე­დია, ზუ­რას არ ეწყი­ნე­ბა - ზუ­რას აქვს პრე­მი­ე­რის და მა­ყუ­რებ­ლის შიში. ეს არის ცნო­ბი­ლი შიში…

არი­ან არ­ტის­ტე­ბი, მა­გა­ლი­თად, ნინო კას­რა­ძე, პი­რი­ქი­თაა, ეში­ნია რე­პე­ტი­ცი­ე­ბის დროს, მაგ­რამ პრე­მი­ე­რა­ზე იმ­დე­ნად მზა­დაა, რომ ერთი სული აქვს, გა­ვი­დეს სცე­ნა­ზე. მი­თხრეს, რომ ზურა ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს პრე­მი­ე­რის წინ, რომ პრე­მი­ე­რა არ შედ­გე­სო. ამის­თვის იყა­ვი მზად, მთა­ვა­რია ათა­მა­შო პირ­ველ დღეს და მერე წავა და წა­ვაო.

მოხ­და ისე, რომ "სი­რა­ნო დე ბერ­ჟე­რა­კი" უნდა გვე­თა­მა­შა "თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე", ჩვენ ვხუ­რავ­დით ამ ფეს­ტი­ვალს. ეკა მაზ­მიშ­ვილ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა, ხუთი-ექ­ვსი იმპრე­სა­რი­ოა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ძა­ლი­ან უნ­დათ ამ სპექ­ტაკ­ლის და ზუ­რას ნახ­ვა, მაგ­რამ ვერ ას­წრე­ბენ დას­წრე­ბას და შე­გიძ­ლია წინა დღეს გე­ნე­რა­ლურ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე მო­იყ­ვა­ნოო. შე­ვუ­თან­ხმდი დასს, ზუ­რა­საც. პირ­ვე­ლი აქტი რომ დამ­თავ­რდა, ყვე­ლა მათ­განს გა­ოგ­ნე­ბუ­ლი სახე ჰქონ­და, მერე დიდ­ხანს ესა­უბრნენ ზუ­რას, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ მი­სით.

ერთი დღე იყო პრე­მი­ე­რამ­დე დარ­ჩე­ნი­ლი, ზუ­რას ვუ­თხა­რი, რომ მე­ო­რე დღეს კი­დევ გაგ­ვევ­ლო რე­პე­ტი­ცია. მე­გო­ნა, ეს შიში მან უკვე გა­და­ლა­ხა. მოხ­და, ისე რომ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე ზუ­რამ და­ი­წყო ჯა­ჯღა­ნი, ეს რა­ტოა ასე, მე ვერ გა­ვი­გე რას ვთა­მა­შობ. ორი მი­ნუ­სი თუ პლუ­სი და­ე­ტა­კა ერ­თმა­ნეთს და ვუ­თხა­რი, რომ და­ვამ­თავ­რეთ ჩვენ ურ­თი­ერ­თო­ბა, ჩავ­შა­ლე პრე­მი­ე­რა.

და­სიც ძა­ლი­ან გა­ნერ­ვი­ულ­და, ყვე­ლა არ­ტის­ტი ვინც თა­მა­შობ­და და ვინც არა, მთხოვ­დნენ, - ამ­დე­ნი შრო­მა არ ჩავ­ყა­როთ წყალ­შიო. ეს არის ჩემი ძა­ლი­ან ცუდი ხა­სი­ა­თი და ისიც არ ვიცი, ეს ცუდი ხა­სი­ა­თი არის თუ არა.

მერე ეს სპექ­ტაკ­ლი თა­ვი­დან დავ­დგი. ეს ზუ­რას გა­მოა გულ­და­სა­წყვე­ტი, წარ­მო­უდ­გენ­ლად თა­მა­შობ­და. ის რაც გა­ტყდა, იმის შე­წე­ბე­ბას აზრი არ აქვს ჩემ­თვის.

გა­ვი­და დრო და მივ­ხვდი, რომ ვნა­ნობ, ოღონდ არა ჩემ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, იმას, რომ ზურა ვერ ნახა ქარ­თველ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა..."

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანიკო
4

ნეტავ ზურას ნიჭის მეასედი გქონოდა. შენი ფობიები რომ გაასაჯაროონ არ გინდა?

თამუნა
0

ჭორიკანა დედაკაცივით რომ ......

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ეს შეეხება კონფლიქტს, რომელიც მე და ზურა ყიფშიძეს მოგვივიდა" - რას აღიარებს და ნანობს დათო დოიაშვილი?

"ეს შეეხება კონფლიქტს, რომელიც მე და ზურა ყიფშიძეს მოგვივიდა" - რას აღიარებს და ნანობს დათო დოიაშვილი?

რეჟისორმა დავით დოიაშვილმა ლელა წურწუმიასთან გადაცემაში სტუმრობისას ზურა ყიფშიძესთან ათი წლის წინ მომხდარ კონფლიქტზე ისაუბრა.

"ამდენი ხანია ამაზე არ მისაუბრია, რაც ჩემთვის ინტიმურია იმაზე ვერიდები ლაპარაკს, ახლაც მიჭირს საჯაროდ რაღაცების მოყოლა. დრო ყველაფრის მკურნალია და ალბათ გავიდა ის დრო და მეც ზუსტად მივხვდი, რა იყო ჩემი არასწორი პოზიცია. ეს ეხება კონფლიქტს რომელიც მე და ზურა ყიფშიძეს მოგვივიდა. წარმოუდგენელი ნიჭის ადამიანია, არის რაღაცა, რაც არ ისწავლება, ღმერთისგან დაფერთხებული აქვს. გადავწყვიტე, რომ დამედგა "სირანო დე ბერჟერაკი" და მთავარ როლზე მოვიწვიეთ ზურა ყიფშიძე... ყოველი რეპეტიცია რაღაც ახლის აღმოჩენა იყო, ბევრ რამეს ვსწავლობდი აქედან. ძალიან ბევრმა გამაფრთხილა, რომ რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს და შეიძლება ამას ხმამაღლა არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ვიტყვი... იმედია, ზურას არ ეწყინება - ზურას აქვს პრემიერის და მაყურებლის შიში. ეს არის ცნობილი შიში…

არიან არტისტები, მაგალითად, ნინო კასრაძე, პირიქითაა, ეშინია რეპეტიციების დროს, მაგრამ პრემიერაზე იმდენად მზადაა, რომ ერთი სული აქვს, გავიდეს სცენაზე. მითხრეს, რომ ზურა ყველაფერს გააკეთებს პრემიერის წინ, რომ პრემიერა არ შედგესო. ამისთვის იყავი მზად, მთავარია ათამაშო პირველ დღეს და მერე წავა და წავაო.

მოხდა ისე, რომ "სირანო დე ბერჟერაკი" უნდა გვეთამაშა "თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე", ჩვენ ვხურავდით ამ ფესტივალს. ეკა მაზმიშვილმა დამირეკა და მითხრა, ხუთი-ექვსი იმპრესარიოა საქართველოში, ძალიან უნდათ ამ სპექტაკლის და ზურას ნახვა, მაგრამ ვერ ასწრებენ დასწრებას და შეგიძლია წინა დღეს გენერალურ რეპეტიციაზე მოიყვანოო. შევუთანხმდი დასს, ზურასაც. პირველი აქტი რომ დამთავრდა, ყველა მათგანს გაოგნებული სახე ჰქონდა, მერე დიდხანს ესაუბრნენ ზურას, აღფრთოვანებულები იყვნენ მისით.

ერთი დღე იყო პრემიერამდე დარჩენილი, ზურას ვუთხარი, რომ მეორე დღეს კიდევ გაგვევლო რეპეტიცია. მეგონა, ეს შიში მან უკვე გადალახა. მოხდა, ისე რომ რეპეტიციაზე ზურამ დაიწყო ჯაჯღანი, ეს რატოა ასე, მე ვერ გავიგე რას ვთამაშობ. ორი მინუსი თუ პლუსი დაეტაკა ერთმანეთს და ვუთხარი, რომ დავამთავრეთ ჩვენ ურთიერთობა, ჩავშალე პრემიერა.

დასიც ძალიან განერვიულდა, ყველა არტისტი ვინც თამაშობდა და ვინც არა, მთხოვდნენ, - ამდენი შრომა არ ჩავყაროთ წყალშიო. ეს არის ჩემი ძალიან ცუდი ხასიათი და ისიც არ ვიცი, ეს ცუდი ხასიათი არის თუ არა.

მერე ეს სპექტაკლი თავიდან დავდგი. ეს ზურას გამოა გულდასაწყვეტი, წარმოუდგენლად თამაშობდა. ის რაც გატყდა, იმის შეწებებას აზრი არ აქვს ჩემთვის.

გავიდა დრო და მივხვდი, რომ ვნანობ, ოღონდ არა ჩემ გადაწყვეტილებას, იმას, რომ ზურა ვერ ნახა ქართველმა მაყურებელმა..."