კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდ მისაღები მედიკამენტების სია გაიზარდა - იხილეთ ჩამონათვალი
ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდ მისაღები მედიკამენტების სია გაიზარდა - იხილეთ ჩამონათვალი

ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში უფა­სოდ მი­სა­ღე­ბი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სია გა­ი­ზარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტორ­მა, თა­მარ მე­ლი­ქი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, გარ­კვე­ულ მე­დი­კა­მენტზე დე­ფი­ცი­ტი შე­იქ­მნა, რის გა­მოც სა­ჭი­რო გახ­და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის და­მა­ტე­ბა. მი­სი­ვე თქმით, ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა ეპი­ლეფ­სი­ის მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე იყო.

"პროგ­რა­მის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბას აქვს თან­ხობ­რი­ვი ლი­მი­ტე­ბი. და­ნარ­თის ცვლი­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის მი­ზე­ზი გახ­და ის, რომ გარ­კვე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მე­დი­კა­მენ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტი გაჩ­ნდა და არა ის, რომ ხა­რისხთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა იყო. ჩვენ და­ვი­წყეთ სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რომ იმ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა მოგ­ვე­ნა­ხა, რო­მე­ლიც დე­ფი­ცი­ტში ჩაჯ­და, შემ­დეგ ეს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა გაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა ექ­სპერ­ტე­ბის ჭრილ­ში, თუ რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბი იყო, ასე­ვე შეგ­ვე­და­რე­ბი­ნა ხა­რისხთან და­კავ­ში­რე­ბულ მო­თხოვ­ნებ­ზე და შევ­ჯე­რე­ბუ­ლი­ყა­ვით. ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შევ­თან­ხმდით გარ­კვე­უ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის და­მა­ტე­ბა­ზე. სა­ა­გენ­ტოს ვებ-გვერ­დზე ყვე­ლა ცვლი­ლე­ბა არის გან­თავ­სე­ბუ­ლი და ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ამას­თან, სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლებ­თან, ვის­თა­ნაც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გვაქვს, გა­დაგ­ზავ­ნი­ლია ცვლი­ლე­ბა. ელექტრო­ნუ­ლი რე­ცეპ­ტის გვერ­დზე, სა­დაც ექი­მე­ბი მუ­შა­ო­ბენ, გან­ვა­თავ­სეთ წე­რი­ლი, რომ მი­აქ­ცი­ონ ყუ­რა­დღე­ბა ბრძა­ნე­ბა­ში არ­სე­ბულ ცვლი­ლე­ბას.

ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა ეპი­ლეფ­სი­ის მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე იყო. შე­დე­გად, ჩვენ და­ვა­მა­ტეთ ეპი­ლეფ­სი­ის ჯგუ­ფის­თვის სხვა­დას­ხვა დო­ზის მე­დი­კა­მენ­ტი "ეპიქ­სი“. ასე­ვე ფილ­ტვის ქრო­ნი­კუ­ლი ობსტრუქ­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­თვის ორი სხვა­დას­ხვა დო­ზის მე­დი­კა­მენ­ტიც. მინ­და გი­თხრათ, რომ ახალ მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე გა­მო­წე­რა მი­დის, რე­ცეპ­ტე­ბი იწე­რე­ბა. ამ წუ­თას, უკ­მა­ყო­ფი­ლო ჯერ არა­ვი­ნაა. რაც შე­ე­ხე­ბა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სიის შემ­ცი­რე­ბას, არ გვი­ფიქ­რია და არც ვა­პი­რებთ სიის შემ­ცი­რე­ბას. ექ­სპერ­ტებ­თან გავ­ლი­ლი გვაქვს აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი და ჩათ­ვა­ლეს, რომ ის, რაც გვქონ­და, იყოს. ყვე­ლა მე­დი­კა­მენ­ტი მი­სა­ღე­ბია“, - აღ­ნიშ­ნავს თა­მარ მე­ლი­ქი­ძე.

რო­გორც ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რი გან­მარ­ტავს, მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა, რომ გა­და­ი­ხე­დოს და­ა­ვა­დე­ბე­ბის ჯგუ­ფე­ბის მი­ხედ­ვით და­წე­სე­ბუ­ლი წლი­უ­რი ლი­მი­ტი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი მე­დი­კა­მენტს იღე­ბენ.

"არის მე­ო­რე პრობ­ლე­მა, რა­საც წლი­უ­რი ლი­მი­ტი ჰქვია. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობთ პო­ლი­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტთან, რომ ლი­მი­ტი გა­და­ი­ხე­დოს. წლი­უ­რი ლი­მი­ტი წინა წლე­ბის მი­ხედ­ვით და­ით­ვა­ლა და შე­სა­ბა­მი­სად, დას­ჭირ­და კო­რექ­ტი­რე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი ჯგუ­ფის­თვის წლი­უ­რი თან­ხობ­რი­ვი ლი­მი­ტია გან­სა­ზღვრუ­ლი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობთ და ალ­ბათ, რა­ღაც კო­რექ­ტი­რე­ბას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ვი­ტანთ“,- აღ­ნიშ­ნავს მე­ლი­ქი­ძე.

მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია იხი­ლეთ ბმულ­ზე: https://nha.gov.ge/ge/c/medicines

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
@@@
1

ნახეს, რომ წაასხეს (რეალურ რიცხვებში) და ცდილობენ რაღაც მიზერული გააკეთონ, რომ ხალხი როგორმე დააკმაყოფილონ, მაგრამ როგორც მელა ვერ მოიშლის ქათმის ჭამას ისე ესენი ბიუჯეტის გამოხრას. 

ტუა
0

მივესალმები კარგია მაგრამ ერთი წელია მასეთი წამლები აღარ მიგვიღია ეტყობა გახარიამ წაიღო. მიზერულია მაგრამ რას ვიზამთ უნდა დავკმაყოფილდეთ.მაგრამ ისე არ ქნათ ლარად რომ არიგებდით მერე ისე გაძვირდა ვეღარ ვიყიდე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდ მისაღები მედიკამენტების სია გაიზარდა - იხილეთ ჩამონათვალი

ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდ მისაღები მედიკამენტების სია გაიზარდა - იხილეთ ჩამონათვალი

ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდ მისაღები მედიკამენტების სია გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, თამარ მელიქიძემ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, გარკვეულ მედიკამენტზე დეფიციტი შეიქმნა, რის გამოც საჭირო გახდა ალტერნატიული მედიკამენტების დამატება. მისივე თქმით, ძირითადი პრობლემა ეპილეფსიის მედიკამენტებზე იყო.

"პროგრამის ყველა მიმართულებას აქვს თანხობრივი ლიმიტები. დანართის ცვლილების აუცილებლობის მიზეზი გახდა ის, რომ გარკვეული მიმართულებით მედიკამენტების დეფიციტი გაჩნდა და არა ის, რომ ხარისხთან დაკავშირებული პრობლემა იყო. ჩვენ დავიწყეთ სააფთიაქო ქსელებთან თანამშრომლობა, რომ იმ მედიკამენტების ალტერნატივა მოგვენახა, რომელიც დეფიციტში ჩაჯდა, შემდეგ ეს ალტერნატივა გაგვეტარებინა ექსპერტების ჭრილში, თუ რამდენად მისაღები იყო, ასევე შეგვედარებინა ხარისხთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე და შევჯერებულიყავით. ამის გათვალისწინებით, შევთანხმდით გარკვეული მედიკამენტების დამატებაზე. სააგენტოს ვებ-გვერდზე ყველა ცვლილება არის განთავსებული და ხელმისაწვდომი. ამასთან, სააფთიაქო ქსელებთან, ვისთანაც ხელშეკრულება გვაქვს, გადაგზავნილია ცვლილება. ელექტრონული რეცეპტის გვერდზე, სადაც ექიმები მუშაობენ, განვათავსეთ წერილი, რომ მიაქციონ ყურადღება ბრძანებაში არსებულ ცვლილებას.

ძირითადი პრობლემა ეპილეფსიის მედიკამენტებზე იყო. შედეგად, ჩვენ დავამატეთ ეპილეფსიის ჯგუფისთვის სხვადასხვა დოზის მედიკამენტი "ეპიქსი“. ასევე ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებისთვის ორი სხვადასხვა დოზის მედიკამენტიც. მინდა გითხრათ, რომ ახალ მედიკამენტებზე გამოწერა მიდის, რეცეპტები იწერება. ამ წუთას, უკმაყოფილო ჯერ არავინაა. რაც შეეხება მედიკამენტების სიის შემცირებას, არ გვიფიქრია და არც ვაპირებთ სიის შემცირებას. ექსპერტებთან გავლილი გვაქვს აღნიშნული საკითხი და ჩათვალეს, რომ ის, რაც გვქონდა, იყოს. ყველა მედიკამენტი მისაღებია“, - აღნიშნავს თამარ მელიქიძე.

როგორც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი განმარტავს, მიმდინარეობს მუშაობა, რომ გადაიხედოს დაავადებების ჯგუფების მიხედვით დაწესებული წლიური ლიმიტი, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარები მედიკამენტს იღებენ.

"არის მეორე პრობლემა, რასაც წლიური ლიმიტი ჰქვია. ამ მიმართულებით ვმუშაობთ პოლიტიკის დეპარტამენტთან, რომ ლიმიტი გადაიხედოს. წლიური ლიმიტი წინა წლების მიხედვით დაითვალა და შესაბამისად, დასჭირდა კორექტირება. თითოეული ჯგუფისთვის წლიური თანხობრივი ლიმიტია განსაზღვრული. ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ალბათ, რაღაც კორექტირებას ამ მიმართულებით შევიტანთ“,- აღნიშნავს მელიქიძე.

მედიკამენტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://nha.gov.ge/ge/c/medicines