საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნდილაშვილმა ნახა საზარელი ვითარება, თუ როგორ იყო დაგდებული თამაზ გორთამაშვილი" - რას ჰყვება 28 წლის თამაზ გორთამაშვილის საქმის მოწმე?
"უნდილაშვილმა ნახა საზარელი ვითარება, თუ როგორ იყო დაგდებული თამაზ გორთამაშვილი" - რას ჰყვება 28 წლის თამაზ გორთამაშვილის საქმის მოწმე?

გუ­და­ურ­ში 28 წლის თა­მაზ გორ­თა­მაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მის პრო­კუ­რო­რის და­ვით ყა­ზა­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, დღეს და­კი­თხულ­მა ერთ-ერ­თმა მთა­ვარ­მა მოწ­მემ ისა­უბ­რა, თუ რო­გორ ცემა ის ბრალ­დე­ბულ­მა მე­რაბ კო­ბი­აშ­ვილ­მა.

ყა­ზა­რაშ­ვი­ლის თქმით, მოწ­მის ჩვე­ნე­ბა საქ­მე­ში არ­სე­ბულ ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს ემ­თხვე­ვა.

"დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე მი­ხე­ილ უნ­დი­ლაშ­ვი­ლის და­კი­თხვა და­ი­წყო, რო­მე­ლიც ამ საქ­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მოწ­მეა. ამ მოწ­მემ ისა­უბ­რა იმ ფაქ­ტებ­ზე, თუ რო­გორ ცემა მე­რაბ კო­ბი­აშ­ვილ­მა, რო­გორ გა­იყ­ვა­ნა ისეთ ად­გილ­ზე, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი არ იყ­ვნენ, ე.წ. გა­რა­ჟებ­თან და რო­გორ გა­უს­წორ­და ფი­ზი­კუ­რად. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ მი­ხე­ილ უნ­დი­ლაშ­ვი­ლი და მისი რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი, მათ შო­რის, გარ­დაც­ვლი­ლი თა­მაზ გორ­თა­მაშ­ვი­ლი ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბი­ან მე­რაბ კო­ბი­აშ­ვილს, თუმ­ცა, ისი­ნი კო­ბი­აშ­ვილს ორ­ჯერ გა­უს­წორ­დნენ. პირ­ვე­ლად, მას სამი პი­როვ­ნე­ბა გა­უს­წორ­და, ხოლო მე­ო­თხე პი­როვ­ნე­ბამ ხელი მო­უქ­ნია. სხვა ეპი­ზო­დებ­ში ის კო­ბი­აშ­ვილს და და­ნარ­ჩენ პი­რებს აშ­ვე­ლებ­და.

მე­რაბ კო­ბი­აშ­ვილს მე­ო­რედ უკვე მი­ხე­ილ უნ­დი­ლაშ­ვი­ლი და თა­მაზ გორ­თა­მაშ­ვი­ლი ცემ­დნენ. გარ­და ამი­სა, მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლი მკვლე­ლო­ბის მო­მენ­ტამ­დე არ უცე­მი­ათ. რაც შე­ე­ხე­ბა მკვლე­ლო­ბის მო­მენტს, მი­ხე­ილ უნ­დი­ლაშ­ვილ­მა ნახა სა­ზა­რე­ლი ვი­თა­რე­ბა, როცა და­ვით სე­თუ­რი­ძე ძირს დაგ­დე­ბუ­ლი, დაჭ­რი­ლი იყო., იქვე თა­მაზ გორ­თა­მაშ­ვი­ლი იყო დაგ­დე­ბუ­ლი. დაც­ვის მხა­რემ შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა გა­რე­მო­ე­ბებ­ზე და­ი­წყოს აპე­ლი­რე­ბა მი­ხე­ილ უნ­დი­ლაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა, ჩვენ მის და­კი­თხავს ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მოკ­ვლე­ვას­თან ერ­თად გავ­დი­ვართ, მისი ჩვე­ნე­ბა სრულ თან­ხვედ­რა­შია იმ უტყუ­არ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან, რო­მე­ლიც ჩა­ნა­წე­რებ­შია. ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბა, ფაქ­ტი, რო­მელ­საც უნ­დი­ლაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო­ში გად­მოს­ცემს, სი­მარ­თლეა. რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა­ში მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბებს, ამა­ზე უნ­დი­ლაშ­ვილ­მა ისა­უბ­რა, გი­დას­ტუ­რებთ იმ ფაქტს, რომ მან გა­მო­ძი­ე­ბას არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და, რო­გორც ის გან­მარ­ტავს, ეს გა­რე­მო­ე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო პირ­ვე­ლი ად­ვო­კა­ტის მიერ მის­თვის გა­წე­უ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ის შე­დე­გად",- გა­ნა­ცხა­და ყა­ზა­რაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2020 წლის 16 თე­ბერ­ვალს, გუ­და­ურ­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მოკ­ლეს, ერთი კი დაჭ­რეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. კო­ბი­აშ­ვილს ბრა­ლი მკვლე­ლო­ბის, მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის­თვის აქვს წარ­დგე­ნი­ლი.

ამას­თან, პრო­კუ­რა­ტუ­რამ მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლის მი­მართ ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ბრა­ლი 6 პირს წა­რუდ­გი­ნა და მათი საქ­მე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად გა­მო­ი­ყო.

მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლი გო­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შეა და­ტო­ვე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
1

კიდევ მაგარი ნერვების ბიჭი ყოფილა, ოთხივე იქვე რომ არ მიაწვინა...

გია
3

კობიაშვილის ცემაში დამნაშავეებმა უნდა აგონ პასუხი შესაბამისი მუხლით, კობიაშვილმა კი მიიღოს შესაბამისი სასჯელი. თავის დაცვა იქნებოდა ცემის მომენტში რომ ამოეღო იარაღი და არა იმ სიტუაციაში რა კადრებიც ვნახეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"უნდილაშვილმა ნახა საზარელი ვითარება, თუ როგორ იყო დაგდებული თამაზ გორთამაშვილი" - რას ჰყვება 28 წლის თამაზ გორთამაშვილის საქმის მოწმე?

"უნდილაშვილმა ნახა საზარელი ვითარება, თუ როგორ იყო დაგდებული თამაზ გორთამაშვილი" - რას ჰყვება 28 წლის თამაზ გორთამაშვილის საქმის მოწმე?

გუდაურში 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, დღეს დაკითხულმა ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ ისაუბრა, თუ როგორ ცემა ის ბრალდებულმა მერაბ კობიაშვილმა.

ყაზარაშვილის თქმით, მოწმის ჩვენება საქმეში არსებულ ვიდეომტკიცებულებებს ემთხვევა.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მიხეილ უნდილაშვილის დაკითხვა დაიწყო, რომელიც ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. ამ მოწმემ ისაუბრა იმ ფაქტებზე, თუ როგორ ცემა მერაბ კობიაშვილმა, როგორ გაიყვანა ისეთ ადგილზე, სადაც ადამიანები არ იყვნენ, ე.წ. გარაჟებთან და როგორ გაუსწორდა ფიზიკურად. აღნიშნულის შემდეგ მიხეილ უნდილაშვილი და მისი რამდენიმე მეგობარი, მათ შორის, გარდაცვლილი თამაზ გორთამაშვილი ფიზიკურად უსწორდებიან მერაბ კობიაშვილს, თუმცა, ისინი კობიაშვილს ორჯერ გაუსწორდნენ. პირველად, მას სამი პიროვნება გაუსწორდა, ხოლო მეოთხე პიროვნებამ ხელი მოუქნია. სხვა ეპიზოდებში ის კობიაშვილს და დანარჩენ პირებს აშველებდა.

მერაბ კობიაშვილს მეორედ უკვე მიხეილ უნდილაშვილი და თამაზ გორთამაშვილი ცემდნენ. გარდა ამისა, მერაბ კობიაშვილი მკვლელობის მომენტამდე არ უცემიათ. რაც შეეხება მკვლელობის მომენტს, მიხეილ უნდილაშვილმა ნახა საზარელი ვითარება, როცა დავით სეთურიძე ძირს დაგდებული, დაჭრილი იყო., იქვე თამაზ გორთამაშვილი იყო დაგდებული. დაცვის მხარემ შეიძლება სხვადასხვა გარემოებებზე დაიწყოს აპელირება მიხეილ უნდილაშვილთან დაკავშირებით, თუმცა, ჩვენ მის დაკითხავს ვიდეოჩანაწერების გამოკვლევასთან ერთად გავდივართ, მისი ჩვენება სრულ თანხვედრაშია იმ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელიც ჩანაწერებშია. ყველა გარემოება, ფაქტი, რომელსაც უნდილაშვილი სასამართლოში გადმოსცემს, სიმართლეა. რაც შეეხება გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებს, ამაზე უნდილაშვილმა ისაუბრა, გიდასტურებთ იმ ფაქტს, რომ მან გამოძიებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, როგორც ის განმარტავს, ეს გარემოება გამოწვეული იყო პირველი ადვოკატის მიერ მისთვის გაწეული კონსულტაციის შედეგად",- განაცხადა ყაზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს ბრალი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და ძალადობისთვის აქვს წარდგენილი.

ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

მერაბ კობიაშვილი გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთის ღონისძიების გარეშეა დატოვებული.