მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პროტესტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი, ამას ამბობს სააკაშვილიც" - რაზე ისაუბრეს ციხეში ხატია დეკანოიძემ და ექსპრეზიდენტმა
"პროტესტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი, ამას ამბობს სააკაშვილიც" - რაზე ისაუბრეს ციხეში ხატია დეკანოიძემ და ექსპრეზიდენტმა

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთ ლი­დერ­მა, ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ, ცი­ხის #12 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვებს უპა­სუ­ხა.

მისი გან­ცხა­დე­ბით, სა­ა­კაშ­ვი­ლის 33-დღი­ა­ნი შიმ­ში­ლო­ბა მის სა­ხის ფერ­სა და სი­სუს­ტე­ზეც აი­სა­ხე­ბა, თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად ძა­ლი­ან მხნედ არის და პო­ლი­ტი­კურ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი.

რო­გორც დე­კა­ნო­ი­ძემ აღ­ნიშ­ნა, სა­ა­კაშ­ვილ­თან მისი პა­ტიმ­რო­ბის სა­კი­თხთან ერ­თად არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზეც ისა­უბ­რა. დე­კა­ნო­ი­ძის თქმით, ოპო­ზი­ცი­ამ ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ზე ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბით და გა­ყალ­ბე­ბე­ბით ეს გა­მარ­ჯვე­ბა წა­არ­თვეს.

"არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლად მო­მე­ცა მი­შას­თან შეს­ვლის და სა­უბ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა. პირ­ველ რიგ­ში რაც მე და ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს გვა­წუ­ხებს, არის მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. სუს­ტად არის და ეტყო­ბა ძა­ლი­ან დიდი ხნის შიმ­ში­ლო­ბა, მაგ­რამ გა­მორ­ჩე­ულდ მხნედ არის. მე მარ­თლა გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ იმ­დე­ნად ნე­ბის­ყო­ფით არის. რა თქმა უნდა, ის, რომ ამ­დე­ნი ხა­ნია შიმ­ში­ლობს, სა­ხის ფერ­ზეც და ზო­გა­დად სი­სუს­ტე­ზეც აი­სა­ხე­ბა, მაგ­რამ ძა­ლი­ან მხნედ არის. სა­ო­ცა­რი რწმე­ნა და მხნე­ო­ბა აქვს, მაგ­რამ ვწუხ­ვართ, რომ სუს­ტად არის ამ­დე­ნი ხნის შიმ­ში­ლო­ბის შემ­დეგ.

ვი­სა­უბ­რეთ ბევრ რა­მე­ზე, უპირ­ვე­ლე­სად ეს სა­უ­ბა­რი შე­ე­ხე­ბო­და ჩვენ­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კითხს, ეს არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და ქვეყ­ნის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ იყოს ისე­თი, რო­გო­რიც შე­ე­ფე­რე­ბა ჩვენს მო­მა­ვალს და მო­მა­ვალ თა­ო­ბას, ამა­ზე ვი­სა­უბ­რეთ, არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზეც ვი­სა­უბ­რეთ. ასე­ვე, ვი­სა­უბ­რეთ იმა­ზე, რომ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ვი­პო­ვეთ, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბით და გა­ყალ­ბე­ბე­ბით ეს გა­მარ­ჯვე­ბა წაგ­ვარ­თვეს”, - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

მისი თქმით, იმი­სათ­ვის, რომ ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი მი­ვი­ღოთ და ასე­ვე სა­ა­კაშ­ვი­ლის პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­ნა­ხუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დეს ოპო­ზი­ცი­ას, დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

რო­გორც დე­კა­ნო­ი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის პო­ზი­ცი­აც ასე­თია, რომ პრო­ტეს­ტი უნდა იყოს ყველ­გან, რომ მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლი იყოს.

"რაც შე­ე­ხე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო სა­კი­თხებს, მისი პო­ზი­ცია არ შეც­ვლი­ლა, მეც ვი­ზი­ა­რებ იმ სუ­ლის­კვე­თე­ბას, რო­მე­ლიც ჰქონ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს გუ­შინ­დელ წე­რილ­ში, ჩვენ გვჭირ­დე­ბა ეს მან­და­ტი არა იმის­თვის, რომ მა­გა­ლი­თად, ყო­ველ­დღი­უ­რად პარ­ლა­მენ­ტში ვი­ა­როთ და ყო­ველ პრო­ცე­დუ­რულ სა­კი­თხებ­ში მი­ვი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, არა­მედ იმის­თვის, რომ ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და­ი­ნიშ­ნოს და და­ვა­ჭი­როთ თითი იმ ღი­ლაკს, რო­მე­ლიც არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი. ასე­ვე, რაც მე ვუ­თხა­რი მას, არის ის, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი და მისი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის ნახ­ვა ყო­ველ­დღი­უ­რად, რაც არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­კი­თხი, რა­შიც, რა თქმა უნდა, მე­თან­ხმე­ბა. რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ ყვე­ლა ბერ­კე­ტი, პა­ტა­რა ვა­კუ­უ­მიც კი, უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. რა თქმა უნდა, იმ პარ­ლა­მენ­ტში არა­ფე­რი გვე­საქ­მე­ბა, მაგ­რამ ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის და მისი ცი­ხე­ში, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­ნა­ხუ­ლე­ბის­თვის, არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ამ ბერ­კე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა. მა­შინ, რო­დე­საც ჩვენ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი გვე­ტყვის, "შე­დით პარ­ლა­მენ­ტში და და­ა­ჭი­რეთ ღი­ლაკს, რომ ვა­დამ­დე­ლი და­ი­ნიშ­ნოს,“ ეს უნდა გვქონ­დეს. ჩვენ ისე­დაც არ ვართ პარ­ლა­მენ­ტში, ბო­ი­კოტ­ში ვართ, ისე­დაც მე­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბი ვი­ყა­ვით და ეს ავ­ტო­მა­ტუ­რად ნიშ­ნავ­და, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტე­ბი აღარ გვექ­ნე­ბო­და. პრე­ო­ტეს­ტი არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბერ­კე­ტი, ამას ამ­ბობს ისიც. ვთან­ხმდე­ბით, რომ პრო­ტეს­ტი უნდა იყოს ყველ­გან“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ია
1

ეს ჟანა დარკი გვაკლდა, თვალები უკვე ნორმალური არ აქვს. რამდენს ბედავენ? როდემდე? წააგეს და მოვიგეთო, ნორმალურები არიან? თუ სადმე დარღვევა იყო, მხოლოდ მათგან იყო. ყველგან ქაოსს აწყობდენ, ყველა სიგიჟე მათგან მოდიოდა. ჩემს ნაცნობობაში მათი ხმისმიმცემი არავინ მოიძებნება. ყველა სამკურნალოა და უტეხი , უსირცხვილოები. ამდენი ბოდვების და ხალხის გაგიჟების მეტი არაფერი იციან. ფეხებზე ჰკიდიათ ის რასაც საქართველოს უკეთებენ, თუ ჩვენ არ ვიქნებით, ქვა ქვაზე ნუ იქნებაო, ესაა მათი დევიზი. 

ლია
0

ეს ქალი თვითონაა დასაჭერი, მერაბიშვილის გვერდით უნდა მჯდარიყო!!! რა უდევთ ტვინში, ვინც შემოხაზა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"პროტესტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი, ამას ამბობს სააკაშვილიც" - რაზე ისაუბრეს ციხეში ხატია დეკანოიძემ და ექსპრეზიდენტმა

"პროტესტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი, ამას ამბობს სააკაშვილიც" - რაზე ისაუბრეს ციხეში ხატია დეკანოიძემ და ექსპრეზიდენტმა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ, ციხის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მისი განცხადებით, სააკაშვილის 33-დღიანი შიმშილობა მის სახის ფერსა და სისუსტეზეც აისახება, თუმცა ამის მიუხედავად ძალიან მხნედ არის და პოლიტიკურ ყოველდღიურობაში აქტიურად არის ჩართული.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, სააკაშვილთან მისი პატიმრობის საკითხთან ერთად არჩევნების შედეგებზეც ისაუბრა. დეკანოიძის თქმით, ოპოზიციამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე ძალიან სერიოზული გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ სამწუხაროდ მანიპულაციებით და გაყალბებებით ეს გამარჯვება წაართვეს.

"არჩევნების შემდეგ პირველად მომეცა მიშასთან შესვლის და საუბრის საშუალება. პირველ რიგში რაც მე და ძალიან ბევრ ადამიანს გვაწუხებს, არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სუსტად არის და ეტყობა ძალიან დიდი ხნის შიმშილობა, მაგრამ გამორჩეულდ მხნედ არის. მე მართლა გაკვირვებული ვარ იმდენად ნებისყოფით არის. რა თქმა უნდა, ის, რომ ამდენი ხანია შიმშილობს, სახის ფერზეც და ზოგადად სისუსტეზეც აისახება, მაგრამ ძალიან მხნედ არის. საოცარი რწმენა და მხნეობა აქვს, მაგრამ ვწუხვართ, რომ სუსტად არის ამდენი ხნის შიმშილობის შემდეგ.

ვისაუბრეთ ბევრ რამეზე, უპირველესად ეს საუბარი შეეხებოდა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხს, ეს არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს და ქვეყნის დამოკიდებულება მესამე პრეზიდენტის მიმართ იყოს ისეთი, როგორიც შეეფერება ჩვენს მომავალს და მომავალ თაობას, ამაზე ვისაუბრეთ, არჩევნების შედეგებზეც ვისაუბრეთ. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ ძალიან სერიოზული გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ სამწუხაროდ მანიპულაციებით და გაყალბებებით ეს გამარჯვება წაგვართვეს”, - განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, იმისათვის, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მივიღოთ და ასევე სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში მონახულების შესაძლებლობა ჰქონდეს ოპოზიციას, დეპუტატის მანდატის შენარჩუნება აუცილებელია.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის პოზიციაც ასეთია, რომ პროტესტი უნდა იყოს ყველგან, რომ მიზანი მიღწეული იყოს.

"რაც შეეხება საპარლამენტო საკითხებს, მისი პოზიცია არ შეცვლილა, მეც ვიზიარებ იმ სულისკვეთებას, რომელიც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს გუშინდელ წერილში, ჩვენ გვჭირდება ეს მანდატი არა იმისთვის, რომ მაგალითად, ყოველდღიურად პარლამენტში ვიაროთ და ყოველ პროცედურულ საკითხებში მივიღოთ მონაწილეობა, არამედ იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს და დავაჭიროთ თითი იმ ღილაკს, რომელიც არის აუცილებელი. ასევე, რაც მე ვუთხარი მას, არის ის, რომ აუცილებელია მისი და მისი თანამებრძოლების ნახვა ყოველდღიურად, რაც არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რაშიც, რა თქმა უნდა, მეთანხმება. რეჟიმის წინააღმდეგ ყველა ბერკეტი, პატარა ვაკუუმიც კი, უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, იმ პარლამენტში არაფერი გვესაქმება, მაგრამ ვადამდელი არჩევნებისთვის და მისი ციხეში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მონახულებისთვის, არის აუცილებელი ამ ბერკეტის გამოყენება. მაშინ, როდესაც ჩვენ ქართველი ხალხი გვეტყვის, "შედით პარლამენტში და დააჭირეთ ღილაკს, რომ ვადამდელი დაინიშნოს,“ ეს უნდა გვქონდეს. ჩვენ ისედაც არ ვართ პარლამენტში, ბოიკოტში ვართ, ისედაც მერობის კანდიდატები ვიყავით და ეს ავტომატურად ნიშნავდა, რომ საპარლამენტო მანდატები აღარ გვექნებოდა. პრეოტესტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი, ამას ამბობს ისიც. ვთანხმდებით, რომ პროტესტი უნდა იყოს ყველგან“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ