მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს პარლამენტმა სემეკის წევრად მეორე ვადით გიორგი ფანგანი ხმათა უმრავლესობით აირჩია
საქართველოს პარლამენტმა სემეკის წევრად მეორე ვადით გიორგი ფანგანი ხმათა უმრავლესობით აირჩია

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) წევ­რის პო­ზი­ცი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით გი­ორ­გი ფან­გა­ნი აირ­ჩია. იგი კო­მი­სი­ის წევ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას მე­ო­რე ვა­დით, მომ­დევ­ნო 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­კა­ვებს.

სე­მე­კის წევ­რის ვა­კან­ტურ პო­ზი­ცი­ა­ზე გა­მო­ცხა­დე­ბულ კონ­კურ­სში გი­ორ­გი ფან­გა­ნის კან­დი­და­ტუ­რა შე­ირ­ჩა „ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წარ­დგი­ნე­ბით, კო­მი­სი­ის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს ასარ­ჩე­ვად წა­რუდ­გი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნა­ხელ­მო­წე­რით, რის შემ­დე­გაც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა კო­მი­სი­ის წევ­რი აირ­ჩია რეგ­ლა­მენ­ტით დად­გე­ნი­ლი წე­სით.

გი­ორ­გი ფან­გა­ნი პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია. მას აქვს სე­მეკ­ში მუ­შა­ო­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა. იგი ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში საქ­მი­ა­ნობს 2005 წლი­დან. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სე­მეკ­ში გი­ორ­გი ფან­განს ეკა­ვა სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ე­ბი, ხოლო 2015 წელს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა იგი ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით სე­მე­კის წევ­რად, პირ­ვე­ლი ვა­დით აირ­ჩია.

გი­ორ­გი ფან­გა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და „ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის, ასე­ვე სხვა­დას­ხვა ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბის შექ­მნა­ში, ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის რე­ფორ­მი­რე­ბა­ში. მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­მუ­შავ­და პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მიზ­ნად ისა­ხავს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სექ­ტო­რებ­ში მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­სა და კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. გი­ორ­გი ფან­გა­ნი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ენერ­გე­ტი­კუ­ლი თა­ნა­მე­გობ­რო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი საბ­ჭოს (ECRB) პრე­ზი­დენ­ტი, ასე­ვე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სე­მეკ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ არა­ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექტს, ხოლო ამ­ჟა­მად არის ევ­რო­კავ­ში­რის და­ფი­ნან­სე­ბით სე­მეკ­ში მიმ­დი­ნა­რე მე­ო­თხე დაძ­მო­ბი­ლე­ბის პრო­ექ­ტის ლი­დე­რი სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან.

გი­ორ­გი ფან­განს ჰყავს მე­უღ­ლე და 6 შვი­ლი.

NS

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?????
1

მაგის აღსანიშნავად დღეს სმს იმიტომ მივიღეთ იურიდიულმა პირებმა, გაზის გაძვირებასთან დაკავშირებით ეტყობა, ვზეიმობთ

nana
3

Ყველაზე ღირსეული წევრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

საქართველოს პარლამენტმა სემეკის წევრად მეორე ვადით გიორგი ფანგანი ხმათა უმრავლესობით აირჩია

საქართველოს პარლამენტმა სემეკის წევრად მეორე ვადით გიორგი ფანგანი ხმათა უმრავლესობით აირჩია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრის პოზიციაზე საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით გიორგი ფანგანი აირჩია. იგი კომისიის წევრის თანამდებობას მეორე ვადით, მომდევნო 6 წლის განმავლობაში დაიკავებს.

სემეკის წევრის ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში გიორგი ფანგანის კანდიდატურა შეირჩა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის წარდგინებით, კომისიის წევრობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტმა კომისიის წევრი აირჩია რეგლამენტით დადგენილი წესით.

გიორგი ფანგანი პროფესიით იურისტია. მას აქვს სემეკში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. იგი ენერგეტიკის სექტორში საქმიანობს 2005 წლიდან. წლების განმავლობაში სემეკში გიორგი ფანგანს ეკავა სხვადასხვა პოზიციები, ხოლო 2015 წელს საქართველოს პარლამენტმა იგი ხმათა უმრავლესობით სემეკის წევრად, პირველი ვადით აირჩია.

გიორგი ფანგანი მონაწილეობდა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე სხვადასხვა ნორმატიული აქტების შექმნაში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირებაში. მისი ინიციატივით შემუშავდა პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და კომპანიების მხრიდან მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. გიორგი ფანგანი ორი წლის განმავლობაში იყო ენერგეტიკული თანამეგობრობის მარეგულირებელი საბჭოს (ECRB) პრეზიდენტი, ასევე ხელმძღვანელობდა სემეკში განხორციელებულ არაერთ საერთაშორისო პროექტს, ხოლო ამჟამად არის ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში მიმდინარე მეოთხე დაძმობილების პროექტის ლიდერი საქართველოს მხრიდან.

გიორგი ფანგანს ჰყავს მეუღლე და 6 შვილი.

NS