საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თენგიზ ცერცვაძე "რემდესივირის" ეფექტიანობის შესახებ განცხადებას ავრცელებს - რა შედეგი აჩვენა ახალმა კვლევებმა
თენგიზ ცერცვაძე "რემდესივირის" ეფექტიანობის შესახებ განცხადებას ავრცელებს - რა შედეგი აჩვენა ახალმა კვლევებმა

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­შო "რემ­დე­სი­ვი­რის“ ეფექ­ტი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ცერ­ცვა­ძე აღ­ნიშ­ნავს, უახ­ლე­სი კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს და­მა­ტე­ბით მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, რომ ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი "რემ­დე­სი­ვი­რი" COVID-19-ით ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში არა მხო­ლოდ აუმ­ჯო­ბე­სებს და­ა­ვა­დე­ბის კლი­ნი­კურ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას და ამოკ­ლებს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პე­რი­ოდს, არა­მედ სარ­წმუ­ნოდ ამ­ცი­რებს სიკ­ვდი­ლო­ბის რის­კებს.

"ასე მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კე­ლი ავ­ტო­რე­ბის მიერ 40 ათას­ზე მეტ COVID ავად­მყოფ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი დიდი მულ­ტი­ცენ­ტრუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით რემ­დე­სი­ვი­რი სარ­წმუ­ნოდ ამ­ცი­რებ­და სიკ­ვდი­ლო­ბას - 24%-ით და­ა­ვა­დე­ბის მე-14 დღის­თვის და 11%-ით - 28-ე დღის­თვის.

რიგი სხვა უახ­ლე­სი კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით "რემ­დე­სი­ვი­რი" აგ­რეთ­ვე ამ­ცი­რებ­და სიკ­ვდი­ლო­ბის ალ­ბა­თო­ბას COVID-19-ით ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ ავად­მყო­ფებ­ში 21%-დან 61%-მდე.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია:

რიგი სე­რი­ო­ზუ­ლი კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად COVID-19-ის სამ­კურ­ნა­ლო ახა­ლი თა­ო­ბის მე­დი­კა­მენ­ტის - ია­ნუს კი­ნა­ზას ინ­ჰი­ბი­ტო­რის ბა­რი­ცი­ტი­ნი­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა რემ­დე­სი­ვირ­თან კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში COVID-19-ით ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში ზრდი­და ეფექ­ტი­ა­ნო­ბას და სარ­წმუ­ნოდ ამ­ცი­რებ­და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის დროს, ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის/რე­ა­ნი­მა­ცი­ის ბლოკ­ში მოხ­ვედ­რის სიხ­ში­რეს და სიკ­ვდი­ლო­ბის რისკს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ით ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ რემ­დე­სი­ვირს ვი­ყე­ნებთ 2020 წლის დე­კემ­ბრი­დან, ხოლო ა.წ. ოქ­ტომ­ბრი­დან უკვე და­ვი­წყეთ ბა­რი­ცი­ტი­ნი­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა რემ­დე­სი­ვირ­თან და/ან სტე­რო­ი­დებ­თან კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში, რაც ვფიქ­რობთ დი­დად შე­უ­წყობს ხელს გა­მო­სავ­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ვაქ­ცი­ნა­ცი­ით და­ბა­ლი მოც­ვის, პირ­ბა­დე­ე­ბის ტა­რე­ბის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლი­სა და ხალ­მხრა­ვა­ლი შეკ­რე­ბე­ბე­ბის სიმ­რავ­ლის პი­რო­ბებ­ში ძა­ლი­ან მა­ღა­ლია COVID-19-ის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის და COVID აქ­ტი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი და უკვე სა­ქარ­თვე­ლოს გა­მოც­დი­ლე­ბაც კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს რემ­დე­სი­ვი­რის გა­მო­ყე­ნე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბას (ბა­რი­ცი­ტი­ნიბ­თან კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში ან მის გა­რე­შე) COVID-19-ით ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი ავად­მყო­ფე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ და ეს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ჩვე­ნი ქვეყ­ნის იმ COVID კლი­ნი­კებ­მა, რომ­ლე­ბიც გა­უ­გე­ბა­რი მი­ზე­ზით დღემ­დე არ იყე­ნე­ბენ რემ­დე­სი­ვირს და შე­სა­ბა­მი­სად, ხე­ლი­დან უშ­ვე­ბენ COVID პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის ამაღ­ლე­ბის და გა­მო­სავ­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

კი­დევ ერთი სი­ახ­ლე:

ა.წ. 22 სექ­ტემ­ბერს კომ­პა­ნია "Gilead“-მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ მე­დი­კა­მენ­ტმა რემ­დე­სი­ვირ­მა და­დე­ბი­თი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა მე-3 ფა­ზის რან­დო­მი­ზე­ბულ ორ­მა­გად ბრმა, პლა­ცე­ბო კონ­ტრო­ლი­რე­ბად კვლე­ვა­ში (კვლე­ვა ჩა­ტარ­და 105 ლო­კა­ცი­ა­ზე) და­ა­ვა­დე­ბის დამ­ძი­მე­ბის რის­კის მქო­ნე COVID-19-ით არაჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რომ­ლებ­მაც COVID და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ტეს­ტი მი­ი­ღეს კვლე­ვა­ში ჩარ­თვამ­დე მაქ­სი­მუმ 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, რემ­დე­სი­ვი­რის 3-დღი­ან­მა კურ­სმა სტა­ტის­ტი­კუ­რად სარ­წმუ­ნოდ - 87% შე­ამ­ცი­რა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბა და აგ­რეთ­ვე შე­ამ­ცი­რა სიკ­ვდი­ლო­ბის რის­კი. თუმ­ცა აქვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ რემ­დე­სი­ვი­რის გა­მო­ყე­ნე­ბა არაჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ ჯერ-ჯე­რო­ბით არის საც­დე­ლი და მის პრაქ­ტი­კა­ში და­ნერგვამ­დე სა­ჭი­როა და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბი (https://www.medscape.com/viewarticle/959284_print)“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცესკო
3

ამან რომელი მუნიციპალიტეტი მოიგო?

ოი საოცრებავ!
5

ესე ჭკვიანურად და წარმატებულად მართავენ პანდემიას მუშკეტერები "ოცნებებში",თორემ ისე 10 089 დაღუპულით პირველ ადგილს ვინარჩუნებთ პროცენტულად გარდაცვლილებით! 10 089 / 3 720 000 x 100 = 0,27%.თუ ვცდები, მოძებნეთ ქვეყანა სადაც ამაზე დიდი პროცენტი იქნება !!! ცერცვაძე ტრაბახაა და მეტი არაფერი.როგორ შეიძლება 10 მილიონიან ისრაელს ვასწრებდეთ 1 989 გარდაცვლილით? ისრაელში საშუალოდ აცრილია მოსახლეობის 88 %,ხოლო საქართველოში საშუალოდ აცრილია მოსახლეობის 25,8 %, ეს არის დღევანდელი ბლუმბერგის მონაცემი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

თენგიზ ცერცვაძე "რემდესივირის" ეფექტიანობის შესახებ განცხადებას ავრცელებს - რა შედეგი აჩვენა ახალმა კვლევებმა

თენგიზ ცერცვაძე "რემდესივირის" ეფექტიანობის შესახებ განცხადებას ავრცელებს - რა შედეგი აჩვენა ახალმა კვლევებმა

თენგიზ ცერცვაძე COVID-19-ით ინფიცირებულებშო "რემდესივირის“ ეფექტიანობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, უახლესი კვლევები აჩვენებს დამატებით მტკიცებულებებს, რომ ანტივირუსული მედიკამენტი "რემდესივირი" COVID-19-ით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში არა მხოლოდ აუმჯობესებს დაავადების კლინიკურ მიმდინარეობას და ამოკლებს გამოჯანმრთელების პერიოდს, არამედ სარწმუნოდ ამცირებს სიკვდილობის რისკებს.

"ასე მაგალითად, ამერიკელი ავტორების მიერ 40 ათასზე მეტ COVID ავადმყოფზე ჩატარებული ძალიან სერიოზული დიდი მულტიცენტრული კვლევის მიხედვით რემდესივირი სარწმუნოდ ამცირებდა სიკვდილობას - 24%-ით დაავადების მე-14 დღისთვის და 11%-ით - 28-ე დღისთვის.

რიგი სხვა უახლესი კვლევების მიხედვით "რემდესივირი" აგრეთვე ამცირებდა სიკვდილობის ალბათობას COVID-19-ით ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფებში 21%-დან 61%-მდე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

რიგი სერიოზული კვლევების თანახმად COVID-19-ის სამკურნალო ახალი თაობის მედიკამენტის - იანუს კინაზას ინჰიბიტორის ბარიციტინიბის გამოყენება რემდესივირთან კომბინაციაში COVID-19-ით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში ზრდიდა ეფექტიანობას და სარწმუნოდ ამცირებდა გამოჯანმრთელების დროს, ინტენსიური თერაპიის/რეანიმაციის ბლოკში მოხვედრის სიხშირეს და სიკვდილობის რისკს.

საქართველოში COVID-19-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ რემდესივირს ვიყენებთ 2020 წლის დეკემბრიდან, ხოლო ა.წ. ოქტომბრიდან უკვე დავიწყეთ ბარიციტინიბის გამოყენება რემდესივირთან და/ან სტეროიდებთან კომბინაციაში, რაც ვფიქრობთ დიდად შეუწყობს ხელს გამოსავლების გაუმჯობესებას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ვაქცინაციით დაბალი მოცვის, პირბადეების ტარების დაბალი მაჩვენებლისა და ხალმხრავალი შეკრებებების სიმრავლის პირობებში ძალიან მაღალია COVID-19-ის ახალი შემთხვევების და COVID აქტიური პაციენტების რაოდენობა.

ზემოთაღნიშნული კვლევების შედეგები და უკვე საქართველოს გამოცდილებაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რემდესივირის გამოყენების მიზანშეწონილობას (ბარიციტინიბთან კომბინაციაში ან მის გარეშე) COVID-19-ით ჰოსპიტალიზებული ავადმყოფების სამკურნალოდ და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ჩვენი ქვეყნის იმ COVID კლინიკებმა, რომლებიც გაუგებარი მიზეზით დღემდე არ იყენებენ რემდესივირს და შესაბამისად, ხელიდან უშვებენ COVID პაციენტების მკურნალობის ეფექტიანობის ამაღლების და გამოსავლების გაუმჯობესების შესაძლებლობას.

კიდევ ერთი სიახლე:

ა.წ. 22 სექტემბერს კომპანია "Gilead“-მა გამოაცხადა, რომ მედიკამენტმა რემდესივირმა დადებითი შედეგი აჩვენა მე-3 ფაზის რანდომიზებულ ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებად კვლევაში (კვლევა ჩატარდა 105 ლოკაციაზე) დაავადების დამძიმების რისკის მქონე COVID-19-ით არაჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, რომლებმაც COVID დამადასტურებელი ტესტი მიიღეს კვლევაში ჩართვამდე მაქსიმუმ 4 დღის განმავლობაში, რემდესივირის 3-დღიანმა კურსმა სტატისტიკურად სარწმუნოდ - 87% შეამცირა ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და აგრეთვე შეამცირა სიკვდილობის რისკი. თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ რემდესივირის გამოყენება არაჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ ჯერ-ჯერობით არის საცდელი და მის პრაქტიკაში დანერგვამდე საჭიროა დამატებითი კვლევები (https://www.medscape.com/viewarticle/959284_print)“, - აღნიშნულია ცერცვაძის განცხადებაში.