მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს დემოკრატია ვერ გაძლიერდება ძალადობითა და კანონის მიღმა საკითხის მოგვარებით" - რა საარჩევნო დარღვევებზე მიუთითებს აშშ-ს საელჩო
"საქართველოს დემოკრატია ვერ გაძლიერდება ძალადობითა და კანონის მიღმა საკითხის მოგვარებით" - რა საარჩევნო დარღვევებზე მიუთითებს აშშ-ს საელჩო

სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩო იზი­ა­რებს ოდი­რის შე­ფა­სე­ბას, რომ არ­ჩევ­ნე­ბი მთლი­ა­ნო­ბა­ში იყო მშვი­დი და კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, თუმ­ცა, მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, ბრალ­დე­ბე­ბი ამომ­რჩე­ველ­თა და­ში­ნე­ბი­სა და ზე­წო­ლის შე­სა­ხებ შე­ნარ­ჩუნ­და და გან­გრძო­ბად­მა პო­ლა­რი­ზა­ცი­ამ, რო­მელ­საც თან ახ­ლდა უარ­ყო­ფი­თი რი­ტო­რი­კის გამ­წვა­ვე­ბა, პრო­ცეს­ზე უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­და.

სა­ელ­ჩოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ რე­სურ­სე­ბის მკვეთრმა დის­ბა­ლან­სმა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნით გან­პი­რო­ბე­ბულ­მა შე­უ­სა­ბა­მო უპი­რა­ტე­სო­ბამ სა­ას­პა­რე­ზო პი­რო­ბე­ბი შეც­ვა­ლა.

სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბას Ambebi.ge უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ხან­გრძლი­ვი და გან­ხეთ­ქი­ლე­ბის გა­მომ­წვე­ვი კამ­პა­ნი­ის შემ­დეგ ქარ­თველ­მა ხალ­ხმა 30 ოქ­ტომ­ბერს ხმა მის­ცა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში. ჩვენ პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მოვ­ხა­ტავთ ამომ­რჩევ­ლე­ბი­სა და საქ­მი­სად­მი ერ­თგუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო მუ­შა­კე­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი სა­არ­ჩევ­ნო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მი­მართ, რო­მელ­თაც კო­ვიდ პან­დე­მი­ი­სა და და­ძა­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს მი­უ­ხე­და­ვად [ამ პრო­ცეს­ში] მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს.

ჩვენ ვი­ზი­ა­რებთ ოდი­რის შე­ფა­სე­ბას, რომ არ­ჩევ­ნე­ბი მთლი­ა­ნო­ბა­ში იყო მშვი­დი და კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, თუმ­ცა, ბრალ­დე­ბე­ბი ამომ­რჩე­ველ­თა და­ში­ნე­ბი­სა და ზე­წო­ლის შე­სა­ხებ შე­ნარ­ჩუნ­და და გან­გრძო­ბად­მა პო­ლა­რი­ზა­ცი­ამ, რო­მელ­საც თან ახ­ლდა უარ­ყო­ფი­თი რი­ტო­რი­კის გამ­წვა­ვე­ბა, პრო­ცეს­ზე უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­და. რე­სურ­სე­ბის მკვეთრმა დის­ბა­ლან­სმა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნით გან­პი­რო­ბე­ბულ­მა შე­უ­სა­ბა­მო უპი­რა­ტე­სო­ბამ სა­ას­პა­რე­ზო პი­რო­ბე­ბი შეც­ვა­ლა. ოდირ­მა ასე­ვე გა­მოთ­ქვა წუ­ხი­ლი იმ გან­გრძო­ბად პრაქ­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­დე­საც სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მოქ­მე­დებ­დნენ, რო­გორც პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და დრო­დად­რო ხელს უშ­ლიდ­ნენ პრო­ცესს, ასე­ვე ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუ­ფე­ბი ზო­გი­ერ­თი სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის გა­რეთ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენ­დნენ ამომ­რჩევ­ლებ­ზე. მი­უ­ხე­და­ვად ოდი­რის დად­გე­ნი­ლე­ბი­სა, რომ ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ მე­ო­რე ტური პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად და გამჭვირ­ვა­ლედ წარ­მარ­თა, კვლავ გა­მო­ით­ქვა შეშ­ფო­თე­ბა ქვე­და დო­ნის სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის მი­კერ­ძო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. აშშ-ის სა­ელ­ჩოს სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ჯგუ­ფე­ბი შე­ეს­წრო მსგავ­სი მი­კერ­ძო­ე­ბი­სა და ჩა­რე­ვის ფაქ­ტებს რამ­დე­ნი­მე უბან­ზე.

რო­გორც ამ არ­ჩევ­ნებ­მა გვიჩ­ვე­ნა დე­მოკ­რა­ტია მუდ­მი­ვი ძა­ლის­ხმე­ვის პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც მო­ი­თხოვს ერ­თგუ­ლე­ბას უმაღ­ლე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის მი­მართ და სი­ფხიზ­ლეს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. ზო­გი­ერ­თმა რე­ფორ­მამ, რო­მე­ლიც ქარ­თველ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ლი­დე­რებ­მა ინ­კლუ­ზი­უ­რი და მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი პრო­ცე­სის შე­დე­გად წლის და­სა­წყის­ში მი­ი­ღეს, რო­გო­რიც არის ავ­ტო­მა­ტუ­რი გა­დათ­ვლის პრო­ცე­სი და ელექტრო­ნუ­ლი ხმის მი­ცე­მა, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ზარ­და ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­სის გამჭვირ­ვა­ლო­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, ეს პო­ზი­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯე­ბი შე­ა­სუს­ტა წინა სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში და არ­ჩევ­ნე­ბის დღეს ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბულ­მა დარ­ღვე­ვებ­მა, რა­მაც უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ ხმის თა­ვი­სუფ­ლად მი­ცე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე. იმის ნაც­ვლად, რომ გა­რე­მო გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი­ყო იმ პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რით, რო­მე­ლიც სა­არ­ჩევ­ნო დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ვე­ლი ტუ­რის დროს გა­მო­ავ­ლი­ნეს: და­ში­ნე­ბა, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი რი­ტო­რი­კა, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის არა­სა­თა­ნა­დო გა­მო­ყე­ნე­ბა, ხმე­ბის აშ­კა­რად მოს­ყიდ­ვის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი და სხვა დარ­ღვე­ვე­ბი გაგ­რძელ­და, პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი მე­დია კი კი­დევ უფრო ამ­წვა­ვებ­და პო­ლა­რი­ზე­ბულ გა­რე­მოს.

ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბით გვაშ­ფო­თებს სარ­წმუ­ნო ცნო­ბე­ბი სა­არ­ჩევ­ნო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი­სა და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ, რო­გორც პირ­ვე­ლი ასე­ვე მე­ო­რე ტუ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს ჯგუ­ფე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი დე­მოკ­რა­ტი­ის ქვა­კუ­თხე­დია და თავ­დას­ხმე­ბი მე­დი­ი­სა და სა­არ­ჩევ­ნო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მი­მართ უნდა იყოს გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი და გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით. მათი ცნო­ბე­ბი უნდა იყოს მიჩ­ნე­უ­ლი, რო­გორც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­საც სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა შე­უძ­ლია.

ამ­ჟა­მად სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა სულ მცი­რე 140 უბან­ზე შემ­თხვე­ვი­თი გა­დათ­ვლე­ბით და ასო­ბით სა­ჩივ­რის გან­ხილ­ვით. ეს ფაზა არის ტეს­ტი­ცა და შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ი­სა და სა­სა­მარ­თლო­ე­ბის­თვის. ამ ინ­სტი­ტუ­ტე­ბის­თვის კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, თა­ვი­ან­თი მო­ვა­ლე­ო­ბა გამჭვირ­ვა­ლედ და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლად შე­ას­რუ­ლონ. ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ მხა­რე­ებს, გა­მო­ი­ყე­ნონ სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მე­ბი და მშვი­დო­ბი­ა­ნი გზე­ბი სა­არ­ჩევ­ნო და­ვე­ბის გან­სა­ხილ­ვე­ლად. სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტია ვერ გაძ­ლი­ერ­დე­ბა ძა­ლა­დო­ბი­თა და კა­ნო­ნის მიღ­მა სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბით.

თი­თო­ე­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, ხარ­ვე­ზი­ა­ნიც კი, გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით სწავ­ლი­სა და რე­ა­გი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა გან­მე­ო­რე­ბად დარ­ღვე­ვებ­ზე, რო­მელ­მაც და­ა­ზი­ა­ნა ეს არ­ჩევ­ნე­ბი და თან­და­თა­ნო­ბით შე­არ­ყია ხალ­ხის ნდო­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მი­მართ. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რებს ყვე­ლა იმ და­ნარ­ჩე­ნი რე­ფორ­მის მი­ღე­ბი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­კენ, რო­მე­ლიც რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ეუთო/ოდი­რის, ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ი­სა და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის მიერ. აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი პარ­ლა­მენ­ტის მო­თხოვ­ნის შე­დე­გა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და წინა არ­ჩევ­ნებ­თან შე­და­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­კენ.

ამე­რი­კე­ლი ხალ­ხი მხარს უჭერ­და და უჭერს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ძა­ლის­ხმე­ვას დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის, ძლი­ე­რი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პლუ­რა­ლის­ტუ­რი მე­დი­ი­სა და ხალ­ხის მი­მართ გუ­ლის­ხმი­ე­რი მთავ­რო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ხან­გრძლივ და გა­მოწ­ვე­ვე­ბით აღ­სავ­სე პრო­ცეს­ში. ამ ბოლო არ­ჩევ­ნებ­მა და სა­ქარ­თვე­ლოს გან­ხეთ­ქი­ლე­ბის გა­მომ­წვევ­მა ღრმა პო­ლი­ტი­კურ­მა კრი­ზის­მა ცხად­ყო, რომ წინ კი­დევ ბევ­რი სა­მუ­შა­ოა სას­წრა­ფოდ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სთა­ვა­ზობს მე­გობ­რო­ბა­სა და მხარ­და­ჭე­რას რო­გორც გულ­წრფე­ლი პარტნი­ო­რი, რად­გა­ნაც გვჯე­რა სა­ქარ­თვე­ლო­სი, რო­გორც სტა­ბი­ლუ­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ი­სა, რო­მე­ლიც პა­ტივს სცემს კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­სა და ფუნ­და­მენ­ტურ თა­ვი­სუფ­ლე­ბებს. ჩვენ კვლავ ერ­თგუ­ლი ვართ, და­ვეხ­მა­როთ სა­ქარ­თვე­ლოს ამ მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში“, - ნათ­ქვა­მია სა­ელ­ჩოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 85 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
muamar kadafi
4

თქვენ რაღაც ცალმხრივად შფოთავთ.

გიორგი
7

ქართველი ერიც მხარს ვუჭერთ ამერიკელი ხალხის არჩევანს და მივითხოვთ დემპარტიის მიერ გაყალბებული არჩევნების გაუქმებას. გამარჯვებული თრამფი თეთრ სახლში, ხოლო ჯო ბრეჟნევი თავის საყვარელ სარდაფში დააბრუნეთ. მაინც სულ იქაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"საქართველოს დემოკრატია ვერ გაძლიერდება ძალადობითა და კანონის მიღმა საკითხის მოგვარებით" - რა საარჩევნო დარღვევებზე მიუთითებს აშშ-ს საელჩო

"საქართველოს დემოკრატია ვერ გაძლიერდება ძალადობითა და კანონის მიღმა საკითხის მოგვარებით" - რა საარჩევნო დარღვევებზე მიუთითებს აშშ-ს საელჩო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იზიარებს ოდირის შეფასებას, რომ არჩევნები მთლიანობაში იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული, თუმცა, მათივე შეფასებით, ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შენარჩუნდა და განგრძობადმა პოლარიზაციამ, რომელსაც თან ახლდა უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, პროცესზე უარყოფითად იმოქმედა.

საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რესურსების მკვეთრმა დისბალანსმა და ხელისუფლებაში ყოფნით განპირობებულმა შეუსაბამო უპირატესობამ საასპარეზო პირობები შეცვალა.

საელჩოს განცხადებას Ambebi.ge უცვლელად გთავაზობთ:

"ხანგრძლივი და განხეთქილების გამომწვევი კამპანიის შემდეგ ქართველმა ხალხმა 30 ოქტომბერს ხმა მისცა მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურში. ჩვენ პატივისცემას გამოვხატავთ ამომრჩევლებისა და საქმისადმი ერთგული საარჩევნო მუშაკების, საქართველოს პროფესიონალი ადგილობრივი საარჩევნო სადამკვირვებლო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მიმართ, რომელთაც კოვიდ პანდემიისა და დაძაბული საარჩევნო გარემოს მიუხედავად [ამ პროცესში] მონაწილეობა მიიღეს.

ჩვენ ვიზიარებთ ოდირის შეფასებას, რომ არჩევნები მთლიანობაში იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული, თუმცა, ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შენარჩუნდა და განგრძობადმა პოლარიზაციამ, რომელსაც თან ახლდა უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, პროცესზე უარყოფითად იმოქმედა. რესურსების მკვეთრმა დისბალანსმა და ხელისუფლებაში ყოფნით განპირობებულმა შეუსაბამო უპირატესობამ საასპარეზო პირობები შეცვალა. ოდირმა ასევე გამოთქვა წუხილი იმ განგრძობად პრაქტიკასთან დაკავშირებით, როდესაც სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოქმედებდნენ, როგორც პარტიის მხარდამჭერები და დროდადრო ხელს უშლიდნენ პროცესს, ასევე ცალკეული ადამიანების ჯგუფები ზოგიერთი საარჩევნო უბნების გარეთ, სავარაუდოდ, ზეგავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე. მიუხედავად ოდირის დადგენილებისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტური პროფესიონალურად და გამჭვირვალედ წარმართა, კვლავ გამოითქვა შეშფოთება ქვედა დონის საარჩევნო კომისიების მიკერძოებასთან დაკავშირებით. აშშ-ის საელჩოს სადამკვირვებლო ჯგუფები შეესწრო მსგავსი მიკერძოებისა და ჩარევის ფაქტებს რამდენიმე უბანზე.

როგორც ამ არჩევნებმა გვიჩვენა დემოკრატია მუდმივი ძალისხმევის პროცესია, რომელიც მოითხოვს ერთგულებას უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მიმართ და სიფხიზლეს მოქალაქეების დემოკრატიული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. ზოგიერთმა რეფორმამ, რომელიც ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ინკლუზიური და მრავალპარტიული პროცესის შედეგად წლის დასაწყისში მიიღეს, როგორიც არის ავტომატური გადათვლის პროცესი და ელექტრონული ხმის მიცემა, მნიშვნელოვნად გაზარდა ხმის მიცემის პროცესის გამჭვირვალობა.

სამწუხაროდ, ეს პოზიტიური ნაბიჯები შეასუსტა წინა საარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ფართოდ გავრცელებულმა დარღვევებმა, რამაც უარყოფითად იმოქმედა მოქალაქეების მიერ ხმის თავისუფლად მიცემის შესაძლებლობაზე. იმის ნაცვლად, რომ გარემო გაუმჯობესებულიყო იმ პრობლემების გადაჭრით, რომელიც საარჩევნო დამკვირვებლებმა არჩევნების პირველი ტურის დროს გამოავლინეს: დაშინება, შეურაცხმყოფელი რიტორიკა, ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება, ხმების აშკარად მოსყიდვის შესახებ ცნობები და სხვა დარღვევები გაგრძელდა, პოლიტიზებული მედია კი კიდევ უფრო ამწვავებდა პოლარიზებულ გარემოს.

ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს სარწმუნო ცნობები საარჩევნო დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის შესახებ, როგორც პირველი ასევე მეორე ტურის განმავლობაში. ეს ჯგუფები ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და თავდასხმები მედიისა და საარჩევნო დამკვირვებლების მიმართ უნდა იყოს გამოძიებული და გასამართლებული კანონის სრული სიმკაცრით. მათი ცნობები უნდა იყოს მიჩნეული, როგორც მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც საარჩევნო პროცესის გაუმჯობესება შეუძლია.

ამჟამად საარჩევნო პროცესი გრძელდება სულ მცირე 140 უბანზე შემთხვევითი გადათვლებით და ასობით საჩივრის განხილვით. ეს ფაზა არის ტესტიცა და შესაძლებლობაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოებისთვის. ამ ინსტიტუტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, თავიანთი მოვალეობა გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად შეასრულონ. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები და მშვიდობიანი გზები საარჩევნო დავების განსახილველად. საქართველოს დემოკრატია ვერ გაძლიერდება ძალადობითა და კანონის მიღმა საკითხის მოგვარებით.

თითოეული არჩევნები, ხარვეზიანიც კი, გამოცდილებაზე დაყრდნობით სწავლისა და რეაგირების შესაძლებლობაა განმეორებად დარღვევებზე, რომელმაც დააზიანა ეს არჩევნები და თანდათანობით შეარყია ხალხის ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. უპირველეს ყოვლისა, მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს ყველა იმ დანარჩენი რეფორმის მიღებისა და განხორციელებისკენ, რომელიც რეკომენდებულია ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიისა და სხვა საერთაშორისო ექსპერტების მიერ. აღნიშნული რეკომენდაციები პარლამენტის მოთხოვნის შედეგადაა წარმოდგენილი და წინა არჩევნებთან შედარებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მომავალი არჩევნების გაუმჯობესებისკენ.

ამერიკელი ხალხი მხარს უჭერდა და უჭერს ქართველი ხალხის ძალისხმევას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების, პროფესიონალი პლურალისტური მედიისა და ხალხის მიმართ გულისხმიერი მთავრობის ჩამოყალიბების ხანგრძლივ და გამოწვევებით აღსავსე პროცესში. ამ ბოლო არჩევნებმა და საქართველოს განხეთქილების გამომწვევმა ღრმა პოლიტიკურმა კრიზისმა ცხადყო, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაოა სასწრაფოდ შესასრულებელი. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სთავაზობს მეგობრობასა და მხარდაჭერას როგორც გულწრფელი პარტნიორი, რადგანაც გვჯერა საქართველოსი, როგორც სტაბილური და წარმატებული დემოკრატიისა, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ჩვენ კვლავ ერთგული ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ამ მიზნების მიღწევაში“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.