მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საერთაშორისო დამკვირვებლების მკაფიო შეფასების მიუხედავად, ხარვეზების აღმოსაფხვრელად არსებითი ნაბიჯები არ გადაიდგა. პირიქით..." - ევროკავშირის საელჩო საქართველოში
"საერთაშორისო დამკვირვებლების მკაფიო შეფასების მიუხედავად, ხარვეზების აღმოსაფხვრელად არსებითი ნაბიჯები არ გადაიდგა. პირიქით..." - ევროკავშირის საელჩო საქართველოში

"სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მკა­ფიო შე­ფა­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ძი­რი­თა­დი ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად არ­სე­ბი­თი ნა­ბი­ჯე­ბი არ გა­და­იდ­გა. პი­რი­ქით, გაჩ­ნდა ახა­ლი ხარ­ვე­ზე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბის მხრი­დან ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და ძა­ლა­დობ­რი­ვი რი­ტო­რი­კის კუ­თხით, რა­მაც კი­დევ უფრო გა­ამ­წვა­ვა ისე­დაც ღრმა პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცია,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის მიერ, სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის მი­სი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, 2021 წლის 31 ოქ­ტომ­ბერს, ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის შემ­დეგ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ ითა­ნამ­შრომ­ლებს საკ­რე­ბუ­ლო­ებ­თან, თუ ისი­ნი გან­სხვა­ვე­ბულ უმ­რავ­ლე­სო­ბას აირ­ჩე­ვენ, შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს, რად­გან ამომ­რჩე­ველ­თა არ­ჩე­ვა­ნის შე­ზღუდ­ვა­სა და პლუ­რა­ლიზ­მის ლი­მი­ტი­რე­ბა­ზეა მი­მარ­თუ­ლი.

"30 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი 2021 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის­თვის სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებს და­უბ­რუნ­დნენ. ევ­რო­კავ­ში­რი კვლავ გა­მო­ხა­ტავს მად­ლი­ე­რე­ბას ამომ­რჩევ­ლე­ბის, სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და ად­გი­ლობ­რი­ვი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მი­მართ მათი ძა­ლის­ხმე­ვი­სა და ჩარ­თუ­ლო­ბის­თვის COVID-19 პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში. გუ­ლი­თა­დად მი­ვე­სალ­მე­ბით ეუთო / ოდი­რის და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის სა­არ­ჩევ­ნო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ას მე­ო­რე ტუ­რის დრო­საც.

მი­სი­ამ კვლავ და­ას­კვნა, რომ არ­ჩევ­ნე­ბი ზო­გა­დად კარ­გად ად­მი­ნის­ტრი­რე­ბუ­ლი და სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია კონ­კუ­რენ­ტუ­ლი იყო, თუმ­ცა მან ასე­ვე და­ა­ფიქ­სი­რა ნე­გა­ტი­უ­რი რი­ტო­რი­კის გამ­წვა­ვე­ბა, ამომ­რჩევ­ლებ­თა და­ში­ნე­ბი­სა და ზე­წო­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი და რე­სურ­სებს შო­რის მკვეთ­რი დის­ბა­ლან­სი, რო­მელ­მაც მმარ­თველ პარ­ტი­ას უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭა და სა­ას­პა­რე­ზო პი­რო­ბე­ბი შეც­ვა­ლა.

პირ­ვე­ლი ტუ­რის შემ­დეგ გან­ვა­ცხა­დეთ, რომ მას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი პრაქ­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში ნორ­მად არ უნდა იქ­ცეს. ვწუხ­ვართ, რომ ეს არ­ჩევ­ნე­ბი ამ მი­მარ­თე­ბა­ში და­კარ­გუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყო. სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მკა­ფიო შე­ფა­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ძი­რი­თა­დი ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად არ­სე­ბი­თი ნა­ბი­ჯე­ბი არ გა­და­იდ­გა. პი­რი­ქით, გაჩ­ნდა ახა­ლი ხარ­ვე­ზე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბის მხრი­დან ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და ძა­ლა­დობ­რი­ვი რი­ტო­რი­კის კუ­თხით, რა­მაც კი­დევ უფრო გა­ამ­წვა­ვა ისე­დაც ღრმა პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცია.

ამ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ ითა­ნამ­შრომ­ლებს საკ­რე­ბუ­ლო­ებ­თან, თუ ისი­ნი გან­სხვა­ვე­ბულ უმ­რავ­ლე­სო­ბას აირ­ჩე­ვენ, შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს, რად­გან ამომ­რჩე­ველ­თა არ­ჩე­ვა­ნის შე­ზღუდ­ვა­სა და პლუ­რა­ლიზ­მის ლი­მი­ტი­რე­ბა­ზეა მი­მარ­თუ­ლი.

მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა პარ­ტი­ას, სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლო­ბა გა­ნაგ­რძონ. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბა მისი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მი­მართ მო­ი­თხოვს ინ­კლუ­ზი­ურ, სან­დო და გამჭვირ­ვა­ლე გა­დათ­ვლის პრო­ცესს და სა­ჩივ­რე­ბი­სა და აპე­ლა­ცი­ე­ბის სა­მარ­თლი­ან გან­ხილ­ვას. ამ მხრივ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­სა და სა­სა­მარ­თლო­ებს ძი­რი­თა­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აკის­რი­ათ.

გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რე­ბი ჭეშ­მა­რიტ ძა­ლის­ხმე­ვას არ და­ი­შუ­რე­ბენ ისე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი კლი­მა­ტის შე­საქ­მნე­ლად, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­ლო­დი­ნე­ბის გა­მარ­თლე­ბას ხელს შე­უ­წყობს. ეს მო­ი­ცავს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მე­ბის მრა­ვალ­გზი­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ასე­ვე, ჩვე­ნი ევ­რო­კავ­ში­რი-სა­ქარ­თვე­ლოს შე­თან­ხმე­ბუ­ლი დღის წეს­რი­გის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გა­ნახ­ლე­ბას, რო­მე­ლიც დე­მოკ­რა­ტი­ის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის დაც­ვის ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ეფუძ­ნე­ბა“,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ბაზი
1

მოვუსმინე "ოდირს" და რაც მომეწონა: 1) კერძო ტვ-ები (პირველი, ფორმულა, მთავარი, იმედი) იქცეოდნენ როგორც ცალკეული პარტიების დანამატი და გაგრძელებაო! 2) ზოგი არასამთავრობო ორგანიზაცია უბნებზე ცალკეული პარტიების ინტერესების გამტარებლად გვევლინებოდნენო 3) პოლარიზაციაო, სიძულვილის ენაო - ეს ორივეს ნაცქოცს ეხება 4) არასწორი პრაქტიკაო,(ძალადობა, ზეწოლა) მოსყიდვაზე გამთქმული(!!!) ჩივილებიო ესეც ოროვეს ეხება მეტნაკლებად

ახლა სხვა:1800-ზე მეტი უბნიდან სულ ოცამდე უბანზე იყო არეულობები და გაწევ-გამოწევა; მთელი დღე ამ 20 უბნის კადრებს ატრიალებდნენ ცოცხტვ-ები; ნაცმა რომ შიგ უბანში სცემა ჟურნალისტს, ამას გვერდი აუარეს(?)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"საერთაშორისო დამკვირვებლების მკაფიო შეფასების მიუხედავად, ხარვეზების აღმოსაფხვრელად არსებითი ნაბიჯები არ გადაიდგა. პირიქით..." - ევროკავშირის საელჩო საქართველოში

"საერთაშორისო დამკვირვებლების მკაფიო შეფასების მიუხედავად, ხარვეზების აღმოსაფხვრელად არსებითი ნაბიჯები არ გადაიდგა. პირიქით..." - ევროკავშირის საელჩო საქართველოში

"საერთაშორისო დამკვირვებლების მკაფიო შეფასების მიუხედავად, ძირითადი ხარვეზების აღმოსაფხვრელად არსებითი ნაბიჯები არ გადაიდგა. პირიქით, გაჩნდა ახალი ხარვეზები, განსაკუთრებით საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და ძალადობრივი რიტორიკის კუთხით, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ისედაც ღრმა პოლიტიკური პოლარიზაცია,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ, საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან კოორდინაციით, 2021 წლის 31 ოქტომბერს, ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არჩევნებამდე გაჟღერებული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ ითანამშრომლებს საკრებულოებთან, თუ ისინი განსხვავებულ უმრავლესობას აირჩევენ, შეშფოთებას იწვევს, რადგან ამომრჩეველთა არჩევანის შეზღუდვასა და პლურალიზმის ლიმიტირებაზეა მიმართული.

"30 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო უბნებს დაუბრუნდნენ. ევროკავშირი კვლავ გამოხატავს მადლიერებას ამომრჩევლების, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების და ადგილობრივი დამკვირვებლების მიმართ მათი ძალისხმევისა და ჩართულობისთვის COVID-19 პანდემიის პირობებში. გულითადად მივესალმებით ეუთო / ოდირის და ევროპარლამენტის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას მეორე ტურის დროსაც.

მისიამ კვლავ დაასკვნა, რომ არჩევნები ზოგადად კარგად ადმინისტრირებული და საარჩევნო კამპანია კონკურენტული იყო, თუმცა მან ასევე დააფიქსირა ნეგატიური რიტორიკის გამწვავება, ამომრჩევლებთა დაშინებისა და ზეწოლის შენარჩუნებული ბრალდებები და რესურსებს შორის მკვეთრი დისბალანსი, რომელმაც მმართველ პარტიას უპირატესობა მიანიჭა და საასპარეზო პირობები შეცვალა.

პირველი ტურის შემდეგ განვაცხადეთ, რომ მასთან დაკავშირებით დაფიქსირებული არაკეთილსინდისიერი პრაქტიკა საქართველოში ნორმად არ უნდა იქცეს. ვწუხვართ, რომ ეს არჩევნები ამ მიმართებაში დაკარგული შესაძლებლობა იყო. საერთაშორისო დამკვირვებლების მკაფიო შეფასების მიუხედავად, ძირითადი ხარვეზების აღმოსაფხვრელად არსებითი ნაბიჯები არ გადაიდგა. პირიქით, გაჩნდა ახალი ხარვეზები, განსაკუთრებით საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და ძალადობრივი რიტორიკის კუთხით, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ისედაც ღრმა პოლიტიკური პოლარიზაცია.

ამ არჩევნებამდე გაჟღერებული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ ითანამშრომლებს საკრებულოებთან, თუ ისინი განსხვავებულ უმრავლესობას აირჩევენ, შეშფოთებას იწვევს, რადგან ამომრჩეველთა არჩევანის შეზღუდვასა და პლურალიზმის ლიმიტირებაზეა მიმართული.

მოვუწოდებთ ყველა პარტიას, საარჩევნო პროცესში ჩართულობა განაგრძონ. საზოგადოების ნდობა მისი სამართლიანობის მიმართ მოითხოვს ინკლუზიურ, სანდო და გამჭვირვალე გადათვლის პროცესს და საჩივრებისა და აპელაციების სამართლიან განხილვას. ამ მხრივ უახლოეს დღეებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სასამართლოებს ძირითადი პასუხისმგებლობა აკისრიათ.

გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ლიდერები ჭეშმარიტ ძალისხმევას არ დაიშურებენ ისეთი პოლიტიკური კლიმატის შესაქმნელად, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მოლოდინების გამართლებას ხელს შეუწყობს. ეს მოიცავს მნიშვნელოვანი რეფორმების მრავალგზისი ვალდებულებების შესრულებას, განსაკუთრებით სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით და ასევე, ჩვენი ევროკავშირი-საქართველოს შეთანხმებული დღის წესრიგის განხორციელების განახლებას, რომელიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და კანონის უზენაესობის დაცვის ღირებულებებს ეფუძნება“,- ნათქვამია განცხადებაში.