საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
პოლიტიკა
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისის 106-ე უბანზე კომისიის 2 წევრი კოვიდინფიცირებულია" - ლევან ბეჟაშვილი
"თბილისის 106-ე უბანზე კომისიის 2 წევრი კოვიდინფიცირებულია" - ლევან ბეჟაშვილი

ჩვენს დამ­კვირ­ვებ­ლებს უკ­რძა­ლა­ვენ ამომ­რჩევ­ლის რე­გის­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას. ამას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი და კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ლე­ვან ბეჟაშ­ვილ­მა პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ამ დრო­ის­თვის, სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე გა­მო­იკ­ვე­თა სხვა­დას­ხვა სა­ხის დარ­ღვე­ვა, მათ შო­რის მოს­ყიდ­ვის ფაქ­ტე­ბი. ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტებ­ზე შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

"გვინ­და მო­ვუ­წო­დოთ ამომ­რჩე­ველს, რომ გა­მო­ცხად­ნენ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე. დღე­ვან­დელ დღე­ზე არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა ქვე­ყა­ნა უახ­ლო­ე­სი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა არ­ჩევ­ნებს - ჩვენ შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ დას­კვნა, რომ ჩვენს დამ­კვირ­ვებ­ლებს უკ­რძა­ლა­ვენ ამომ­რჩევ­ლის რე­გის­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას. ამას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი და კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი. ასე­ვე, უბ­ნე­ბის გარ­შე­მო მოქ­მე­დე­ბენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რი ზონ­დე­რი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ახ­დნენ დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის და მე­დი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ზღუდ­ვას და მო­ვი­წო­დებთ პო­ლი­ცი­ას, რომ ადეკ­ვა­ტუ­რად მო­ახ­დი­ნონ რე­ა­გი­რე­ბა და აღ­კვე­თონ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტე­ბი.

ამას­თან, სამ­გო­რის 75-ე უბან­ზე პირ­ვე­ლი ტუ­რის ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი აღ­მოჩ­ნდა, გვაქვს ვი­დე­ომ­ტკი­ვე­ბუ­ლე­ბა, ასე­ვე სამ­გო­რის 42-ე უბან­ზე, დი­ლის 6:30 სა­ათ­ზე, მა­შინ რო­დე­საც უბა­ნი და­ხუ­რუ­ლი უნდა იყოს, პო­ლი­ცი­ამ გა­ა­ღო ეს უბა­ნი კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვით და შიგ­ნით იმ­ყო­ფე­ბო­და გა­ურ­კვე­ვე­ლი 5 პირი, მო­ვუ­წო­დებთ გე­ნინ­სპექ­ცი­ას, რომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­ახ­დი­ნოს ამ ფაქ­ტზე რე­ა­გი­რე­ბა. ასე­ვე ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დარ­ღვე­ვა არის ვა­კის მე-60 უბან­ზე ოლ­ქის თავ­მჯდო­მა­რის თა­მაზ ფო­ლა­დაშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით, გუ­შინ ღამე გა­და­სა­ტა­ნი ყუ­თის სიას და­მა­ტე­ბით 15 ამომ­რჩე­ვე­ლი და­ე­მა­ტა, ეს გა­უ­გო­ნა­რი დარ­ღვე­ვის ფაქ­ტია და ცეს­კოს მო­ვუ­წო­დებთ, რომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­ახ­დი­ნოს რე­ა­გი­რე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე, რომ მე-60 უბან­ზე გა­და­სა­ტა­ნი სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თის სია და არ­ჩევ­ნე­ბი ბა­თი­ლად უნდა ჩა­ით­ვა­ლოს.

გარ­და ამი­სა, სამ­გო­რის 64-ე უბან­ზე ერ­თი­ან სი­ა­ში მი­წე­რი­ლი არ არის კო­ვი­დუ­ბან­ზე შეყ­ვა­ნი­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი და შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია ასა­ხუ­ლი არ არის სა­მა­გი­დო სი­ა­ში, ასე­ვე გლ­და­ნის 25-ე უბან­ზე კო­ვი­და­მომ­რჩევ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­წე­რი­ლი არ არის სა­მა­გი­დო სი­ა­ში. გვაქვს შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მე-20 უბან­ზე კო­ვიდსი­ა­ში მყოფ ამომ­რჩე­ველს ხმა მი­ა­ცე­მი­ნეს. თე­ლავ­ში, იყალ­თოს 51-ე უბან­ზე კო­მი­სი­ის მდი­ვა­ნი კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და იმ­ყო­ფე­ბა უბან­ზე, ასე­ვე არის კო­ვიდ­სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში და იქაც ექ­ნე­ბა ხმის მი­ცე­მის სა­შუ­ა­ლე­ბა. ასე­ვე, თბი­ლი­სის 106-ე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე, ქმა­რი და ცოლი, რო­მე­ლიც არი­ან კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, თუმ­ცა სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე თა­ვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. ბაღ­დათ­ში კო­ვი­დუ­ბან­ზე შეყ­ვა­ნი­ლი ამომ­რჩევ­ლე­ბი შე­იყ­ვა­ნეს ასე­ვე გა­და­სა­ტან სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­ში და ეს გა­უ­გო­ნა­რი დარ­ღვე­ვაა. ნა­ძა­ლა­დევ­ში ერთი და იგი­ვე სუ­რა­თი აღ­მოჩ­ნდა ორ პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა­ზე, ანუ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბით აძ­ლევ­და ხმას ამომ­რჩე­ვე­ლი და ამა­ზე შე­ტა­ნი­ლია სა­ჩი­ვა­რი. ქუ­თა­ი­სის 56-ე უბან­ზე იყო ფუ­ლის და­რი­გე­ბის ფაქ­ტი, ასე­ვე თე­ლავ­ში და­ფიქ­სირ­და ფაქ­ტი, რო­დე­საც სხვი­სი პი­რა­დო­ბით ახ­დენ­და ხმის მი­ცე­მას ამომ­რჩე­ვე­ლი და ამა­ზეც მოხ­და რე­ა­გი­რე­ბა. დამ­კვირ­ვებ­ლებს და კო­მი­სი­ის წევ­რებს მო­ვუ­წო­დებთ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" პერ­მა­ნენ­ტუ­ლად იყე­ნებს რე­გის­ტრა­ტო­რებს, რომ იმ ამომ­რჩევ­ლის ნაც­ვლად, რო­მე­ლიც სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბა სხვა მათი მხარ­დამ­ჭე­რი მო­იყ­ვა­ნონ უბან­ზე. მინ­და მო­ვუ­წო­დო ამომ­რჩე­ველს თქვე­ნი აქ­ტი­ვო­ბა იქ­ნე­ბა გა­დამ­წყვე­ტი", - გა­ნა­ცხა­და ბეჟაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"თბილისის 106-ე უბანზე კომისიის 2 წევრი კოვიდინფიცირებულია" - ლევან ბეჟაშვილი

"თბილისის 106-ე უბანზე კომისიის 2 წევრი კოვიდინფიცირებულია" - ლევან ბეჟაშვილი

ჩვენს დამკვირვებლებს უკრძალავენ ამომრჩევლის რეგისტაციის პროცესზე დაკვირვებას. ამას ახორციელებენ კომისიის თავმჯდომარეები და კომისიის წევრები, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებზე გამოიკვეთა სხვადასხვა სახის დარღვევა, მათ შორის მოსყიდვის ფაქტები. ლევან ბეჟაშვილი აღნიშნულ ფაქტებზე შესაბამის უწყებებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"გვინდა მოვუწოდოთ ამომრჩეველს, რომ გამოცხადნენ საარჩევნო უბნებზე. დღევანდელ დღეზე არის დამოკიდებული როგორ განვითარდება ქვეყანა უახლოესი პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება არჩევნებს - ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ ჩვენს დამკვირვებლებს უკრძალავენ ამომრჩევლის რეგისტაციის პროცესზე დაკვირვებას. ამას ახორციელებენ კომისიის თავმჯდომარეები და კომისიის წევრები. ასევე, უბნების გარშემო მოქმედებენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ზონდერი დამკვირვებლები. ეს ადამიანები ახდნენ დამკვირვებლების და მედიის საქმიანობის შეზღუდვას და მოვიწოდებთ პოლიციას, რომ ადეკვატურად მოახდინონ რეაგირება და აღკვეთონ აღნიშნული ფაქტები.

ამასთან, სამგორის 75-ე უბანზე პირველი ტურის ბიულეტენები აღმოჩნდა, გვაქვს ვიდეომტკივებულება, ასევე სამგორის 42-ე უბანზე, დილის 6:30 საათზე, მაშინ როდესაც უბანი დახურული უნდა იყოს, პოლიციამ გააღო ეს უბანი კანონის დარღვევით და შიგნით იმყოფებოდა გაურკვეველი 5 პირი, მოვუწოდებთ გენინსპექციას, რომ დაუყოვნებლივ მოახდინოს ამ ფაქტზე რეაგირება. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა არის ვაკის მე-60 უბანზე ოლქის თავმჯდომარის თამაზ ფოლადაშვილის დავალებით, გუშინ ღამე გადასატანი ყუთის სიას დამატებით 15 ამომრჩეველი დაემატა, ეს გაუგონარი დარღვევის ფაქტია და ცესკოს მოვუწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება. მნიშვნელოვანია ასევე, რომ მე-60 უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სია და არჩევნები ბათილად უნდა ჩაითვალოს.

გარდა ამისა, სამგორის 64-ე უბანზე ერთიან სიაში მიწერილი არ არის კოვიდუბანზე შეყვანილი ამომრჩეველი და შესაბამისი ინფორმაცია ასახული არ არის სამაგიდო სიაში, ასევე გლდანის 25-ე უბანზე კოვიდამომრჩევლის შესახებ ინფორმაცია მიწერილი არ არის სამაგიდო სიაში. გვაქვს შემთხვევა, როდესაც მე-20 უბანზე კოვიდსიაში მყოფ ამომრჩეველს ხმა მიაცემინეს. თელავში, იყალთოს 51-ე უბანზე კომისიის მდივანი კოვიდინფიცირებულია და იმყოფება უბანზე, ასევე არის კოვიდსაარჩევნო სიაში და იქაც ექნება ხმის მიცემის საშუალება. ასევე, თბილისის 106-ე საარჩევნო უბანზე, ქმარი და ცოლი, რომელიც არიან კომისიის წევრები კოვიდინფიცირებულები არიან, თუმცა საარჩევნო უბანზე თავის უფლებამოსილებას ახორციელებენ. ბაღდათში კოვიდუბანზე შეყვანილი ამომრჩევლები შეიყვანეს ასევე გადასატან საარჩევნო ყუთში და ეს გაუგონარი დარღვევაა. ნაძალადევში ერთი და იგივე სურათი აღმოჩნდა ორ პირადობის მოწმობაზე, ანუ გაყალბებული პირადობის მოწმობით აძლევდა ხმას ამომრჩეველი და ამაზე შეტანილია საჩივარი. ქუთაისის 56-ე უბანზე იყო ფულის დარიგების ფაქტი, ასევე თელავში დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც სხვისი პირადობით ახდენდა ხმის მიცემას ამომრჩეველი და ამაზეც მოხდა რეაგირება. დამკვირვებლებს და კომისიის წევრებს მოვუწოდებთ, რომ "ქართული ოცნება" პერმანენტულად იყენებს რეგისტრატორებს, რომ იმ ამომრჩევლის ნაცვლად, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება სხვა მათი მხარდამჭერი მოიყვანონ უბანზე. მინდა მოვუწოდო ამომრჩეველს თქვენი აქტივობა იქნება გადამწყვეტი", - განაცხადა ბეჟაშვილმა.