სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაფიქსირდა ფულის დარიგების შემთხვევები, ასევე იყო "კარუსელის" მცდელობა" - ხატია დეკანოიძის თქმით, ქუთაისში დარღვევები გამოვლინდა
"დაფიქსირდა ფულის დარიგების შემთხვევები, ასევე იყო "კარუსელის" მცდელობა" - ხატია დეკანოიძის თქმით, ქუთაისში დარღვევები გამოვლინდა

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ქუ­თა­ი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტის, ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქუ­თა­ის­ში დი­ლი­დან ე.წ. კა­რუ­სე­ლის დატ­რი­ა­ლე­ბის და ფუ­ლის და­რი­გე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა, მე-7 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მარ­კი­რე­ბის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე ხმის მი­ცე­მას მე­ო­რედ ცდი­ლობ­და, ამას­თან, ფუ­ლის გა­და­ცე­მის ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და მე-40 უბან­თან ახ­ლოს მდგა­რი მან­ქა­ნი­დან.

"მე-7 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე იყო "კა­რუ­სე­ლის" მცდე­ლო­ბა, მარ­კი­რე­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე ცდი­ლობ­და მე­ო­რედ შეს­ვლას. ეს არის ის გა­ყალ­ბე­ბის სქე­მა და მე­ქა­ნიზ­მი, რო­მელ­საც იყე­ნე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მე-40 უბან­ზე და­ფიქ­სირ­და უბან­თან ახ­ლოს მდგა­რი მან­ქა­ნი­დან ფუ­ლის და­რი­გე­ბის ფაქ­ტი, რაც ხდე­ბა ბევ­რგან. მრავ­ლად გვაქვს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი მოს­ყიდ­ვის ფაქ­ტე­ბი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან მალე წარ­ვუდ­გენთ ჟურ­ნა­ლის­ტებს.

დი­ლი­დან ქუ­თა­ი­სის ყვე­ლა უბან­ზე ჩვენს დამ­კვირ­ვებ­ლებს შე­ექ­მნათ პრობ­ლე­მე­ბი, ბევრ მათ­განს უბან­ზე არ უშ­ვებ­დნენ. მაგ­რამ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა შე­იქ­მნა რე­გის­ტრა­ტო­რე­ბის უკან დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის გან­ლა­გე­ბა­ზე. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მოგ­ვი­წია სა­ჩივ­რე­ბის და­წე­რა. მინ­და გა­ვაფრ­თხი­ლო სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე, რომ ჩვენს დამ­კვირ­ვებ­ლებს ხელი არ შე­ე­შა­ლოთ უბან­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის პრო­ცეს­ში”, - აღ­ნიშ­ნა ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ.

ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ასე­ვე და­ფიქ­სირ­და გა­და­სა­ტა­ნი ყუ­თის სი­ა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მის­ვლი­სა და უბ­ნის შიგ­ნით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” აგი­ტა­ტო­რე­ბის ყოფ­ნის შემ­თხვე­ვე­ბი.

მისი თქმით, ამ დრო­ის­თვის, მათი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი ქუ­თა­ი­სის 124-ვე უბან­ზე არი­ან და დი­ლი­დან 10-მდე სა­ჩი­ვა­რი და­ი­წე­რა.

"მე-17 უბან­თან მი­ვი­და გა­და­სა­ტა­ნი ყუ­თის სი­ა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნი, ესეც გა­ყალ­ბე­ბის ერთ-ერთი სქე­მაა, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლე­ბი არი­ან და მი­დი­ან ხმის მი­სა­ცე­მად ორ­ჯერ, ჩვენ ვა­კონ­ტრო­ლებთ ამ პრო­ცესს. 51-ე და 101-ე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე არი­ან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ახ­დენ­დნენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აღ­რი­ცხვას. ვაფრ­თხი­ლებ ყვე­ლა კო­მი­სი­ის წევ­რს, და­უ­ყო­ნებ­ლივ შე­წყდეს "ოც­ნე­ბის” წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის უბან­ზე მოძ­რა­ო­ბა და აგი­ტა­ცია.

ჩვენს დამ­კვირ­ვებ­ლებს არ უშ­ვე­ბენ უბან­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წევ­რე­ბი და კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ აყე­ნებ­დნენ შე­უ­რა­ცხყო­ფას. ამ დრო­ის­თვის, ქუ­თა­ი­სის 124-ვე უბა­ნი არის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ჩვე­ნი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მიერ, ყვე­ლა უბან­ზე და­ი­წე­რა 10-მდე სა­ჩი­ვა­რი და მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა­ში”, - აღ­ნიშ­ნა ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნია
2

იცით რა მაინტერესებს, ფულის დარიგებას ზუსტად არჩევნების დღე რად უნდა ? იმიტომ ხომ არა დეკანოიძემ რომ ნახოს სხვა დროს ვერ მისცემენ , ამაზე თუ დაფიქრებულა ხატია.

სიმართლე
2

მაგ სიმართლით იარე მთელი ცხოვრება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"დაფიქსირდა ფულის დარიგების შემთხვევები, ასევე იყო "კარუსელის" მცდელობა" - ხატია დეკანოიძის თქმით, ქუთაისში დარღვევები გამოვლინდა

"დაფიქსირდა ფულის დარიგების შემთხვევები, ასევე იყო "კარუსელის" მცდელობა" - ხატია დეკანოიძის თქმით, ქუთაისში დარღვევები გამოვლინდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ქუთაისში დილიდან ე.წ. კარუსელის დატრიალების და ფულის დარიგების შემთხვევები გამოვლინდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მე-7 საარჩევნო უბანზე მარკირების მქონე მოქალაქე ხმის მიცემას მეორედ ცდილობდა, ამასთან, ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა მე-40 უბანთან ახლოს მდგარი მანქანიდან.

"მე-7 საარჩევნო უბანზე იყო "კარუსელის" მცდელობა, მარკირებიანი მოქალაქე ცდილობდა მეორედ შესვლას. ეს არის ის გაყალბების სქემა და მექანიზმი, რომელსაც იყენებენ ადგილობრივად "ქართული ოცნების” წარმომადგენლები. მე-40 უბანზე დაფიქსირდა უბანთან ახლოს მდგარი მანქანიდან ფულის დარიგების ფაქტი, რაც ხდება ბევრგან. მრავლად გვაქვს დაფიქსირებული მოსყიდვის ფაქტები, რომელსაც ძალიან მალე წარვუდგენთ ჟურნალისტებს.

დილიდან ქუთაისის ყველა უბანზე ჩვენს დამკვირვებლებს შეექმნათ პრობლემები, ბევრ მათგანს უბანზე არ უშვებდნენ. მაგრამ, განსაკუთრებული პრობლემა შეიქმნა რეგისტრატორების უკან დამკვირვებლების განლაგებაზე. ამასთან დაკავშირებით მოგვიწია საჩივრების დაწერა. მინდა გავაფრთხილო საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომ ჩვენს დამკვირვებლებს ხელი არ შეეშალოთ უბანზე დაკვირვების პროცესში”, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, ასევე დაფიქსირდა გადასატანი ყუთის სიაში მყოფი ადამიანების საარჩევნო უბანზე მისვლისა და უბნის შიგნით "ქართული ოცნების” აგიტატორების ყოფნის შემთხვევები.

მისი თქმით, ამ დროისთვის, მათი დამკვირვებლები ქუთაისის 124-ვე უბანზე არიან და დილიდან 10-მდე საჩივარი დაიწერა.

"მე-17 უბანთან მივიდა გადასატანი ყუთის სიაში მყოფი ადამიანი, ესეც გაყალბების ერთ-ერთი სქემაა, ეს ადამიანები სრულიად ჯანმრთელები არიან და მიდიან ხმის მისაცემად ორჯერ, ჩვენ ვაკონტროლებთ ამ პროცესს. 51-ე და 101-ე საარჩევნო უბანზე არიან "ქართული ოცნების” კოორდინატორები, რომლებიც ახდენდნენ მოქალაქეების აღრიცხვას. ვაფრთხილებ ყველა კომისიის წევრს, დაუყონებლივ შეწყდეს "ოცნების” წარმომადგენლების უბანზე მოძრაობა და აგიტაცია.

ჩვენს დამკვირვებლებს არ უშვებენ უბანზე "ქართული ოცნების” წევრები და კოორდინატორები, რომლებიც მათ აყენებდნენ შეურაცხყოფას. ამ დროისთვის, ქუთაისის 124-ვე უბანი არის გაძლიერებული ჩვენი დამკვირვებლების მიერ, ყველა უბანზე დაიწერა 10-მდე საჩივარი და მობილური ჯგუფები არიან ჩართული დარღვევების დაფიქსირებაში”, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.