მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიმიტრი გორდონი ყველაზე ცნობილი და ტიტულიანი ჟურნალისტია, მომხდარი დიდი საერთაშორისო სკანდალი და საქართველოსთვის შავი ლაქაა” - მიხეილ სააკაშვილი
"დიმიტრი გორდონი ყველაზე ცნობილი და ტიტულიანი ჟურნალისტია, მომხდარი დიდი საერთაშორისო სკანდალი და საქართველოსთვის შავი ლაქაა” - მიხეილ სააკაშვილი

"დი­მიტ­რი გორ­დო­ნი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და ტი­ტუ­ლი­ა­ნი ჟურ­ნა­ლის­ტია, მომ­ხდა­რი დიდი სა­ერ­თა­შო­რი­სო სკან­და­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის შავი ლა­ქაა”,- ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, მსჯავ­რე­ბუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იმ ფაქტს, რომ უკ­რა­ი­ნელ ჟურ­ნა­ლისტ დი­მიტ­რი გორ­დონს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა­ზე უარი ეთ­ქვა.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, გორ­დო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს დიდი მხარ­დამ­ჭე­რი და მე­გო­ბა­რია.

"დი­მიტ­რი გორ­დო­ნი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და ტი­ტუ­ლი­ა­ნი ჟურ­ნა­ლის­ტია მთელ პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში, რუ­სულ და უკ­რა­ი­ნუ­ლე­ნო­ვან სამ­ყა­რო­ში. ის სა­ქარ­თვე­ლოს დიდი მხარ­დამ­ჭე­რი და მე­გო­ბა­რია. მისი მე­უღ­ლე ალე­სია ასე­ვე ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და ჩვე­ნი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია. გორ­დო­ნის პი­რა­დი მტრე­ბია პუ­ტი­ნი და ლუ­კა­შენ­კო. დღეს კი, მათ­მა რამ­დე­ნი­მე ასე­ულ­მა მი­ლი­ონ­მა თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­მა, სამ­წუ­ხა­როდ, იხი­ლა, რომ სა­ქარ­თვე­ლო, ოდეს­ღაც - დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რა რუ­სეთ­ზე უა­რე­სი ხდე­ბა. მომ­ხდა­რი დიდი სა­ერ­თა­შო­რი­სო სკან­და­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის შავი ლა­ქაა.

მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მათ, რომ ცდი­ლობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლას და მათ­და­მი მო­პყრო­ბის­თვის, ყვე­ლა ნორ­მა­ლუ­რი ქარ­თვე­ლის სა­ხე­ლით, ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო”,- წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ამ დრომ­დე არ აკე­თებს კო­მენ­ტარს, რა­ტომ ეთ­ქვა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უკ­რა­ი­ნელ ად­ვო­კატ ევ­გე­ნი გრუ­შო­ვეც­სა და უკ­რა­ი­ნელ ჟურ­ნა­ლისტ დი­მიტ­რი გორ­დონს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა­ზე უარი. "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ უწყე­ბის­გან შე­სა­ბა­მის გან­ცხა­დე­ბას უკვე მე­ო­რე დღეა ელო­დე­ბა, თუმ­ცა შსს-ში კო­მენ­ტა­რი დღე­საც არ კეთ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უშანგი ბ.
5

მსოფლიო დონის ავანტიურისტისა და სალახანა გორდონის გაპანჩურებას როგორმე გადავიტანთ. 

ნანა
3

ერთი შენ ხარ ცნობილი და ტიტულიანი და მეორე კიდევ ეგ შენი გორდონი. ამ კაცს ჯერ კიდევ არ აქვს გაცნობიერებული რომ ციხეში ზის, მოუნდა აქ ინტერვიუები და ა. შ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა

"დიმიტრი გორდონი ყველაზე ცნობილი და ტიტულიანი ჟურნალისტია, მომხდარი დიდი საერთაშორისო სკანდალი და საქართველოსთვის შავი ლაქაა” - მიხეილ სააკაშვილი

"დიმიტრი გორდონი ყველაზე ცნობილი და ტიტულიანი ჟურნალისტია, მომხდარი დიდი საერთაშორისო სკანდალი და საქართველოსთვის შავი ლაქაა” - მიხეილ სააკაშვილი

"დიმიტრი გორდონი ყველაზე ცნობილი და ტიტულიანი ჟურნალისტია, მომხდარი დიდი საერთაშორისო სკანდალი და საქართველოსთვის შავი ლაქაა”,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მსჯავრებული მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში იმ ფაქტს, რომ უკრაინელ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, გორდონი საქართველოს დიდი მხარდამჭერი და მეგობარია.

"დიმიტრი გორდონი ყველაზე ცნობილი და ტიტულიანი ჟურნალისტია მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რუსულ და უკრაინულენოვან სამყაროში. ის საქართველოს დიდი მხარდამჭერი და მეგობარია. მისი მეუღლე ალესია ასევე ძალიან ცნობილი ჟურნალისტი და ჩვენი გულშემატკივარია. გორდონის პირადი მტრებია პუტინი და ლუკაშენკო. დღეს კი, მათმა რამდენიმე ასეულმა მილიონმა თაყვანისმცემელმა, სამწუხაროდ, იხილა, რომ საქართველო, ოდესღაც - დემოკრატიის შუქურა რუსეთზე უარესი ხდება. მომხდარი დიდი საერთაშორისო სკანდალი და საქართველოსთვის შავი ლაქაა.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ, რომ ცდილობდნენ საქართველოში შემოსვლას და მათდამი მოპყრობისთვის, ყველა ნორმალური ქართველის სახელით, ბოდიში მოვუხადო”,- წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ აკეთებს კომენტარს, რატომ ეთქვა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელ ადვოკატ ევგენი გრუშოვეცსა და უკრაინელ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონს საქართველოში შემოსვლაზე უარი. "ინტერპრესნიუსი“ უწყებისგან შესაბამის განცხადებას უკვე მეორე დღეა ელოდება, თუმცა შსს-ში კომენტარი დღესაც არ კეთდება.