სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მის კაბინეტში რომ შევედით, მელაშვილმა გვაგრძნობინა, რომ ჩვენ არ ვართ კომპეტენტურები..." -  რა ჩვენება მისცა არეშიძემ გარეჯის საქმეზე და რა გაიხსენა რუკების ძებნაზე?
"მის კაბინეტში რომ შევედით, მელაშვილმა გვაგრძნობინა, რომ ჩვენ არ ვართ კომპეტენტურები..." -  რა ჩვენება მისცა არეშიძემ გარეჯის საქმეზე და რა გაიხსენა რუკების ძებნაზე?

მე მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, ამ რუ­კე­ბის ძებ­ნა და­მე­წყო უკ­რა­ი­ნის და ყირ­გი­ზე­თის არ­ქი­ვებ­ში, მაგ­რამ ვერ მი­ვა­გე­ნი. მე მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა ადა­მი­ა­ნებ­თან, ვინც მოღ­ვა­წე­ობ­დნენ რუ­სეთ­ში, მათ შო­რის ერთ-ერ­თია ადა­მი­ა­ნი, ვინც რუ­სე­თის ჯა­რის სტრუქ­ტუ­რა­ში იყო. მას­თან მქონ­და სა­უ­ბა­რი. აქ ლა­პა­რა­კი იმა­ზე კი არ იყო, რუკა მო­ე­ცა, მთა­ვა­რი იყო, მი­ეგ­ნო, ვერ მი­აგ­ნო. ჩვე­ნი რე­სურ­სით ვერ ვი­პო­ვეთ, თუმ­ცა მცდე­ლო­ბა იყო. სხვა დო­კუ­მენ­ტე­ბი ნა­პოვ­ნი იყო, მაგ­რამ რუკა ვერა, – ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა მა­მუ­კა არე­ში­ძემ სა­სა­მარ­თლო­ში და­ვით გა­რე­ჯის საქ­მე­ზე ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მი­სას გა­ნა­ცხა­და.

მა­მუ­კა არე­ში­ძის თქმით, 1999 წლი­დან და­კა­ვე­ბუ­ლი იყო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბით, რაც რე­გი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის ზო­გი­ერთ ნი­უ­ანსს და მათ შო­რის სა­ზღვრებს ეხე­ბო­და. „ტენ­დენ­ცია იმის, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მე­სა­ზღვრე­ე­ბის მი­მოს­ვლა გა­ი­ზარ­და გა­რე­ჯში, ჩემ­თვის 2007 წელს გახ­და ნა­თე­ლი. მი­ზე­ზი არ ვი­ცო­დი და მი­ზე­ზის ძებ­ნა და­ვი­წყე მა­შინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში“, – აღ­ნიშ­ნა მა­მუ­კა არე­ში­ძემ.

მა­მუ­კა არე­ში­ძის გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან კი­თხვე­ბი ჰქონ­და, თუმ­ცა ვერც ერ­თზე პა­სუ­ხი ვერ მი­ი­ღო.

„ვხვდე­ბო­დი, რომ გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი იყო აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხრი­დან, არ­სე­ბულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან კი­თხვე­ბი მქონ­და და ვერც ერ­თზე პა­სუ­ხი ვერ მი­ვი­ღე. აი, და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი სუ­რა­თი იყო. მე მე­ლაშ­ვი­ლის გარ­და, კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი სხვა არა­ვინ ვი­ცო­დი. ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის­თა­ნაც მე მქონ­და შე­ხე­ბა, კავ­შირ­ში იყ­ვნენ კო­მი­სი­ის წევ­რებ­თან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე მათ­თან შე­ხე­ბა მქონ­და არა­პირ­და­პი­რი, ირი­ბი. მე მიმ­ქონ­და ინ­ფორ­მა­ცია ასეთ ადა­მი­ა­ნებ­თან. მო­დი­ო­და გა­უ­გე­ბა­რი ინ­ფორ­მა­ცია, ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ ხვდე­ბოდ­ნენ, ვი­თა­რე­ბა რა­ტომ იც­ვლე­ბო­და გა­რე­ჯის გარ­შე­მო ასე­თი ფორ­მით. ამ გან­წყო­ბის ინ­ფორ­მა­ცია მო­დი­ო­და ჩე­მამ­დე", - აღ­ნიშ­ნა მა­მუ­კა არე­ში­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ივე­რი მე­ლაშ­ვილ­თან უშუ­ა­ლო შეხ­ვედ­რას, რო­გორც მა­მუ­კა არე­ში­ძე იხ­სე­ნებს, ის და მისი ჯგუ­ფი მა­შინ რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებ­ზე მუ­შა­ობ­დნენ, კერ­ძოდ, მა­მი­სო­ნის მო­ნაკ­ვეთ­ზე. „მა­შინ შევ­ხვდით მის კა­ბი­ნეტ­ში, ცოტა უხერ­ხუ­ლია ჩემ­გან ამის თქმა, მაგ­რამ მე­ლაშ­ვილ­მა გვაგ­რძნო­ბი­ნა, რომ ჩვენ არ ვართ კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი და საქ­მე ის არის, რომ ეს დიდი პო­ლი­ტი­კის თემა იყო. ჩვენ იქი­დან წა­მო­ვე­დით ყო­ველ­გვა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­რე­შე. ასე­ვე, მქონ­და შე­ხე­ბა ზო­გი­ერთ სხვა ადა­მი­ან­თან, რომ­ლე­ბიც ყო­ფი­ლი კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი იყ­ვნენ, გვა­რებს ვერ ვი­ტყვი, თავს შე­ვი­კა­ვებ. მრჩე­ბო­და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, კო­მი­სია, რო­მე­ლიც ამ­დე­ნი წელი მუ­შა­ობ­და, გარ­კვე­უ­ლი ბა­რი­ე­რის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა და ეს ბა­რი­ე­რი 2006 წლის შუ­ა­ლე­დუ­რი დას­კვნა იყო. ამის მერე მოხ­და რა­ღა­ცე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა. ამა­სო­ბა­ში მე­სა­ზღვრე­ე­ბი გაჩ­ნდნენ. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­მა, ანა­ლიზ­მა მი­მიყ­ვა­ნა იმ დას­კვნამ­დე, რომ იქ­მნე­ბო­და არა­ჯან­სა­ღი ვი­თა­რე­ბა, რომ რა­ღა­ცა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ან მი­ღე­ბუ­ლია ან უნდა მი­ი­ღონ. 2016 წლი­დან მეც მო­ვინ­დო­მე ამ საქ­მე­ში ჩარ­თვა, რა­საც ჰქვია რუ­კე­ბის პოვ­ნა. ჩემ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა კო­ლე­გამ მი­თხრა, რო­გო­რი ტი­პის რუკა უნდა ყო­ფი­ლი­ყო, გა­და­ვა­მოწ­მე და გა­ვარ­კვიე, რო­მე­ლი რუკა უნდა ყო­ფი­ლი­ყო. 1938 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი რუკა, რო­მელ­საც აქვს წი­თე­ლი, ბეჟი, 1:200 000. ეს იყო საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში გა­მოშ­ვე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი რუ­კე­ბი.

მე მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, ამ რუ­კე­ბის ძებ­ნა და­მე­წყო უკ­რა­ი­ნის და ყირ­გი­ზე­თის არ­ქი­ვებ­ში, მაგ­რამ ვერ მი­ვა­გე­ნი. მე მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა ადა­მი­ა­ნებ­თან, ვინც მოღ­ვა­წე­ობ­დნენ რუ­სეთ­ში, მათ შო­რის ერთ-ერ­თია ადა­მი­ა­ნი, ვინც რუ­სე­თის ჯა­რის სტრუქ­ტუ­რა­ში იყო. მას­თან მქონ­და სა­უ­ბა­რი. აქ ლა­პა­რა­კი იმა­ზე კი არ იყო, რუკა მო­ე­ცა, მთა­ვა­რი იყო, მი­ეგ­ნო, ვერ მი­აგ­ნო. ჩვე­ნი რე­სურ­სით ვერ ვი­პო­ვეთ, თუმ­ცა მცდე­ლო­ბა იყო. სხვა დო­კუ­მენ­ტე­ბი ნა­პოვ­ნი იყო, მაგ­რამ რუკა ვერა“, – აღ­ნიშ­ნა ექ­სპერ­ტმა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე.

და­ვით გა­რე­ჯის საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლი ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და შს სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლი ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა 2020 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს და­ა­კა­ვა.მათ ბრა­ლად ედე­ბათ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბა. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მათ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა 8 ოქ­ტომ­ბერს შე­უ­ფარ­და.ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა მიმ­დი­ნა­რე წლის 28 იან­ვარს გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ. ამას­თან, პრო­კუ­რა­ტუ­რამ 21 იან­ვარს საქ­მე­ზე ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აცხა­დე­ბენ, ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცია-დე­მარ­კა­ცი­ის პრო­ცეს­ში ზემ­დგო­მი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის და­ვა­ლე­ბით მოქ­მე­დებ­დნენ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პატრიოტი 2
27

ნაძირალა არეშიძე, მართლა მიწა რატომ არ გაგისკდებათ ყველას, ვინც ამ ადამიანს ებრძვით!!! 

კუკუ
13

 "ტროიკი"-ს ძმაკაცი! კგბ-ს სუნი ტრიალებს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მის კაბინეტში რომ შევედით, მელაშვილმა გვაგრძნობინა, რომ ჩვენ არ ვართ კომპეტენტურები..." -  რა ჩვენება მისცა არეშიძემ გარეჯის საქმეზე და რა გაიხსენა რუკების ძებნაზე?

"მის კაბინეტში რომ შევედით, მელაშვილმა გვაგრძნობინა, რომ ჩვენ არ ვართ კომპეტენტურები..." -  რა ჩვენება მისცა არეშიძემ გარეჯის საქმეზე და რა გაიხსენა რუკების ძებნაზე?

მე მქონდა საშუალება, ამ რუკების ძებნა დამეწყო უკრაინის და ყირგიზეთის არქივებში, მაგრამ ვერ მივაგენი. მე მქონდა ურთიერთობა ადამიანებთან, ვინც მოღვაწეობდნენ რუსეთში, მათ შორის ერთ-ერთია ადამიანი, ვინც რუსეთის ჯარის სტრუქტურაში იყო. მასთან მქონდა საუბარი. აქ ლაპარაკი იმაზე კი არ იყო, რუკა მოეცა, მთავარი იყო, მიეგნო, ვერ მიაგნო. ჩვენი რესურსით ვერ ვიპოვეთ, თუმცა მცდელობა იყო. სხვა დოკუმენტები ნაპოვნი იყო, მაგრამ რუკა ვერა, – ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე ჩვენების მიცემისას განაცხადა.

მამუკა არეშიძის თქმით, 1999 წლიდან დაკავებული იყო უსაფრთხოების საკითხებით, რაც რეგიონული პოლიტიკის ზოგიერთ ნიუანსს და მათ შორის საზღვრებს ეხებოდა. „ტენდენცია იმის, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიმოსვლა გაიზარდა გარეჯში, ჩემთვის 2007 წელს გახდა ნათელი. მიზეზი არ ვიცოდი და მიზეზის ძებნა დავიწყე მაშინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში“, – აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

მამუკა არეშიძის განმარტებით, საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებასთან კითხვები ჰქონდა, თუმცა ვერც ერთზე პასუხი ვერ მიიღო.

„ვხვდებოდი, რომ გარკვეული პოლიტიკური ინიციატივები იყო აზერბაიჯანის მხრიდან, არსებულ ხელისუფლებასთან კითხვები მქონდა და ვერც ერთზე პასუხი ვერ მივიღე. აი, დაახლოებით ასეთი სურათი იყო. მე მელაშვილის გარდა, კომისიის წევრები სხვა არავინ ვიცოდი. ადამიანები, ვისთანაც მე მქონდა შეხება, კავშირში იყვნენ კომისიის წევრებთან. აქედან გამომდინარე, მე მათთან შეხება მქონდა არაპირდაპირი, ირიბი. მე მიმქონდა ინფორმაცია ასეთ ადამიანებთან. მოდიოდა გაუგებარი ინფორმაცია, ადამიანები ვერ ხვდებოდნენ, ვითარება რატომ იცვლებოდა გარეჯის გარშემო ასეთი ფორმით. ამ განწყობის ინფორმაცია მოდიოდა ჩემამდე", - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

რაც შეეხება ივერი მელაშვილთან უშუალო შეხვედრას, როგორც მამუკა არეშიძე იხსენებს, ის და მისი ჯგუფი მაშინ რუსეთ-საქართველოს საზღვრებზე მუშაობდნენ, კერძოდ, მამისონის მონაკვეთზე. „მაშინ შევხვდით მის კაბინეტში, ცოტა უხერხულია ჩემგან ამის თქმა, მაგრამ მელაშვილმა გვაგრძნობინა, რომ ჩვენ არ ვართ კომპეტენტურები და საქმე ის არის, რომ ეს დიდი პოლიტიკის თემა იყო. ჩვენ იქიდან წამოვედით ყოველგვარი ინფორმაციის გარეშე. ასევე, მქონდა შეხება ზოგიერთ სხვა ადამიანთან, რომლებიც ყოფილი კომისიის წევრები იყვნენ, გვარებს ვერ ვიტყვი, თავს შევიკავებ. მრჩებოდა შთაბეჭდილება, კომისია, რომელიც ამდენი წელი მუშაობდა, გარკვეული ბარიერის წინაშე აღმოჩნდა და ეს ბარიერი 2006 წლის შუალედური დასკვნა იყო. ამის მერე მოხდა რაღაცების გააქტიურება. ამასობაში მესაზღვრეები გაჩნდნენ. ამ ინფორმაციებმა, ანალიზმა მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ იქმნებოდა არაჯანსაღი ვითარება, რომ რაღაცა პოლიტიკური გადაწყვეტილება ან მიღებულია ან უნდა მიიღონ. 2016 წლიდან მეც მოვინდომე ამ საქმეში ჩართვა, რასაც ჰქვია რუკების პოვნა. ჩემმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ მითხრა, როგორი ტიპის რუკა უნდა ყოფილიყო, გადავამოწმე და გავარკვიე, რომელი რუკა უნდა ყოფილიყო. 1938 წელს გამოშვებული რუკა, რომელსაც აქვს წითელი, ბეჟი, 1:200 000. ეს იყო საბჭოთა პერიოდში გამოშვებული სპეციალიზირებული რუკები.

მე მქონდა საშუალება, ამ რუკების ძებნა დამეწყო უკრაინის და ყირგიზეთის არქივებში, მაგრამ ვერ მივაგენი. მე მქონდა ურთიერთობა ადამიანებთან, ვინც მოღვაწეობდნენ რუსეთში, მათ შორის ერთ-ერთია ადამიანი, ვინც რუსეთის ჯარის სტრუქტურაში იყო. მასთან მქონდა საუბარი. აქ ლაპარაკი იმაზე კი არ იყო, რუკა მოეცა, მთავარი იყო, მიეგნო, ვერ მიაგნო. ჩვენი რესურსით ვერ ვიპოვეთ, თუმცა მცდელობა იყო. სხვა დოკუმენტები ნაპოვნი იყო, მაგრამ რუკა ვერა“, – აღნიშნა ექსპერტმა სასამართლო პროცესზე.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა.მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეუფარდა.ბრალდებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მიმდინარე წლის 28 იანვარს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. ამასთან, პროკურატურამ 21 იანვარს საქმეზე ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ჩანაწერის მიხედვით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ.