მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არადიდგვაროვანზე ქორწინების გამო იაპონიის პრინცესა სამეფო ოჯახიდან "გააძევეს" - 21-ე საუკუნის ზღაპრული სიყვარულის ამბავი
არადიდგვაროვანზე ქორწინების გამო იაპონიის პრინცესა სამეფო ოჯახიდან "გააძევეს" - 21-ე საუკუნის ზღაპრული სიყვარულის ამბავი

ია­პო­ნი­ის სა­მე­ფო ოჯახ­ში სკან­და­ლია. პრინ­ცე­სა მაკო ოჯა­ხის წევ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ცო­ლად გაჰ­ყვა კაცს, რო­მე­ლიც დიდ­გვა­რო­ვა­ნი არ არის და არა­ფე­რი აკავ­ში­რებს სა­იმ­პე­რა­ტო­რო ოჯახ­თან.

პრინ­ცე­სა მა­კოს რჩე­უ­ლი კეი კო­მუ­როა. ქორ­წი­ნე­ბის გამო მა­კოს სა­მე­ფო ტი­ტუ­ლი ჩა­მო­არ­თვეს.

წყვილ­მა ურ­თი­ერ­თო­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად 26 ოქ­ტომ­ბერს გა­ა­ფორ­მა. 30 წლის მა­კომ, ტი­ტულს სიყ­ვა­რუ­ლი ამ­ჯო­ბი­ნა. მან ჯერ კი­დევ 4 წლის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ კო­მუ­რო­ზე და­ნიშ­ნუ­ლი იყო. პრინ­ცე­სას ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის ბევ­რი კი­ცხავ­და. მა­კომ სა­ხელ­მწი­ფოს­გან 1 მი­ლი­ო­ნის მი­ღე­ბა­ზეც კი უარი თქვა, რომ ხალ­ხის­თვის და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, თუ რა­ო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მის­თვის კო­მუ­როს­თან ოჯა­ხის შექ­მნა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ეს თან­ხა სა­მე­ფო ოჯა­ხის და­ტო­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­და­ე­ცე­მათ იმ­პე­რა­ტო­რის ნა­თე­სა­ვებს.

ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, წყვი­ლი მე­დი­ის წი­ნა­შე წარ­სდგა და სა­კუ­თა­რი გრძნო­ბე­ბის შე­სა­ხებ გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა. 30 წლის კეი კო­მუ­რამ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყებ­ლად ისა­უბ­რა:

"მე მიყ­ვარს მაკო. ერთხელ ვცხოვ­რობთ და მსურს ეს დრო ჩემს საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად ბედ­ნი­ე­რად გა­ვა­ტა­რო. მე და მა­კოს თბი­ლი და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ოჯა­ხის შექ­მნა გვინ­და. ჩვენ ერ­თმა­ნეთს მხარ­ში ამო­ვუდ­გე­ბით ბედ­ნი­ე­რე­ბა­სა თუ გან­საც­დელ­ში“, - ამ­ბობს კეი კო­მუ­რო.

ახ­ლად და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს ნიუ იორკში სურთ სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლა, სა­დაც კო­მუ­რო სა­ად­ვო­კა­ტო ფირ­მა­ში მუ­შა­ობს.

  • პრინ­ცე­სა მა­კოს სა­იმ­პე­რა­ტო­რო გვირ­გვი­ნის დად­გმა მა­ინც არ ეწე­რა, რად­გან ია­პო­ნი­ა­ში ქა­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბა კა­ნო­ნით აკ­რძა­ლუ­ლია. აგ­რეთ­ვე, სა­მე­ფო ოჯა­ხის ქალ წარ­მო­მად­გენ­ლებს, ია­პო­ნი­ის კონ­სტი­ტუ­ცი­ით, ოჯახ­სა და ტი­ტულ­ზე უა­რის თქმა ევა­ლე­ბათ, თუ ისი­ნი "უბ­რა­ლო ადა­მი­ან­ზე" გა­თხო­ვე­ბას გა­და­წყვე­ტენ.

წყვილს ოჯა­ხის შექ­მნა ჯერ კი­დევ 2018 წელს ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი, მაგ­რამ კო­მუ­როს დე­დას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სკან­და­ლის გამო, ქორ­წი­ლი გა­და­ი­დო. უფრო დე­ტა­ლუ­რად კი - გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მან ყო­ფი­ლი საქმროს­გან 36.000 დო­ლა­რი ისეს­ხა და თან­ხა უკან აღარ და­უბ­რუ­ნა. კო­მუ­რომ ამა­ზე 28-გვერ­დი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბაც კი და­წე­რა, სა­დაც ამ­ტკი­ცებ­და, რომ დე­და­მისს ფული სა­ჩუ­ქა­რი ეგო­ნა და და­ვის მო­საგ­ვა­რებ­ლად ის ფუ­ლა­დი ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­დახ­და­ზეც იყო თა­ნახ­მა.

ზო­გი­ერ­თის აზ­რით, მარ­ტო­ხე­ლა დე­დის გაზ­რდი­ლი უბ­რა­ლო ბიჭი პრინ­ცე­სას არ იმ­სა­ხუ­რებს, იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ მა­კოს ის ცო­ლად ფუ­ლის გამო ირ­თავ­და. ამ­გვა­რი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და, რა­მაც კვა­ლი და­ამ­ჩნია პრინ­ცე­სას ფსი­ქი­კა­ზე. ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მა­კოს პოსტტრავ­მუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა ჰქონ­და.

ია­პო­ნე­ლი წყვი­ლის სკან­დალს ბევ­რი ბრი­ტა­ნე­თის პრინც ჰა­რი­სა და მე­გან მერკლის ის­ტო­რი­ას ადა­რებს. ბევ­რი ფიქ­რობ­და,

"სი­ტუ­ა­ცი­ის მსგავ­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ეჭ­ვოა, კეი კო­მუ­როს და მა­კოს ისე­თი­ვე ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მოს ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, რო­გო­რიც ჰა­რის და მე­განს. ინ­გლი­სე­ლი წყვი­ლი ბევ­რად უფრო ხში­რად ჩნდე­ბა კა­მე­რე­ბის წინ და საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ეწე­ვა. ისი­ნი გახ­სნი­ლად ჰყვე­ბოდ­ნენ სა­მე­ფო ოჯა­ხის ის­ტო­რი­ებს და ამით მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რი იშო­ვეს. ეჭვი მე­პა­რე­ბა, კო­მუ­რო და მაკო მსგავ­სად მო­იქ­ცნენ, სა­ერ­თო­დაც, მგო­ნია, რომ ეს ორი ჩვე­ნი თვალ­სა­წი­ე­რი­დან უბ­რა­ლოდ გაქ­რე­ბა", - ამ­ბობს პორტლენ­დის შტა­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ია­პო­ნი­ის სა­კი­თხე­ბის მკვლე­ვა­რი კენ რუ­ო­ფი.

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
0

იუმორის გრძნობა დაკარგეთ,რა უნდა იაპონიას ევროკავშირში .

ეკა
0

ბედნიერებას ვუსურვებ ამ წყვილს, სიყვარულისთვის მაკომ თუ მილიონზე და ტიტულზე თქვა უარი, ბევრს მეტიც შეუწირია (ვისთვის მილიონი და ტიტულია ბევრი და ვისთვის ლარი და ოჯახიდან "მოკვეთა")... ასე,რომ გაუმარჯოს წრფელ და უანგარო სიყვარულს!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

არადიდგვაროვანზე ქორწინების გამო იაპონიის პრინცესა სამეფო ოჯახიდან "გააძევეს" - 21-ე საუკუნის ზღაპრული სიყვარულის ამბავი

არადიდგვაროვანზე ქორწინების გამო იაპონიის პრინცესა სამეფო ოჯახიდან "გააძევეს" - 21-ე საუკუნის ზღაპრული სიყვარულის ამბავი

იაპონიის სამეფო ოჯახში სკანდალია. პრინცესა მაკო ოჯახის წევრების წინააღმდეგობის მიუხედავად, ცოლად გაჰყვა კაცს, რომელიც დიდგვაროვანი არ არის და არაფერი აკავშირებს საიმპერატორო ოჯახთან.

პრინცესა მაკოს რჩეული კეი კომუროა. ქორწინების გამო მაკოს სამეფო ტიტული ჩამოართვეს.

წყვილმა ურთიერთობა ოფიციალურად 26 ოქტომბერს გააფორმა. 30 წლის მაკომ, ტიტულს სიყვარული ამჯობინა. მან ჯერ კიდევ 4 წლის წინ განაცხადა, რომ კომუროზე დანიშნული იყო. პრინცესას ამ გადაწყვეტილებისთვის ბევრი კიცხავდა. მაკომ სახელმწიფოსგან 1 მილიონის მიღებაზეც კი უარი თქვა, რომ ხალხისთვის დაემტკიცებინა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო მისთვის კომუროსთან ოჯახის შექმნა. როგორც ცნობილია, ეს თანხა სამეფო ოჯახის დატოვების შემთხვევაში გადაეცემათ იმპერატორის ნათესავებს.

ქორწინების შემდეგ, წყვილი მედიის წინაშე წარსდგა და საკუთარი გრძნობების შესახებ გულახდილად ისაუბრა. 30 წლის კეი კომურამ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გულისამაჩუყებლად ისაუბრა:

"მე მიყვარს მაკო. ერთხელ ვცხოვრობთ და მსურს ეს დრო ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ბედნიერად გავატარო. მე და მაკოს თბილი და სიყვარულით სავსე ოჯახის შექმნა გვინდა. ჩვენ ერთმანეთს მხარში ამოვუდგებით ბედნიერებასა თუ განსაცდელში“, - ამბობს კეი კომურო.

ახლად დაქორწინებულებს ნიუ იორკში სურთ საცხოვრებლად გადასვლა, სადაც კომურო საადვოკატო ფირმაში მუშაობს.

  • პრინცესა მაკოს საიმპერატორო გვირგვინის დადგმა მაინც არ ეწერა, რადგან იაპონიაში ქალების მმართველობა კანონით აკრძალულია. აგრეთვე, სამეფო ოჯახის ქალ წარმომადგენლებს, იაპონიის კონსტიტუციით, ოჯახსა და ტიტულზე უარის თქმა ევალებათ, თუ ისინი "უბრალო ადამიანზე" გათხოვებას გადაწყვეტენ.

წყვილს ოჯახის შექმნა ჯერ კიდევ 2018 წელს ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ კომუროს დედასთან დაკავშირებული სკანდალის გამო, ქორწილი გადაიდო. უფრო დეტალურად კი - გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან ყოფილი საქმროსგან 36.000 დოლარი ისესხა და თანხა უკან აღარ დაუბრუნა. კომურომ ამაზე 28-გვერდიანი განცხადებაც კი დაწერა, სადაც ამტკიცებდა, რომ დედამისს ფული საჩუქარი ეგონა და დავის მოსაგვარებლად ის ფულადი ანაზღაურების გადახდაზეც იყო თანახმა.

ზოგიერთის აზრით, მარტოხელა დედის გაზრდილი უბრალო ბიჭი პრინცესას არ იმსახურებს, იმასაც ამბობენ, რომ მაკოს ის ცოლად ფულის გამო ირთავდა. ამგვარი სპეკულაციები წლების განმავლობაში გრძელდებოდა, რამაც კვალი დაამჩნია პრინცესას ფსიქიკაზე. ოქტომბრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკოს პოსტტრავმული აშლილობა ჰქონდა.

იაპონელი წყვილის სკანდალს ბევრი ბრიტანეთის პრინც ჰარისა და მეგან მერკლის ისტორიას ადარებს. ბევრი ფიქრობდა,

"სიტუაციის მსგავსების მიუხედავად, საეჭვოა, კეი კომუროს და მაკოს ისეთივე ყურადღება დაეთმოს ქორწინების შემდეგ, როგორიც ჰარის და მეგანს. ინგლისელი წყვილი ბევრად უფრო ხშირად ჩნდება კამერების წინ და საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწევა. ისინი გახსნილად ჰყვებოდნენ სამეფო ოჯახის ისტორიებს და ამით მილიონობით დოლარი იშოვეს. ეჭვი მეპარება, კომურო და მაკო მსგავსად მოიქცნენ, საერთოდაც, მგონია, რომ ეს ორი ჩვენი თვალსაწიერიდან უბრალოდ გაქრება", - ამბობს პორტლენდის შტატის უნივერსიტეტში იაპონიის საკითხების მკვლევარი კენ რუოფი.

მოამზადა ანა სიბოშვილმა